Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

პომპიანი იარაღი

 

პლიუსი: სიმარტივე, უსაფრთხოება, საიმედოობა.

 

მინუსი: სწრაფი სროლისას დამიზნების სიძნელე(გადატენვის შემდეგ)

 

 

რემინგტონ 870-ით დავიწყებ

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

როგორც მოგეხსენებათ ამერიკელები ძალიან პრაქტიკული ხალხია :dato: მაშ ასე,

 

 

5 ყველაზე პოპულარული გლუვლულიანი აშშ-ში

(1999 წლის მდგომარეობით)

 

 

ვინჩესტერი М 94

 

uskk4.jpg

 

ვინჩესტერის 94-ე მოდელის კონსტრუქტორი ბრაუნინგი გახლავთ. 94-ე მისი წინამორბედის 93-ე მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც კლასიკური სისტემა გახდა. 60 წლიანი პერიოდის განმავლობაში ვინჩესტერმა ამ მოდელის მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გამოუშვა და გაყიდა.

ამ იარაღის პატრონები დროში გამოცდილ ინსტრუმენტს ფლობენ. მიუხედავად მოკლე სავაზნისა(70მმ ამერიკაში მოკლე სავაზნედ ითვლება), ეს თოფები დღესაც ისეთივე უნივერსალური და კარგი ბალისტიკით ხასიათდებიან, როგორც თითქმის საუკუნის წინათ.

 

 

ყალიბი 16, საერთო სიგრძე 119სმ, წონა 2,8 კგ; ტევადობა 5.

 

 

 

 

 

 

 

 

ვინჩესტერი М 12

 

d2tnk.jpg

 

ამ გლუვლულიანს სრულყოფილებამდე მიყვანილ კლასიკას უწოდებენ. მე-12 მოდელს პრივილეგირებული სამხედრო იარაღის რანგი მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე ეჭირა.

 

ყალიბი 16, საერთო სიგრძე 119სმ, წონა 2,8 კგ; ტევადობა 5.

 

 

 

 

 

 

 

 

რემინგტონ М 870

 

6d41ce656d71.jpg

 

1950-იან წლებში გამოსული ეს თოფი, რომელიც საკმაოდ მისაღები ფასებით წარსდგა ბაზარზე, სწრაფად გახდა ამერიკელთათვის საყვარელი მოდელი. ასევე სწრაფად მოიპოვა ფავორიტის პოზიცია ამ ქვეყნის სამართალდამცავებსა და სამხედროებში.

ამჟამად შესადარი-ეტალონის ფუნქციაც დაემატა: რემინგტონის 870-ე მოდელს ადარებენ ყველა შემდგომ თოფსა და პომპას. მან სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ასეთი რეპუტაცია(დიდი რესურსი და საიმედოობა).

 

 

 

ყალიბი 12,20; სავაზნე 76მმ; ტევადობა 2+1, 5+1; წონა 3-3,6 კგ; სიგრძე 118-128,3 სმ; ლულის სიგრძე 66, 71, 76 სმ; სახსნელი ჩოკები; ვენტილირებადი სამიზნე თამასა.

 

 

 

 

 

ბენელი М 1/М 3

 

 

ეს ნახევარავტომატური თოფები(M3 უნივერსალია ანუ პომპაც და ავტომატიც) შექმნილია უახლესი ტექნოლოგიებით. მექანიკა ინერციაზეა. სროლის სისწრაფე ძალიან მაღალია...

საბაზო მოდელი M1 Super 90 ბევრ ვარიანტშია წარმოდგენილი: სხვადასხვა სიგრძის ლულით, სხვადასხვა სამიზნურით, სახვადასხვა ტევადობით, სხვადასხვა კონდახით.

 

 

M1 Super 90

 

074e6ac91c55.jpg

 

 

ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით).

 

 

 

 

M3 Super 90

 

 

1fc26708db68.jpg

 

 

წარმოებულია M1 Super 90-ის ბაზაზე, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზეც და ხელითაც(უნივერსალი_,,ნახევარავტომატი"-,,პომპა"), ავტომატურ და პომპის რეჟიმებზე გადართვა ხორციელდება ტიბჟირის ბოლოში განლაგებული რგოლით; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 560 ან 660მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით), კალაპოტი ალუმინის შენადნობისა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოსბერგი М 500

 

4qewc.jpg

 

 

გამოდის 1961 წლიდან. ეს მოდელი ამერიკის არმიამ 1987 წელს შეიარაღებაში აიღო. მისი სიახლე დიდ ტევადობასა, მცველის განლაგებაში გახლავთ. კალაპოტი მსუბუქი მეტალებისაა.

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

მოგეხსენებათ გამოთქმა ,,ჩემი სახლი_ჩემი ციხესიმაგრე".

 

ჰოდა ამ ციხესიმაგრეს დაცვა სჭირდება. როგორც ჩვენი ელჩი(გიო) ხშირად გვეუბნება, ამ ცნებაზე ამერიკელებს ჭკუა ეკეტებათ...

 

რამდენიმე დღის წინ ამერიკული ინტერნეტ საიტის Ammoland-ის სპეციალისტებმა გამოკითხვით გამოავლინეს თავდაცვის მიზნებისათვის განკუთვნილი 4 საუკეთესო გლუვლულიანი. გამოკითხვა ტარდებოდა რამდენიმე მთავარი კრიტერიუმით:

 

პირველ ადგილზე გავიდა Remington Model 870 Express Tactical

 

2a306caadda9.jpg

 

ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო კრიტერიუმებში: ფასი და მწარმოებლისადმი ნდობა.

 

 

 

 

მეორე ადგილზე გავიდა Mossberg 590A1

 

70218444d3a6.jpg

 

 

 

 

 

მესამე ადგილზე გავიდა Arsenal SGL12 Saiga

 

a4595c296e6a.jpg

 

 

ვერ ვიტყვით, რომ ამერიკელები აფანატებენ რუსულ იარაღზე, თუმცა აგერ ფაქტი, რომ მთლად უკანასკნელ ადგილზეც არ აყენებენ :scratchchin:

 

 

 

 

 

 

მეოთხე ადგილი დაიკავა Hawk 12 GA Pump Defense

 

 

d748c9ef1472.jpg

 

რეიტინგში მაღალ ადგილზე მისი მისაღები ფასის გამო მოხვდა(აშშ-ში ღირს 285 მწვანე)

Link to post
Share on other sites

ამერიკაში არ ვიცი მარა აქ რომ იყიდება რემინქტონები ასეულშიც ვერ მოხვდებიან, არცერთი არაა ამერიკული და თუ ამერიკულია სირცხვილი ამერიკელებს

Link to post
Share on other sites

kaskada

 

დამაინტრიგა შენმა მოსაზრებამ რემინგტონზე.

 

თუ მოგიწია იარაღის მაღაზიებში შესვლა/აწი სეზონი იხურება/, იქნებ დააკვირდე remington 870 express- ს და ლულის მარჯვენა მხარეს უნდა ეწეროს ერთ მწკრივში ასეთი რამ:

 

REMINGTON ARMS COMPANY ILION, NY

 

თუ ეგ აწერია, მაშინ როგორმე უნდა მოახერხო და ახსნა, რა არ მოგეწონა მაგ იარაღში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...