ი ლ უ შ ა 0 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 (edited) შენ ისეთი რამეები ჩამოთვალერ მაგას ჩვეულებრივბი მოკვდავები ნახულობენ __??? ბევრი სუ პირველად გავიგონე მგონი მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=17&t=4003 ვიჩნა რუსულია, მართალია. გურიაში შაშხს ეძახიან, გურული შაშხი და რაჭული ლორი იმით განსხვავდება როგორც ვიცი, გურიაში ჭარბტენიანობის გამო ღორის ხორცს ინახავენ მარილის ნაჯერ წყალში, + დაფნა, ქინძის თესლი, მთელ–მთელი წიწაკა. დაახლოებით 2 თვემდე არის წყალში და თებერვლის ბოლოსკენ მზეზე აშრობენ (სხვა დროს შეიძლება გაფუჭდეს ხორცი), მერე სურვილის მიხედვით ბოლავენ. რაჭაში კიდე პირდაპირ ამარილებენ როგორც ვიცი, ცოტა უფრო მეტად ხმება ხორცი. Edited June 2, 2015 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 ი ლ უ შ ა მესმის მაგრამ კიდე ბევრი კერძებია რომელიც არარი ცნობილი საზოგადოებისთვის ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 აჰა რახან კერძებზეა საუბარი კახური სამზარეულო ძალიამ მრავალფეროვანია.ოღონდ კაური რაცაა იმას ვწერ.მასე მჭადსაც კი აკეთებენ კახელები 1)ხაშლამა 2)მწვადი 3)მრგვალად (ცივად) მოხარშული დედალი 4)ბურვაკი მარილ წყალში 5)ჩაქაფული 6)ჩახალული 7)ბოზბაში 8)ჩიხირთმა 9)ბოზართმა (ქათმის წვნიანია) 10)ფითი(ცხვრის ხორცის წვნიანი კარტოფილით) 11)ცოცხალი ივრის 12)კახური ტოლმა ნივრიანი მაწვნით - იგი ჩვეულებრივი ტოლმისავით მზადდება, თუმცა კომბოსტოს მაგივრად მას ვაზის ფოთოლში ახვევვენ.არ თქვათ სომხურიაო 13)ჩობან - ყაურმა (მწყემსური ყაურმა) 14)ჯიგრის ყაურმა 15)ღანძილი მაგარია 16)ნივრის მწნილი 17)კირკაჟი ლობიო 18)მხალეული უმაგრესი გაზაფხულზე ჭინჭართან ერთად შემოდის სხვადასხვა ბალახი, რომელსაც საკვებად იყენებენ, ნაცარქათამა, ჯიჯილაყა, ბოლოკა, ია-ია მხალი და სხვა. საუკეთესოდ ითვლება სხვადასხვა მხალეულის ნარევი, რომლის შემოადგენლობაშიც ყველაზე მცირე რაოდენობითაა ნაცარქათამა თავისი მომწარო გემოს გამო. მხალეულს ჭინჭრის მსგავსად ამზადებენ კვერცხით ან– ნიგვზითა და ნივრით. ნიგვზით მომზადებული მხალეული დასავლეთ საქართველოს ტრადიციული ნიგვზიანი “ფხალებისგან” იმით განსხვავდება, რომ ნიგოზსა და ნიორს მხოლოდ მარილი და ახალი ქინძი ემატება. 19)კახეთის სოფლებში ცნობილია ნიგვზით შეზავებული ჭინჭრის ხინკალიც, რომელიც ადრე უფრო სამარხვოდ მზადდებოდა.უგემრიელესია 20)ჩურჩხელა 21)თათარა 22)დედას შოთები 23)ღვინო 24)ქონდრის ტაბაკა.(ახალი ქონდრითა და პიტნით კახეთში ერთგვარ ნამცხვარსაც ამზადებენ) კვერცხით, მაწვნით, შაქრითა და სოდაარეული ფქვილით ჩვეულებრივი მაჭკატების (ოლადები) ცომს ამზადებენ, შიგნით ყრიან წვრილად დაკეპილ ქონდარს, ზოგ შემთხვევაში პიტნასაც უმატებენ და ზეთში წვავენ. ამგვარად მომზადებული მაჭკატები საოცარი არომატით გამოირჩევა. ქონდრისა და პიტნის სურნელი და სულ ოდნავ მომწარო გემო ჩრდილავს ზეთის სუნს და განუმეორებელ გემოს აძლევს 25)ხის სოკო კახურად ამ კუთხეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძია – ხის სოკო მწვანილითა და კვერცხით საუკუნეთა განმავლობაში კახეთი აღმოსავლური კულტურის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ფაქტმა თავისი ნიშანი დაამჩნია მის კულინარიულ კულტურასაც ძალიან ბევრი გამორჩებოდა აუცილებლად შემდეგში გავაგრძელებ კიდე.მგონი ხედავთ რომ კახური სამზარეულო არც ისეთი მწირია როგორც გგონიათ,ასე რომ კახურ სამზარეულოს მარტო ხაშლამა და მწვადი არ უკავშირდება ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 JABA შენ რამდენი რამე გცოდნია ისე, მწვადი ზეზვა და მზიადან მოდის, ეგ პირველყოფილი და საყოველთაო კერძია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 ელჩი გიო, ძველი წესის თანახმად, ღორი იკვლებოდა შობა დილით და დაფელიკდებოდა. ვინაიდან ზამთარში მწერბი არ არიან, არავითარ მარლას არ საჭიროებდა. კი ქვე შენი ჭირიმე, მაგრამ ოთხივეს არ კლავდნენ შობაზე, ანუ იზოგებდნენ. შობაზე იკვლებოდა მხოლოდ ორი, ერთი ოჯახისთვის, ერთი სამეზობლოსთვის. ერთგვარი განრიგი ჰქონდა უბანს, თითქმის ყველას ჰყავდა საკლავი, ერთი და იგივე დღეს არავინ დაკლავდა ღორს, რადგან ერთმანეთისთვის პატივი უნდა ეცათ. აუცილებლად ერთი მთლიანი ბუთხუზა, მთლიანად უნდა დაეხურდავებინა მინიმუმ 40 სულს. ბებიაჩემი გადაანაწილებდა პორციებათ და მიჰქონდა ისეთ მეზობლებთან სახლში, ვისაც პატრონი აღარ ჰყავდა. ბოლოს მაშინ გოუშვებდნენ "იქანე", როცა ოთხ გოჭს ჩამოიყვანდნენ სამეგრელოდან. ამიტომ ერთი ზვარაკი კი აღწევდა გაზაფხულის ბოლომდე. JABA ხინკალი დაამატე მაგ სიას, თორემ საშვილიშვილოდ გადაგეკიდები. ჩემი რძალია შენი მხრიდან, ანუ დედოფლისწყაროდან ჰყავს მშობლები. დედამისი იმისთანა ხინკალს აკეთებს, მიირთმევ და ცაში გაფრენა მოგინდება ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 (edited) ელჩი Edited June 2, 2015 by თორNიკე ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 https://www.youtube.com/watch?v=LHzkEaINbhw ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 (edited) გურული კერძები და სასმელები გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: სანთლის არაყი გურია, განსაკუთრებით კი მისი მთის კალთებზე მდებარე სოფლები განთქმულია ე. წ. ,,სანთლის არაყით“, რომელსაც თაფლისგან აკეთებენ. სანთლისაგან ხდიან საუკეთესო არომატისა და სიმაგრის არაყს. თაფლს რომ გასწურავენ, ფიჭას აადუღებენ, სანთელს გარდა, რაც დარჩება, ჩაყრიან ქვაბში დასამჟავებლად. მერე დამჟავებული ნივთიერებისაგან ჭაჭასავით ხდიან არაყს. უფრო ერთ ნახადსა ხმარობენ სასმელად, ორჯერ იშვიათად ხდიან, რადგან ისედაც კარგი არაყი გამოდის. საზოგადოდ, არყის ხდა მთელ გურიაშია გავრცელებული, განსაკუთრებით ბევრს ხდიან ჭაჭის არაყს. თითქმის ყველა ოჯახი მისდევს აქ არყის ხდას. საარყე ქვაბები ყველას უდგას. გურული ღვეძელი (რეცეპტი მოგვაწოდა ჟურნალმა ,,პირველი კულინარი”) საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია, აცხობენ 7 იანვარს ან 14 დეკემბერს, კალანდობას. გურულების კვერი არ არის მხოლოდ ხაჭაპური. ამ რეცეპტით დამზადებულ ხაჭაპურს გურულები ღვეძელს უწოდებენ... კვერის მთელი იდუმალება იმაშია, რომ ყველთან ერთად, გურულები მასში მოხარშულ კვერცხებს აყოლებენ. როგორც ისტორიკოსი, პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი ამბობს, გურული ღვეზელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი... ასევე: გურული ღვეძელის მთვარის ფორმა - ძველი გურულებისთვის ციურის სხეულების, სიძლიერის ნიშანი იყო. ძველი გურულები ამბობენ - საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე... ამბობენ, თოვლით დახუნძლული ტყიდან მობრუნებული მონადირეები, კვერზე შაშვებს ადებდნენ და ასე წვავდნენ ერთად... ერთი შეხედვით, მარტივი რეცეპტია: ცომი, ყველი და მოხარშული კვერცხები.... მაგრამ ეს მხოლოდ ასე არ არის... ძველი გურულები ღვეძელისთვის მოხარშულ კვერცხებს 2 დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ და შებოლილი არომატი ღვეძელს სულ სხვა გემოს აძლევდა... იყო მეორე ვერსიაც - მოხარშულ კვერცხებს ფცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დაალაგებდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ... მხოლოდ ამის შემდეგ ჭრიდნენ კვერცხებს შუაზე და ალაგებდნენ ღვეძელში. ა) კარგად მოხარშეთ 10-12 კვერცხი, გაავლეთ ცივ წყალში და გაფცქვენით. მთლიანი მოხარშული კვერცხები დაალაგეთ გაფიცხებულ კეცზე და ბუხარში, ნაკვერჩხალზე გააპიწკინეთ; ვისაც სახლში ბუხარი არ გვაქვს მეორე წესით შეწვით - ტაფაზე ჩაუსვით 30 გრამი კარაქი ან ზეთი, ჩაალაგეთ მთლიანი მოხარშული კვერცხები და დაბრაწეთ... აქეთ იქით გადაატრიალეთ კვერცხები, ყველა მხარეს რომ დაიბრაწოს... ბ) ცომი: ცომიც სხვადასხვაგვარად მზადდება - შეგიძლიათ საფუარიანი ცომი გამოიყენოთ, შეგიძლიათ მაწვნიანი ცომი, სოდით გაფუებული). საფუარიანი ცომი: ჯამში ჩაუშვით 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი და დაასხით1 ჭიქა თბილი წყალი... მოურიეთ კოვზით და საფუარი და შაქარი კარგად გახსენით წყალში. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მწიკვი მარილი, გამდნარი 200 გრამი ერბო ან კარაქი, თბილი წყალი და იმდენი ფქვილი, რასაც წყალი შეიზელს... კოხტა ცომის გუნდა გამოგივათ და ჯამი თბილ ადგილას დადგით, ცომი უნდა ამობრძანდეს! ამოვა 30 წუთში, დაისველეთ ზეთში ხელი და კვლავ ჩაზილეთ, ისევ გააჩერეთ, ისევ ამოვა, ისევ ჩაზილეთ. მოკლედ, სადღაც 2-3 საათში ცომი გაორმაგდება. გააბტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე, ზედ დაადეთ ბლომად ნაკლებმარილიანი გახეხილი ჭყინტი ყველი და ზედ შუაზე სიგრძეზე გაჭრილი მოხარშული და შემდეგ შემწვარი კვერცხები! მიეცით ან ნახევარმთვარის, ან დიდი ხაჭაპური ფორმა. გადაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცვხეთ. გურული თევზის საცივი გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ. წმინდად დანაყილი ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში , ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხის გული. შემწვარი თევზი ლანგარზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიანი გამოხდილი ზეთი. თევზი 1კგ. ნიგოზი, 1,5 ჭიქა ძმარი 0,5 ჩ/ჭ., ხახვი 4–5 თავი, ნიორი 2 კბილი, კვერცხის გული, 3ც., ქონდარი, ოხრახუში 2–2 ძირი,ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. ჩაშუშული იხვი მსუქანი იხვი გავასუფთავოთ, დავჭრათ, გავრეცხოთ და ჩავაწყოთ ქვაბში. ერთად ჩავნაყოთ ნიგოზი. ნიორი, ხმელი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა და მარილი: გავხსნათ ცოტაოდენ ცივ წყალში და დავასხათ დაჭრილ ხორცს, ქვაბს დავახუროთ თავსახური ჰერმეტიულად ისე, რომ წყალი არ ამოშრეს და დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე, ხორცი თავისივე ცხიმში უნდა ჩაიხარშოს. მასალა: იხვი 1 ცალი, ნიგოზი 100 -50 გ, ნიორი 3 4 კბილი, ქინძი 2 ჩ. Kოვზი, ზაფრანა 1 ჩ. Kოვზი, წყალი ერთი ჩაის ჭიქა, წიწაკა და მარილი გემოვნებით წვნიანი ქათამი მსუქანი ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ასო-ასოდ დავჭრათ და ქვაბში ჩავაწყოთ. ავიღოთ დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, შავი პილპილი, დარიჩინი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი და ხახვი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ ქვაბში ჩაწყობილ ქათამს, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ძლიერი ძმარი, შემდეგ დავამატოთ იმდენი წყალი, რომ ყველაფერი ეს დაფაროს. მჭიდროდ დავახუროთ თავსახური, რომ წყალი არ აორთქლდეს და დავდგათ მოსახარშად. ხარშვისას ერთი-ორჯერ ამოვურიოთ. როცა ხორცი მოიხარშება კერძი მზადაა. მასალა: ქათამი ერთი ცალი, დანაყილი ნიგოზი 2 სუფრის კოვზი, მიხაკი 10 მარცვალი (დაფქული), შავი პილპილი ½ ჩაის კოვზი, დარიჩინი ½ ჩაის კოვზი, ხახვი 5 – 6 თავი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი 20 – 20 გ, ძმარი ½ ჩაის ჭიქა, მარილი გემოვნებით მოხრაკული ქათამი მსუქანი ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ასო -ასოდ დავჭრათ და ქვაბში ჩავაწყოთ, დავამატოთ დანაყილი: მიხაკი, პილპილი, დარიჩინი, ყვითელი კოჭა, ნიგოზი, წვრილად დაჭრილი: ხახვი, ქინძი და ოხრახუში. დავაყაროთ მარილი და დავასხათ საშუალო სიძლიერის ძმარი, ქვაბი დავდგათ ნელ ცეცხლზე, დავაფაროთ თავსახური, რომ არ აორთქლდეს და მოვხრაკოთ, თან დროდადრო ვურიოთ, რომ ძირი არ მიეწვას, ქათამი თვითონ გამოუშვებს წვენს და მასში ჩაიხრაკება. მასალა: ქათამი ერთი ცალი, მიხაკი 6 მარცვალი (დაფქული), დანაყილი ნიგოზი 1 სუფრის კოვზი, ყვითელი კოჭა ერთი ჩაის კოვზი, დარიჩინი 1 ჩაის კოვზი, ხახვი 2 თავი, ოხრახუში, ქინძი 20- 20 გ, ძმარი ½ ჩაის ჭიქა, პილპილი და მარილი გემოვნებით. შემწვარი ვარია ურწყულით გასუფთავებული ვარია გავჭრათ მკერდზე ტაბაკად, მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ არაჟანი, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ცეცხლზე. მოვამზადოთ ურწყული შემდეგნაირად: ჩავყაროთ ნოგოზი და გამოვწუროთ ზეთი. გამოხდილ ნიგოზს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიორი, პილპილი და მარილი. ყველაფერი ეს ერთხელ კიდევ ჩავნაყოთ ერთად და გავხსნათ ადუღებულ, თბილ წყალში. დავუმატოთ ძმარი ისე, რომ მაწვნის სისქე გახდეს. შემწვარი ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან დავასხათ ურწყული, შემდეგ - ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი, მოვაყაროთ დაკეპილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები. მასალა: ვარია 1 ცალი, ნიგოზი 200 გ, ქინძი,კამა,ოხრახუში 30–30 გ, ნიორი 2–3 კბილი, ძმარი 3–4 სუფრის კოვზი, პილპილი და მარილი გემოვნებით. შემწვარი ქათამი ნიგვზის ბაჟეთი ქათამი კარგად გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ მარილიან წყალში და მოვხარშოთ. ხშირად მოვხადოთ ქაფი. მოხარშული ქათამი ცხელ ღუმელში შევბრაწოთ. როცა გაცივდება, დავჭრათ და ჩავალაგოთ ჯამში. ცალკე მოვამზადოთ ბაჟე შემდეგნაირად: დანაყილ და შემდეგ წვრილ საცერში გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ დაფქული ზაფრანა, დანაყილი ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი. დავასხათ 2 სუფრის კოვზი ადუღებული და გაცივებული ცივი წყალი. ავურიოთ ყველაფერი ერთად და ხელით კარგად ვსრისოთ, სანამ ნიგოზს ზეთი არ გამოუვა.ზეთი ცალკე შევინახოთ, ნიგოზს კი კვლავ დავუმატოთ ანადუღარი წყალი და ძმარი. კარგად ავსრისოთ ისე, რომ მივიღოთ საშუალო სისქის ერთგვაროვანი საწებელი–ბაჟე. დაჭრილ ქათამს დავასხათ ბაჟე და შემდეგ - გამოწურული ნიგვზის ზეთი. მასალა: ქათამი 1 ცალი, ნიგოზი 400 გ, ზაფრანა 1–2 ჩაის კოვზი, ნიორი 2–3 კბილი, უცხო სუნელი 1–2 ჩაის კოვზი, წიწაკა, ძმარი და მარილი გემოვნებით. ინდაურის ან ქათმის საცივი მსუქანი ინდაური ან ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და მოვხარშოთ. ადუღებისას მოვხადოთ ქაფი. მოხარშული ინდაური ამოვიღოთ ქვაბიდან, ცხელს მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაბრაწად. ცალკე დაბალ ცეცხლზე ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ინდაურის სიმსუქნეში. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ ხორბლის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. ძმარში ჩავყაროთ მიხაკ-დარიჩინი, დაფნის ფოთოლი და წამოვადუღოთ. მოვშუშოთ ხახვი, გავხსნათ ბულიონში, დავუმატოთ მიხაკ-დარიჩინიანი ძმარი და ცოტა რაოდენობის ბულიონში გახსნილი დანაყილი ნიორი, პილპილი, კამა, ოხრახუში და ხმელი სუნელი. შემწვარი ინდაურის ან ქათმის ნაჭრები ჩავაწყოთ საცივის წვენში და 5 წთ ვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ბულიონში გახსნილი წმინდად დანაყილი ნიგოზი. მოვურიოთ და გავაცივოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის გული და ზაფრანა. მასალა: ინდაურის ან ქათმის ხორცი 1კგ, ნიგოზი 150 გ, ხახვი 2–3 თავი, ფქვილი 1 სუფრის კოვზი, ნიორი 2–3 კბილი, ქინძი, კამა, ოხრახუში 20 – 20 გ, ხმელი სუნელი 1 ჩაის კოვზი, მიხაკ დარიჩინი 1/3 ჩაის კოვზი, დაფნის ფოთოლი 2 ცალი, ძმარი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გურული „ცხარე“ საქონლის მსუქანი ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავრეცხოთ და ჩაყაროთ ქვაბში. წყალი დავასხათ ისე, რომ ხორცი დაიფაროს და დადგათ მოსახარშად. ხორცს ცოტა რომ დააკლდება მოხარშვა, მოვხალოთ ცხიმი, წვენი გადავწუროთ და ხორცი ხახვთან ამ მოხდილ ცხიმში ჩავხრაკოთ, შემდეგ დავუმატოთ წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა და 5 წთ წამოვადუღოთ. დავუმატოთ ნედლი და ხმელი ქინძი, შაშკვლამი, ნიორი, წიწაკა და მარილი. ვადუღოთ კიდევ 5 – 10 წთ. დავამატოთ გადაწურული ნახარში, წამოვადუღოთ და კერძი მზადაა. მასალა: ხორცი 1 კგ, ხახვი 3 – 4 თავი, ნიორი 2 - 3 კბილი,პამიდვრის პასტა 2 – 3 სუფრის კოვზი ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი, ნედლი ქინძი 30 გ, შაშკვლამი 20 გ, წიწაკა და მარილი გემოვნებით ღორის კუპატი ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, გამდინარე წყლით. გავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მარილი, კარგად გავწმინდოთ, თან ვრეცხოთ გამდინარე წყლით. შემდეგ დავაყაროთ სიმინდის ფქვილი, გავწმინდოთ და გავრეცხოთ. ასეთნაირად გასუფთავებული ნაწლავები გულ – ღვიძლთან და თირკმელთან ერთად ჩავყაროთ ქვაბში და მოვხარშოთ, მდუღარე წყალი ორჯერ გადავღვაროთ, რათა სპეციფიური სუნი გაუვიდეს. მოხარშული შიგნეული ამოვიღოთ, გავაგრილოთ და წვრილად დავჭრათ. ცალკე დავნაყოთ წიწკა, ნიორი, თესლიანი ქინძი, ქონდარი, მარილი. ეს ყველაფერი ავურიოთ დაჭრილ გულ – ღვიძლს და ნაწლავებს და ასე შეზავებული მასა ჩავტენოთ უმ, მაგრად მდუღარე წყალში გავლებულ, სწორ ნაწლავში. კუპატის თავები შევკრათ თოკით, გარედან წავუსვათ ერთად ჩანაყილი წიწაკა, ნიორი და თესლიანი ქინძი და დავკიდოთ შესაბოლად. გამოყენების წინ შევწვათ ტაფაზე ცხიმში და ცხელი მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: ღორის გულ-ღვიძლი, თირკმელები 1 კგ, ღორის ნაწლავები 300 გ, ნიორი 4- 5 კბილი, ხმელი თესლიანი ქინძი 2 სუფრის კოვზი, ქონდარი 1 სუფრის კოვზი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. კუჭმაჭი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ფილტვი) კარგად გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და მოვხარშოთ, მუცლის ქონთან ერთად. მოხარშული კუჭმაჭი ამოვიღოთ ქვაბიდან, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილად. ერთად დავნაყოთ ნიორი, ხმელი ქინძი, წიწაკა, ქონდარი და მარილი. მიღებული საკაზმი კარგად ავურიოთ კუჭმაჭს და მოვაყროთ ბროწეულის მარცვლები, შეკაზმვისას კუჭმაჭი ცხელი უნდა იყოს, რომ სანელებლები კარგად გაუჯდეს. მასალა: კუჭმაჭი 1კგ, მუცლის ქონი 200 გ, ქონდარი 50 გ, ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. ბადრიჯანი ნიგვზით უთესლო ახალი ბარიჯანი გავრეცხოთ და ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში ისე, რომ ძალიან არ გამოშრეს, შემწვარს მოვაშოროთ ყუნწები, გავფცქვნათ და დავჭრათ, 1 სმ სისქის მრგვალ ნაჭრებად. ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დანაყილი ნიგოზი, დაკეპილი ხახვი, შავი პილპილი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში, ქინძი დაომბალო. მოვაყართ მარილი, მოვასხათ ძმარი, კოვზით ამოვლესოთ, დავუმატოთ ბადრიჯანს და კარგად მოვურიოთ. გამზადებული ბადრიჯანი დავალაგოთ განიერ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში ან კამა. მასალა: ბადრიჯანი 1 კგ, ნიგოზი 200 გ, ხახვი 3 თავი, ნიორი 3 – 4 კბილი, ქინძი, ომბალო, ოხრახუში, კამა 50 – 50 გ, ძმარი 2 სუფრის კოვზი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ნიგვზიანი ლობიო გურული ლობიო გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და კარგად მოვხარშოთ. დუღილისას ჩავუმატოთ დაჭრილი ხახვი, რომელიც ლობიოსთან ერთად ჩაიხარშება, ცალკე ქვაბში გადმოვასხათ ლობიოს ნახარში, გავხსნათ მასში ერთად დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, მარილი, დავუმატოთ ძმარი და წიწაკა და ვადუღოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავყაროთ შიგ მოხარშული, ამოლესილი ლობიო, წამოვადუღოთ და კერძი მზადაა. მასალა: ლობიო _ 1 კგ, ნიგოზი _ 300 გ, ხახვი _ 3-4 თავი, ნიორი _ 3-4 კბილი, ქინძი _ 50 გ, ლობიოს ნახარში _ 1 ლ, მარილი, წიწაკა, ძმარი გემოვნებით. Edited June 3, 2015 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 თორNიკე და შენ გჯერავს რომ ხინკალი მასე გამოიგონეს? აბა მაშინ უზბეკებისთვისაც. მონღოლებისთვისაც და ჩინელებისთვისაც დაულეწიათ ყბები, რადგან ისინიც და არა მარტო ისინი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული მსგავსი კერძი და დაახლოებით ხინკალივით მზადდება. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 ელჩი ჩვენი ასეა გამოგონილი, მჯერა ნაღდად. 7 მილიარდი ადამიანიდან ცომში ხორცის გახვევას და მოხვარშვას ერთი კაცი ხომ არ მოიფიქრებდა მარტო? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 ელჩი ჩვენი ასეა გამოგონილი, მჯერა ნაღდად. 7 მილიარდი ადამიანიდან ცომში ხორცის გახვევას და მოხვარშვას ერთი კაცი ხომ არ მოიფიქრებდა მარტო? მეორე ვერსიაც არსებობს. ხინგა ერქვა დიასახლისს, ქმარი მეგობრებთან ერთად დაბრუნდა სახლში და სთხოვა, რამე ისეთი გააკეთე, რაც აქამდე არ გვიჭამიაო. ნიჭიერი გამოდგა ის ქალი და ხინკალი მოუფიქრებია. მისი სახელიდან გამომდინარე, ცოტა შეასწორეს და ხინკალი დაარქვესო. ესეც გჯერავს კაცო? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 ეგეთი ვერსიები კაია ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 ელჩი არის ხინკალი დამატებულია დამავიწყდა ჩახალული და ჭაჭა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 3, 2015 Report Share Posted June 3, 2015 თორNიკე ჩემს ვერსიასაც გეტყვი. რატომღაც მგონია, ხინკალი მოგონილია მოხუცებისთვის. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს წარსულს, ადვილია იმის გაგება რომ ადრეულ დროში სად იყო დანტისტი მთაში, ახლა არ არის და მაშინ ხომ საერთოდ. ჩემი დაკვირვებით, მოხუცები შედარებით მეტს გეახლებიან, ვიდრე ახალგაზრდები, თან თუ დავამატებთ უვიტამინობას და უკბილობას, ხინკალი მისწრებაა მაგ დროს. 2,5 წელი რესტორანი მებარა, ვერავინ იტყვის რომ მშივრები იყვნენ სანფრანცისკოში მოხუცები. მაგათ გულისთვის გავაკეთე სპეციალური მენიუ კვირა დღისთვის, თუ 75$ ღირდა თითო კაცზე პარასკევს და შაბათს საბანკეტო მენიუ, მაგათთვის 25$-ზე დავწიე. რაც მორჩენილი საჭმელი მქონდა, აუცილებლად უნდა გამეცალა, ორშაბათს დილით ცარიელი უნდა მქონოდა მაცივრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდ ჯარიმას დაგვაკისრებდნენ. უნდა გენახა რას უბრახუნებდნენ "ხალადეცს" და მსგავს რბილ თოხლებს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 8, 2015 Author Report Share Posted June 8, 2015 ხბოს ღვიძლი ქონდარით. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 8, 2015 Author Report Share Posted June 8, 2015 სხვადასხვა სტილის ძეხვეული. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 15, 2015 Report Share Posted June 15, 2015 პირველად გავაკეთე და ძალიან გემრიელი გამომივიდა ინტერნეტშ ვნახე შქმერული იფ იფ ასე გემრიელი არაფერი გამომსვლია კეცები მაქ საქართველოდან გამოგზავნილი დავდე იმაზე მარილგასმური ქათმის წიხლები და შევდე 260 გრადუსზე ღუმელში გადავაბრუნ გადმოვაბრუნე და ესარი რაც გამოვიდა დელფინმაც კი მიირთვა ოქროს ხელები მაქ თევზის დაჭერა ვერ ვისწავლე თორე სხვას ყველაფერს ვიხერხებ ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 გუბე სურათიდანვე იფრქვევა გემრიელი სუნი და გემოც ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 გუბე სოფლი ვარია ჭირია მაგ საქმეს და სრული ნეტარებაა ეგეც მანგარია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 16, 2015 Author Report Share Posted June 16, 2015 აუჰ, კაია, ნიორწყალს რძე ერევა? რამდენი ხნით ადრე ასხამ გამორებამდე? ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 (edited) ამის მიხედვით გავაკეთე, მარა კეცმა ითამაშა დიდი როლი უკეთ შებრაწა და თან უფრო ნაკლებ დროში ვიდრე ჟარონაზე, ადრე არ გამოვიდა ესეთი მხოლოდ წყალი და ნიორი მარილი მანამდე გავუსვი როცა შეიწვება გაუსმევ გადაასხამ და 5 წუთი ის არაფერი დამიცვია რაც ამ ვიდეოშია ჩამონათვალი ყველაფერი თვალით გავაკეთე.. აწი სხვანაირად ჩემთან ქათამი არ შეიწვება Edited June 16, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 irakli მადლობა თორNიკე აბა რავალი ყვიჩლები ყავდა ბებიას რაჭაში ოქროსავით ყვითელი ისეთი რაჭიდან წამოსვლის მერე აღარსად მინახია BROWNING დამავიწყდა დამეწერა მე კანს არ ვაცლი(არ მეშნია ქოლესტერინის :D ) კანიანი დედალი უკეთ უწვება კანსა და ხორცს შორის ხდება მთელი ამბები როცა კანი არ არი მაშIნ ცხიმი ჩამოედინება და მორჩა.... ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted June 17, 2015 Report Share Posted June 17, 2015 Mshia ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 17, 2015 Report Share Posted June 17, 2015 მირზა ქართული ფილმი ლაზარე ნანახი გაქვს? უნდა იცეკვო ჯემალიჩ, სხვანაირად არაფერი გამოვა. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 21, 2015 Author Report Share Posted June 21, 2015 ცხენირემის 6 კგ-იანი ნაჭერი გვქონდა შენახული. გუშინ შამფურზე წამოაგეს ბიჭებმა. დაბალ ცეცხლზე 5 საათი იწვებოდა. საქონლის ქონში იყო გახვეული, მერე ალუმინში. მე ორაგულის ნაჭერი მივუფიცხე. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.