Gurulo 154 Posted March 9, 2015 Report Share Posted March 9, 2015 ეკა 8 მარტს გილოცავ! B) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 9, 2015 Report Share Posted March 9, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 19, 2015 Author Report Share Posted March 19, 2015 მაგარია.... ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 (edited) გოჩა აბულაძე სად აღარ გნახავს კაცი Edited March 19, 2015 by ალექსანდრე ბაბუნაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 29, 2015 Author Report Share Posted March 29, 2015 გუგუნა კვებეკური ღუმელი, რომელშიც ყვითელი არყი ტკაცუნებს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 31, 2015 Report Share Posted March 31, 2015 ეს ლექსები მე-6 კლასელმა , ლიკა თადიაშვილმა, დაწერა. ********* ვერ ამოგძირკვეს თუმც დაგტოვეს,ნახევრად მთელი შენივე შვილთან გიწევს ბრძოლა- მიწავ ტანჯულო, ძნელი ყოფილა ქართველებში გერქვას ქართველი და ქართველობა შეინარჩუნო! თუ შიგადაშიგ კიდევ ისმის ჰიმნი ქართული ლექსად აგკინძავ და შეგასხავ ხოტბა-დიდებას, მე მაშინ ვივლი ჩემს მიწაზე წელგამართული, თუ საქართველო კვლავ გაბრწყინდება! მტკივა ზედ გულზე ჩასობილი ეჭვის ეკლები მტკივა,ყოველი დაგროვდა და ყელში დაქუჩდა ოდეს ბრძოლებში სანაქებო, შეუდრეკელნი- თვითონ ქართველნი, გიგდებს აბუჩად... არ დანებდები მჯერა მტერს კვლავ გაუმკლავდები, შენს ჩემს ძარღვებში ისევ ჩქეფხარ, ჩქეფხარ დიდგორად, კი არ იზრდები საქართველოვ!- პატარავდები და თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა... ვერ ამოგძირკვეს თუმც დაგტოვეს,ნახევრად მთელი შენივე შვილთან გიწევს ბრძოლა- მიწავ ტანჯულო, ძნელი ყოფილა ქართველებში გერქვას ქართველი და ქართველობა შეინარჩუნო!!! /ლიკა თადიაშვილი./ 2015 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 2, 2015 Report Share Posted April 2, 2015 რა შტერობაა ახლა ეს? 0-ზე დაეცა ტემპერატურა. ყველა კურკოვანი ყვავილობს, ტიტები და დეფოდილები გაბრდღიალულები იყვნენ. ლეღვის ხე ისევ გამიყინა. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 2, 2015 Report Share Posted April 2, 2015 გიო ცეცხლი უნდა მიანთ-მოანთო მასეთი გაჭირვების დროს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 9, 2015 Author Report Share Posted April 9, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2015 Author Report Share Posted April 13, 2015 ვინც ქუთაისში ხართ, იქნებ ყველამ მოაწეროთ ხელი ამ მოთხოვნას. ორ მაისამდეა აქცია. http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=20878&cat_id=7 ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ითხოვენ 15:00 13.04.2015 ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ითხოვენ „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს,“ -ამ სახელწოდებით შესაბამისი ბროშურების დარიგება ქალაქის მოსახლეობაში მიმდინარეობს. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს. ჯგუფის წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძე ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს და პროცესი 2 მაისამდე გაგრძელდება. „დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხშირად ქვეყნის დედაქალაქის და კულტურული ცენტრის ფუნქციას ითავსებდა. არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არსებობას მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით აგრძელებს, ვინც ეს ქალაქი უკვე დატოვა და დედაქალაქში ან სხვა ქვეყანებში აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას. ამ ქალაქში ცხოვრება უკვე ენთუზიაზმის დონეზე რჩება. თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა. ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. სტუდენტების სიმრავლე კი დამატებით ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება!,“ - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის იმ განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ფონდ „ქართუ“-ს, „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო გუნდის მისამართით გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ფონდმა „ქართუმ" გადაწყვიტა, თავისი ხარჯით ააშენოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის აზრით, დედაქალაქში ისედაც ფუნქციობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და თუ ვინმეს უანგაროდ სურს თბილისში მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების კერის დაფუძნება, საამისოდ აქ შესაბამისი სივრცე უკვე არსებობს; მას თავისუფლად შეუძლია, კაპიტალი სტუ-ს განვითარების ახალ სტრატეგიაში დააბანდოს. „არასახარბიელო და შემაშფოთებელია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა. დიდ ქართულ დასახლებებს შორის უმუშევრობისა და სოციალური გაჭირვების დონის მიხედვით ქუთაისი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. საშუალოსტატისტიკურ ქუთაისურ ოჯახში თუ მაინც ყოფილხართ, ადვილად შეამჩნევდით ქალაქის კიდევ ერთ უმძიმეს პრობლემას: ქუთაისი ნელ-ნელა იცლება, მოსახლეობის ნაწილი თბილისშია გამოხიზნული, ადგილობრივი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე ცდილობს ლუკმაპურის მოპოვებას. პარალელურად, არსებობს საფრთხე და ლოგიკური აუცილებლობა, დასავლეთ საქართველოს ცენტრი დროებით გადატანილი და უმცირესი ეკონომიკური ეფექტის მქონე პარლამენტისგან გათავისუფლდეს,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე და ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ქუთაისის განვითარებისთვის ახალი ბიძგის მიცემა მხოლოდ ქალაქში დასახლებულ ათასობით სტუდენტს შეუძლია. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 17, 2015 Report Share Posted May 17, 2015 დღეს ოჯახისა და მშობლების პატივისცემის დღეა!!! ყველას გილოცავთ.. გასულ წელს პატრიარქმა აკურთხა ეს დღე.. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 17, 2015 Report Share Posted May 17, 2015 ვუერთდები ვულოცავ ყველას ვისაც ოჯახი ყავს და ვისაც მშობლები.. მარა ყველა ისეთი შვილის და პჯახის წევრის დედას პარა-რამ-პა-პა ვინც ან ერთს ან მეორეს პატივს არ ცემს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 22, 2015 Author Report Share Posted May 22, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 25, 2015 Author Report Share Posted May 25, 2015 ყველაზე ცნობილი კვებეკელი პერმიერი-რენე ლევეკი. მან შექმნა კვებეკის პარტია და 1979-ში კანადიდან კვებეკის გამოყოფის პირველი რეფერენდუმიც მან ჩაატარა(მეორე 1995-ში ჩატარდა). იმ დღეს ქუცაში ერთი პატარა მარაზიის ვიტრინაზე ვნახე მისი სურათი, კვებეკის დროშასთან(შროშანის ყვავილი, საფრანგეთის სამეფო დინასტიის სიმბოლო) ერთად. კანადურ დროშას ვერ ნახავ ჩემს რეგიონში..აპასნია http://fr.wikipedia.org/wiki/Ren%C3%A9_L%C3%A9vesque ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 26, 2015 Report Share Posted May 26, 2015 ბიჭებო, გურო არ ჩანს... რათა? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 26, 2015 Author Report Share Posted May 26, 2015 არ ვიცი. დიდხანს ვერ გაძლებს უჩვენოდ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 27, 2015 Report Share Posted May 27, 2015 ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა: - ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?! - არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს. - რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად. - საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე. - და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა. - დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა. დაგუგლა. არის ჩუმად. ხმას არ იღებს... იყურება ფანჯარაში. კიდევ დაგუგლა. კითხულობს... ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში. - რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა. უცბად მოტრიალდა გიჟივით: - თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ? უცებ ამიდუღდა სისხლი: - ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე... თვალები ცრემლით ამევსო... ახლა მე გავიხედე ფანჯარაში. მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“… R.Gigauri ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 27, 2015 Report Share Posted May 27, 2015 გუბე,კაი კაცი ხარ შენ,გამითბა გული!!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 27, 2015 Report Share Posted May 27, 2015 ეუფ რა გულიანადაა დაწერილი.მეც მომაწვა თვალებში და ყელში ! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 28, 2015 Report Share Posted May 28, 2015 ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა: - ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?! - არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს. - რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად. - საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე. - და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა. - დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა. დაგუგლა. არის ჩუმად. ხმას არ იღებს... იყურება ფანჯარაში. კიდევ დაგუგლა. კითხულობს... ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში. - რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა. უცბად მოტრიალდა გიჟივით: - თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ? უცებ ამიდუღდა სისხლი: - ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე... თვალები ცრემლით ამევსო... ახლა მე გავიხედე ფანჯარაში. მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“… R.Gigauri ასეა!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 28, 2015 Author Report Share Posted May 28, 2015 https://www.youtube.com/watch?v=rXn4ArW0uuA#t=163 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 29, 2015 Report Share Posted May 29, 2015 https://www.youtube.com/watch?v=rXn4ArW0uuA#t=163 ეს რეალობა ახლც ძალაშია.... ჩემმა მეზობელმა გასულ წელს ვერ დაიტირა ქმარი.. ასე, მხოლოდ შორიდან.. რა ექნა შვილებისთვის.. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 29, 2015 Report Share Posted May 29, 2015 (edited) აი რატო მიყვარს ჩემი მხარე Edited May 29, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted May 31, 2015 Report Share Posted May 31, 2015 http://ertad.ge/ge/=49/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90?status=vote_accepted#_=_ მეგობრებო ყველას მოგმართავთ თხოვნით ნუ დაიზარებთ. გადადით ლინკზე და ხმა მიეცით ჩვენს პროექტს იმისათვის რომ გავაკეთოთ კარგი საქმე. მოგების შემთხვევაში დაფინანსებული თანხის ნაწილი გადაერიცხება კლუბს. FlyFishing Georgia Caucasus პროექტისთვის "კეთილი საქმე" "მთის კალმახის გამრავლება". გარკვეული ნაწილი გადერიცხება საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციას პროექტისთვის "გადავარჩინოთ და გავამრავლოთ კაპარჭინა" თანხის ნაწილი დარჩება ჩვენთან შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად. მადლობა წინასწარ პს. დეტალები პირადში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.