Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კასპიის ზღვა

 

c29dc8231d79.jpg

 

კასპიის ზღვა ხმელეთშუა მოქცეული ენდორეული ზღვაა ევრაზიაში, აზიისა და ევროპის გასაყართან;

მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი; მისი ფართობია 371.000 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1025 მ. შესაბამისად მას ზღვისა და ტბისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2 % შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია.

კასპიის ზღვას სახელი ეწოდა მის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრები ტომის - კასპების გამო.

 

კასპიის ზღვაში ჩაედინება 130 მდინარე, აქედან აღსანიშნავია 8. ვოლგა,ტერეკი,სულაკი,სამური (რუსეთი); ურალი,ემბა (ყაზახეთი); მტკვარი (აზერბაიჯანი);ატრეკი(თურქმენეთი) და სხვანი. ყველაზე დიდი მდინარე რომელიც ჩაედინება კასპიის ზღვაში არის– ვოლგა.

კასპიის ზღვის აუზი მოიცავს 9 სახელმწიფოს: აზერბაიჯანს,სომხეთს,საქართველოს,ირანს,ყაზახეთს,რუსეთს,თურქმენეთს,თურქეთს და უზბეკეთს.

კასპიის ზღვის სანაპირო მიუყვება: რუსეთის( დაღესტანის,Калмыки–ის და ასტრახანის ) დასავლეთ და ჩრდილო–დასავლეთ ნაწილს, სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს დაახლოვებით 1930კმს.

ყაზახეთის– ჩრდილოეთ,ჩრდილო–აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილს სანაპირო ზოლი შეადგენს 2320 კმ.

თურქმენეთის– სამხრეთ–აღმოსავლეთ,სანაპირო ზოლი 650 კმ.

ირანის– სამხრეთი,სანაპირო ზოლი 1000კმ.

აზერბაიჯანის– სამხრეთ–დასავლეთი სანაპირო ზოლი 800 კმ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...