Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირის სამზარეულო


Recommended Posts

  • Replies 693
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბანაკში. ირემი, ცხენირემი და დათვი(კადრში არ ჩანს ფარში იყო).

ნახავს ამ სურათებს და რა გაუძლებს მერე მაგას? პატონი კობა თოდუა, სხვა გზა არ მაქვს ჯიმა. ადრე დავდე ჩვენი მონადირეების ფორუმზე მსგავსი სურათები და მარგალებს ვინ ასწავლის ზრდილობას?

მონადირული.

Posted Images

ერთი სოკოს კერძებიც გამოუშვით თავისი რეცეპტებით, მე უფრო ამ პროდუქტს მოვიხმარ დიდი სიამოვნებით :nyam:

Link to post
Share on other sites

სოკოს ასე ვაკეთებ მე პირველი თევზაობაა ჩემთვის და მეორე სოკოს მოგროვება მომზადება და ჭამა :spit:

სოკოს ისეთს რომელიც გაშლილი არ არი ანუ ჯამივით რო აქ ქუდი მოჭრი ყუნწს შეწავ ერთსაც და მეორესაც ოღონდ ყუნწს ხახვთან ერთად

მერე ამ ყუნწევს ჩატენი ქყდებში მოახეხავ ყველას ან ნიგოზს მოაყრი დანაყილს და ღუმელში ერთი ორი წუთი უგემრიელესია :10::spit:

Link to post
Share on other sites

შენ ჩამოდი კობა და იმდენი ადგილები განახოთ და დაგათვალიერებინოთ,შეიძლება მართლა არ გქონდეს ნანახი :* :*

 

არა, ადგილები რასაკვირველია ბევრი არა მაქვს ნანახი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმენნო რუისის ნახვა მინდა, რადგანაც ისეთი * კაცის სამშობლოა, როგორიც ჩვენი გიორგია.

 

* ადგილზე კი იცი რა კარგი სიტყვებიცაა დასამატებელი.

Link to post
Share on other sites

არა, ადგილები რასაკვირველია ბევრი არა მაქვს ნანახი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმენნო რუისის ნახვა მინდა, რადგანაც ისეთი * კაცის სამშობლოა, როგორიც ჩვენი გიორგია.

 

* ადგილზე კი იცი რა კარგი სიტყვებიცაა დასამატებელი.

:*

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

25e6cb905f9c.jpg

 

მობრძანდით! ღვინოც ცივდება და არაყიც, ძაღლებიც გაშვებულია და ვისაც გცალიათ არ მოგერიდოთ. ვახტანგის და გიორგას დაველოდოთ მაგენიც მალე ჩამოვლენ და უცხოეთში მყოფი ყველა ჩვენი სულის და გულის კაცებიც.

Link to post
Share on other sites

levani

აუუუ გასკდა გული, რა ვეშია !

 

ლევან მოდი აქ დაწერე შენებური უხის რეცეპტი თანმიმდევრულად. დღეს ორაგულის (სიომგა) თავები ვიყიდე, მოხარშული ძალიან მესიამოვნა და ისეთი რამეა მაგით უხაც ჩინებული უნდა გამოვიდეს წესით.

 

ცოტა კბილები კი ატრაკებს, ენაზე ცარაპკები მაქვს :D მარა ავიტან

Link to post
Share on other sites

აგერ აჩი რეცეპტი როგორც მე ვაკეთებ:

ერთად ვხარშავ რაც შეიძლება ცხიმიან თევზს, კარტოფილს, სტაფილოს,თავი ხახვი მთლიანად, შავი პილპილის მარცვლებს, ორ კეკალ დუშისტის, დაფნას და ერთ პატარა ნაჭერ წვრილად დაჭრილ ლიმონს თავისი კანიანა, როცა ეს ყველაფერი სანახევროდ მოიხარშება ვამატებ კარგ თევზს ნორმალურად დაჭრილს და როგორც კი თევზიც თითქმის მოიხარშება ვაყრი წვრილად დაჭრილ ქინძს, მაკიდოს (ოხრახუში) და უკროპს, წამოდუღდება და ვთიშავ იმ წუთში. მარილი ჭირდება კიდე უყვარს თევზს კარგად მარილი. ესაა და ეს. კინაღამ დამავიწყდ! ერთი რომკა კარგი არაყია საჭირო თევზის ხარშვის პროცესში.

Link to post
Share on other sites

წესით დაგვჭირდეს უნდა ავთოს ვენაცვალე ხო იცი შენ. :alfons:

ჰოოოო,თქვენ თოფით თუ არ გესროლეთ,ისე ვერ ეკარებით სასმელს!!!!!! :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

აგერ აჩი რეცეპტი როგორც მე ვაკეთებ:

ერთად ვხარშავ რაც შეიძლება ცხიმიან თევზს, კარტოფილს, სტაფილოს,თავი ხახვი მთლიანად, შავი პილპილის მარცვლებს, ორ კეკალ დუშისტის, დაფნას და ერთ პატარა ნაჭერ წვრილად დაჭრილ ლიმონს თავისი კანიანა, როცა ეს ყველაფერი სანახევროდ მოიხარშება ვამატებ კარგ თევზს ნორმალურად დაჭრილს და როგორც კი თევზიც თითქმის მოიხარშება ვაყრი წვრილად დაჭრილ ქინძს, მაკიდოს (ოხრახუში) და უკროპს, წამოდუღდება და ვთიშავ იმ წუთში. მარილი ჭირდება კიდე უყვარს თევზს კარგად მარილი. ესაა და ეს. კინაღამ დამავიწყდ! ერთი რომკა კარგი არაყია საჭირო თევზის ხარშვის პროცესში.

 

და სტაფილოს რა უნდოდა იმ ქვაბში წინათ რომ გვაჩვენე?

მაგასაც დაუშვებ ხოლმე ინგრედიენტებში, თუ "შემთხვევით" ჩაყარე?

Link to post
Share on other sites

და სტაფილოს რა უნდოდა იმ ქვაბში წინათ რომ გვაჩვენე?

მაგასაც დაუშვებ ხოლმე ინგრედიენტებში, თუ "შემთხვევით" ჩაყარე?

უწერია ინგრედიენტებში სტაფილო გიო. მეც უკეთებ ყოველთვის. ;)

Link to post
Share on other sites

levani

 

დიდ "სეტკაზე" გაჭიმული ბურვაკის სურათი რომ დადე, ნაკვერცხალზე რომ ბრაწავენ, მეც მაქვს ლევან ეგეთი.

 

თავად ვჩანვარ სურათზე და მეხათრება იმ ფოტო-სურათის გადმოტანა კომპში.

ნამეტანი შეუფერებლად გამოვიყურები იქა.

მინიმუმ 5-6 ლიტრი მოხარშული ლუდი მაქვს მირთმეული და რაღაც შტერულად გამოვიყურები. :d030:

 

მეუღლემ გადამიღო, შენ ძმაკაცებს აჩვენეო. :dato:

 

მერე, მეორე ბურვაკი ამოიღეს მიწიდან.

ჰო, მიწიდან.

 

ჰავაიზე აკეთებენ ასე პალმის ფოთლებით გამდნარ ქვებზე და მუხის ნაკვერცხალზე, იმარხება ეგ ყველაფერი და 7-8 საათის შემდეგ ისევ თხრიან.

მაგარი ბომბა რამე იყო.

 

დროზე წამომიყვანა მეუღლემ, თორემ ყველას ვუყვარდი იმ საღამოს.

ჩვენი ქვეყნის ისტორია მოვუყევი და ცხარე ცრემლით იტირა 200-მა დამსწრემ, თან გაქანებული სვავდნენ ლუდს, ღვინოს, ლიმონათს და იმას კიდევ, ორივე რომ ვერ "ვიტანთ" და მაინც მივირთმევთ. :drunk:

 

პ.ს. მართალი ხარ ავთია, კიდევ ერთხელ წავიკითხე ლევანის დაწერილი და სტაფილო უწერია კაცს, მეც მეპატიება, ნახევრად მღვიძავს, შუადღისას შევუბერე გადაღლილმა ჩვენ რომ მოგვწონს ისე და საქანელა-საწოლი მაქვს ეზოზე, იქ მოვისვენე, "აღუა" ბავშვივით მეძინა, გავიღვიძე და ვეტაკე აქაურობას. :e025:

მერე გადავხედე და თქვენ რა გჭირთ?

არ გეძინათ, თუ ეხლა აპირებთ მოსვენება-დასვენებას?

როდის იყო თქვენ დგებოდით დილის ექვსზე?

 

ნუ, გრიგოლია რომ ყველაზე ყოჩაღია, ამას არ უნდა განხილვა.

ჩემი არ იყვეს, ეგეც ტოროლაა, ნაადრევი გაღვიძება ჰყვარებია.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

a540effd7a8f.jpg

 

 

დათვა სოკოს ძალიან ბევრი სოკოს მოყვარული გვერდს უვლის რატომღაც,არადა თუ სიმართლე გინდათ ნიყვს არაფრით ჩამოუვარდება,შეიძლება ითქვას ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით სჯობს კიდეც.ევროპაში ამ სოკოს აღმერთებენ და სამეფო სოკოსაც კი უწოდებენ.

ამ სოკოთი ძალიან ბევრი გემრიელი კერძი მზადდება. მე პირადათ შემწვარს ვანიჭებ უპირატესობას, მალეა და ადვილია მაგრამ პატარა დეტალების ცოდნა არავის აწყენს.

დათვა სოკოს გასუფთავება სასურველია სველი ნაჭრით რადგან გარეცხვისას ბევრ წყალს იწოვს და შეწვის ნაცვლად იხარშება ტაფაზე.

კარგად გასუფთავებული სოკო დავჭრათ დიდ ნაჭრებათ(გაითვალისწინეთ რომ შეწვისას იკლებს 2-3 ჯერ მაინც ზომაში),ცხელ ტაფაზე დავდოთ 10-15 გრამი კარაქი,როცა კარაქი გადნება დავაყაროთ სოკო,ცოტა წვენს მაინ შეიყენებს,ვაცალოთ და ურიოთ ხის ჩოგანით.როცა წვენს ამოიშრობს დაუმატოთ 20-25 გრამი კარაქი და ისევ მოურიოთ.დავაყაროთ დაკეპილი ხახვი,მარილი(გემოვნებით) შავი პილპილი ამოურიოთ და ვაცალოთ 5 წუთი. შემდეგ დავაყაროთ დაკეპილი ოხრახუში და ქინძი ნახევარ-ნახევარი კონა,ამოურიოთ ხშირად და დაბალ ცეცხლზე ვაცალოთ 10 წუთი. გაითვალისწინეთ რომ სანამ მომზადდება ისეთ სუნს გაუშვებს შეიძლება სული წაგძვრეთ :spit:

 

ვწვავ მეორე ვარიანტსაც მაგრამ ძალიან მსუყე გამოდის.

ტაფაზე დაასხით ზეთი და დააყარეთ 2-3 კბილი შუაზე გაჭრილი ნიორი,როცა ნიორი მოიშუშება ამოიღეთ და გადაყარეთ,ტაფაზე კი დააყარეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი,როცა ხახვი მოიშუშება დავაყაროთ სოკო,ოღონდ ცოტა,ისე რომ ერთი ფენა იყოს და ორივე მხარეს კარგად შეწითლდეს.ვაყრით წიწაკას ,მარილს(გემოვნებით)ვურევთ და ვაყრით თხლად დაჭრილ ღორის ქონს,საუკეთესო გამოდის სალასთან ერთად.

Link to post
Share on other sites

ნამდვილად სამეფო სოკოა, მე ცალკე ვაგროვებ ხოლმე ამას, ნაკლები ჭუჭყი აქვს და სხვა სოკოები აჭუჭყიანებენ.

Link to post
Share on other sites

კიდევ ერთი საინტერესო დედალი შენთვის თორნიკე. დათვა სოკოს უმრავლესობას მატლი პატარაობიდან მოყვება ხოლმე. ძირს როცა გადაჭრი თუ ძალიან ბევრი ყავს ადვილად დაინახავ და ტან სოკო დარბილებულიცაა. თუ სოკო მაგარია და ცოტა ნასვრეტები მაინ აქვს სოკო ცივ მარილიან წყალში გააჩერე 20 წუთი და ყველა მატლი ეგრევე გამოძვრება გარეთ ;) შემდეგ კი ცხაურაში გაატარე და დაწრეტა აცალე რომ შეშრეს.

სხვათაშორის ინახება საყინულეში რამდენ ხანსაც გინდა იმდენს.მშრალად ჩააწყვე კონტეინერში ან პოლიეთილენის პარკში. თუ დიდი ადგილი არ იქნება საყინულეში,მოხარშე და ზომაც შემცირდება მაგრამ ისეთი გემო აღარ ექნება როგორიც მოუხარშავს.

რამდენი საიდუმლო გავეცი კაცოოოო! :d030:

Link to post
Share on other sites

სუყველა უნდა გასცე :alfons:

 

ეგ მარილიანი წყალის ფოკუსი არ ვიცოდი. რაც შეეხება სოკოს პატარა თეთრ მატლებს, მაგათ კალორიებში ვატარებ და ეგრევე ვწვავ(ერთი-ორი როცაა, კოლონიის შემთხვევას არ ვიძახი), რაც შეჭამა იმ სოკოს ვაზღვევინებ :haha:

Link to post
Share on other sites

კიდევ ერთი საინტერესო დედალი შენთვის თორნიკე. დათვა სოკოს უმრავლესობას მატლი პატარაობიდან მოყვება ხოლმე. ძირს როცა გადაჭრი თუ ძალიან ბევრი ყავს ადვილად დაინახავ და ტან სოკო დარბილებულიცაა. თუ სოკო მაგარია და ცოტა ნასვრეტები მაინ აქვს სოკო ცივ მარილიან წყალში გააჩერე 20 წუთი და ყველა მატლი ეგრევე გამოძვრება გარეთ ;) შემდეგ კი ცხაურაში გაატარე და დაწრეტა აცალე რომ შეშრეს.

სხვათაშორის ინახება საყინულეში რამდენ ხანსაც გინდა იმდენს.მშრალად ჩააწყვე კონტეინერში ან პოლიეთილენის პარკში. თუ დიდი ადგილი არ იქნება საყინულეში,მოხარშე და ზომაც შემცირდება მაგრამ ისეთი გემო აღარ ექნება როგორიც მოუხარშავს.

რამდენი საიდუმლო გავეცი კაცოოოო! :d030:

 

საღუმილეში გამომშრალიც კარგად ინახება და რაც მთავარია ინარჩუნებს არომატსაც და გემოსაც, როცა სუპებს აკეთებ :hi3:

Link to post
Share on other sites

მინდა ერთი-ორი სიტყვით ჭაობის ფრინველების მომძადებაზე დავწერო.

 

როგორც გახსოვთ ამ სურათის ...

 

i-1757.jpg

 

...გამოქვეყნების მერე, დაისვა კითხვა

 

კობა

თავებიანადაა შემწვარი?

 

მე იქ ვუპასუხე და აქაც გავიმეორებ, სურათების დართვით.

ჭაობის ფრინველების (გოჭა (დუპელი), ჩიბუხა (ბეკასი) და ჭყინპო (გარშნეპი)) აგრეთვე ტყის ქათმის (ვალდშნეპის) თავი ადვილად იყოფა (იჭრება) შუაში, იქ კი ძან გემრიელი დელიკატესია - ფრინველის ტვინი.

თავის დაყოფის სურათებს ქვევით გთავაზობთ

 

i-1785.jpg

 

i-1784.jpg

 

i-1788.jpg

 

i-1782.jpg

 

ამ ფრინველების გრძელი ნისკარტი გამოიყენება გაწმენდილი ნანადირევის შესაკვრავად, შესაკინძად. ამისათვის კარგია თუ ფრინველის ფეხებს შეკრავთ ძაფით და შემდეგ ნისკარტით შეაერთებთ.

ქვევით სურათში ახალგაზრდა გოჟა და ჩიბუხაა. მათ ჯერ არა აქვთ ცხიმი დაგროვილი და იმისათვის, რომ ხორცი ფაქიზი დარჩეს, ვიყენებთ თხელად დაჭრილ ღორის სალას ან ბეკონს , რომელსაც ფრინველს ვახვევთ ირგვლივ და ვკრავთ ძაფით.

ჭაობის ფრინველების შეწვას ჭირდება მაქსიმუმ 20 წუთი (ვალდშნეპს მეთი). 15-17 წუტის შემდეგ ვაცლით (ან არ ვაცლით) სალა და ბეკონს და კიდევ ვწვავთ 3-5 წუთი, რომ კანი ცოტა შეიბრაწოს. თუ უფრო მეტ ხანს გავაჩერებთ ცეცხლძე, ხორცი შეიძლება გაშრეს და მაგარი გახდეს. ვისაც კარგად შემწვარი ხორცი უყვარს, შეუძლია ცადოს ასეთი მეთოდიც.

 

i-1751.jpg

 

i-1748.jpg

 

ჭაობის მოზრდილი ფრინველები ადრე აგროვებენ ცხიმს და მათი მომზადების დროს არ არის საჭირო დამატებით სალა ან ბეკონი. მაგენი თვითონ არიან გოჭებივით ქონმოკრულები

 

i-1798.jpg

 

i-1797.jpg

 

მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ, ჭაობის ფრინველების შიგნიდან მთლიანი გამოწმენდა არ არის აუცილებელი. მთავარია მოაშოროთ გრძელკოჭა ნაწლავი. დანარჩენი ყველაფერი იჭმევა და ძან გემრიელია.

ნაწლავის მოსაშორებლად იყენებენ თავმოკაუჭებულ რაიმე პატარა სისქის "პროვოლკას" რომელიც შეყავთ ანალურ ნახვრეტში და იქიდან ფრთხილად (შიგნით დატრიალების მერე) გამოაქვთ ნაწლავი გარეთ. თუ ასეთი ინსტრუმენტი არა გვაქვს, მაშინ ფრთხილად, კარგად ალესილი დანით, ანალურ გამოსასვლელს ირგვლივ ვჭრით (ნაწლავი რომ არ გადავჭრათ ისე) და ფრთხილად ვქაჩავთ ჩვენსკენ, სანამ არ გამოვიტანთ მთლიანად :heat: .

 

h-1796.jpg

 

h-1795.jpg

 

ამის მერე, სურვილის მიხედვით, ან შამფურზე, ან "რეშოტკაზე, ან ტაფაზე ღუმილში შეგიძლიათ შეწვათ. მე ქონმოკიდებულ ფრინველებიდან ხშირად ვაკეთებ ჩვენებურ ხარჩოს (ნიგვზით). ძან გემრიელია.

 

i-1793.jpg

 

i-1792.jpg

 

i-1789.jpg

 

i-1789.jpg

 

i-1757.jpg

 

* თუ ზევით დადებული რომელიმე სურათი, ან ჩემებურად გამოქვეყნებული ინფორმაცია, აფუჭებს თემას (ან ვინმეს აპეტიტს) შემიძლია :phil_35:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ვაა, რა საინტერესო რამეები დაგიწერია კობა, თან გემრიელად გამოიყურება. :yes: :yes:

 

პოლონელმა მეგობრებმა მასწავლეს მწყერის ერთი რეცეპტი, ძალიან ჰგავს შენს მიერ მომზადებულს.

 

მკერდზე არ ჭრიდნენ, მაქსიმალურად გამოჰქონდათ ნაწლავი და იმხელა ხვრელს სტოვებდნენ, სოსისი რომ შეტეულიყო.

ნუ, რათქმაუნდა პოლონურ სოსის ჰხმარობდნენ, შუაზე ჩათლიდნენ და ისე სდებდნენ, გარედან კიდევ ბეკონის თხელ ფენებს შემოახვევდნენ და კბილის საჩიჩქნი პატარა წკირებით ამაგრებდნენ, დურთავდნენ ღუმელში და უმაგრესი რამე გამოდიოდა.

 

პ.ს. კი წამძლია სულმა, მაგრამ შანსი არ არის, დღეს სოკო უნდა გავაკეთო. :d030:

Link to post
Share on other sites

ეს კიდევ, "პორტაბელა ქუთეისურად". :alfons:

 

ავთია, ცოტა ჩემებური ფანტაზია შევაშველე და გამოვიდა ცხონება.

/ნიორი არ ამოვაცალე, მომზადებულს ცოცხალი ოხრახუში მივაყარე და მოხარშვა-დაბრაწვისას მძიმე ლუდი დავასხი./

 

833775c6d571.jpg

 

c289bcf5852a.jpg

 

13159a805100.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...