Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირის სამზარეულო


Recommended Posts

  • Replies 693
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბანაკში. ირემი, ცხენირემი და დათვი(კადრში არ ჩანს ფარში იყო).

ნახავს ამ სურათებს და რა გაუძლებს მერე მაგას? პატონი კობა თოდუა, სხვა გზა არ მაქვს ჯიმა. ადრე დავდე ჩვენი მონადირეების ფორუმზე მსგავსი სურათები და მარგალებს ვინ ასწავლის ზრდილობას?

მონადირული.

Posted Images

შებოლვებზე ძალიან კარგი გვერდია:

 

http://maitrefumeur.com/

 

 

 

 

იხვის მკერდის შებოლვა.

 

მასალა:

 

იხვის მკერდი; მარილი; შავი და წითელი წიწაკა; შავი ღვინო; თაფლი.

 

პროცესი:

 

ხორცს ამოვავლებთ მარილში(წონის 2.5%, მაგალიტად ერთ კილოზე 25 გრამი) მერე შავ წიწაკაში(ხორცის წონის 1%).მოვატავსებთ პოლიეთილენის პარკში და შევინახავთ მაცივარში(4 დღე). პერიოდულად გადავბრუნ-გადმოვაბრუნებთ. შემდეგ ხორცს გავრეცხავთ ცივ წყალში, მარილის და სავი წიწაკის მოსაცილებლად და ამოვავლებთ 2 სუფრის კოვზი ღვინის, წითელი წიწაკის და თაფლის ნაზავში, ისე რომ ნაზავი კარგად შეებჭნას. ვტოვებთ მაცივარში ღიად სამი დღე(ყოველდღიური გადაბრუნებით ). გამოვიღებთ მაცივრიდან. ვტოვებთ ოტახის ტემპერატურაზე ერთი საათი და ვბოლავთ საათნახევარი (ერთი საათი წყლის ავზით და ნახევარი საათი მშრალად), კანით ზემოთ, 225 ფარენგეიტზე (მიახლოებით 105-107 ცელსიუსი). გავაცივებთ ოტახის ტემპერატურაზე, შევახვევთ თხელ პოლიეთილენში მჭიდროდ და ვტოვებთ მაცივარში 24 საათი.

 

მიირთმევა ცივად, თხლად დაჭრილი.

 

 

http://maitrefumeur.com/recettes/fumoir-magret-canard-fume-poivre-vin/

Link to post
Share on other sites

გავაკეთე ენა კლასიკურ იმერულად(შიშხათად, ნიგოზ-ნიორ-სანელებლები). უგემრიელესი გამოვიდა. აი ჭადზე კი მომეხაზა.

post-3-0-20135100-1446583578_thumb.jpg

post-3-0-74310900-1446583587_thumb.jpg

post-3-0-99905700-1446583594_thumb.jpg

post-3-0-15694800-1446583606_thumb.jpg

post-3-0-95986400-1446583616_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გუშინ მეგობარმა კანადური ბატის ხორცზე დამპატიჟა. ბატის ხორცის დიდი მოყვარული არ ვარ, მაინც ურტყამს გემო. თელავის მარნის ბიოსაფერავი დავაყოლეთ.

post-3-0-54638000-1447092859_thumb.jpg

post-3-0-63205200-1447092870_thumb.jpg

post-3-0-33441400-1447092881_thumb.jpg

post-3-0-89883600-1447092892_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ტაჯინი ცხენირემის ხორცით. ხორცი ჯერ ზეითუნის ზეთში, ნიორში, ლიმონის წვენში, მეგრულ აჯიკაში და ცოტა სანელებლებში დავამარინე. მერე კარტოფილი, ხახვი, ბულგარული, სტაფილო.

post-3-0-99281200-1447548788_thumb.jpg

post-3-0-40855100-1447548800_thumb.jpg

post-3-0-34761000-1447548810_thumb.jpg

post-3-0-61299900-1447548818_thumb.jpg

post-3-0-38175900-1447548828_thumb.jpg

post-3-0-17531600-1447548840_thumb.jpg

post-3-0-07853700-1447548850_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ცხენირემის კუბდარი. ესაა რომ მსხვილად გატარებულია, არ დამიკეპია. უგემრიელესი გამოვიდა.

 

642615c78eb9.jpg

 

dfa60136b3ef.jpg

Link to post
Share on other sites

პირიქით ვახტანგ, კუბდარი დაკეპილი ხორცით უფრო ბომბა გამოდის, მთავარია ზომიერად შეაზავო ფარში.

 

ანუ, არ უნდა ბევრი მწვანილები და სუნელები.

 

ნუ, ღორის ხორცი მაინც უნდა გადაურიო ცოტა.

 

მაგალითად, ჯიხვის კუბდარი არაერთხელ გამისინჯავს და რაღაც სპეციფიური გემო აქვს, თან ორ ნაჭერზე მეტს ვერ გაქაჩავ, ძალიან ცხიმიანია.

დააცდი ცოტას და უცებ ცივდება, მერე სჯობია აღარ მოკბიჩო.

 

ამიტომ აკეთებენ სვანები მომცროებს.

 

გაცხელებული კუბდარი კიდევ, სხვა რამეა, აღარ ღირს იმის სუფრაზე დადება.

 

რაც შეეხება შველს, ირემს და ცხენირემს, უმჯობესია დაიკეპოს და გატარებული ღორის ხორცი დაემატოს.

 

იგივე ფარშით, მაგრა დამუშავებული ცომით ხინკალი სინჯე.

 

დააშტერებ ყველას.

 

პ.ს. დღეს ვერ გელაპარაკე, ეტყობა სტუდენტები გყავდა ლექციაზე, არაუშავს, ხვალ მე ჩაგიტარებ ლექციას კუბდარზე. :d030:

Link to post
Share on other sites

რავარი შეფი გამოვიდოდა ჩემგან?! ცხენირემის 400 გრამიანი ნაჭერი მარალ ცეცხლზე დავბრაწე ტაფაზე 2-2 წუთით ყველა მხრიდან. მერე ჰაერღუმელში გადავიტანე(თავზე მარილი, შავი წიწაკა, კარაქის ნაჭერი, ნიორი, ქონდარი) და 200 გრადუსზე ათი წუთი, ხუთიც 180-ზე. ამასობაში, ტაფაზე, რომელზეც ხორცი დავბრაწე, მოვწვი ხახვი, დავამატე წითელი ღვინო, ჯანჯაფილი,ქონდარი, ოდნავ სანელებელი, მდოგვი, ნაღები, და ჰაერღუმელიდან ხორცის გამორების მერე, იქ ფსკერზე მორჩენილი წვენი. ბოლოს ცოტა კონიაკი და ავაალე. გამოღებული ხორცი სევფუთე ალუმინის ქაღალდში ათი წუთით და მერე თხლად დავჭერი.

მე მგონი სურათებით დამიჯერებთ რომ მხეცი გამოვიდა.

 

96562fbb924d.jpg

 

9cc376ea743d.jpg

 

b048371070ef.jpg

 

65d3ce35c924.jpg

 

24342d98dda6.jpg

 

beff3ac40f20.jpg

 

1f7722ad3690.jpg

 

e405d3c93095.jpg

 

ab6de33c2ff3.jpg

 

3b29a61c85d7.jpg

Link to post
Share on other sites

ბოლო სურათში მარჯვენა მაღალ კუთხეში წითელი ღვინის ჭიქა დგას.

 

ეგ რომ არ მიგეყოლებინა მაგ კერძისთცის, ორიანს დაგიწერდი კულინარიაში.

 

რავარი დასპეცდი ბუჯო საჭმელების მომზადებაში, ხომ არ დაგენებებინა თავი მეცნიერებისათვის? :e025:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ერთი სხვაობაა, მზარეულობა სიამოვნებას არ მანიჭებს, მეზარება.

 

 

 

....., ხომ არ დაგენებებინა თავი მეცნიერებისათვის? :e025:

Link to post
Share on other sites

კი, მხეცია, ოღონდ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, ყველა ეს ხორცი ',დამწიფებულია'', ანუ მთლიანი კარკასი ინახება 4 გრადუსზე ათი დღე მაინც და მერე იჭრება. მთლად ნახევრად შემწვარი არა, მაგრამ 70% შემწვარი მიყვარს. თანაც ეს უფრო საქონელს ეხება ვიდრე ღორს.

 

 

 

გემრიელია ნახევრად შემწვარი??

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...

ხინკალი კალმახა სოკოსაგან.

 

კალმახა 1კგ

ხახვი 300 გრ

შავი პილპილი დაფქვილი --2 ჩ.კ

ძირა 3 ჩ.კ.

მარილი გემოვნებით .

 

დავკეპოთ სოკო და ხახვი წვრილად ,ტაფაზე მოვთუშოთ ზეთში 20-30 წუთი,თან ვურიოთ ,დავაყაროთ პილპილი და ძირა და გავაგრძელოთ დაბალ ცეცხლზე თუშვა. დავუმატოთ მარილი ამოვურიოთ და გავაცივოთ.

როცა გაცივდება დავუმატოთ 100 გრ წვრილად დაკეპილი ხახვი,გადავურიოთ და ხინკლის შიგთავსი მზადაა.

ცომი მზადდება სახინკლედ მაგარი.

 

მოვახვიოთ და წავიდა მდუღარეში. გემრიელად მიირთვით მაგარი რამეა. :spit:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დაილოცოს თევზაობა.

 

დაიჭერ და მერე გაუშვებ.

 

ახლა ორ დიდ "ღლავს" დავიჭერ ერთი სატყუარის გადაგდებით.

 

 

"ხალადეცი" ხსნილზე.

 

ინგრედიენტები გახლავთ ბუთხუზა ბატი, საშინლად გასუქებული დიდთავიანი ბურვაკი და დანარჩენი ბოსტნეული კი იცით ყველამ.

 

5921f5752406.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

პილპილი სადაა ბუჯო??? :vinsent:

 

ეგ ლუდი გასინჯული მაქვს და მაგარი ბომბა რამეა.

 

შეგარგოს მერცხალო.

 

პ.ს. არ მცალია მეტი.

იხვსა ვბრაწავ და მოვაყრი მერე სურათებს.

Link to post
Share on other sites

ე, ამიტომაა თევზაობა საინტერესო, ვერ მოვიტყუე ორი დიდი "ღლავი".

 

არ თოხლა არცერთმა.

 

არაყი იმიტომ დავუდე ლაბას, აჭარელ ლომს დავაწერინებ რამესთქო.

 

იმ პატარა ჭიქაში კიდო, კანადელი ვარო პასპორტში რომ უწერია, იმის წამოგება მინდოდა.

 

გამოვუშვებ აბა დაბრაწულ იხვს.

 

პ.ს. თქვენც დადეთ თქვენი რეცეპტები ბიჭებო. მე სხვადასხვანაირად ვაკეთებ ყოველთვის, ამოვიდა ბუღლამა.

Link to post
Share on other sites

არაჟანში დანაყილი ნიორი ავურიე, მანამდე ერთი ღამით დამარილებულ-დაპილპილებულ- დაღვინებული ღრმა თასში მქონდა მაცივარში.

 

გუშინ მგელივით მშიერი მოვედი, ვხიე ღუმელში და ისეთი გემრიელი გამოვიდა, მთლიანად დავახურდავე.

 

პ.ს. სხვა სურათებიც მაქვს, მაგრამ სამზე მეტს ვერ ვდებ ერთ პოსტში.

ეს გვეყოფა ჯერჯერობით.

 

1a7bd5d59448.jpg

 

a480d3d6324d.jpg

 

6a9105ad65fb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...