mamuka grigolia 0 Posted August 27, 2012 Report Share Posted August 27, 2012 გეხუტე ავთია,მაგარია!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 27, 2012 Report Share Posted August 27, 2012 ავთო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 19, 2012 Report Share Posted October 19, 2012 რავარია? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 19, 2012 Report Share Posted October 19, 2012 რავარია? სიტყვა მაგარი ცოტაა_სუპერია! ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted October 19, 2012 Report Share Posted October 19, 2012 ალკოჰოლი ხანდახან საზიანოა.... ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 19, 2012 Report Share Posted October 19, 2012 GuRo... რა ალკოჰოლი ბიჭო რის ალკოჰოლი ეეე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted October 27, 2012 Report Share Posted October 27, 2012 :d030: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 28, 2013 Report Share Posted January 28, 2013 ლევანა მესხიძე მჭირდება ეხლა ამ სუფრასთან ერთად. გასკდა თავი, გუშინ ახალი ღვინით გადმოვკარკლე თვალები, ამ დილით მხოლოდ შავთეთრში ვხედავ ყველაფერს. გავიღვიძე ექვსზე და სინათლე წასულა, აქაც ხდება ეგეთები. გოგოები წასასვლელები არიან, სახლი გაყინულია. ვეცი შეშას, ავაგიზგიზე ბუხარი, გაზის ზედადგარი მაქვს, მოვუდუღე ჩაი, გავაცილე ყველა და ვზივარ ეხლა ბუსავით. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 28, 2013 Report Share Posted January 28, 2013 შეგარგოს გიო შეგარგოოს :* ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 29, 2013 Report Share Posted January 29, 2013 ელჩი მეც შენსავით ვიტანჯები ახლა, კი ვცრუპავ ლუდს სამსახურსჰი მარა ვატყობ დიდი ხნით ვერ გამიქაჩავს და უნდა მივხედო თავს ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 29, 2013 Report Share Posted January 29, 2013 გიო შეგარგოს! მართლა და მართლა სად დეიკარგნენ ლევანა და არჩილა ჰაააააააა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 29, 2013 Report Share Posted January 29, 2013 ეგ სურათი ინტერნეტში ვნახე იმ დილას ძმებო და მაშინვე ლეო გამახსენდა. გელა, ამასწინათ დავურეკე და აჩიკოს ველაპარაკე, მეც მომაკლდნენ თვალში. კომპის პრობლემა ჰქონიათ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 29, 2013 Report Share Posted January 29, 2013 ჰო კაცო,დაგვეკარგნენ მესხიძეები ეგ ოხრები!!! ხვალ უნდა შევეხმიანო ერთი,ხო კარგად არიან!!!! ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 (edited) ა ლევანა ძამა გეპატიჟები არაყზე ზაკუსკაც მოგეწონება დარწმუნებული ვარ Edited April 18, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ა ლევანა ძამა გეპატიჟები არაყზე ზაკუსკაც მოგეწონება დარწმუნებული ვარ იფფ მშვენიერია ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 ახალი ღვინო გამოჩნდა გრუზიაში ქართულ ბაზარზე ახალი უნიკალური ღვინის სერია - "გლეხური" გამოჩნდა 12 აპრილს "გუდვილის" სუპერმარკეტების ქსელში, ასევე რუსთაველის გამზირზე მდებარე "სმარტში" და "კარფურში" 5 სახეობის უცნობი ღვინო გამოჩნდა, გამორჩეულად ქართული შეფუთვითა და სახელწოდებით. გლეხურის ღვინოების სერია: რქაწითელი ქვევრი, ქისი-მწვანე, ხაშმის საფერავი, ალავერდის საფერავი, იყალთოს მწვანე - ექვსი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანმა დააგემოვნა და მათთვის სასურველი გემო შეარჩია. გემოს ძიების პროცესი ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ქართული ჯიშების მრავალფეროვნებამ, მეღვინის მიერ სათუთად შერჩეულმა ვენახებმა და ღვინის დაყენების ქართულმა ტრადიციულმა მეთოდმა ამ სერიის ქვეშ გააერთიანა სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი. ღვინის მოყვარულებმა შეარჩიეს საქეიფო, "მოსაწრუპი", სახლური, ნამდვილი ქართული ხარისხიანი ღვინოები. უძველესი ქართული ჯიშების გაერთიანება, ქისა, გლეხის ლოგო, ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი გოგონები ეს ის დეტალებია, რამაც მომხმარებელი ქართულ ვენახებში ამოგზაურა, უნიკალურ ჟიშის ყურძნებს აზიარა, გლეხის ოჯახში შეახედა და დაალევინა ნამდვილი სახლური ღვინო. სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ღვინის მოყვარულის უამრავი ვიდეო და ფოტო აიტვირთა, ისინი აგემოვნებდნენ "გლეხურის" სერიის ღვინოებს და ეძებდნენ მათთვის ყველაზე სასურველ გემოს. კომენტარები და ჩართულობა ამ ახალ ქართულ ღვინოებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს და კონკურენტუნარიანს ხდის. "ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია. ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა... ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ქართველმა კაცმა მისი მოშინაურება, მისი სიყვარული... თუმცა ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოჰყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო. საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია... გლეხური არის ღვინო, რომელიც გიყვება, ღვინო, რომელიც მოგყვება, გალხენს და გადიდებს... ეძიე და მოყევი ღვინოს! ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 (edited) აი ბარი. ამის ჩემს მფლობელობაში გადმოსვლა და ჩემი სიკვდილი ერთი იქნება Edited April 20, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 ესეც გულის მალამოები მოდით... იმ გაზაფხულს გაუმარჯოს, სურნელი, რომ ასდის, სიყვარულის და ქალის... მოდით... ყველა, იმ ჯენტლმენს გაუმარჯოს, ვისაც ნიჭი აქვს, ასეთი გაზაფხულის აღქმის... **** მოდით,ამ ყანწით, იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ბირჟას დაშლის, რესტორანში სუფრასგაშლის, შეყვარებულს დაბადების დღეს გადაუხდის, მერე სიბნელეში აღმართსაივლის, მის საფლავზე ცრემლებს და ნამიან ვარდებს დატოვებს. **** ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია გულში უტირია არ დაუმჩნევია ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია ამჭიქით ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს და სიყვარულით დაუმღერია ამ ჭიქით ყველა იმ ქალს გაუმარჯოს ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის და სიკვდილამდე შენი ერთგულია ამ ჭიქით ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს აშოროს ყველა განსაცდელია!" **** წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს, ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს, თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის. სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს, ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს. დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს, სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს. იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს, ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს. ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს, ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს, სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს **** მოდით იმ ლამაზ თვალებს გაუმარჯოს რომელიც სათქმელზე მეტს ამბობს, მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს რომელიც დაგწვავს და არ ნანობ. როდესაც გკითხავენ რაზე ფიქრობ? მიუგებ:არ ვფიქრობ არას. მოდით იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც ყველაფერს მალავს.. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარჯოს. საქართველოში სალოცავებს გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და წმინდა გრძნობას სიყვარულს, სიყვარულს გაუმარჯოს!!! დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს, ყველაზე მოწყენილ დღეს, თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს უფსკრულს,ბილიკსა და გზას, ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ყველა გზააბნეულ მგზავრს, ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს, ყველა მწუხარებას გაუმარჯოს, ყველაზე დაჩაგრულ გულს, ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზადაკარგულს ერთს, ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის მადლი მოვახსენოთ ღმერთს. **** ეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც მეორეზე არ გაფიქრებინებს, და ეს იმ მეორე სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც პირველს დაგავიწყებ... **** მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი, როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი. ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი, მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი. ეს ბილიკები, საით წაგვიყვანს??? სალოცავისკენ ნეტავ მიგვიყვანს??? თუ გულით გვწამს და გონებაც ილტვის, ყველა ბილიკი, უფლისკენ მიდის. კვლავ ვადღეგრძელოთ სალოცავები, სულ გვიფარავდეს, ჩვენ წმინდანები, დიდება სამშობლოს, დიდება გენს, დიდება ქარტველებს და მაღალ ღმერთს... იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს, რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება, ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება. მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს ვისი გულებიც დაკარგულია, ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე, ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია. ნეტას გაუმარჯოს ჩვენ–ჩვენი გაგებით, ის სულ ერთია ვინც გვინატრია, სანთლებს გაუმარჯოს ოქროს თასებით, რომლებიც უთქმელად იწვან. მაშ მოდით სუყველამ ფეხზე წამოდგომით, შევსვათ საყვარელი გულის სადღეგრძელო, შევსვათ პირველი სიყვარულისა და ყველას ტანჯული გული ვადღეგრძელოთ. **** მოდით იმ ოცნებას გაუმარჯოს, როდესაც ტკბილად ჩაფიქრებულს შეგეკითხებიან, "რაზე ფიქრობ?" და უპასუხებ "არაფერზე". იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია, შენთვის კი ყველაფერი. **** ამ ჭიქით ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია გულში უტირია არ დაუმჩნევია ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია ამჭიქით ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს და სიყვარულით დაუმღერია ამ ჭიქით ყველა იმ ქალს გაუმარჯოს ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის და სიკვდილამდე შენი ერთგულია ამ ჭიქით ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს აშოროს ყველა განსაცდელია!" დედა მომინდა დალევა :d030: ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 ერთიც და ვსიო ჩემო მეარღნევ, გენაცვალე, წაიღე სული, საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე! რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული, საქართველოში ხომ ფეტვივით სთესავენ ვარდებს! ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ მიტირებ არღანს, ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა მოკვდეს თამარი. შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები არვინ დაგმარხავს, თავის სამარხი ზედ გარტყია ვერცხლის ქამარი. ცდები, მეარღნევ, გათხოვდება ეგ შენი ნინა! არ დაიჯერო, ის თამრიკოც რომ მოიწამლოს. ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია, ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს. **** -დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო, ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!.. -დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს, დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!.. -დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის, სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი, სანამ მეძახის აშხვირებულ მთვარის დაისით, განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი.. დამცხრალა ძველი მუხამბაზი-რა დრო გავიდა! რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან.. გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაც ეს დალოცვილი მზე თავდება, ქრება თანდათან.. შენ-შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით, მე-ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით, -ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს, დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი! **** ვთვრები?როგორ არ დავთვრე , როცა სადღეგრძელო ულევია... მოდი იმ ადამიანებს გაუმარჯოს, ვისაც მკერდში მართლა გულები აქთ! ლოდქვეშ მწოლიარე გამახსენდა, სველ პურს შმაგი მაჭრის სურნელი აქვს, ადრე წასულების ხსოვნა იყოს მზე რომ ღვინოსავით ჰყვარებიათ!!! ბრძენსაც გენოიოსსაც გაამასხრებს, ბედი სულელი და თავხედია, მოდი იმ ადამიანებს გაუმარჯოთ ვისაც სიყვარული შეუძლიათ **** დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა, ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თითო მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, აგდებადა ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს სულ მალე მოახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისინი ულამაზეს ქალებად იქცნენ, ხოდა მოდით ჩვენ ქალებს და ყველა ლამაზ მანდილოსანს გაუმარჯოს!!! **** დედასთან უნდა ვადღეგრძელო დედა სამშობლო, მამასთან ჩემი მამული და მადლი მდელოსი, პაპასთან უნდა ვადღეგრძელო ძველი თბილისი და შვილიშვილთან მომავალი საქართველოსი... შვილებთან უნდა ვადღეგრძელო თვალის სინათლე, დებთან და ძმებთან ყველა დილა ქართულ მიწაზე, თუ საქართველო შენი ფეხით არ დაგივლია , არ გიცხოვრია არასოდეს დედამიწაზე... ნიავი რომ ქრის ეს ნიავი ჩემი სუნთქვაა, წყარო სისხლია, ქვა თვალია, მიწა ხორცია, დამილოცია ჩემი მიწის ყველა მტკაველი, ჩემი პატარა საქართველო დამილოცნია.. **** გაუმარჯოს ქართულ ვაზს, ბევრი ჭირის გადამტანს, გაუმარჯოს ვაზის წვენს, ის ამაგრებს ქართულ გენს, გაუმარჯოს ქართულ სულს, ტრადიციებს არნახულს, გაუმარჯოს ქართულ სუფრას, სუერის თავში მუდამ მჯდომს, დამერწმუნეთ მსოფლიოში, ვერსად ვნახავთ ანალოგს. გაუმარჯოს ქართველ ქალებს, ეშხიანებს და წარმტაცებს. გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, გაუმარჯოს ქართველ ერს, გაუმარჯოს უნეტარესს, მისი ლოცვა გადაგვარჩენს. **** ყველა ღვინის დალევას აქვს თავის მიზეზი ზოგი ოხრას ამოსთქვამს ზოგს ეძლევა იმედი მოდი იმ კაცს გაუმარჯოს ვინც დალევს და არ დათვრება სადრგრძელოს წარმოსთქვამს და სიტყვები არ აერევა სხვასთან მივა და სხვის ქალზე თვალი არ გაექცევა **** საქართველოს სიყვარულით მე ყანწები დამიცლია, თამადისთვის სადღენგრძელო არასოდეს დამიცლია. სიმღერით და სიყვარულით სადღეგრძელო დამიცლია წინაპრების თავდადება მე სიმღერით განმიცდია. მომავლისთვის იმედები სიყვარულით განმიცდია სამშობლოსთვის სიყვარული არასოდეს გამიცლია. ჩემი ლექსით ჩემი გრძნობით სიყვარული ამიხსნია, ერთობა და მეგობრობა თამადისთვის დამითმია. ეს ლამაზი კარგი დღე კი სიყვარულით განმივლია, ერთობა და მეგობრობა სულ ბოლომდე განმიცდია. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 ალკოჰოლისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ სუფთა ხვანჭკარა და საფერავი ჩემთვის სულ სხვა თემაა, ყოველთვის გვქონდა სახლში ამ ორიდან ერთი მაინც ხოლმე. სპირტიანი საერთოდ არ მაინტერესებს, არაყი, ვისკი, კონიაკი და ა.შ. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 20, 2013 Author Report Share Posted April 20, 2013 ალკოჰოლისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ სუფთა ხვანჭკარა და საფერავი ჩემთვის სულ სხვა თემაა, ყოველთვის გვქონდა სახლში ამ ორიდან ერთი მაინც ხოლმე. სპირტიანი საერთოდ არ მაინტერესებს, არაყი, ვისკი, კონიაკი და ა.შ. შენ გაიხარე ჩემო ძმაო, ძლივს არ ვნახე ჩემი ჭკუის კაცი? მიადგებიან და აკვლევინებენ თავს არაყს და ღვინოს და რა ვიცი რას არა (გვარს არ დავასახელებ) ზოგიერთები. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 არაყი არა,მაგრამ კარგ კახურ ღვინოს რა ჯობია.თუ შეგიძლია კიდეც მოაკვლევინებ თავს,თუ არა და შენი დოზა იცოდე,მაგრამ როცა ძმებში,საყვარელ ადამიანებში ხარ,დოზაც გავიწყდება და რაც შეგიზლია იმაზე მეტიც მიდის.ასე რომ ვენაცვალე კახურ ღვინოს,ნამდვილს,მოსიყვარულეს და სიცოცხლის გამეგრზელებელს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 20, 2013 Report Share Posted April 20, 2013 შენ გაიხარე ჩემო ძმაო, ძლივს არ ვნახე ჩემი ჭკუის კაცი? მიადგებიან და აკვლევინებენ თავს არაყს და ღვინოს და რა ვიცი რას არა (გვარს არ დავასახელებ) ზოგიერთები. მომასულიერეთ ვინცხამ. :d030: :d030: :d030: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.