Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამახარა ამ კაცმა.

ფერიცვალებას გილოცავთ, ბიჭებო!

Posted Images

  • 2 weeks later...

 

:clapping: გოჩა აბულაძე სად აღარ გნახავს კაცი

Edited by ალექსანდრე ბაბუნაშვილი
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ეს ლექსები მე-6 კლასელმა , ლიკა თადიაშვილმა, დაწერა.

*********

ვერ ამოგძირკვეს

თუმც დაგტოვეს,ნახევრად მთელი

შენივე შვილთან გიწევს ბრძოლა-

მიწავ ტანჯულო,

ძნელი ყოფილა ქართველებში

გერქვას ქართველი

და ქართველობა შეინარჩუნო!

თუ შიგადაშიგ კიდევ ისმის

ჰიმნი ქართული

ლექსად აგკინძავ და შეგასხავ

ხოტბა-დიდებას,

მე მაშინ ვივლი ჩემს მიწაზე

წელგამართული,

თუ საქართველო კვლავ გაბრწყინდება!

მტკივა ზედ გულზე ჩასობილი

ეჭვის ეკლები

მტკივა,ყოველი დაგროვდა და

ყელში დაქუჩდა

ოდეს ბრძოლებში სანაქებო,

შეუდრეკელნი-

თვითონ ქართველნი, გიგდებს აბუჩად...

არ დანებდები

მჯერა მტერს კვლავ გაუმკლავდები,

შენს ჩემს ძარღვებში ისევ ჩქეფხარ,

ჩქეფხარ დიდგორად,

კი არ იზრდები საქართველოვ!-

პატარავდები

და თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა...

ვერ ამოგძირკვეს

თუმც დაგტოვეს,ნახევრად მთელი

შენივე შვილთან გიწევს ბრძოლა-

მიწავ ტანჯულო,

ძნელი ყოფილა ქართველებში

გერქვას ქართველი

და ქართველობა შეინარჩუნო!!!

/ლიკა თადიაშვილი./

2015

Link to post
Share on other sites

რა შტერობაა ახლა ეს?

 

0-ზე დაეცა ტემპერატურა.

 

ყველა კურკოვანი ყვავილობს, ტიტები და დეფოდილები გაბრდღიალულები იყვნენ.

 

ლეღვის ხე ისევ გამიყინა. :karochera:

Link to post
Share on other sites

ვინც ქუთაისში ხართ, იქნებ ყველამ მოაწეროთ ხელი ამ მოთხოვნას. ორ მაისამდეა აქცია.

 

http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=20878&cat_id=7

 

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ითხოვენ

 

 

15:00 13.04.2015

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ითხოვენ

 

 

 

 

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს,“ -ამ სახელწოდებით შესაბამისი ბროშურების დარიგება ქალაქის მოსახლეობაში მიმდინარეობს.

 

 

 

 

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს.

 

 

 

 

ჯგუფის წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძე ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს და პროცესი 2 მაისამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

„დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხშირად ქვეყნის დედაქალაქის და კულტურული ცენტრის ფუნქციას ითავსებდა.

 

 

 

 

არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არსებობას მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით აგრძელებს, ვინც ეს ქალაქი უკვე დატოვა და დედაქალაქში ან სხვა ქვეყანებში აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას. ამ ქალაქში ცხოვრება უკვე ენთუზიაზმის დონეზე რჩება.

 

 

 

 

თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა. ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. სტუდენტების სიმრავლე კი დამატებით ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას.

 

 

 

 

ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება!,“ - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის იმ განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ფონდ „ქართუ“-ს, „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო გუნდის მისამართით გავრცელდა.

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ ფონდმა „ქართუმ" გადაწყვიტა, თავისი ხარჯით ააშენოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის აზრით, დედაქალაქში ისედაც ფუნქციობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და თუ ვინმეს უანგაროდ სურს თბილისში მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების კერის დაფუძნება, საამისოდ აქ შესაბამისი სივრცე უკვე არსებობს; მას თავისუფლად შეუძლია, კაპიტალი სტუ-ს განვითარების ახალ სტრატეგიაში დააბანდოს.

 

„არასახარბიელო და შემაშფოთებელია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა. დიდ ქართულ დასახლებებს შორის უმუშევრობისა და სოციალური გაჭირვების დონის მიხედვით ქუთაისი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. საშუალოსტატისტიკურ ქუთაისურ ოჯახში თუ მაინც ყოფილხართ, ადვილად შეამჩნევდით ქალაქის კიდევ ერთ უმძიმეს პრობლემას: ქუთაისი ნელ-ნელა იცლება, მოსახლეობის ნაწილი თბილისშია გამოხიზნული, ადგილობრივი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე ცდილობს ლუკმაპურის მოპოვებას. პარალელურად, არსებობს საფრთხე და ლოგიკური აუცილებლობა, დასავლეთ საქართველოს ცენტრი დროებით გადატანილი და უმცირესი ეკონომიკური ეფექტის მქონე პარლამენტისგან გათავისუფლდეს,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე და ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ქუთაისის განვითარებისთვის ახალი ბიძგის მიცემა მხოლოდ ქალაქში დასახლებულ ათასობით სტუდენტს შეუძლია.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

დღეს ოჯახისა და მშობლების პატივისცემის დღეა!!! ყველას გილოცავთ.. :*

გასულ წელს პატრიარქმა აკურთხა ეს დღე..

Link to post
Share on other sites

ვუერთდები ვულოცავ ყველას ვისაც ოჯახი ყავს და ვისაც მშობლები.. მარა ყველა ისეთი შვილის და პჯახის წევრის დედას პარა-რამ-პა-პა ვინც ან ერთს ან მეორეს პატივს არ ცემს

Link to post
Share on other sites

ყველაზე ცნობილი კვებეკელი პერმიერი-რენე ლევეკი. მან შექმნა კვებეკის პარტია და 1979-ში კანადიდან კვებეკის გამოყოფის პირველი რეფერენდუმიც მან ჩაატარა(მეორე 1995-ში ჩატარდა). იმ დღეს ქუცაში ერთი პატარა მარაზიის ვიტრინაზე ვნახე მისი სურათი, კვებეკის დროშასთან(შროშანის ყვავილი, საფრანგეთის სამეფო დინასტიის სიმბოლო) ერთად. კანადურ დროშას ვერ ნახავ ჩემს რეგიონში..აპასნია :alfons:

 

 

http://fr.wikipedia.org/wiki/Ren%C3%A9_L%C3%A9vesque

 

 

8d6182d599c2.jpg

Link to post
Share on other sites

ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:

- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!

- არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

- რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.

- საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.

- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.

- დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.

დაგუგლა.

არის ჩუმად.

ხმას არ იღებს...

იყურება ფანჯარაში.

კიდევ დაგუგლა.

კითხულობს...

ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.

- რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.

უცბად მოტრიალდა გიჟივით:

- თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?

უცებ ამიდუღდა სისხლი:

- ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე... თვალები ცრემლით ამევსო...

ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.

მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…

R.Gigauri

Link to post
Share on other sites

ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:

- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!

- არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

- რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.

- საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.

- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.

- დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.

დაგუგლა.

არის ჩუმად.

ხმას არ იღებს...

იყურება ფანჯარაში.

კიდევ დაგუგლა.

კითხულობს...

ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.

- რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.

უცბად მოტრიალდა გიჟივით:

- თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?

უცებ ამიდუღდა სისხლი:

- ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე... თვალები ცრემლით ამევსო...

ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.

მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…

R.Gigauri

ასეა!!! :*

Link to post
Share on other sites

ეს რეალობა ახლც ძალაშია.... ჩემმა მეზობელმა გასულ წელს ვერ დაიტირა ქმარი.. ასე, მხოლოდ შორიდან.. რა ექნა შვილებისთვის..

Link to post
Share on other sites

http://ertad.ge/ge/=49/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90?status=vote_accepted#_=_ მეგობრებო ყველას მოგმართავთ თხოვნით ნუ დაიზარებთ. გადადით ლინკზე და ხმა მიეცით ჩვენს პროექტს იმისათვის რომ გავაკეთოთ კარგი საქმე. მოგების შემთხვევაში დაფინანსებული თანხის ნაწილი გადაერიცხება კლუბს. FlyFishing Georgia Caucasus​ პროექტისთვის "კეთილი საქმე" "მთის კალმახის გამრავლება". გარკვეული ნაწილი გადერიცხება საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციას პროექტისთვის "გადავარჩინოთ და გავამრავლოთ კაპარჭინა" თანხის ნაწილი დარჩება ჩვენთან შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად. მადლობა წინასწარ

პს. დეტალები პირადში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...