Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

პეტრე მშვენიერაძე– მსოფლიო წყალბურთის მეფე!

 

ფეხბურთში – პელე, კალათბურთში – ჯორდანი, წყალბურთში – მშვენიერაძე...

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აიდგა ფეხი და ცურვაც იქ ისწავლა. ,,მტკვრის ბიჭები,, ზაფხულის ცხელ დღეებს მდინარეში ცურვით ინქარვებდნენ. მათ შორის იყო პეტრეც, რომელმიც ცურვამ ისე გაიტაცა, რომ 12 წლის ასაკში საცურაო აუზს მიაკითხა, მაგრამ ,,წყალბურთის მომავალი ლეგენდა,, კარისკაცმა აუზზე არ შეუშვა: – შენნაირმა გაწრიპულმა აქ რა უნდა აკეთოსო? დაწუნებულ ონავარს ბევრი არ უფიქრია: ღობეზე გადაძვრა, ტანთ გაიხადა და წყალში გადაეშვა. ლუკა იოაკიმიდის გამოცდილ მზერას არ გამოჰპარვია აუზზე შემოპარული უცხო ბიჭის საოცარი მხარული სტილით ცურვა. ღიმილით გაიფიქრა, ,,წლების მანძილზე ვეძებდი და ეს კი თავისი ფეხით მოსულაო,, შემდეგ თავისთან იხმო ცელქი ბიჭი, ვინაობა გამოჰკითხა და ცურვაზე სიარული შესთავაზა, რაზეც მოსწავლისგან უმალვე მიღიო თანხმობა.

პირველივე დღიდან ვარჯიშზე მისვლას ვერავინ ასწრებდა, შინ კი ყველაზე გვიან ბრუნდებოდა. საცურაო აუზი ლამის საკუთარ სახლად აქცია. ღვთით ბოძებულმა ტალანტმა, თავდაუზოგავმა შრომამ და მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო. ერთ წელიწადში, ზედიზედ ორჯერ (1944–45 წლებში) პეტრე თანატოლებს შორის ბრასით 100 და 200 მეტრზე ცურვაში სსრკ–ს ჩემპიონობა მოიპოვა.

16 წლის ასაკში კი ახალი გატაცება გაუჩნდა – წყალბურთი! სფერო, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიო დიდება მოუტანა!

ერთ დროს აუზის კარისკაცის მიერ დაწუნებული ბიჭი, მალე უძლიერეს გოლიათად იქცა. ხასიათის სიმტკიცემ, მიზანდასახულობამ და საქმისადმი ფანატურმა სიყვარულმა მსოფლიო კლასის წყალბურთელად ჩამოაყალიბა! იგი ყველა სფეროში ლიდერის თვისებებით გამოირჩეოდა. მისი თანამდეროვენი სათაყვანებელ ძმად, უმცროსნი კი დიდებულ მასწავლებლად მიიჩნევდნენ. მამაც სპორტსმენსა და პიროვნებას ცხოვრების ყველა სფეროში კეთილშობილებისა და სამართლიანობის ეტალონად აღიარებდნენ, წყალშიცა და ხმელეთზეც გარშემომყოფთა უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა...

თბილისის ,,დინამოში,, 1945–47 წლებში თამაშობდა. გეგმიური ვარჯიშით არ კმაყოფილდებოდა, დაქანცულ მეკარეებს სთხოვდა კვლავ კარში ჩამდგარიყვნენ და ასე ხვეწდა ბურთის ტყორცნის ტექნიკას, რისი წყალობითაც მომავალში ბევრჯერ აუღია მეტოქის კარი. პეტრეს უნიკალური სპორტული ნიჭის სრულად რეალიზება მაშინ თბილისში შეუძლებელი იყო, ამიტომაც მან 1949 წელს მშობლიური თბილისის ,,დინამოს,, დატოვება მოუწია. იგი მოსკოვის ,,დინამოში,, მიიწვიეს და სსრკ–ს ნაკრებშიც ჩარიცხეს. ამავე წელს გახდა სსრკ–ს თასის მფლობელი. ფინალურ მატჩი, რომლიც მოსკოვის ორ მოწინააღმდეგე გუნდს შორის გაიმართა, ,,ტორპედოს,, კარში გატანილი ოთხი ბურთიდან სამი სწორედ ,,დინამოელთა,, დებიუტანტ ექვს ნომერს – პეტრე მშვენერაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ამ განაცხადით პირველი სერიოზული გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა და იმავე წელს სსრკ – ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრებშიც ისახელა თავი: პირველ თამაშში, რომელიც 5:3 საკავშირო გუნდის გამარჯვებით დასრულდა სამი ბურთი გაიტანა, მეორე მატჩშიც ხუთჯერ წამატებით დალაშქრა მეტოქის კარი და შეხვედრა სსრკ–ს ნაკრების რევანშით 7:2 დასრულდა.

ლეგენდარულმა წყალბურთელმა ისტვან სოვოშმა კაკოს თამაში შეუქო – ისე ცურავ, თითქოს წყალზე დგახარო და რჩევაც მისცა: ,,გატყობ, თამაშის ჩემი სტილის მიმდევარი ხარ, საკუთარი გზა მოძებნე და ის უფრო შორს წაგიყვანსო...,, კაკომ გამოცდილ კოლეგას დაუჯერა, საკუთარი ინდივიდულაური სტილის დახვეწას შეუდგა და მაშინ დაეუფლა ბურთის უკუტყორცნის იმ საოცარ ილეთს, რომლითაც მეკარეებს შიშის ზარს სცემდა!

1951 წელს პეტრე მშვენიერაძე ,,მოსკოვის,, დინამოს,, კაპიტნად აირჩიეს და მისი თაოსნობით გუნდი 10–ჯერ გახდა სსრკ–ს ჩემპიონი. 1956 წელს მელბურნში გამართულ მე–16 ოლიმიურ თამაშებში მესამე, მე–17 ოლიმპიადაზე რომში 1960 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.

1951 წელს მოსკოვის ,,ВВС,,–ში (სამხედრო საჰაერო ძალების გუნდი) მიიწვიეს, რომელიც გენერალ ვასილ სტალინს ეკუთვნოდა, მიუხედავად კარგი პირობებისა, კაკომ გუნდში შექმნილი არაერთსულოვნების ფონზე გაუცხოვება იგრძნო და მოსკოვის ,,დინამოში,, დაბრუნება გადაწყვიტა, რომელშიც ოთხი სეზონი უკვე წარმატებით ჰქონდა ჩატარებული. როგორც ზურაბ ჩაჩავა იხსენებს თავის საავტორო წიგნში ,,viva waterpolo,,მისმა ამ ნაბიჯმა გენერალი ძალიან გააბრაზა და კაკოს გუნდში დატოვებას ნებისმიერ ფასად ცდილობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტყვიერი რესურსების ამოწურვის შემდეგ მშვენიერაძის წინააღმდეგ ,,საბჭოთა კანონები,, აამოქმედეს. სახელოვან წყალბურთელს ბრალი წაუყენეს, როგორც დაქირავებულ ფიგურული სრიალის ინსტუქტორს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. ასეთ კომიკურ სიტუაციაში საბჭოთა ეპოქის მოსამართლემ, რომელმაც საქმის მასალების გაცნობის შემდეგ პეტრე მშვენირაძისგან გაიგო, რომ იგი არათუ ამ სფეროს ინსტრუქტორი იყო, არამედ ცხოვრებაში ციგურებზე არასოდეს მდგარა, საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა და აღშფოთებული გენერალი ვასილ სტალინი სასამართლო დარბაზიდანაც კი გააძევა. პროცესის დასრულების შემდეგ გენერალმა კაკოს გადაბირება სხვა მეთოდებით სცადა და პროცესის დასრულების შემდეგ იგი სასაუბროდ აგარაკზე დაჰპატიჟა. კაკო ორ წყალბურთელ მეგობართან: ჟორა ხარებოვთან და როსტომ ჩაჩავასთან ერთად გაჰყვა, რომლებიც გზაში ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ, რამაც ვასილ სტალინი ძალიან გააღიზიანა. შეუპოვარმა და პირდაპირმა პეტრე მშვენიერაძემ კი თავისზე რვა წლით უფროს გენერალს ეთნიკური წარმომავლობა შეახსენა და მიუგო: კარგი იქნებოდა მშობლიური ენა გცოდნოდათო!

1952–63 წლებში პეტრე მშვენიერაძე კვლავ მოსკოვის ,,დინამოში,, თამაშობდა. იყო ევროპის ჩემპიონატის მეორე (1962) და მესამე (1858) პრიზიორი. მან მოიპოვა ყველა ტიტული, გარდა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონობისა, რადგან მისი აქტიური სპორტული კარიერის დროს ეს შეჯიბრებები ჯერ არ ტარდებოდა.

ქართველ წყალბურთელს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ მეტოქის რიგებიდან ხშირად უწევდა თამაში, მაგრამ ეს ბარიერი მეგობარ სპორტსმენებს შორის წყლიდან ამოსვლისთანავე ინგრეოდა და მოსკოვში სტუმრად ჩასულ ქათველებს პეტრე და მისი ოჯახი ყოველთვის გულთბილ მასპინძლობას უწევდა.

წარმატებულ წყალბურთელს ლეგენდარული ფეხბურთელის – ბორის პაიჭაძის სიტყვები გაახსენდა: ,,სპორტი მაშინ უნდა დატოვო, ვიდრე მარცხს შეეჩვევიო! ,, პეტრე მშვენიერაძე დიდ სპორტთან დამშვიდობების შემდეგაც სიცოცხლის ბოლომდე ამ სფეროს დიდი მოტრფიალე დარჩა და წყალბურთს ორი შესანიშნავი მოთამაშეც აღუზარდა შვილების სახით: ნუგზარი და გიორგი (კახა), რომელბიც მამის მსგავსად თავმდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდნენ. გიორგი ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელია. ნუგზარი (კახა) კი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.

პეტრე მშვენიერაძემ ჯერ კიდევ მოსკოვის ,,დინამოსა,, და სსრკ–ს ნაკრების კაპიტნობის პერიოდში დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და აქტიურ სპორტთან დამშვიდობებიდან სამი წლის შემდეგ (1967 წელი) დისერტაცია დაიცვა და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო. მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში ლექციებსაც კითხულობდა, პარალელურად კი მოსკოვის წყალბურთის ფედერაციის თავმჯდომარე იყო და მრავალ საორგანიზაციო საკითხს აგვარებდა.

ბატონი პეტრე გარდაიცვალა 2003 წლის 3 ივნისს მოსკოვში.

აი, ასეთია ერთი ,,მტკვრის ბიჭის,, ისტორია, რომელიც მსოფლიო წყალბურთის მეფე გახდა! მშვენიერაძეთა დინასტია კი მსოფლიო წყალბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება!

 

ავტორი: მარიამ ზირაქიშვილი

post-1092-0-23869600-1448289972_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამახარა ამ კაცმა.

ფერიცვალებას გილოცავთ, ბიჭებო!

Posted Images

მე ვიცნობდი მაგ მშვენიერაძეებს,უფრო სწორად პატარას მახსოვს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში ვისვენებდით ერთად,ერთხელ სათევზაოთ წამიყვანეს მდინარე კოდორზე და ნუგზარმა ზურგით გადამიყვანა მდინარეზე,არშინნახევარი ბეჭები ქონდა,მონრეალის ოლიმპიადიდან იყო მგონი ახალი ჩამოსული,რომელი წელი იყო,ალბათ 1976!!

Link to post
Share on other sites

კაკოს და მის შვილებს ბევრჯერ ვარ შენახვედრი მოსკოვში. სულ გულშემატკივრობდნენ ჩვენს თამაშებს ,ჭკუა დარიგებებიც კი მაქვს მინაღები ცხონებულისაგან.

მე 1971-72 წლიანების საქართველოს ნაკრების 2 ნომრად მოთამაშე წყალბურთელი ვარ.

Link to post
Share on other sites

ავთო

ეე ავთო ბიძია აქამდე რატოარ ვიცოდი ეგ ამბები_ ბევრი გექნება მოგონებები და მოსათხრობი სპორტსშეყვარებულ ადამიანებისთვის იქნებ ხანდახან რამე გაიხსენო წერის ხასიათზე რო იქნები ა ? ძალიან გთხოვ

Link to post
Share on other sites

-19 თუ მშვიდობაა, კარგად :e025:

სხვა თანაბარ პირობებში, შენ ყველაზე კარგად ხარ: ფეხებს მოგჭამს გლობალური დათბობა!

Link to post
Share on other sites

უბრალოდ გაავრცელეთ რა.

 

ასეთი ბავშვი როგორ უნდა წავიდეს(ვიდეო ნახეთ).

 

 

https://www.facebook.com/hashtag/დავეხმაროთვატოს?source=feed_text&story_id=920541601362012

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

აბა, რომელი ამიხნის კარგად , რა არის ოვერდრაფტი? :scratchchin: ღირს თუ არა ამით სარგებლობა?

ოვერდრაფტი არის იგივე სესხი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ სესხის გადახდის ვადა შენზეა დამოკიდებული. რაც უფრო გვიან დაფარავ ოვერდრაფტს, მით უფრო დიდ სარგებელს იღებს ბანკი, ხოლო შენ მით უფრო გიძვირდება სესხი.

მაგალითად, ხელფასი გაქვს 1000 ლარი და ამასთან ერთად გაქვს აღებული 1000 ლარიანი ოვერდრაფტი, ამ შემთხვევაში:

1) ყოველ თვე შენი ხელფასიდან გეჭრება 1,5% ანუ 15 ლარი და ამავე დროს ამ 1000 ლარიან სესხს არაფერი აკლდება;

2) რაღაც დროში ეს 1000 ლარი დასაფარი გექნება, ხოლო ყოველ თვეში გადახდილი 15 ლარი ბანკის სარგებელია;

3) გარდა 1,5%-იანი სარგებლისა, ბანკი ოვერდრაფტით სარგებლობისას გახდევიბებს ბანკომატიდან თანხის განაღდების 0,5%.

 

ჯამში, 1000 ლარიან ოვერდრაფტზე გიწევს ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა, ისე რომ ძირ თანხას არაფერი აკლდება.

 

თუ გამოტანიდან ერთი წლის თავზე დააბრუნებ თანხას, გამოგივა სესხი 24%-ად, რაც არც თუ ისე იაფია...

 

მოკლედ, ოვერდრაფტი გაჭირვებისაა, პირადად მე გამოტანილი მაქვს.

Link to post
Share on other sites

ოვერდრაფტი არის იგივე სესხი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ სესხის გადახდის ვადა შენზეა დამოკიდებული. რაც უფრო გვიან დაფარავ ოვერდრაფტს, მით უფრო დიდ სარგებელს იღებს ბანკი, ხოლო შენ მით უფრო გიძვირდება სესხი.

მაგალითად, ხელფასი გაქვს 1000 ლარი და ამასთან ერთად გაქვს აღებული 1000 ლარიანი ოვერდრაფტი, ამ შემთხვევაში:

1) ყოველ თვე შენი ხელფასიდან გეჭრება 1,5% ანუ 15 ლარი და ამავე დროს ამ 1000 ლარიან სესხს არაფერი აკლდება;

2) რაღაც დროში ეს 1000 ლარი დასაფარი გექნება, ხოლო ყოველ თვეში გადახდილი 15 ლარი ბანკის სარგებელია;

3) გარდა 1,5%-იანი სარგებლისა, ბანკი ოვერდრაფტით სარგებლობისას გახდევიბებს ბანკომატიდან თანხის განაღდების 0,5%.

 

ჯამში, 1000 ლარიან ოვერდრაფტზე გიწევს ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა, ისე რომ ძირ თანხას არაფერი აკლდება.

 

თუ გამოტანიდან ერთი წლის თავზე დააბრუნებ თანხას, გამოგივა სესხი 24%-ად, რაც არც თუ ისე იაფია...

 

მოკლედ, ოვერდრაფტი გაჭირვებისაა, პირადად მე გამოტანილი მაქვს.

უი ნენაა... :karochera: რა მაცდურად და თვალის მომჭრელად აქვთ შეფუთული ოუვერდტაფტი და არა მარტო ოვერდტაფტი... და თუ ვტქვათ 2 თვეში დავფარე? მაშინაც ბევრი გამოდის ..ვთქვათ გამოვიტანე 400 ლარი.. მაშინ?

Link to post
Share on other sites

უი ნენაა... :karochera: რა მაცდურად და თვალის მომჭრელად აქვთ შეფუთული ოუვერდტაფტი და არა მარტო ოვერდტაფტი... და თუ ვტქვათ 2 თვეში დავფარე? მაშინაც ბევრი გამოდის ..ვთქვათ გამოვიტანე 400 ლარი.. მაშინ?

თუ ორ თვეში დაფარავ 400 ლარიანს, მაშინ 16 ლარს გადაიხდი 400-ის ზევით.

 

პირველ თვეში დაგაჭრიან ხელფასიდან 8 ლარს, მეორეში კიდევ 8 ლარს და +400.

Link to post
Share on other sites

დღეს მეგობრობის დღეაო.. ხოდა , უკვე მერამდენე წელია ვმეგობრობთ.. ახალი მეგობრებიც შემოგვემატენ.. ვიმეგობროთ და ვიმეგობროთ, აქაც და იქაც მრავალჟამიერ.. :*

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ნახევარი საათის წინ გადავიღე. გარეთ -15-ია და კაი ქარბუქი იწყება. აქ მარტია ქარბუქების და თოვლის თვე. სამსახურის გზაა :karochera:

 

 

Link to post
Share on other sites

BROWNING

აქაც მაგრად მოთოვა წუხელ.მარტის ნალექის ნორმის 60% ჩამოყარა ერთ ღამეში.ახლა + 3 და დნება ყველაფერი.გარეთ გასვლა არ ღირს საერთოდ...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...