salamandra 65 Posted October 10, 2014 Report Share Posted October 10, 2014 თორნიკე რეხვიაშვილი ვაააა ! აბედი,აბედა სოკო თუ იჭმევეოდა ნაღდათ არ ვიცოდი ! :blink: ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 10, 2014 Report Share Posted October 10, 2014 ელჩი ამ ყოველივეზე რას გვეტყვი? ორეგონში ხდება ყოველივე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 10, 2014 Report Share Posted October 10, 2014 (edited) salamandra არ ვიცი ზურაბ, თხლად დავჭერი და წინასწარ მოხრაკულ ნიორ-ხახვში დავბრაწე. ერთერთი უგემრიელესი კერძი გამოვიდა. თორნიკე რეხვიაშვილი ვნახე ეგ ვიდეო. აზიელები გამოირჩევიან სამზარეულოს მრავალფეროვნებით. არის რესტორნები, სადაც მხოლოდ განსაკუთრებული კერძები აქვთ. მაგალითად, ჩემს დღეობაზე ჩინურ "ბუფეს" ვესტუმრეთ მე და მეუღლე, რამხელა არჩევანი აქვთ და თან რა ფასში, წარმოუდგენელია სხვა რესტორნებთან შედარებაც კი. მთლიანი ორაგული შეგიძლია გადაიღო თეფშზე, ქრაბები, კიბორჩხალები, ლობსტერები, შრიმპები და ა.შ. რამდენიც გინდა მიირთვი, მხოლოდ 12$-ში. ამას დაუმატე საქონლის და ღორის ხორცის მრავალი სასუსნავი, მერე დესერტი და სუში ხომ საერთოდ. სოკოს ვარიაციები აქვთ, გაშტერება შეიძლება. მაგ ვიდეოზე, არც ისე ძვირიანი სოკოა ნაჩვენები, "უარესი" მინახავს. ინდიელებს გამოაქვთ სოკოს სახეობა, რომელსაც თითო ფაუნდს/0,454გრ-ს/ ჰყიდიან 25$-ში. ეგ არ გამისინჯავს, ნამეტანი ძვირია. პ.ს. არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც ნიჭი აქვთ. მახსოვრობა მაქვს სასწაული, მაგრამ სოკოებში, მანქანის და ტელეფონის ნომრებში, მაგრა ვჭედავ. Edited October 10, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 11, 2014 Author Report Share Posted October 11, 2014 პირველად გავაკეთე კუბდარი თან ცხენირემის ხორცის. ელჩმა მომცა რეკომენდაციები(თუმცა ღორის ხორცის შერევა დამავიწყდა), ინტერნეტშიც ვნახე რაღაცეები და უნდა ვთქვა რომ მხეცი გამომივიდა. ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted October 11, 2014 Report Share Posted October 11, 2014 ოხ ოხ ოხ შენ გენაცვალე ამ მშიერზე ეგღა მაკლდა მშვენივრად გამოიყურება ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 12, 2014 Report Share Posted October 12, 2014 შეგარგოს მერცხალო. მუკუზანის ბოთლი დავინახე ერთ სურათში, დამისხი ერთი ჭიქა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 12, 2014 Report Share Posted October 12, 2014 მართლა რა მადის აღმძვრელად გამოიყურება !!!! მაგარი რამე სჩანს ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 14, 2014 Author Report Share Posted October 14, 2014 გუშინ მეგობართან ლუდი მოვხარშეთ. 50 ლიტრი გამოვიდა მთელი დღე წაიღო. მისი სიმამრიც მონადირეა, ორი ცხეირემი დააგდო წელს, ჰოდა ხორციც მოიტანა. ნაწილი მარინადში იყო და შევბოლეთ. ასევე შევბოლეთ ჩვენი ტბის კალმახი. ცხენირემის ღვიძლი იქვე შევწვით და ავითვისეთ. ვახშმად ცხენირემი გვქონდა ბურგუნდიულად, სტაფილოში და სოკოში, ღვინით, სამი საათი იხარშეოდა ღუმელში. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ შებოლილმა ცხენირემმა დახურა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 14, 2014 Author Report Share Posted October 14, 2014 ხორცი და თევზი ერთად შევბოლეთ, ხორცმა ცოტა დააგდო ტემპერატურა, თან გარეთ ციოდა და კალმახის შებოლვას დააგვიანდა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 14, 2014 Author Report Share Posted October 14, 2014 ბოლო აკორდი. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 15, 2014 Report Share Posted October 15, 2014 იფ იფ, შებოლილ რამერუმეებზე ცუდად ვხდები ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 15, 2014 Report Share Posted October 15, 2014 ვაააა ! რა მაგარია ! და რა ლამაზადაა ყველაფერი,ЭСТЕТЫ ერთი სიტყვით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 15, 2014 Report Share Posted October 15, 2014 გამძვრა სული, რამ შემომიყვანა ამ თემაში, ამ შუაღამისას. ერთია კიდევ, მჭამელი მაინც ვიყვე, გაკეთება მიყვარს, მაგრამ ესეთ რამეებზე ფინთათა ვხდები. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 25, 2014 Author Report Share Posted October 25, 2014 ცხენირემს ვითვისებ ინტენსიურად. ხინკალი გამოვიდა სასწაული. ელჩმა 20% ღორი დაამატეო და მაგრად მოუხდა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 26, 2014 Report Share Posted October 26, 2014 BROWNING დღეს მომივიდა წერილი საემიგრაციოდან, დაწვრილებით და დაზუსტებით გადმოგზავნეთ თქვენი მონაცემებიო. ვახო, გურული ფირალი მოგონილი იქნება, შენ არ იცი რას ნიშნავს, იყვე რუისელი, უნდა დაგეცე მოულოდნელად. პ.ს. შეინახე მაგ მახინჯის ცოტა ხორცი, არ არის გამორიცხული ახალწლებზე ლურჯი პასპორტი მედოს ჯიბეში. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 26, 2014 Report Share Posted October 26, 2014 ელჩი ასეა ძმაო ასე. გადავა კაცი ეზოდან და ავიწყდება საწყალი გოჭი,ნაცოდვილარი საცივი და კეცში შემწვარი ვარია. გადადიან ეგრევე ცხენირემის ღვიძლზე,სტეიკებზე და ბარბიკიურის ხიბლზე :( მიდი გიო გეხუტე მარად გაგვიხარდება შენი და ვახტანგის ჩახუტება! B) ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted October 26, 2014 Report Share Posted October 26, 2014 ცხენირემს ვითვისებ ინტენსიურად. ხინკალი გამოვიდა სასწაული. ელჩმა 20% ღორი დაამატეო და მაგრად მოუხდა. მშვენიერია! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 27, 2014 Author Report Share Posted October 27, 2014 მხოლოდ 22-29 დეკემბერს არ დაამთხვიო, სტამბულში ვარ. ივნისი(ათიდან) არის ყველაზე კაი დრო თუ თევზაობა გვინდა აქ. მტკნარი წყლის ორაგულზე ან ფარგაზე, ასევე ჩემი ტბის კალმახზე. ჭიქას ნებისმიერ სეზონზე მივუჭახუნებთ, მაგას სეზონი არ აქვს. BROWNING დღეს მომივიდა წერილი საემიგრაციოდან, დაწვრილებით და დაზუსტებით გადმოგზავნეთ თქვენი მონაცემებიო. ვახო, გურული ფირალი მოგონილი იქნება, შენ არ იცი რას ნიშნავს, იყვე რუისელი, უნდა დაგეცე მოულოდნელად. პ.ს. შეინახე მაგ მახინჯის ცოტა ხორცი, არ არის გამორიცხული ახალწლებზე ლურჯი პასპორტი მედოს ჯიბეში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 3, 2014 Report Share Posted November 3, 2014 კუბდარი. ნახევარი ბურვაკი, ნახევარი შველი, ხახვი, ნიორი, შავი პილპილი, სვანური მარილი, ცოცხალი ქინძი და ოხრახუში, ცოტა უცხო სუნელი. ეს ყველაფერი ერთად გავატარე ხორცსაკეპში. ღუმელში შეწვის პროცესში იგივე ზეთს/სიმინდის/ ვასხავდი ზემოდან. გული გახსნილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად. ბოლოს კარაქი გადავუსვი. კაი შავი ლუდი მისწრებაა ამასთან. ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted November 3, 2014 Report Share Posted November 3, 2014 აუუუჰჰჰ.....ეს მინდოდა ეხლა დამშეული ლექციების შემდეგ? თან რა შემადგენლობით მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 3, 2014 Report Share Posted November 3, 2014 როგორ ვაფასებ მონადირე-მეთევზე ხალხს რომელთაც შეუძლიათ ნანადირევის მომზადება გემრიელად, მაგაში ვარ დიდი ნული. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 26, 2014 Author Report Share Posted November 26, 2014 ელჩის რეცეპტით გავაკეთე ცხენირემის ხორცის ქაბაბი. ცოტა მშრალი გამომივიდა, მაგრამ გემრიელი ნამდვილად იყო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 29, 2014 Report Share Posted November 29, 2014 BROWNING შეგარგოს ვახტანგ, "თრეიდერს ჯოს" მაღაზია არ არის თქვენთან, ან რაიმე აღმოსავლური, ლავაში ექნებათ აუცილებლად, მექსიკური "პიტა ბრედ"-იც წავა. მოაყარე ალყა-ალყა დაჭრილი წითელი ხახვი, ოხრახუში და ტყემალი ან რამე საწებელი. ლუდები შენ არ გესწავლება, შეურჩიე რამე ბელგიური და გათბები მაგ საყინულეში. პ.ს. ბანაკის თემა ვნახე და რამხელა თოვლი მოგსვლიათ. თემრმომეტრის სურათი აღარ დადო თუ ძმა ხარ, ბურძგლი მაყრის ხოლმე, შკალას როცა ვუყურებ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 29, 2014 Report Share Posted November 29, 2014 ელჩი რაიყო თქვე უგულოებო რაფერ წერთ ამ ყველაფერს? ახლა მოვედი სახლში კაი გასესილი მარა მშიერი მომიწევს დაწოლათქო ასე მგონია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 2, 2014 Author Report Share Posted December 2, 2014 ახალი პარტია, წინა კვირის. ყველა ჩავრთე ხინკლის მომზადებაში. რა თქმა უნდა ცხენირემისაა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.