Jump to content
Club-Monadire.Ge

კარაბინის ვაზნები და კალიბრები


Recommended Posts

კარაბინის ვაზნები და კალიბრები

 

ზოგი დასავლური კალიბრი მილიმეტრებში, ტყვიის წონა გრამებში

 

222 რემ. - 5.56X43მმ (2.59-2.79გ)

 

243 ვინ. - 6.16X51მმ (3.56-4.54-6.48გ)

 

30-06 სპრინგ. - 7.62X63მმ (9.72-10.69-11.66გ)

 

308 ვინ. - 7.62X51მმ (9.72-10.69-11.66გ)

 

7მმ მაუზერი - 7X57მმ (9.07გ)

 

8მმ მაუზერი - 8X57მმ (11.02გ)

 

7მმ-08 რემ. - (9.07გ)

 

7.62 საბჭოთა - 7.62X39მმ (8.04გ)

Link to post
Share on other sites

ძირითადი კალიბრები რომელიც დასავლეთში გამოიყენება

 

 

 

მარცხნიდან მარჯვნივ: 1 .17 HM2, 2 .17 HMR, 3 .22LR, 4 .22 WMR, 5 .17/23 SMc, 6 5mm/35 SMc, 7 .22 Hornet, 8 .223 Remington, 9 .223 WSSM, 10 .243 Winchester, 11 .243 Winchester Improved (Ackley), 12 .25-06 Remington, 13 .270 Winchester, 14 .308, 15 .30-06, 16 .45-70, 17 .50-90 Sharps

 

 

 

 

მარცხნიდან მარჯვნივ: .50 BMG, 300 Win Mag, .308 Winchester, 7.62 Soviet, 5.56 NATO, .22LR

Link to post
Share on other sites

ხრახნილლულიანი კალიბრები იყოფა(პირობითად): ა)მცირე კალიბრიანებად_5,6-დან 6,5მმ-მდე; ბ)საშუალო კალიბრიანებად 7-დან 9მმ-მდე და გ) მსხვილ კალიბრიანებად_ 9მმ-ზე მეტი.

ქვეყნების უმრავლესობაში კალიბრი გამოისახება მილიმეტრებში.

აშშ-ში კალიბრი გამოისახება დიუმის მეასედებში, ხოლო დიდ ბრიტანეთში კი მეათასედებში. ამ მაჩვენებელს წინ დაესმის წერტილი, რომელიც შეესაბამება მეასედ ან მეათასედ ნაწილს.

მაგალითად: ამერიკული ვაზნა . 300 კალიბრისა(0,3 დიუმი), იმის გათვალისწინებით რომ დიუმი უდრის 25,4-ს(0,3x25,4=7,62), მილიმეტრის სისტემაში უდრის ვაზნას 7,62მმ. ამერიკული .500 კალიბრი უდრის 12,7მმ-ს და ა. შ.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 1 year later...
  • 11 months later...

ერთერთი უზუსტესი კალიბრი გაქვთ გამოტოვებული.

 

270 WIN-ი მიდის იქ, სადაც მინდა.

 

პ.ს. მაგ ტყვიით ჯერ არ ამიცილებია სამიზნესთვის. :old:

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

 

კი ბატონო.

 

მაქვს SAVAGE 111, 270 WIN, საიუბილეო გამოშვება, თავისივე ოპტიკით./თავიდან დავუყენე "სვაროვსკის" ოპტიკა და ერთ თვეში დამიგდეს ძირს, მერე ისევ ორიგინალი დავუყენე./

თავიდან შეეშალა ახალგაზრდა გამყიდველს და 7მმ-იანი გამომატანა.

სახლში ვნახე და მაშინვე გავგაზე უკან.

კიდევ კარგი გასროლილი არ მქონდა.

ბევრი დრო დამეხარჯა შეცვლაზე.

 

ბევრი იარაღი მისვრია, სხვადასხვა კალიბრების, მაგრამ ყველაზე მეტად 270 WIN-ი წავიდა ჩემს გემოზე.

 

308, 30-08, 30-06 და ა.შ. ბევრი გავატარე ხელში, მაგრამ ის სიზუსტე, რაც მჭირდებოდა, მხოლოდ 270-მა მომცა.

 

თავიდან ვინჩესტერის ვაზნებს ვყიდულობდი, მერე რემინგთონისას გადავაწყდი და მომცა იდეალური შედეგი.

 

ნადირობას სხვანაირად ვიწყებ.

მივდივარ ერთი დღით ადრე და ისეთ ადგილზე ვტესტავ, სადაც არ ვნადირობ, მიმაქვს სამიზნეები და მინიმუმ ათ გასროლას ვაკეთებ.

დავრწმუნდები რომ მართალია ჩემი თოფი და მერე ერთ გასროლას ვაკეთებ ცხოველზე.

Link to post
Share on other sites

არის ზედა ჩამონათვალში. მშვენიერი კალიბრია და საქართველოსთვისაც ზედგამოჭრილი.

 

 

ერთერთი უზუსტესი კალიბრი გაქვთ გამოტოვებული.

 

270 WIN-ი მიდის იქ, სადაც მინდა.

 

პ.ს. მაგ ტყვიით ჯერ არ ამიცილებია სამიზნესთვის. :old:

Link to post
Share on other sites

მეც მომწონს 270, მაგრამ თუ ერთი იარაღის ფლობაზე მივა საქმე, 300ვინ.მაგ-ს ვიქონიებდი, ან 30-06.

 

გიო იარაღის სრული ინფო დადე რა, და ვისაც შაშხანები გაქვთ ბოლომდე დადეთ ინფორმაცია, მაინტერესებს ყოლიფერი. :phil_25:

 

იარაღის სახელი, წონა, ლულის სიგძე, ტვისტი, ოპტიკა, ვაზის მახასიათებლები(მწარმოებელი, რამდენ გრანიანია, სისწრაფე), და კიდევ უშორესი წარმატებული ნასროლი. :phil_25:

 

ეს ყოველივე რა თქმა უნდა შესაბამის თემაში.

 

 

ესაა გიო შენი? http://www.savagearms.com/firearms/model/11trophyhunterxp

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

 

 

მაგ ლინკზე ცაციებისთვისაც არის შაშხანა, ჩემი მარჯვენასია, თავისუფლად ვისვრი მარჯვენა მხრიდან, მაგრამ მარცხენათი უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და მეტ შედეგს ვაღწევ.

 

სიმართლე გითხრა, არ არის 270 WIN ისე "ძლიერი" , როგორც 308, 3006, 3008 და ა.შ., მაგრამ სიზუსტეში მაგათ სჯობია.

 

თუ გადაწყვიტავ სერიოზული შაშხანის შეძენას, რემინგთონმა გამოუშვა 700-იანი სერიის ACU-ს კომუფლაჟით მაგარი შაშხანები, ყველა კალიბრი ერთი ფასი ღირს.

 

2,6 კგ-ია თითო, რაღაც სასწაულები გააკეთეს. :karochera:

 

ამ ჩემმა მეზობელმა ორიოდ დღის წინ მაჩვენა და მოსასულიერებელი გავხდი.

 

თოფს ვერ გრძნობ ხელში, თან 4+1-ერთია, ბოლტის აქციაზე.

ერთ მშვენიერ დღეს, ქვას ჩავარტყავ მაგას.

თოფები ჩემზე მეტი აქვს და სხვა რა ვქნა? :d030:

 

 

ერთს დავამატებ კიდევ, ნახევრად ავტომატი მეტად უსაფრთხოა, მაგრამ ვთვლი რომ პროფესიონალი მონადირესათვის შეუფერებელია.

 

ეგრეთ წოდებული "ბოლტი" ზედგამოჭრილია ჩემნაირისათვის.

 

დევიზი: მხოლოდ ერთი გასროლა და შედეგი დაიდოს. :e025:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

http://en.wikipedia.org/wiki/6.5×47mm_Lapua

 

ძალიან კარგი ვაზნა ყოფილა, აქებენ ინტერნეტში. გიო, შენს ნარჩევ 270 კალიბრს ეს გაუწევს საკადრის წინააღმდეგობას მგონი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...