paraskeva 30 Posted October 4, 2014 Report Share Posted October 4, 2014 (edited) არსებობს სხვადასხვა ფორუმები სადაც ადამიანები წერენ თავის მიზნებს, ოცნებებს, გეგმებს და ა.შ. მე ეს ფორუმი ჩემად ვიგულე. აქ ვიპოვე ის სითბო რაც ჩემნაირ კაცს სჭირდება. აქ ვკითხულობ და გადმოვცემ ემოციებს, აქ ვშიშვლდები და ვარ ისეთი როგორციც ვარ და ვკითხულობ სუფთა სულის ადამიანების ნაწერებს თუ როგორ გადმოსცემენ ერთმანეთის სიყვარულს. ეს გვაკლია ჩვენ ყოფით ცხოვრებაში. მე ძალიან მიყვარს კლუბის თვითოეული წევრი ვინც უანგაროდ გასცემს რჩევა დარიგებას და ვერ ვგრძნობ იმ დამამცირებელ ქედმაღლობას რაც ჩვენს ყოფაში მრავლად არსებობს. მიყვარს ავთია თავის სულის გადმოშლის გამო (სანადიროდ რო აღარ წავიდა დილას გამზადებული) და რომელი ერთი გავიხსენო. ბუნებით მეოცნებევარ რაც მეტს ვფიქრობ უფრო ვეფლობი ამ ოცნების (ჭაობში) და მინდა დაგიდოთ ჩემი სული და გაგიმხილოთ ჩემი ოცნება რაც უკვე 7 8წელია ძალიან მინდა. მინდა სახლი მქონდეს ტყეში საერთოდ არ მინდა ეს ცივილიზებული სამყარო. მინდა სრული ჰარმონიით ვიცხოვრო ბუნებასთან. გაგიკვირდებათ და პატარა ბიჭი არ ვარ რომელსაც საზრუნავი არაფერიაქვს და მხოლოდ ოცნებებში ერთობა. მყავს უკვე 4ე წელია ჩემი პატარა უსაყვარლესი ოჯახი რომელიც შედგება 2 წევრისგან მე და ჩემი ულამაზესი მეუღლე. შვილი არ გვყავს ჩემი ბრალია, მაგრამ რატო არის ჩემი ბრალი რო გამეგო სადღაც 5 6 ათასი დავახარჯე და დიაგნოზიც არ ვიცი. (ქება და დიდება ჩვენს მედიცინას) იაპონიაში არსებობს ერთი სასტუმრო მთებში რომელიც უანგაროდ ემსახურება მონადირეებს გზა აბნეულ ტურისტებს ღამეს ათევინებენ კვებავენ და ეს ყველაფერი უანგაროდ. რატო არ შეიძლება მეც შევძლო ეს? შეიძლება!!! საბედნიეროდ ჩემი მეორე ნახევარიც ბუნებით გაჭრილი ვაშლივით მგავს და უკან არაფერზე იხევს. ჯვარიც ბევრისთვის უჩვეულო ვითარებაში დავიწერეთ 2 წლით ადრე გერგეტის ტყეში გაცნობილმა მორჩილმა რომელიც დაგვიმეგობრდა და ზუსტად 2წლის თავზე ისევ კარვებით და სალაშქროდ ჩასულებს აწ უკვე ბერად შერაცხულმა მამა ილარიონმა (იმ მორჩილმა) დაგვწერა ჯვარი. ნურაფრის ნუ გეშინიათ.თამამად მისდიეთ თქვენს ოცნებებს, რა მნიშვნელობა აქვს როგორი “განსხვავებული” და რთული ეჩვენებათ ისინი სხვებს. ბევრი ადამიანი მხოლოდ სხვის აზრის გამო არ აკეთებს იმას რაც სურს. გახსოვდეთ, თუ ადამიანი გაჭირვებაში არ გიდგათ მხარში, მისი აზრი გასათვალისწინებელი არაა. თავიდან აირიდეთ ეს სულმოწამლული პესიმისტები, რომლებიც ისმენენ თქვენს ოცნებებს და შემდეგ გეუბნებიან: “დიახ, მაგრამ რა მოხდება თუ..” გახსოვდეთ, რომ “თუ”-ს დაძლევის ერთადერთი გზა მოქმედებააა. და ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში შეგემთხვას ისაა, რომ უკან მოიხედო და თქვა: “მე შემეძლო გამეკეთებინა, მე შემეძლო მქონოდა, მე უნდა მქონოდა”. მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. ესევ და ისევ ჩემი პატივისცემა და სიყვარული ფორუმელებო B) B) B) ეს რა ბიჭი ყოფილა, ეს რა წევრი შემოემატა ჩვენს ლამაზ ოჯახს!!! გეფერება ამ ოჯახის დიასახლისი- პარასკევა Edited October 4, 2014 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted October 4, 2014 Report Share Posted October 4, 2014 არსებობს სხვადასხვა ფორუმები სადაც ადამიანები წერენ თავის მიზნებს, ოცნებებს, გეგმებს და ა.შ. მე ეს ფორუმი ჩემად ვიგულე. აქ ვიპოვე ის სითბო რაც ჩემნაირ კაცს სჭირდება. აქ ვკითხულობ და გადმოვცემ ემოციებს, აქ ვშიშვლდები და ვარ ისეთი როგორციც ვარ და ვკითხულობ სუფთა სულის ადამიანების ნაწერებს თუ როგორ გადმოსცემენ ერთმანეთის სიყვარულს. ეს გვაკლია ჩვენ ყოფით ცხოვრებაში. მე ძალიან მიყვარს კლუბის თვითოეული წევრი ვინც უანგაროდ გასცემს რჩევა დარიგებას და ვერ ვგრძნობ იმ დამამცირებელ ქედმაღლობას რაც ჩვენს ყოფაში მრავლად არსებობს. მიყვარს ავთია თავის სულის გადმოშლის გამო (სანადიროდ რო აღარ წავიდა დილას გამზადებული) და რომელი ერთი გავიხსენო. ბუნებით მეოცნებევარ რაც მეტს ვფიქრობ უფრო ვეფლობი ამ ოცნების (ჭაობში) და მინდა დაგიდოთ ჩემი სული და გაგიმხილოთ ჩემი ოცნება რაც უკვე 7 8წელია ძალიან მინდა. მინდა სახლი მქონდეს ტყეში საერთოდ არ მინდა ეს ცივილიზებული სამყარო. მინდა სრული ჰარმონიით ვიცხოვრო ბუნებასთან. გაგიკვირდებათ და პატარა ბიჭი არ ვარ რომელსაც საზრუნავი არაფერიაქვს და მხოლოდ ოცნებებში ერთობა. მყავს უკვე 4ე წელია ჩემი პატარა უსაყვარლესი ოჯახი რომელიც შედგება 2 წევრისგან მე და ჩემი ულამაზესი მეუღლე. შვილი არ გვყავს ჩემი ბრალია, მაგრამ რატო არის ჩემი ბრალი რო გამეგო სადღაც 5 6 ათასი დავახარჯე და დიაგნოზიც არ ვიცი. (ქება და დიდება ჩვენს მედიცინას) იაპონიაში არსებობს ერთი სასტუმრო მთებში რომელიც უანგაროდ ემსახურება მონადირეებს გზა აბნეულ ტურისტებს ღამეს ათევინებენ კვებავენ და ეს ყველაფერი უანგაროდ. რატო არ შეიძლება მეც შევძლო ეს? შეიძლება!!! საბედნიეროდ ჩემი მეორე ნახევარიც ბუნებით გაჭრილი ვაშლივით მგავს და უკან არაფერზე იხევს. ჯვარიც ბევრისთვის უჩვეულო ვითარებაში დავიწერეთ 2 წლით ადრე გერგეტის ტყეში გაცნობილმა მორჩილმა რომელიც დაგვიმეგობრდა და ზუსტად 2წლის თავზე ისევ კარვებით და სალაშქროდ ჩასულებს აწ უკვე ბერად შერაცხულმა მამა ილარიონმა (იმ მორჩილმა) დაგვწერა ჯვარი. ნურაფრის ნუ გეშინიათ.თამამად მისდიეთ თქვენს ოცნებებს, რა მნიშვნელობა აქვს როგორი “განსხვავებული” და რთული ეჩვენებათ ისინი სხვებს. ბევრი ადამიანი მხოლოდ სხვის აზრის გამო არ აკეთებს იმას რაც სურს. გახსოვდეთ, თუ ადამიანი გაჭირვებაში არ გიდგათ მხარში, მისი აზრი გასათვალისწინებელი არაა. თავიდან აირიდეთ ეს სულმოწამლული პესიმისტები, რომლებიც ისმენენ თქვენს ოცნებებს და შემდეგ გეუბნებიან: “დიახ, მაგრამ რა მოხდება თუ..” გახსოვდეთ, რომ “თუ”-ს დაძლევის ერთადერთი გზა მოქმედებააა. და ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში შეგემთხვას ისაა, რომ უკან მოიხედო და თქვა: “მე შემეძლო გამეკეთებინა, მე შემეძლო მქონოდა, მე უნდა მქონოდა”. მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. ესევ და ისევ ჩემი პატივისცემა და სიყვარული ფორუმელებო B) B) B) კაი კაცი ხარ ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted October 4, 2014 Report Share Posted October 4, 2014 მადლობა სუყველას ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 5, 2014 Report Share Posted October 5, 2014 ერთი საუბრის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც ამასწინ შედგა ჩემსა და ჩემს ერთ ნაცნობ უცხოელს შორის, რომელიც უკვე 3 წელია ცხოვრობს ჩვენს ქალაქში მოკლედ, ეს ახალგაზრდა მამაკაცი ჩემი ფეისბუქ მეგობარიცაა და ხშირად ვხედავ როგორ აზიარებს საქართველოს სიახლეებს თავის კედელზე ამასწინ ვნახე, რომ გაეზიარებინა რომელიღაც საიტის სტატია, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ყრია ბუნებაში როგორც ჩანს ღრეობის შემდეგ დატოვებული ნაგავი, ბოთლები, ჭიქებები, საჭმლის ნარჩენები და ა.შ. ამ სურათს ჰქონდა წარწერა ,,ღორები,, ამგვარ პოსტებს მეც ხშირად ვაზიარებ, ვინაიდან მეც მაწუხებს ეს ყველაფერი და მინდა, რაღაც გამოსწორდეს, მაგრამ უცხოელის მიერ გაზიარებულმა ,,ჩვენმა სირცხვილმა,, - ცოტა არ იყოს და გამაბრაზა და ამ ადამიანთან შევკამათდი. გამინაწყენდა. დიდხანს ვისაუბრეთ , მე ვუხსნიდი რომ ეს ჩვენც გვტკივა და არაა საჭირო ამის გაზიარება მის მიერ, ვინაიდან უამრავი უცხოელი მეგობარი ჰყავს და ეს შავი პიარია საქართველოსთვის, რომელსაც ისედაც არ ულხინს და ნუ გააკეთებ ამას მეტჯერთქო, მაგრამ მისი პოზიცია ურყევი იყო – მანამ გავაკეთებ, სანამ ეს არ გამოსწორდებაო! მერე მწერს - ,,როდესაც ვინმე უცხოელი ჩამოდის საქართველოში ჩემთან სტუმრად და ქუჩაში ან ტყეში ასეთ რაღაცას ვაწყდებით – სირცხვილისგან ვკვდები!!!…თითქოს ჩემი დაყრილია! უხერხულობისგან აღარ ვიცი სად წავიდე...როგორ გავამართლო ეს ყველაფერი..! ნებისმიერი ხერხით უნდა ვიბრძოლოთ და ამას უნდა აკეთებდეს ყველა.! რატომ არ მიუთითებთ, რატომ შენიშვნას არ აძლევთ, რატომ ყველა ერთად რამეს არ აკეთებთ??! როგორ ცხოვრობთ ასე?? ალბათ თქვენც იგივეს აკეთებთ და ამიტომ არ იღებთ ხმას ან... არ გიყვართ თქვენი ქვეყანა.!. აი, კონკრეტულად შენ რა გააკეთე ამ ყველაფრის გამოსასწორებლად??!!, - მკითხა ცოტა ცინიკურად და მე.. დავიბენი..შემრცხვა.. ვაი ვიშის გარდა, რეალურად, არც არაფერი ეს ადამიანი სამი წელია რაც საქართველოში მუშაობს, დიზაინერია და ყოველ შაბათ-კვირას, ან თავისუფალ დროს, ზამთარ-ზაფხულ, იღებს დიდ ნაგვის პარკებს და გამოდის ქუჩებსა და პარკებში და... ნაგავს აგროვებს!! იმ ნაგავს, რომელსაც ჩვენ ვყრით!. ,,ბევრჯერ მომაყენეს შეურაცყოფა, დამცინეს, რამდენჯერმე მომხვდა კიდეც მაგრად სახეში... მაგრამ მე მაინც გავაკეთებ ამას და გავაკეთებ არა ქართველებისთვის, არამედ საქართველოსთვის! მისი ულამაზესი ბუნებისთვის!,,.- მითხრა მან ბოლოს. და მართლაც, ეს დღეები დაფიქრებული დავდივარ, - საიდან აქვს ამ უცხოტომელს ჩემი ქვეყნის ასეთი სიყვარული?! სიყვარული და პასუხისმგებლობა, რაღაც მაინც გააკეთოს უკეთესობისთვის.. და მე რომ არ ვაშავებ, ეს ცვლის საქმეს? სამაგიეროდ რამეს ვაკეთებ?? ან რატომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ანალოგიურად მოვიქცე??!! დავიკავო ნაგვის პარკი, ვიარო ქუჩა-ქუჩა და ჩემი თავისუფალი დრო სხვების მიერ დაყრილი ნაგვის აკრეფაში დავხარჯო???!!.. რატომ არ მაქვს ეს შეგნება!?? თავშიც არ მომდის! ალბათ ამიტომაც, ის ევროპელია, მე კი ქართველი /ქ.ვ/ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 5, 2014 Report Share Posted October 5, 2014 ჩემი ორივე შვილი, ყოველ ზაფხულს მონაწილეობს მსგავს პროგრამებში, ახლაც, სწავლის პერიოდი აქვთ, მაგრამ შაბათ კვირას გადიან და ეწერებიან მოხალისეებად. ასუფთავებენ სკვერებს და მდინარის ნაპირებს. მეც, თქვენი ძმა და მეგობარი, სანამ თევზაობას დავიწყებ, ან ნადირობას, იქაურობა აუცილებლად უნდა დავასუფთავო. ასეთი რამ მოხდა. უმეტესობა მიცნობთ და იცით რომ ადვილად "წასაქცევი" არ ვარ. შევდივარ ტბაზე, ახუნძლული მაქვს ათასი სათევზაო აღჭურვილობა, მოკლედ კიბორგივით ვარ, მაგრამ სანამ ჩემს ამოჩემებულ ადგილთან მივიდოდი, ვაგროვე ბილიკზე ნაყარი ნაგავი. მეც დამაქვს ნაგვის დიდი ცელოფანი. მივუახლოვდი "ჩემს" ადგილს და ორი შტერი დამხვდა, უკვე გადმოტრიალებულები, მოუსწრიათ და 24 ქილა ლუდი დაულევიათ ორს, მიუყოლებიათ ჯანდაბა და ოხრობა ამ ჯორის "ფსელზე" და წვანან ამ ნაგავში. მეთქი "პადიომ იობ ვაშუ მატ", აკრიფეთ თორემ გარემოს დაცვაში ვრეკავთქო. აუ რა დაფაცურდა ის ორი ბეჰემოტი, წარმოდგენა არა გაქვთ, ავაპარსინე იქაურობა. ჩემის აზრით თვითონ ხალხმა უნდა იაქტიუროს. ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted October 5, 2014 Report Share Posted October 5, 2014 როდის გვეშველება ესეთების ხელში ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted October 5, 2014 Report Share Posted October 5, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 9, 2014 Report Share Posted October 9, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 9, 2014 Author Report Share Posted October 9, 2014 ბუბამარას პოსტი ახლა ვნახე(ხანდახან შეიძლება გამომრჩეს ვინმეს მიმართვა და არ გეწყინოთ). საჩვენო კაცი ყოფილხარ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 9, 2014 Report Share Posted October 9, 2014 paraskeva რასაც ღმერთი აჩუქებს ადამიანს, უნდა შეირგოს. ვუყურე მაგ ვიდეოს და იმიტომ დავწერე ის, რაც ცოტა ზემოთ დევს. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted October 9, 2014 Report Share Posted October 9, 2014 არსებობს სხვადასხვა ფორუმები სადაც ადამიანები წერენ თავის მიზნებს, ოცნებებს, გეგმებს და ა.შ. მე ეს ფორუმი ჩემად ვიგულე. აქ ვიპოვე ის სითბო რაც ჩემნაირ კაცს სჭირდება. აქ ვკითხულობ და გადმოვცემ ემოციებს, აქ ვშიშვლდები და ვარ ისეთი როგორციც ვარ და ვკითხულობ სუფთა სულის ადამიანების ნაწერებს თუ როგორ გადმოსცემენ ერთმანეთის სიყვარულს. ეს გვაკლია ჩვენ ყოფით ცხოვრებაში. მე ძალიან მიყვარს კლუბის თვითოეული წევრი ვინც უანგაროდ გასცემს რჩევა დარიგებას და ვერ ვგრძნობ იმ დამამცირებელ ქედმაღლობას რაც ჩვენს ყოფაში მრავლად არსებობს. მიყვარს ავთია თავის სულის გადმოშლის გამო (სანადიროდ რო აღარ წავიდა დილას გამზადებული) და რომელი ერთი გავიხსენო. ბუნებით მეოცნებევარ რაც მეტს ვფიქრობ უფრო ვეფლობი ამ ოცნების (ჭაობში) და მინდა დაგიდოთ ჩემი სული და გაგიმხილოთ ჩემი ოცნება რაც უკვე 7 8წელია ძალიან მინდა. მინდა სახლი მქონდეს ტყეში საერთოდ არ მინდა ეს ცივილიზებული სამყარო. მინდა სრული ჰარმონიით ვიცხოვრო ბუნებასთან. გაგიკვირდებათ და პატარა ბიჭი არ ვარ რომელსაც საზრუნავი არაფერიაქვს და მხოლოდ ოცნებებში ერთობა. მყავს უკვე 4ე წელია ჩემი პატარა უსაყვარლესი ოჯახი რომელიც შედგება 2 წევრისგან მე და ჩემი ულამაზესი მეუღლე. შვილი არ გვყავს ჩემი ბრალია, მაგრამ რატო არის ჩემი ბრალი რო გამეგო სადღაც 5 6 ათასი დავახარჯე და დიაგნოზიც არ ვიცი. (ქება და დიდება ჩვენს მედიცინას) იაპონიაში არსებობს ერთი სასტუმრო მთებში რომელიც უანგაროდ ემსახურება მონადირეებს გზა აბნეულ ტურისტებს ღამეს ათევინებენ კვებავენ და ეს ყველაფერი უანგაროდ. რატო არ შეიძლება მეც შევძლო ეს? შეიძლება!!! საბედნიეროდ ჩემი მეორე ნახევარიც ბუნებით გაჭრილი ვაშლივით მგავს და უკან არაფერზე იხევს. ჯვარიც ბევრისთვის უჩვეულო ვითარებაში დავიწერეთ 2 წლით ადრე გერგეტის ტყეში გაცნობილმა მორჩილმა რომელიც დაგვიმეგობრდა და ზუსტად 2წლის თავზე ისევ კარვებით და სალაშქროდ ჩასულებს აწ უკვე ბერად შერაცხულმა მამა ილარიონმა (იმ მორჩილმა) დაგვწერა ჯვარი. ნურაფრის ნუ გეშინიათ.თამამად მისდიეთ თქვენს ოცნებებს, რა მნიშვნელობა აქვს როგორი “განსხვავებული” და რთული ეჩვენებათ ისინი სხვებს. ბევრი ადამიანი მხოლოდ სხვის აზრის გამო არ აკეთებს იმას რაც სურს. გახსოვდეთ, თუ ადამიანი გაჭირვებაში არ გიდგათ მხარში, მისი აზრი გასათვალისწინებელი არაა. თავიდან აირიდეთ ეს სულმოწამლული პესიმისტები, რომლებიც ისმენენ თქვენს ოცნებებს და შემდეგ გეუბნებიან: “დიახ, მაგრამ რა მოხდება თუ..” გახსოვდეთ, რომ “თუ”-ს დაძლევის ერთადერთი გზა მოქმედებააა. და ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში შეგემთხვას ისაა, რომ უკან მოიხედო და თქვა: “მე შემეძლო გამეკეთებინა, მე შემეძლო მქონოდა, მე უნდა მქონოდა”. მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. ესევ და ისევ ჩემი პატივისცემა და სიყვარული ფორუმელებო B) B) B) ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted October 9, 2014 Report Share Posted October 9, 2014 "ბრაუნინგ" (ბოდიში სახელი არ ვიცი) მადლობა "პასკატორე" არმენ შოთა მერკვილაძე ანუ მე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 18, 2014 Report Share Posted October 18, 2014 ბავშვებო, ხომ ხართ მაგრად? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 26, 2014 Author Report Share Posted October 26, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 26, 2014 Report Share Posted October 26, 2014 ფილმიც ვნახე,, ძალიან მაგარიაააა!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 8, 2014 Report Share Posted November 8, 2014 ძაან მშია!!! http://www.youtube.com/watch?v=Vb9SotwSs2o ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 10, 2014 Report Share Posted November 10, 2014 განათდა, განათდა აქაურობაააააა!!!! B) ეს რა იყო, რა ხდებოდა ეს ორი დღე? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 14, 2014 Report Share Posted November 14, 2014 მეთევზეებო , ეს რა თევზია? ქართულად რა ქვია? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 14, 2014 Report Share Posted November 14, 2014 paraskeva მაგ თეზის ქართული დასახელება არ ვიცი, ინგლისურად სთინგრეი ჰქვია./ქართულად მგონი სკაროსი./ მაგას კუდის დაბოლოებაზე კაუჭივით აქვს, რომლიდანაც მომაკვდინებელ შხამს გამოჰყოფს. მასეთმა თევზმა გადაიყოლა ის ავსტრალიელი, ნიანგებს რომ უყოფთა თავს ხახაში. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 14, 2014 Report Share Posted November 14, 2014 paraskeva მაგ თეზის ქართული დასახელება არ ვიცი, ინგლისურად სთინგრეი ჰქვია./ქართულად მგონი სკაროსი./ მაგას კუდის დაბოლოებაზე კაუჭივით აქვს, რომლიდანაც მომაკვდინებელ შხამს გამოჰყოფს. მასეთმა თევზმა გადაიყოლა ის ავსტრალიელი, ნიანგებს რომ უყოფთა თავს ხახაში. მადლობაააა, გიო ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted November 16, 2014 Report Share Posted November 16, 2014 გამარჯობა ფორუმელებო. მოვაბი თავი ვიშოვე კარავიც და ყველა ის აღჭურვილობა რაც დამეხმარებოდა თბილად გაგვეტარებინა დღე ბუნებაში. სურათბით უფრო ბევრს გადმოგცემთ ვიდრე სიტყვებით. 15 ნოემბერი ჩემი მეუღლის დაბადების დღე ************* ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted November 16, 2014 Report Share Posted November 16, 2014 (edited) Edited November 16, 2014 by bubamara ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted November 16, 2014 Report Share Posted November 16, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 16, 2014 Report Share Posted November 16, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 16, 2014 Report Share Posted November 16, 2014 ყოჩაღ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.