Gurulo 154 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 ეს პოსტი არის ჩემი. ყოფილ ფორუმში ჩემს მიერ იყო ჩასწორებული(ახლიდან დაწერილი) ,,რეზოს" პოსტში დაინტერესებული პირებისათვის შემიძლია დავაკონკრეტო წყაროც სანადირო თოფების სისტემები ტიპებისა და სისტემების მიხედვით თოფები ბევრნაირია. მათ განასხვავებენ შემდეგი ნიშნებით: გამოყენებული ჭურვის მიხედვით; ლულების რაოდენობის მიხედვით; გადატენვის საშუალებათა მიხედვით;გასასროლად გამზადებული ვაზნების რაოდენობის მიხედვით; დამცემი სისტემის მიხედვით; დანიშნულების მიხედვით. ჭურვის მიხედვით იყოფა საფანტიან(გლუვლულიან), ტყვიის(კუთხვილლულიან) და კომბინირენულ(ტყვია -საფანტიან) თოფებად. ნახაზზე: a_ ხრახნილი ლულა b_ გლუვი ლულა გლუვლულიანი თოფების ოპტიმალური სასროლი მანძილი 30-40 მეტრია(სპეციალური ტყვიით 50-60 მეტრი). კუთხვილლულიან თოფებს ლულაში აქვთ ხრახნი. ასეთი თოფებით საფანტს არ ისვრიან. კომბინირებული თოფები არის ორლულიანი, სამლულიანი, ოთხლულიანი და მრავალლულიანი. ორლულიან კომბინირებულებს ერთი ლულა გლუვი აქვს, ხოლო მეორე კუთხვილი(ხრახნილი). სამლულიან კომბინირებულებს, როგორც წესი, ზედა ლულები გლუვი აქვთ, ხოლო ქვედა ხრახნილი. ოთხლულიანი კომბინირებული სამლულიანისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეოთხე ლულა განლაგებულია გლვუვი ლულების ზემოთ, სამიზნე თამასის ქვეშ. არსებობს თოფები, რომლის ლულის არხის დიდი ნაწილი გლუვია, ხოლო გარკვეული ნაწილი(ხრახნილი ჩოკი) კი კუთხვილი. ასეთ თოფებს ,,პარადოქსებს" უწოდებენ. ასეთი თოფებიდან გასროლის საფანტს 30-40 მეტრში დამაკმაყოფილებელი ჭრა აქვთ(სპეციალური ტყვიით 100 მეტრში). ლულების რაოდენობისა და მათი წყობის მიხედვით სანადირო თოფები იყოფა ერთლულიან, ორლულიან, სამლულიან და ოთხლულიან თოფებად. ნახაზზე:ტიპიური სანადირო თოფების ლულათა ხედი ტუჩიდან a_ ერთლულიანი; b_ ორლულიანები ლულათა ჰორიზონტალური წყობით; b1_ ორლულიანი ლულათა ვერტიკალური წყობით d_ სამლულიანი: 1- ხრახნილი ლულა, 2- გლუვი ლულები; g_ ოთხლულიანი: 1-ქვედა ხრახნილი ლულა, 2-გლუვი ლულები, 3-ზედა ხრახნილი ლულა. ლულათა წყობის მიხედვით არჩევენ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შედუღებულ ლულებიან თოფებს. გადატენვის საშუალებათა მიხედვით არჩევენ: ზუმბიან და სახაზინო თოფებს. სახაზინო გადატენვის თოფები თავის მხრივ იყოფა ფისტონის ცენტრალური აფეთქებისა და გვერდითი აფეთქების თოფებად(მცირეყალიბიანი კატრაბინი ,,გეკო"). ზუმბიან თოფებს ლულის ტუჩიდან ტენიან(დენთი-საფენი-ჭურვი -საფენი). ასეთი თოფის ახლიდან გადატენვის აუცილებელ ატრიბუტს ზუმბა წარმოადგენს. სახაზინო გადატენვის თოფები ლულის სახაზინო ნაწილიდან იტენება წინასწარ დამზადებული ვაზნებით. სახაზინო გადატენვის თოფების უპირატესობა ზუმბიან თოფებთან შედარებით მდგომარეობს გადატენვის სისწრაფეში, შესაბამისად სროლის სიწრაფეში. აგრეთვე საბრძოლო მასალების შენახვის გაადვილებაში. გასასროლად გამზადებული ვაზნების რაოდენობის მიხედვით სანადირო თოფებს ყოფენ ერთვაზნიან (ორვაზნიან), მრავალვაზნიან ანუ მჭიდიან და თვითდამტენ ანუ ავტომატურ თოფებად. სანადირო თოფების ტიპიურ ერთვაზნიან კონსტრუქციას ერთლულიანი(ან ორლულიანი) სახაზინო გადატენვის თოფი წარმოადგენს. ასეთ თოფებში გადატენვა და ნასროლი ვაზნის ამოღება ხელით ხდება. მრავალვაზნიან ანუ მჭიდიან თოფებში მსროლელი გადატენვასა და ნასროლი ვაზნის ექსტრაქციას სპეციალური მექანიზმის საშუალებით ახდენს(საკეტით ან ტიბჟირის მოძრაობით). თვითდამტენ თოფებში გადატენვა და ექსტრაქცია ავტომატურად ხდება უკუქცეული გაზების ან უკუცემის ენერგიის საშუალებით დამცემი სისტემის მიხედვით თოფები იყოფა შიდაჩახმახიან და გარეჩახმახიან თოფებად. თავისმხრივ შიდაჩახმახიანი თოფები შეყენების მიხედვით 3 ჯგუფად იყოფა: _ ჩაქუჩებისა და საბრძოლო ზამბარის შეყენება ლულების დაშვებით; _ ჩაქუჩებისა და საბრძოლო ზამბარის შეყენება ლულების დაკეტვით; _ ჩაქუჩებისა და საბრძოლო ზამბარის შეყენება გასახსნელი ბერკეტით; დანიშნულების მიხედვით თოფები იყოფა 3 ჯგუფად: სარეწაო ნადირობისათვის, სამოყვარულო და სპორტული ნადირობისათვის და სპორტული. სარეწაო ნადირობისათვის განკუთვნილი თოფები თავის მხრივ იყოფა 2 სახეობად: მცირე ყალიბის და მსხვილი ყალიბის თოფებად. მცირე ყალიბის თოფები შედარებით მსუბუქია(2,5-2,7 კგ). სავაზნე უფრო ხშირად 70მმ; ისინი 20, 24, 28 ან 32 ყალიბისაა. ლულათა შევიწროება არის ცილინდრი ან 0,25მმ(იშვიათად ,,პარადოქსი). მსხვილი ყალიბის თოფები(12 და 16) გამოიყენება ფრინველთა გადაფრენებისას ნადირობაში. 12 ყალიბის გლუვლულიანი თოფი უნდა იწონიდეს საშუალოდ 3,2-3,7 კგ-ს, ხოლო 16 ყალიბის თოფი –3,0—3,2 კგ-ს. ასეთი თოფების ერთი ლულა (როგორც წესი მარჯვენა) ცილინდრი ან შევიწროებული ცილინდრია, ხოლო მეორე ლულა – ჩოკი ან გაძლიერებული ჩოკია. მსხვილ ნადირზე სანადიროდ გამოიყენებენ 7,62, 10,4 და 121,7 მმ ყალიბის შტუცერებს, რომლებითაც სპეციალურ ტყვიებს ისვრიან. მისი წონა საშუალოდ 4,0 კგ-ს შეადგენს . მხსვილ ნადირზე აგრეთვე 8,9 და 10მმ ყალიბის კარაბინებითაც ნადირობენ. ზუსტი სროლის გაადვილების მიზნით მხსვილი ყალიბის თოფებს გააჩნიათ ოპტიკური სამიზნე. სპორტული ნადირობის პირობები განსხვავდება სარეწაო ნადირობის პირობებისაგან. სპორტული სანადირო თოფები სარეწაო დანიშნულების თოფებისგან განსხვავდება გრავირების მაღალი ხარისხითა და დახვეწილი ფორმებით, რაც თავისთავად ფასშიც აისახება. ნადირობის სახეობის მიხედვით თოფების მოდელები და სისტემები განსხვავებულია. სპორტული ნადირობისათვის ყველა ყალიბის იარაღი გამოიყება(10 ყალიბიდან 32-მდე). სსპორტული ნადირობისათვის განკუთვნილ თოფებს 2 ჯგუფად ყოფენ: ნორმალური წონის თოფები და მძიმე თოფები ანუ მაგნუმები. პირველ ჯგუფში შედის 12, 16 და 20 ყალიბის თოფები, ხოლო მეორეში 12 და 16(ეს უკანასკნელი ყალიბი მაგნუმებში ძალიან იშვიათად გვხვდება). ნორმალური წონის თოფები შეადგენს: 12 ყალიბში 3,0-3,2 კგ; 16 ყალიბში 2,8-3,0 კგ; 20 ყალიბში 2,6-2,8კგ. სპორტული სანადირო მაგნუმების წონა შეადგენს: 12 ყალიბში 3,5-4,0 კგ; 16 ყალიბში 3,3-3,5 კგ; სპორტული თოფები იყოფა: სასანგრე სტენდისათვის განკუთვნილ და მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ თოფებად. სასანგრე სტენდის თოფების ყალიბია 12, წონა 3,3-3,7 კგ, ლულის სიგრძე 73-დან 76 სმ-მდე, ორთავე ლულა სრული ჩოკის შევიწროებისაა. ასეთ თოფებისადმი წაყენებული მოთხოვნებია: დიდი სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საუკეთესო ბალანსი და მორგებულობა. 35 მეტრში 80 სმ დიამეტრის სამიზნეზე 36 გრამი ჭურვის გასროლისას ასეთმა თოფმა უნდა მიიტანოს არანაკლებ 270-285 ცალი N7 საფანტი. აუცილებელი პირობაა ასეთი თოფების მექანიზმში ინტერსეპტორის არსებობა და არაავტომატური მცველი. სასანგრე სტენდისათვის განკუთვნილი ყველა თოფი საცალო შესრულებისაა. როგორც წესი მათ სარტყელის საკიდი რგოლები არ გააჩნიათ მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილი თოფების ყალიბია 12, წონა 3,2-3,4 კგ, ლულის სიგრძე 65,1 სმ. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა გაუმჯობესებული ცილინდრი, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ცილინდრი. 35 მეტრში 80 სმ დიამეტრის სამიზნეზე 36 გრამი ჭურვის გასროლისას ასეთი თოფის მარჯვენა(ან ქვედა) ლულამ უნდა მიიტანოს არანაკლებ 200 ცალი N7 საფანტი, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულამ კი 125-135 ცალი. ყველა სხვა მახასიათებელი მრგვალი და სასანგრე სტენდის თოფებს ერთნაირი აქვთ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 სურათი1 სანადირო გლუვლულიანი თოფის(სურათი#1) ძირითად ნაწილებს შეადგენს: ლულა(1), კალაპოტი(მექამიზმი)(3), კონდახი(2) და ტიბჟირი(5). თავის მხრივ ლულა შედგება(სურათი#2) 1)სავაზნისაგან,2)სავაზნე-არხის გარდამავალი კონუსისაგან,3) ლულის არხისაგან, 4)არხი-ჩოკის გარდამავალი კონუსისაგან, 5)ლულის შევიწროებისა და 6)სავაზნის ჭრილისაგან სურათი2 კალაპოტი თოფის ტიპის მიხედვით არსებობს ვერტიკალური(ე.წ. ლოყებიანი), ჰორიზონტალური და დარნის ტიპისა. სურათი3 კონდახი(სურათი 3) არის პისტოლეტური(4 და 6), ნახევრადპისტოლეტური(3 და 5) და ინგლისური(1 და2) ტიპისა. ტიბჟირი არის სახსნელი(მაგ. იჟ26-ის) ან ფიქსირებული(მაგ ტოზ-34-ის). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 14, 2012 Author Report Share Posted February 14, 2012 ბრაუნინგის პოსტია ინგლისური ტერმინები ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.