Jump to content
Club-Monadire.Ge

ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღი


Recommended Posts

ნახევრადავტომატური გლუვლულიანი თოფები

 

 

პირველი ნახევრადავტომატური სანადირო გლუვლულიანი თოფი Auto-5, ჯონ ბრაუნინგმა შექმნა 1902 წელს Fabrique Nationale-ში, ჰერსტალი, ბელგია. ეს იარაღი შტატებში იყიდებოდა ბრაუნინგის სახელით. იარაღი ინერციის მექანიზმით მუსაობდა. ბრაუნინგის შექმნილი დიზაინი-სისტემა თითქმის 50 წელი რცებოდა დომინატად ნახევრადავტომატურ გლუვლულიან სანადირო იარაღის ბაზარზე. აუტო-5-ის წარმოება მხოლოდ 1999 წელს შეწყდა.

 

მოქმედების პრინციპით, ორი ტიპის ნახევრადავტომატური იარაღი არსებობს: ინერციის მექანიზმით და უკუქცეული გაზის მექანიზმით.

 

ბრაუნინგ აუტო-5

 

 

 

Maxus Mossy Oak Duck Blind , მაგნუმი და სუპერ მაგნუმი, გაზის ქმედებიანი მექანიზმი, ალუმინის შენადნობიანი ჩარჩო, კონდახი პოლიმერის.

 

 

 

Maxus Stalker , 12 კალიბრი, მაგნუმ-სუპერ მაგნუმი, 66-71 სმ ლულებით, წონა 3კგ-მდე.

 

 

 

Silver-ის ტიპის მრავალრიცხოვანი მოდელები. 12-20 კალიბრი, მაგნუმ-სუპერმაგნუმი, 66-76 სმ სიგრძის ლულებით

 

 

 

Gold Light 10Ga., Mossy Oak® New Break-Up® , 10 კალიბრი, მაგნუმი, 66-71 სმ სიგრძის ლულებით, 5 ვაზნიანი (4+1), 3.5 კგ-ის ფარგლებში.

Link to post
Share on other sites

ბერეტა

 

 

 

Light White, 12 კალიბრი, მაგნუმი, 61-76 სმ სიგრძის ფოლადის საფანტზე გათვლილი ლულებით

 

 

 

Light Black, 12 კალიბრი, მაგნუმი 61-76 სმ სიგრძის ლულებით

 

 

 

Stonecoat, 12-20 კალიბრი, მაგნუმი, ფოლადის საფანტზე გათვლილი 56-76 სმ სიგრძის ლულებით.

 

 

 

Greystone, 12 კალიბრი, 70მმ სავაზნით, 66-71სმ სიგრძილ ლულით.

 

 

 

Urika-ს რამდენიმე მოდელი, მრავალრიცხოვანი მოდიფიკაციებით, 12-20 კალიბრი, მაგნუმი, 61-76 სმ სიგრძის ლულებით, ცვლადი ჩოკებით.

 

 

 

Xtrema-ს რამდენიმე მოდელი, 12 კალიბრი, მაგნუმი-სუპერმაგნუმი, 61-66სმ სიგრძის ლულით

Link to post
Share on other sites

ბრაუნინგ ''მაქსუს''

 

მაგნუმი და სუპერ მაგნუმი. უკუქცეულ გაზზე დაფუძნებული მექანიზმი. კონდახი პლასტიკური შენადნობის. კალიბრი 12. ლულის სიგრძე 66-71სმ. წონა 2.8-3კგ. 18%-ით ნაკლები უკუდარტყმა, 44%-ით ნაკლები ლულის პირის ''ავარდნა''. მექანიზმის “Power Drive Gas System” სისტემა, რაც უფრო სუფთაა და საიმედო პატარა მუხტზე. და რა ვიცი რამდენი კაი რამ....

Link to post
Share on other sites

BERETTA 391 Teknys Sporting

 

ერთერთი საუკეთესო ნახევრადავტომატია ბაზარზე. 12-20 კალიბრი, მაგნუმი-სუპერმაგნუმი, 71-76 სმ ლულა.

 

 

Beretta A400 xplor

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქ თითქმის ყველა ინფოა

 

 

 

 

ესეც მისი ვებ გვერდი

 

 

http://www.a400xplor.com/

 

 

 

ფასი 1600-1700$

Link to post
Share on other sites

Benelli Vinci

 

 

12 კალიბრი, 76-89 მმ-იანი სავაზნე, ლულის სიგრძე 71-76სმ. ცვლადი ჩოკები. წონა 2.9კგ.

 

მექანიზმის უახლესი In-Line Inertia Driven® ოპერატიული სისტემა რამაც ბევრად გააუმჯობესა მექანიზმის საიმედოობა და სროლის სისწრაფე. ComforTech™ Plus ტექნოლოგიის კონდახი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს უკუცემას. ფასი 1 379.00 $.

Link to post
Share on other sites

იტალიური ნახევარავტომატების 3 ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია Benelli Raffaello, Beretta AL 391 Urika და Fabarm Lion H368.

 

 

ffa50317e1de.jpg

 

სამთავე მოდელში ბევრი ნოუჰაუა ჩადებული(ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა), თუმცა მათი მექანიზმების მუშაობის, გადატენვის პრინციპებისა და რეგულირების საკითხები ერთობ განსხვავებულია. სამთავე მოდელი ძალიან საიმედო, მორგებული და ელეგანტურია... დანარჩენზე კი ქვემოთ ვისაუბროთ.

 

 

 

f034373e9ec3.jpg

 

Beretta AL 391 Urika -ის ავტომატიკა უკუქცეულ გაზებზეა დაფუძნებული. ამ მოდელს დაყენებული აქვს მაკომპენსირებელი სარქველი, რომელიც ზამბარასთან ერთად ცილინდრზე წინაა განლაგებული. ამ პოზიციამ მთელი სისტემის კომპაქტურობა და კომფორტულობა განაპირობა. სარქველი გამოყენებული მუხტის შესაბამისად არეგულირებს უკუქცეული გაზების წნევას. მისი მეშვეობით ამ თოფს შეუძლია გადაამუშაოს 24-დან 57 გრამამდე ვაზნა. აღნიშნულ სარქველიან სისტემას გააჩნია რიგი ნაკლებისა, როგორიცაა ცილინდრისა და სარქველის წმენდის გაძნელება; მჭიდის ტევადობის ზრდის შეუძლებლობა.

 

 

84fd3322d2be.jpg

 

 

Fabarm Lion H368-ის ავტომატიკაც უკუქცეულ გაზებზეა დაფუძნებული, თუმცა გაზების რეგულირება ერთობ განსხვავებულია. მისი თავისებურება მდგომარეობს პოლიმერული რგოლის არსებობაში.

გასროლისას გაზები მოქმედებენ Pulse Piston სისტემის დგუშზე და ამასთან ერთად პოლიმერულ რგოლზეც, რომელიც ფართოვდება და ეკვრება ცილინდრს. რაც მაღალია წნევა, მით მეტად ფართოვდება და ეჭიდება რგოლი ცილინდრს, შესაბამისად ხახუნის ძალით ამუხრუჭებს სვლას.

 

4011ff31158a.jpg

 

 

 

რეგულირების ამ სისტემით თოფს შეუძლია გადაამუშაოს 28-დან 56 გრამამდე წონის ვაზნა.

თუ საჭიროა გამოვიყენოთ 24 გრამიანი ვაზნა, ამ შემთხვევაში მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა დამაბრუნებელი ზამბარა შეიცვალოს უფრო ელასტიურით(მსუბუქით).

ამ სისტემამ ვაზნის ტევადობა 7+1 ზე აიყვანა და წმენდაც გაადვილდა.

 

 

da13ed327880.jpg

 

 

 

რაც შეეხება Benelli Raffaello-ს ავტომატიკას, ის დაფუძნებულია საკეტის ინერციაზე(უკუქცევაზე). უკუცემის კინეტიკური ძალის ზემოქმედების შედეგად უძრავი ლულის პირობებში მექანიზმი მუშაობს ინერციული ზამბარის ზემოქმედებით.

გასროლის დროს დაკეტილი საკეტი მიიწევს წინ 4 მმ-ზე(დამოკიდებულია მუხტის სიძლიერეზე), რითაც ძაბავს ინერციულ ზამბარას. როცა ამ უკანასკნელზე ზემოქმედება იკლებს, ის იშლება რითაც უკუაქცევს საკეტს და ხსნის მას, შემდეგომ მეორე ზამბარის მოქმედებით მიეწოდება ახალი ვაზნა და საკეტი იკეტება.

ამ ინერციულ სისტემას არ ესაჭიროება რეგულირება, იარაღი ადვილად იწმინდება, არ იკარგება დენთის წნევა(რაც ზემოთ განხილულ 2 შემთხვევაში ხდება).

როგორც წესი, ითვლება, რომ ბენელის ინერციული სისტემა ყველაზე საიმედოა. თუმცა უკუქცეულ გაზებზე არსებულმა სისტემებმაც მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს თავი.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

დღეს, ერთ-ერთი ჩემი ბრატუხასაგან პიემში წერილი მივიღე. ნახევარავტომატის ყიდვას ლამობს, თუმცა იმის არჩევანი შესაბამის ფასში ინერციული ურჩევნია თუ უკუქცეულ გაზებზე, მე მომანდო(მნახა რა ავტორიტეტი :haha: ).

 

ყოველივე ამის პიემში წერას, ჯობია რამდენიმე წინადადება გამოვაქვეყნო. თუმცა არჩევანი_ მაინც მყიდველმა უნდა გააკეთოს. ეს ცალსახაა!!! ეს სმაილიკი ბრატანას ეკუთვნის :*

 

გლუვლულიანი ნახევარავტომატები

 

თვითდამტენმა თოფებმა დიდი ხანია თავიანთი მყარი ადგილი დაიკავეს მონადირეთა არსენალში. ისინი ძალიან კარგია წყალმცურავებზე ნადირობისას, როცა ბლომად სროლაა უპრიანი.

ბრაუნინგის გენიალური გამოგონების შემდგომ 110 წელი გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მეიარაღეებმა უამრავი კონსტრუქცია და კვანძი გააკეთეს, რომლებიც მსგავსების გარდა უამრავ ნაირსახეობასა და განსხვავებას მოიცავენ. მაგრამ გამოიყოფა 2 ძირითადი მიმართულება: 1)ინერციის მექანიზმი და 2)უკუქცეული გაზის მექანიზმი.

პირველ მიმართულებაში გამოიყოფა მექანიზმის მუშაობა: ა)ლულის მოძრაობაზე და ბ)საკეტის მოძრაობაზე;

მეორე მიმართულება ეყრდნობა გაზების მოქმედებას დგუშზე, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მთელი სისტემა.

 

რომელი მოქმედების პრინციპზეც არ იყოს დაფუძნებული ნახევატავტომატი, მაინც უმჯობესია მისი კალაპოტი ფოლადის იყოს, რადგან ნორმალური და მაღალმუხტიანი ვაზნების გამოყენების პირობებში(რაც ასე აუცილებელია წყალმცურავებზე ნადირობისას), რესურსიცა და უსაფრთხოებაც უფრო მაღალი აქვს ფოლადს!

ალბათ დაიბადება კითხვები: თოფის ნაკლები წონა? უკეთესი ბალანსი?

მე ჩემი პასუხები მაქვს მათზე: უსაფრთხოება!!! რესურსი!!! წონის შემცირება პლასტიკატის კონდახის არჩევითაც შეიძლება!!! ჩემი სუბიექტური ხედვით, თანამედროვე ალუმინის კალაპოტანი თოფები გათვლილია მხოლოდ იმ რესურსზე, რაც პასპორტებში უწერიათ... მერე ძველი თოფი ნოხზე დაკიდე ან ჯართში ჩააბარე... წადი და შეიძინე ახალი...

 

თვითდამტენი ფიქსირებული ლულით, რომლის მოქმედება უკუქცეული გაზების ან საკეტის(და არა ლულის) მოძრაობაზეა დამყარებული ნამდვილად უკეთესი არჩევანია და უფრო სრულყოფილია, ვიდრე მოძრავი ლულა.

 

თოფის მოვლა-ექსპლუატაცია უფრო ადვილია ინერციულ-საკეტის მოძრაობაზე დაფუძნებულ თოფების შემთხვევაში(ისინი დენთის ენერგიასაც ბოლომდე ჭურვს ახმარენ).

 

სუბიექტური ხედვა:

ჩემი საფულე რომ საშუალებას მაძლევდეს შევიძენდი ნახევარავტომატს ფოლადის კალაპოტით, ინერციულს_საკეტის მოძრაობაზე, პლასტიკატის კონდახზე.

სხვა პარამეტრების არჩევანი უზარმაზარია მოდელების ფარგლებში...

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

SKB XL 900

 

400$-ად იყიდება, ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მე გამთიშავს რა ეს ვებგვერდი :karochera:

 

 

http://www.lespac.com/sports-loisirs/sports/asbestos/d-fusil-de-chasse-calibre-12-semi-automatique-skb-xl-900-LPaZZ26785029WWcpZZ25WWgrZZ8

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ამის ხელიდან გაშვება იქნება? ბრაუნინგ აუტო 5, კომბო. ერთი ლულა 28 ინჩი, მეორე საჟაკანე. უმაგრეს მდგომარეობაში. 750$.

 

http://www.lespac.com/sports-loisirs/sports/trois-rivieres/d-browning-auto-5-magnum-avec-slug-barrel-rare-LPaZZ27206653WWcpZZ25WWgrZZ8

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

bardaveli

 

 

კობა. :hi:

 

ვნახე ლინკი და ყველაფერი მისაღებია პირადად ჩემთვის, მეც ვაპირებ გლუვი 12-იანი-ნახევრად-ავტომატის შეძენას.

 

578$ ღირსო, თან უკუქცევით გაზებზეა, კაკლის კონდახით, ლულის სიგრძე 30" კიდევ 61სმ-ია.

 

კი უწერიათ CZ-USA, მაგრამ სჯობია CONTACT US-ზე დაუკავშირდე, ან ტელეფონიც დევს თავში, დაურეკე და გაარკვიე სად არის გამოშვებული.

 

თუ ვინმე ჩინელის, ან თურქის ხელი ურევია მაგ თოფის შექმნაში, ეძებე სხვა.

Link to post
Share on other sites

''თურქული'' იქნება მაგ. შტატებში ნახმარი(ხანდახან სულ ახალი გვხვდება) იარაღის ბაზარი ისეთი იაფია, მე მანდ მოვძებნიდი უფრო მაღალი კლასის ნახევრადავტომატს.

Link to post
Share on other sites

კობა, მანდ ამერიკულ იარაღზე ყველაზე საინტერესო ფასებია. ბრაუნინგ-ვინჩესტერ-რემინგტონის ნახხევრადავტომატს თითქმის ახალს ნახავ მეორადის ბაზარზე 500-700$ ფარგალში.

 

 

 

ამაზე რას იტკვით, ვიყიდო?

http://www.budsgunshop.com/catalog/product_info.php/cPath/37_588_988/products_id/79889

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

გამაჯობათ, 1300 ლარის ფარგლებში ვაპირებ თოფის ყიდვას, რომელს მირჩევთ? აქ ხო უნდა ვიკითხო? მე ცჰემი გემოვნებით არმსან ფენომა ვარჩიე 76 ლულით, მარტო იხვზე სანადიროდ მინდა

Link to post
Share on other sites

გამაჯობათ, 1300 ლარის ფარგლებში ვაპირებ თოფის ყიდვას, რომელს მირჩევთ? აქ ხო უნდა ვიკითხო? მე ცჰემი გემოვნებით არმსან ფენომა ვარჩიე 76 ლულით, მარტო იხვზე სანადიროდ მინდა

 

 

ივანე შე ძველო... რავა ხარ ბიჯო?! :hi:

 

1300 ლარის ფარგლებში(ნახევარავტომატურს ეძებ როგორც მახსოვს) არმსან ფენომა მშვენიერი არჩევანია.

 

ვნახოთ სხვები რას გირჩევენ.

Link to post
Share on other sites

ხალხო ამ კაცს უნდა ისეთი ხალხის რჩევა ვინც რეალურად შეეხო ზემოთ ჩამოთვლილ იარაღებს და გაისროლა ერთხელ მაინც ამ იარაღიდან,ინტერნეტში ნანახით და წაკითხულით ნუ ურჩევთ ადამიანს,რას ერჩით მრ-155?ვის აქვს ან ქონია და არ მოეწონა გეკითხებით იმ ხალხს ვინც რჩევა მიეცით ამ კაცს???ან არმსან ფენომა რითი მოგწონთ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე???

Link to post
Share on other sites

გელა, გადავხედე fabarm xlr composite -ის მიმოხილვებს ინგლისურ და ფრანგულ ფორუმებზე. დადებითი გამოხმაურებებია. ასე რომ ვურჩევ მალხაზისაც.

 

 

http://www.fabarm.com/web_eng/microcategoria.asp?i=4

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...