Paganini 0 Posted June 10, 2013 Report Share Posted June 10, 2013 (edited) მაპატიეთ არასწორ ადგილზე დავდე პოსტი............. ყოჩაღ კარგი ხელი გაქვთ Edited June 10, 2013 by Paganini ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 10, 2013 Report Share Posted June 10, 2013 ერთი სოკოს კერძებიც გამოუშვით თავისი რეცეპტებით, მე უფრო ამ პროდუქტს მოვიხმარ დიდი სიამოვნებით ციტირება Link to post Share on other sites
Paganini 0 Posted June 10, 2013 Report Share Posted June 10, 2013 სოკოს ასე ვაკეთებ მე პირველი თევზაობაა ჩემთვის და მეორე სოკოს მოგროვება მომზადება და ჭამა სოკოს ისეთს რომელიც გაშლილი არ არი ანუ ჯამივით რო აქ ქუდი მოჭრი ყუნწს შეწავ ერთსაც და მეორესაც ოღონდ ყუნწს ხახვთან ერთად მერე ამ ყუნწევს ჩატენი ქყდებში მოახეხავ ყველას ან ნიგოზს მოაყრი დანაყილს და ღუმელში ერთი ორი წუთი უგემრიელესია ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 10, 2013 Report Share Posted June 10, 2013 ხო ეს ხერხი კარგია გაუშლელქუდიანი დროს, მაგრამ მე უფრო "რთული კომბინაციები" მინდა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted June 12, 2013 Report Share Posted June 12, 2013 შენ ჩამოდი კობა და იმდენი ადგილები განახოთ და დაგათვალიერებინოთ,შეიძლება მართლა არ გქონდეს ნანახი :* არა, ადგილები რასაკვირველია ბევრი არა მაქვს ნანახი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმენნო რუისის ნახვა მინდა, რადგანაც ისეთი * კაცის სამშობლოა, როგორიც ჩვენი გიორგია. * ადგილზე კი იცი რა კარგი სიტყვებიცაა დასამატებელი. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 13, 2013 Report Share Posted June 13, 2013 არა, ადგილები რასაკვირველია ბევრი არა მაქვს ნანახი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმენნო რუისის ნახვა მინდა, რადგანაც ისეთი * კაცის სამშობლოა, როგორიც ჩვენი გიორგია. * ადგილზე კი იცი რა კარგი სიტყვებიცაა დასამატებელი. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 მობრძანდით! ღვინოც ცივდება და არაყიც, ძაღლებიც გაშვებულია და ვისაც გცალიათ არ მოგერიდოთ. ვახტანგის და გიორგას დაველოდოთ მაგენიც მალე ჩამოვლენ და უცხოეთში მყოფი ყველა ჩვენი სულის და გულის კაცებიც. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 ესეც დაგვჭირდება ხო ლეო? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 წესით დაგვჭირდეს უნდა ავთოს ვენაცვალე ხო იცი შენ. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 levani აუუუ გასკდა გული, რა ვეშია ! ლევან მოდი აქ დაწერე შენებური უხის რეცეპტი თანმიმდევრულად. დღეს ორაგულის (სიომგა) თავები ვიყიდე, მოხარშული ძალიან მესიამოვნა და ისეთი რამეა მაგით უხაც ჩინებული უნდა გამოვიდეს წესით. ცოტა კბილები კი ატრაკებს, ენაზე ცარაპკები მაქვს :D მარა ავიტან ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 აგერ აჩი რეცეპტი როგორც მე ვაკეთებ: ერთად ვხარშავ რაც შეიძლება ცხიმიან თევზს, კარტოფილს, სტაფილოს,თავი ხახვი მთლიანად, შავი პილპილის მარცვლებს, ორ კეკალ დუშისტის, დაფნას და ერთ პატარა ნაჭერ წვრილად დაჭრილ ლიმონს თავისი კანიანა, როცა ეს ყველაფერი სანახევროდ მოიხარშება ვამატებ კარგ თევზს ნორმალურად დაჭრილს და როგორც კი თევზიც თითქმის მოიხარშება ვაყრი წვრილად დაჭრილ ქინძს, მაკიდოს (ოხრახუში) და უკროპს, წამოდუღდება და ვთიშავ იმ წუთში. მარილი ჭირდება კიდე უყვარს თევზს კარგად მარილი. ესაა და ეს. კინაღამ დამავიწყდ! ერთი რომკა კარგი არაყია საჭირო თევზის ხარშვის პროცესში. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 წესით დაგვჭირდეს უნდა ავთოს ვენაცვალე ხო იცი შენ. ჰოოოო,თქვენ თოფით თუ არ გესროლეთ,ისე ვერ ეკარებით სასმელს!!!!!! :haha: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 აგერ აჩი რეცეპტი როგორც მე ვაკეთებ: ერთად ვხარშავ რაც შეიძლება ცხიმიან თევზს, კარტოფილს, სტაფილოს,თავი ხახვი მთლიანად, შავი პილპილის მარცვლებს, ორ კეკალ დუშისტის, დაფნას და ერთ პატარა ნაჭერ წვრილად დაჭრილ ლიმონს თავისი კანიანა, როცა ეს ყველაფერი სანახევროდ მოიხარშება ვამატებ კარგ თევზს ნორმალურად დაჭრილს და როგორც კი თევზიც თითქმის მოიხარშება ვაყრი წვრილად დაჭრილ ქინძს, მაკიდოს (ოხრახუში) და უკროპს, წამოდუღდება და ვთიშავ იმ წუთში. მარილი ჭირდება კიდე უყვარს თევზს კარგად მარილი. ესაა და ეს. კინაღამ დამავიწყდ! ერთი რომკა კარგი არაყია საჭირო თევზის ხარშვის პროცესში. და სტაფილოს რა უნდოდა იმ ქვაბში წინათ რომ გვაჩვენე? მაგასაც დაუშვებ ხოლმე ინგრედიენტებში, თუ "შემთხვევით" ჩაყარე? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 და სტაფილოს რა უნდოდა იმ ქვაბში წინათ რომ გვაჩვენე? მაგასაც დაუშვებ ხოლმე ინგრედიენტებში, თუ "შემთხვევით" ჩაყარე? უწერია ინგრედიენტებში სტაფილო გიო. მეც უკეთებ ყოველთვის. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 29, 2013 Report Share Posted June 29, 2013 (edited) levani დიდ "სეტკაზე" გაჭიმული ბურვაკის სურათი რომ დადე, ნაკვერცხალზე რომ ბრაწავენ, მეც მაქვს ლევან ეგეთი. თავად ვჩანვარ სურათზე და მეხათრება იმ ფოტო-სურათის გადმოტანა კომპში. ნამეტანი შეუფერებლად გამოვიყურები იქა. მინიმუმ 5-6 ლიტრი მოხარშული ლუდი მაქვს მირთმეული და რაღაც შტერულად გამოვიყურები. მეუღლემ გადამიღო, შენ ძმაკაცებს აჩვენეო. მერე, მეორე ბურვაკი ამოიღეს მიწიდან. ჰო, მიწიდან. ჰავაიზე აკეთებენ ასე პალმის ფოთლებით გამდნარ ქვებზე და მუხის ნაკვერცხალზე, იმარხება ეგ ყველაფერი და 7-8 საათის შემდეგ ისევ თხრიან. მაგარი ბომბა რამე იყო. დროზე წამომიყვანა მეუღლემ, თორემ ყველას ვუყვარდი იმ საღამოს. ჩვენი ქვეყნის ისტორია მოვუყევი და ცხარე ცრემლით იტირა 200-მა დამსწრემ, თან გაქანებული სვავდნენ ლუდს, ღვინოს, ლიმონათს და იმას კიდევ, ორივე რომ ვერ "ვიტანთ" და მაინც მივირთმევთ. პ.ს. მართალი ხარ ავთია, კიდევ ერთხელ წავიკითხე ლევანის დაწერილი და სტაფილო უწერია კაცს, მეც მეპატიება, ნახევრად მღვიძავს, შუადღისას შევუბერე გადაღლილმა ჩვენ რომ მოგვწონს ისე და საქანელა-საწოლი მაქვს ეზოზე, იქ მოვისვენე, "აღუა" ბავშვივით მეძინა, გავიღვიძე და ვეტაკე აქაურობას. მერე გადავხედე და თქვენ რა გჭირთ? არ გეძინათ, თუ ეხლა აპირებთ მოსვენება-დასვენებას? როდის იყო თქვენ დგებოდით დილის ექვსზე? ნუ, გრიგოლია რომ ყველაზე ყოჩაღია, ამას არ უნდა განხილვა. ჩემი არ იყვეს, ეგეც ტოროლაა, ნაადრევი გაღვიძება ჰყვარებია. Edited June 29, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 დათვა სოკოს ძალიან ბევრი სოკოს მოყვარული გვერდს უვლის რატომღაც,არადა თუ სიმართლე გინდათ ნიყვს არაფრით ჩამოუვარდება,შეიძლება ითქვას ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით სჯობს კიდეც.ევროპაში ამ სოკოს აღმერთებენ და სამეფო სოკოსაც კი უწოდებენ. ამ სოკოთი ძალიან ბევრი გემრიელი კერძი მზადდება. მე პირადათ შემწვარს ვანიჭებ უპირატესობას, მალეა და ადვილია მაგრამ პატარა დეტალების ცოდნა არავის აწყენს. დათვა სოკოს გასუფთავება სასურველია სველი ნაჭრით რადგან გარეცხვისას ბევრ წყალს იწოვს და შეწვის ნაცვლად იხარშება ტაფაზე. კარგად გასუფთავებული სოკო დავჭრათ დიდ ნაჭრებათ(გაითვალისწინეთ რომ შეწვისას იკლებს 2-3 ჯერ მაინც ზომაში),ცხელ ტაფაზე დავდოთ 10-15 გრამი კარაქი,როცა კარაქი გადნება დავაყაროთ სოკო,ცოტა წვენს მაინ შეიყენებს,ვაცალოთ და ურიოთ ხის ჩოგანით.როცა წვენს ამოიშრობს დაუმატოთ 20-25 გრამი კარაქი და ისევ მოურიოთ.დავაყაროთ დაკეპილი ხახვი,მარილი(გემოვნებით) შავი პილპილი ამოურიოთ და ვაცალოთ 5 წუთი. შემდეგ დავაყაროთ დაკეპილი ოხრახუში და ქინძი ნახევარ-ნახევარი კონა,ამოურიოთ ხშირად და დაბალ ცეცხლზე ვაცალოთ 10 წუთი. გაითვალისწინეთ რომ სანამ მომზადდება ისეთ სუნს გაუშვებს შეიძლება სული წაგძვრეთ ვწვავ მეორე ვარიანტსაც მაგრამ ძალიან მსუყე გამოდის. ტაფაზე დაასხით ზეთი და დააყარეთ 2-3 კბილი შუაზე გაჭრილი ნიორი,როცა ნიორი მოიშუშება ამოიღეთ და გადაყარეთ,ტაფაზე კი დააყარეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი,როცა ხახვი მოიშუშება დავაყაროთ სოკო,ოღონდ ცოტა,ისე რომ ერთი ფენა იყოს და ორივე მხარეს კარგად შეწითლდეს.ვაყრით წიწაკას ,მარილს(გემოვნებით)ვურევთ და ვაყრით თხლად დაჭრილ ღორის ქონს,საუკეთესო გამოდის სალასთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ნამდვილად სამეფო სოკოა, მე ცალკე ვაგროვებ ხოლმე ამას, ნაკლები ჭუჭყი აქვს და სხვა სოკოები აჭუჭყიანებენ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 კიდევ ერთი საინტერესო დედალი შენთვის თორნიკე. დათვა სოკოს უმრავლესობას მატლი პატარაობიდან მოყვება ხოლმე. ძირს როცა გადაჭრი თუ ძალიან ბევრი ყავს ადვილად დაინახავ და ტან სოკო დარბილებულიცაა. თუ სოკო მაგარია და ცოტა ნასვრეტები მაინ აქვს სოკო ცივ მარილიან წყალში გააჩერე 20 წუთი და ყველა მატლი ეგრევე გამოძვრება გარეთ შემდეგ კი ცხაურაში გაატარე და დაწრეტა აცალე რომ შეშრეს. სხვათაშორის ინახება საყინულეში რამდენ ხანსაც გინდა იმდენს.მშრალად ჩააწყვე კონტეინერში ან პოლიეთილენის პარკში. თუ დიდი ადგილი არ იქნება საყინულეში,მოხარშე და ზომაც შემცირდება მაგრამ ისეთი გემო აღარ ექნება როგორიც მოუხარშავს. რამდენი საიდუმლო გავეცი კაცოოოო! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 სუყველა უნდა გასცე ეგ მარილიანი წყალის ფოკუსი არ ვიცოდი. რაც შეეხება სოკოს პატარა თეთრ მატლებს, მაგათ კალორიებში ვატარებ და ეგრევე ვწვავ(ერთი-ორი როცაა, კოლონიის შემთხვევას არ ვიძახი), რაც შეჭამა იმ სოკოს ვაზღვევინებ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 კიდევ ერთი საინტერესო დედალი შენთვის თორნიკე. დათვა სოკოს უმრავლესობას მატლი პატარაობიდან მოყვება ხოლმე. ძირს როცა გადაჭრი თუ ძალიან ბევრი ყავს ადვილად დაინახავ და ტან სოკო დარბილებულიცაა. თუ სოკო მაგარია და ცოტა ნასვრეტები მაინ აქვს სოკო ცივ მარილიან წყალში გააჩერე 20 წუთი და ყველა მატლი ეგრევე გამოძვრება გარეთ შემდეგ კი ცხაურაში გაატარე და დაწრეტა აცალე რომ შეშრეს. სხვათაშორის ინახება საყინულეში რამდენ ხანსაც გინდა იმდენს.მშრალად ჩააწყვე კონტეინერში ან პოლიეთილენის პარკში. თუ დიდი ადგილი არ იქნება საყინულეში,მოხარშე და ზომაც შემცირდება მაგრამ ისეთი გემო აღარ ექნება როგორიც მოუხარშავს. რამდენი საიდუმლო გავეცი კაცოოოო! საღუმილეში გამომშრალიც კარგად ინახება და რაც მთავარია ინარჩუნებს არომატსაც და გემოსაც, როცა სუპებს აკეთებ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 (edited) მინდა ერთი-ორი სიტყვით ჭაობის ფრინველების მომძადებაზე დავწერო. როგორც გახსოვთ ამ სურათის ... ...გამოქვეყნების მერე, დაისვა კითხვა კობა თავებიანადაა შემწვარი? მე იქ ვუპასუხე და აქაც გავიმეორებ, სურათების დართვით. ჭაობის ფრინველების (გოჭა (დუპელი), ჩიბუხა (ბეკასი) და ჭყინპო (გარშნეპი)) აგრეთვე ტყის ქათმის (ვალდშნეპის) თავი ადვილად იყოფა (იჭრება) შუაში, იქ კი ძან გემრიელი დელიკატესია - ფრინველის ტვინი. თავის დაყოფის სურათებს ქვევით გთავაზობთ ამ ფრინველების გრძელი ნისკარტი გამოიყენება გაწმენდილი ნანადირევის შესაკვრავად, შესაკინძად. ამისათვის კარგია თუ ფრინველის ფეხებს შეკრავთ ძაფით და შემდეგ ნისკარტით შეაერთებთ. ქვევით სურათში ახალგაზრდა გოჟა და ჩიბუხაა. მათ ჯერ არა აქვთ ცხიმი დაგროვილი და იმისათვის, რომ ხორცი ფაქიზი დარჩეს, ვიყენებთ თხელად დაჭრილ ღორის სალას ან ბეკონს , რომელსაც ფრინველს ვახვევთ ირგვლივ და ვკრავთ ძაფით. ჭაობის ფრინველების შეწვას ჭირდება მაქსიმუმ 20 წუთი (ვალდშნეპს მეთი). 15-17 წუტის შემდეგ ვაცლით (ან არ ვაცლით) სალა და ბეკონს და კიდევ ვწვავთ 3-5 წუთი, რომ კანი ცოტა შეიბრაწოს. თუ უფრო მეტ ხანს გავაჩერებთ ცეცხლძე, ხორცი შეიძლება გაშრეს და მაგარი გახდეს. ვისაც კარგად შემწვარი ხორცი უყვარს, შეუძლია ცადოს ასეთი მეთოდიც. ჭაობის მოზრდილი ფრინველები ადრე აგროვებენ ცხიმს და მათი მომზადების დროს არ არის საჭირო დამატებით სალა ან ბეკონი. მაგენი თვითონ არიან გოჭებივით ქონმოკრულები მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ, ჭაობის ფრინველების შიგნიდან მთლიანი გამოწმენდა არ არის აუცილებელი. მთავარია მოაშოროთ გრძელკოჭა ნაწლავი. დანარჩენი ყველაფერი იჭმევა და ძან გემრიელია. ნაწლავის მოსაშორებლად იყენებენ თავმოკაუჭებულ რაიმე პატარა სისქის "პროვოლკას" რომელიც შეყავთ ანალურ ნახვრეტში და იქიდან ფრთხილად (შიგნით დატრიალების მერე) გამოაქვთ ნაწლავი გარეთ. თუ ასეთი ინსტრუმენტი არა გვაქვს, მაშინ ფრთხილად, კარგად ალესილი დანით, ანალურ გამოსასვლელს ირგვლივ ვჭრით (ნაწლავი რომ არ გადავჭრათ ისე) და ფრთხილად ვქაჩავთ ჩვენსკენ, სანამ არ გამოვიტანთ მთლიანად . ამის მერე, სურვილის მიხედვით, ან შამფურზე, ან "რეშოტკაზე, ან ტაფაზე ღუმილში შეგიძლიათ შეწვათ. მე ქონმოკიდებულ ფრინველებიდან ხშირად ვაკეთებ ჩვენებურ ხარჩოს (ნიგვზით). ძან გემრიელია. * თუ ზევით დადებული რომელიმე სურათი, ან ჩემებურად გამოქვეყნებული ინფორმაცია, აფუჭებს თემას (ან ვინმეს აპეტიტს) შემიძლია Edited May 5, 2015 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 2, 2013 Report Share Posted August 2, 2013 არა კობა,რას აფუჭებს,პირიქით ძალიან საჭირო რამეებს წერ,გაიხარე!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 2, 2013 Report Share Posted August 2, 2013 ვაა, რა საინტერესო რამეები დაგიწერია კობა, თან გემრიელად გამოიყურება. :yes: პოლონელმა მეგობრებმა მასწავლეს მწყერის ერთი რეცეპტი, ძალიან ჰგავს შენს მიერ მომზადებულს. მკერდზე არ ჭრიდნენ, მაქსიმალურად გამოჰქონდათ ნაწლავი და იმხელა ხვრელს სტოვებდნენ, სოსისი რომ შეტეულიყო. ნუ, რათქმაუნდა პოლონურ სოსის ჰხმარობდნენ, შუაზე ჩათლიდნენ და ისე სდებდნენ, გარედან კიდევ ბეკონის თხელ ფენებს შემოახვევდნენ და კბილის საჩიჩქნი პატარა წკირებით ამაგრებდნენ, დურთავდნენ ღუმელში და უმაგრესი რამე გამოდიოდა. პ.ს. კი წამძლია სულმა, მაგრამ შანსი არ არის, დღეს სოკო უნდა გავაკეთო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 3, 2013 Report Share Posted August 3, 2013 კობა მშვენიერია, საინტერესო რეცეპტია, მასე არასოდეს მომიმზადებია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 6, 2013 Report Share Posted August 6, 2013 ეს კიდევ, "პორტაბელა ქუთეისურად". ავთია, ცოტა ჩემებური ფანტაზია შევაშველე და გამოვიდა ცხონება. /ნიორი არ ამოვაცალე, მომზადებულს ცოცხალი ოხრახუში მივაყარე და მოხარშვა-დაბრაწვისას მძიმე ლუდი დავასხი./ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.