BROWNING 349 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 პომპიანი იარაღი პლიუსი: სიმარტივე, უსაფრთხოება, საიმედოობა. მინუსი: სწრაფი სროლისას დამიზნების სიძნელე(გადატენვის შემდეგ) რემინგტონ 870-ით დავიწყებ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 როგორც მოგეხსენებათ ამერიკელები ძალიან პრაქტიკული ხალხია მაშ ასე, 5 ყველაზე პოპულარული გლუვლულიანი აშშ-ში (1999 წლის მდგომარეობით) ვინჩესტერი М 94 ვინჩესტერის 94-ე მოდელის კონსტრუქტორი ბრაუნინგი გახლავთ. 94-ე მისი წინამორბედის 93-ე მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც კლასიკური სისტემა გახდა. 60 წლიანი პერიოდის განმავლობაში ვინჩესტერმა ამ მოდელის მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გამოუშვა და გაყიდა. ამ იარაღის პატრონები დროში გამოცდილ ინსტრუმენტს ფლობენ. მიუხედავად მოკლე სავაზნისა(70მმ ამერიკაში მოკლე სავაზნედ ითვლება), ეს თოფები დღესაც ისეთივე უნივერსალური და კარგი ბალისტიკით ხასიათდებიან, როგორც თითქმის საუკუნის წინათ. ყალიბი 16, საერთო სიგრძე 119სმ, წონა 2,8 კგ; ტევადობა 5. ვინჩესტერი М 12 ამ გლუვლულიანს სრულყოფილებამდე მიყვანილ კლასიკას უწოდებენ. მე-12 მოდელს პრივილეგირებული სამხედრო იარაღის რანგი მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე ეჭირა. ყალიბი 16, საერთო სიგრძე 119სმ, წონა 2,8 კგ; ტევადობა 5. რემინგტონ М 870 1950-იან წლებში გამოსული ეს თოფი, რომელიც საკმაოდ მისაღები ფასებით წარსდგა ბაზარზე, სწრაფად გახდა ამერიკელთათვის საყვარელი მოდელი. ასევე სწრაფად მოიპოვა ფავორიტის პოზიცია ამ ქვეყნის სამართალდამცავებსა და სამხედროებში. ამჟამად შესადარი-ეტალონის ფუნქციაც დაემატა: რემინგტონის 870-ე მოდელს ადარებენ ყველა შემდგომ თოფსა და პომპას. მან სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ასეთი რეპუტაცია(დიდი რესურსი და საიმედოობა). ყალიბი 12,20; სავაზნე 76მმ; ტევადობა 2+1, 5+1; წონა 3-3,6 კგ; სიგრძე 118-128,3 სმ; ლულის სიგრძე 66, 71, 76 სმ; სახსნელი ჩოკები; ვენტილირებადი სამიზნე თამასა. ბენელი М 1/М 3 ეს ნახევარავტომატური თოფები(M3 უნივერსალია ანუ პომპაც და ავტომატიც) შექმნილია უახლესი ტექნოლოგიებით. მექანიკა ინერციაზეა. სროლის სისწრაფე ძალიან მაღალია... საბაზო მოდელი M1 Super 90 ბევრ ვარიანტშია წარმოდგენილი: სხვადასხვა სიგრძის ლულით, სხვადასხვა სამიზნურით, სახვადასხვა ტევადობით, სხვადასხვა კონდახით. M1 Super 90 ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით). M3 Super 90 წარმოებულია M1 Super 90-ის ბაზაზე, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზეც და ხელითაც(უნივერსალი_,,ნახევარავტომატი"-,,პომპა"), ავტომატურ და პომპის რეჟიმებზე გადართვა ხორციელდება ტიბჟირის ბოლოში განლაგებული რგოლით; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 560 ან 660მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით), კალაპოტი ალუმინის შენადნობისა. მოსბერგი М 500 გამოდის 1961 წლიდან. ეს მოდელი ამერიკის არმიამ 1987 წელს შეიარაღებაში აიღო. მისი სიახლე დიდ ტევადობასა, მცველის განლაგებაში გახლავთ. კალაპოტი მსუბუქი მეტალებისაა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 24, 2012 Author Report Share Posted April 24, 2012 Browning BPS ასევე ძალიან პოპულარულია, ცოტა ძვირი ღირს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 24, 2012 Author Report Share Posted April 24, 2012 Benelli SuperNova ესეც კაი რამეა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 22, 2013 Report Share Posted February 22, 2013 მოგეხსენებათ გამოთქმა ,,ჩემი სახლი_ჩემი ციხესიმაგრე". ჰოდა ამ ციხესიმაგრეს დაცვა სჭირდება. როგორც ჩვენი ელჩი(გიო) ხშირად გვეუბნება, ამ ცნებაზე ამერიკელებს ჭკუა ეკეტებათ... რამდენიმე დღის წინ ამერიკული ინტერნეტ საიტის Ammoland-ის სპეციალისტებმა გამოკითხვით გამოავლინეს თავდაცვის მიზნებისათვის განკუთვნილი 4 საუკეთესო გლუვლულიანი. გამოკითხვა ტარდებოდა რამდენიმე მთავარი კრიტერიუმით: პირველ ადგილზე გავიდა Remington Model 870 Express Tactical ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო კრიტერიუმებში: ფასი და მწარმოებლისადმი ნდობა. მეორე ადგილზე გავიდა Mossberg 590A1 მესამე ადგილზე გავიდა Arsenal SGL12 Saiga ვერ ვიტყვით, რომ ამერიკელები აფანატებენ რუსულ იარაღზე, თუმცა აგერ ფაქტი, რომ მთლად უკანასკნელ ადგილზეც არ აყენებენ მეოთხე ადგილი დაიკავა Hawk 12 GA Pump Defense რეიტინგში მაღალ ადგილზე მისი მისაღები ფასის გამო მოხვდა(აშშ-ში ღირს 285 მწვანე) ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted February 22, 2013 Report Share Posted February 22, 2013 ამერიკაში არ ვიცი მარა აქ რომ იყიდება რემინქტონები ასეულშიც ვერ მოხვდებიან, არცერთი არაა ამერიკული და თუ ამერიკულია სირცხვილი ამერიკელებს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 27, 2013 Report Share Posted February 27, 2013 kaskada დამაინტრიგა შენმა მოსაზრებამ რემინგტონზე. თუ მოგიწია იარაღის მაღაზიებში შესვლა/აწი სეზონი იხურება/, იქნებ დააკვირდე remington 870 express- ს და ლულის მარჯვენა მხარეს უნდა ეწეროს ერთ მწკრივში ასეთი რამ: REMINGTON ARMS COMPANY ILION, NY თუ ეგ აწერია, მაშინ როგორმე უნდა მოახერხო და ახსნა, რა არ მოგეწონა მაგ იარაღში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.