Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ონ ლაინ კატალოგები

 

 

აქ დავდოთ ონ ლაინ კატალოგები, პრაქტიკულია ფასების და არჩევანის გასაცნობად

 

ბრაუნინგი

 

http://www.browning.com/products/catalog/c....asp?catalog_=B

 

რემინგტონი

http://www.thedigitaleditiononline.com/publication/?i=90918

 

 

 

 

 

ბერეტა

 

https://www.berettausa.com/Default.aspx

 

ბენელი

 

http://www.benelliusa.com/downloads/catalogs.php

 

ვერნეი-კარონი რეგისტრაციას გთხოვს

 

http://www.verney-carron.com/pages-us2/catalogue.htm

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

IWA & Outdor Classic 2011

 

რამდენიმე თვის წინ ნიურბერგში(გერმანია) გაიმართა საიარაღო გამოფენა-გაყიდვა. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი პრესტიჟული ფორუმია მეიარაღეების წრეში, რომელიც დიდ გავლენას ახდენს იარაღის საერთაშორისო და ნაციონალური ბაზრების პერსპექტივებსა და მიმართულებებზე.

გამოფენაზე გახლდათ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი ევგენი კოპეიკო, ვის სტატიასაც დღეს წავაწყდი ინტერნეტში. ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება მისი მოკლე თარგმანი.

 

 

 

გამოფენა ამა წლის 10-14 მარტს გაიმართა. მეიარაღეებს, სპორცმენებს, მოყვარულებსა და მონადირეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა მოდელს, როგორც ძვირფასს, ასევე ხელმისაწვდომსაც.

ერთი სტატიის ფარგლებში შეუძლებელია გავაანალიზოთ ყველა მოდელი, რომელთა რაოდენობა არა ათეულ, არამედ ასეულ ათაას შეადგენდა. მაგრამ შესაძლებელია გავეცნოთ ცნობილი მწარმოებლების რამდენიმე ეგზემპლიარს. სურათებიდან შესაძლებელია დაახლოებით წარმოვიდგინოთ ის პერსპექტივები, რაც უახლოეს მომავალში ელით მონადირეებსა და სპორცმენებს მოდელების შემოთავაზების კუთხით.

 

კლასიკური ინგლისური თოფები ტრადიციულად აწყობის შეუდარებელი ხარისხითა და დეკორით გამოირჩევიან.

 

 

ინგლისური კლასიკა

 

0ee4f0a38667.jpg

 

ერთ-ერთ სტენდზე Webley & Scott-ის თოფები იყო გამოფენილი, მაგრამ ეს მხოლოდ ბრენდია და მეტი არაფერი, რამეთუ დღევანდელ წარმოებას დიდ ბრიტანეთთან არანაირი კავშირი არა აქვს(!!!)

 

 

გერმანული იარაღი წლიდან-წლამდე სულ უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს დეკორის კუთხით. საკმარისია დაათვალიეროთ ბლაზერის კარაბინები, ჰეიმის შტუცერები და მაქს ერნის ვერტიკალურები.

 

Blaser

fb9fa842aaf1.jpg

 

 

Heym

7be07b755d77.jpg

 

 

 

Max Ern

3a12a9fd0520.jpg

 

 

ვერტიკალური გლუვლულიანები პერაცის სახე გახდა, მაგრამ 2011 წელს ფირმამ გადაწყვიტა დაერღვია ტრადიცია და გამოფენაზე წარმოადგინა ახალი კონსტრუქციის ჰორიზონტალური მოდელები Perazzi DC-12

 

 

Perazzi

fc1b1650a791.jpg

 

 

 

ფრანგული ვერნეი-კარონი განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. 2011 წელს გამოჩნდა სიახლე_ კარაბინი Verney-Carron Impact LA პომპა.

 

Verney-Carron

5cc9ff100854.jpg

 

 

საინტერესოა ისეთი ბრენდის თანამედროვე მდგომარეობა, როგორიცაა ბერნარდელი. ამ ფირმას დღეს HEKA Sas di Bernardelli Luigi & Co ქვია და 2010 წლიდან იმყოფება თურქული კომპანიის კონტროლის ქვეშ(!!!)

 

 

 

Benelli ARGO

930a3ad643b9.jpg

 

 

 

Ricini იტალია

a64ef0be4a45.jpg

 

 

 

Grula ესპანეთი

 

f0faff1481da.jpg

 

 

Winchester sx-3 აშშ

9080802d05f6.jpg

 

 

 

Remington აშშ

d40d2258a042.jpg

 

 

დააკვირდით რემინგტონის კარაბინის კუთხოვან ლულას.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მამიდაშვილმა მითხრა 2012-ის უმაგრესი კატალოგები აგიღეო(მიუნხენშია). ბლაზერი, მაუზერი, ზაუერი... თოფის პოსტერებსაც შეპირებიან. მაისში თუ ჩამოვიარე მანდ, წამოვიყოლებ.

Link to post
Share on other sites

ფორუმში საკმაოდ აქტუალურია მეცხრამეტე საუკუნის იარაღებზე მსჯელობა. თუ ფორუმის რესურსს არ გადავტვირთავ აქვე მოგაწვდით ამ საუკუნის კატალოგის დასკანერებულ ვარიანტს, რომელშიც რუსული ენის მცოდნეს შეეძლება იპოვოს მისთვის საინტერესო მოდელი:

 

 

dcdd614c9706.jpg82d424996f5c.jpg

2d7de95bbf1b.jpg8cbe9a89f49a.jpg

7b87bbd39886.jpg80f10206cdc2.jpg

9fe37e2e74bd.jpg22bf2df6403e.jpg

f745345901ce.jpg82dec174c600.jpg

2a9e79e91bf7.jpg

41de3762c8c7.jpg

58605d7b1de7.jpg

27735fbf02ee.jpg

54b4216d1182.jpg

2c748cad13e3.jpg

5257ed205cad.jpg

1ebca0933caf.jpg

2eb2e6e8f451.jpg

6e99e814a078.jpg

Link to post
Share on other sites

ფასები მაშინ ახლანდელზე არანაკლებ მწუთხე იყო

ნიკოლოზის ოქროს თუმნიანი 10 გრ ბაჯაღლო ოქროა. 100 მანეთი = 10 ნიკოლოზის თუმნიანს = 100 გრ ბაჯაღლო ოქროს

1 გრ ბაჯაღლო 100 ლარის ფარგლებშია.

ბოლო სურათზე არსებული მოდელი 60 მანეთი ღირს ანუ 60 გრ ბაჯაღლო ოქრო ანუ 6000 ლარი

Link to post
Share on other sites

ფასები მაშინ ახლანდელზე არანაკლებ მწუთხე იყო

ნიკოლოზის ოქროს თუმნიანი 10 გრ ბაჯაღლო ოქროა. 100 მანეთი = 10 ნიკოლოზის თუმნიანს = 100 გრ ბაჯაღლო ოქროს

1 გრ ბაჯაღლო 100 ლარის ფარგლებშია.

ბოლო სურათზე არსებული მოდელი 60 მანეთი ღირს ანუ 60 გრ ბაჯაღლო ოქრო ანუ 6000 ლარი

 

 

მაგიტომაა :yes: ამფერი ფასები გამყიდველისთვის ვინმე ი. ფ. პეტროვისათვის

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 1 month later...

ციფრულის ყიდვა მინდა და 400 ლარის ფარგლებში ეს ავარჩიე ==> http://www.amazon.com/Nikon-COOLPIX-Digital-Camera-NIKKOR/dp/B0073HSI3E/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1338792095&sr=8-1

 

თუ გესმით ვინმეს იქნებ უკეთესი მირჩიოთ, საჭირო რამეა გამოგვადგება ;)

Link to post
Share on other sites

ციფრულის ყიდვა მინდა და 400 ლარის ფარგლებში ეს ავარჩიე ==> http://www.amazon.com/Nikon-COOLPIX-Digital-Camera-NIKKOR/dp/B0073HSI3E/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1338792095&sr=8-1

 

თუ გესმით ვინმეს იქნებ უკეთესი მირჩიოთ, საჭირო რამეა გამოგვადგება ;)

 

 

გური, DMORAL-ს დაუკავშირდი როგორმე, მაგარი რამე შეიძინა კარგ ფასში, დაგაკვალიანებს აუცილებლად, არ იჩქარო. :hi:

Link to post
Share on other sites

გური, DMORAL-ს დაუკავშირდი როგორმე, მაგარი რამე შეიძინა კარგ ფასში, დაგაკვალიანებს აუცილებლად, არ იჩქარო. :hi:

მადლობა,აუცილებლად დავუკავშირდები

Link to post
Share on other sites

ახლახანს მე ეს ვიყიდე ამაზონზე http://www.amazon.com/Panasonic-DMC-ZS10-Stabilized-Built-In-Function/dp/B004KKZ0HY/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1338916307&sr=8-1

 

ნახე თუ მოგეწონება. 16 ჯერადი ოპტიკური ზუმის გამო ავიღე.gps ფუნქციაც აქვს სადაც იმყოფები იმ ადგილის დასახელებას თვითონ გატყობინებს....

Link to post
Share on other sites

გურამ, განსხვავება პიქსელებშია და ზუმში, შენს ამორჩეულ და დავითის შენაძენს შორის.

 

მაგრამ დაუკვირდი ერთ რამეს პანასონიკს 16-ჯერ შეუძლია გაადიდოს, მიუხედავად იმისა რომ პიქსები ცოტათი ნაკლები აქვს, შენი ამორჩეული კიდევ 10-ჯერ ადიდებს და აპატარავებს.

ამასაც HD აქვს.

 

ახლო მომავალში, ალბათ მეც პანასონიკს ვიყიდი, თუ არ გადამიტრიალდა ტვინი და სხვას არ დავადგი თვალი. :d030:

ყოველ კვირას ახალ-ახალი მოდელები გამოაქვთ, შეღონებული მყავს გამყვიდველები მაღაზიებში, ცალკე თვალები დამიელამდა მათი თვალიერებით. :d030:

Link to post
Share on other sites

პიქსელს ძალიან დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ 10 მეგაპიხელი საკმარისზე მეტია ჩემი აზრით კარგი ფოტოაპარატისთვის ძუმი უფრო მნიშვნელოვანი არის,CANON-ი მქონდა ძველი,3,2 მეგაპიხსელი ქონდა მაგრამ ისეთ სურათებს იღებდა პროფესიონალი გეგონებოდა,მაგრამ ერთ დღეს აივანზე დამრჩა წვიმის ქვეშ და წაიღო წერილი.

ახლა Olympus VR-310 მაქვს არ იღებს ცუდად.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

კასიოს საათები ვიცას მოგწონთ, ეს კარგი ვარიანტია :yes:

 

http://www.amazon.com/Multi-Band-Atomic-Pathfinder-ProTrek-Digital/dp/B007Y4M99K/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1376127398&sr=8-3&keywords=PRW-2500-1er

 

აქვს: თერმომეტრი, ბარომეტრი, ალტიმეტრი, კომპასი, ეკრანის განატება, მზის ენერგიაზე იმუხტება(5თვე ძლებს უმზეოდ), წყალგაუმტარია, და კიდევ მრავალი ფუნქცია აქვს.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეტ აქ: http://www.casio-europe.com/ru/watch/sports/prw-2500-1er/

Link to post
Share on other sites

 

 

მაგ ფასში უკეთესს იყიდი.

მეგაპიქსელის რაოდენობა არ არის იმდენად მთავარი, როგორც ზუმი.

 

თუ მაგის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, არ იჩქარო.

 

სურათებს ხარისხიანს გადაიღებს, მაგრამ ვიდეოები ვერ იქნება ისეთი, როგორიც საჭიროა.

თანაც HD არა აქვს, არ შეგაცდინოს HS-ის წარწერამ, ეგ ჰაი სპიიდს ნიშნავს, მერე იუთუბი დაგიმახინჯებს ვიდეოს და იქნები ჩემსავით გულდაწყვეტილი.

 

მე მაქვს პანასონიკის X30-აათ ზუმიანი ვიდეო-კამერა, სასწაულ რაღაცეებს აკეთებს, მაგრამ USB, რომელიც APPLE-ზე დამისვავდა ვიდეოს, ვერ ვიშოვე.

ამჟამად ვიღებ ვიდეოებს სონის ფოტო-კამერით და ნაღდად არ მომწონს ხარისხი.

აქვს 14,1 მეგაპიქსელი და 10-იანი ზუმი.

ვერ გამოდის ხარისხიანი ვიდეოები, სურათები კი ბატონო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მე ნიკონი მაქვს და არ ვუჩივი მშვენიერ ფოტოებს და ვიდეოებს იღებს :dato:

 

http://www.amazon.com/Nikon-Coolpix-Digital-Zoom-Nikkor-3-0-Inch/dp/B00427ZLS8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1376155996&sr=8-1&keywords=nikons8100

Link to post
Share on other sites

GuRo...

 

ბრაუნინგის დადებული ვიდეოების ხარისხი ნახე და მერე ვილაპარაკოთ.

 

სურათებზე უკვე ავღნიშნე, იღებენ ხარისხიანს, ვიდეოებს ვერა.

 

მინიმუმ 16 ზუმიანი მაინც უნდა იყვეს.

Link to post
Share on other sites

GuRo...

 

ბრაუნინგის დადებული ვიდეოების ხარისხი ნახე და მერე ვილაპარაკოთ.

 

სურათებზე უკვე ავღნიშნე, იღებენ ხარისხიანს, ვიდეოებს ვერა.

 

მინიმუმ 16 ზუმიანი მაინც უნდა იყვეს.

 

ბრაუნინგს რა მოდელი აქვს? არვიცი :hi3:

 

მქონდა საშუალება უფრო ძვირადღირებული მეყიდა მარა ჩემთვის საკმარისია ეგ :-)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...