Jump to content
Club-Monadire.Ge

თბილისის ზღვა


Recommended Posts

  • Replies 164
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კი არის ბურვაკივით, და რას მიანიშნებს ეს?

 

არის საკმარისზე მეტი საკვები თბილისის ზღვაზე, სოსოს ჭანარებიც გაიხსენეთ.

 

წაიღე სოსო ეს სურათი რეკორდების თემაში, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, სახეობა, წონა, ზომა და ადგილმდებარეობა.

 

 

იიიიფ, ჩადე ერთი ღამით ქინძმარში და მეორე დღეს ცივცივი ტიბაანი ან მანავის მწვანე ცხელ ლავაშებთან ერთად, ოჰო-ჰო-ჰოოო. :spit:

Link to post
Share on other sites

წინა დღის ლოქოთი გათამამებული, გუშინაც ავედი პატარა ზღვაზე.სიგნალიზატორების იმედზე მშვიდად მეძინა ღამე(თან ქურთუკით, მონატრებულ სიგრილეში :heat: )დილით ბარკალგაჩხვლეტილი ბაყაყები ცოცხალი ამოვიღე(ერთის გარდა)და კალია მოვსინჯე.შუადღემდე არაფერი.მერე,ერთმა ნაცნობმა მეთევზემ გამოიარა და რამოდენიმე ბუღლუჯი დამიტოვა:

-რა იცი რა ხელზე გაძლევო... :dzveli:

მოკლედ,ამ ბუღლუჯზე 2 კგ-იანი ლოქო დაჯდა ერთ საათში :crazy:

მადლობა მას... :Laie_99:

Edited by sos049
Link to post
Share on other sites

DMORAL

 

და ვინ იყო ეს მეთევზე?

ორხეველი მეთევზეა,რამაზი სახელად.პირველად მასთან ერთად დავიჭირე დიდი თევზი :Laie_99:

5 ცალი დავიჭირეთ მაშინ,ჯამში 27კგ იყო... :old:

Link to post
Share on other sites

საღოლ სოსო! კარგ თევზებს იჭერ იქ სადაც ძნელი საჭერია,თბილისის ზღვის ბატონ-პატრონი ხარ :haha::yes: :yes: :yes:

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

მოგესალმებით მეგობრებო.ყველას გილოცავთ 2013 წლის მოახლოვებას.მრავალს დაგასწროთ ღმერთმა.

პატარა თბოლისის ზღვა გაყიდულა კერძო საკუთრებაში,ხომ არავის გაგიგიათ რამე ამის შესახებ?

Link to post
Share on other sites

ზუსტი ინფო არ მაქვს ზაზა, ამბობენ სიმბოლურ ფასად, 12 000$ გაიყიდაო და ასეთი რამის აშენებას აპირებს ჩინური კომპანია.

 

http://intermedia.ge/vid/138552-ასეთი-იქნება-თბილისის-ზღვის-საცხოვრებელი-უბანი/

Link to post
Share on other sites

ზუსტი ინფო არ მაქვს ზაზა, ამბობენ სიმბოლურ ფასად, 12 000$ გაიყიდაო და ასეთი რამის აშენებას აპირებს ჩინური კომპანია.

 

http://intermedia.ge/vid/138552-ასეთი-იქნება-თბილისის-ზღვის-საცხოვრებელი-უბანი/

 

 

 

ეს მე არ მომწონს :vinsent:

 

იმის მაგივრად რომ ხელი შეუწყონ დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტას, სხვა ერების წარმომადგენლებს ასახლებენ ჩვენთან. აბა ვინ უნდა იცხოვროს იმდენ საცხოვრებელ სახლში? მერე იტყვიან ქართველების რაოდენობა გაიზარდაო ანუ საქართველოს "არა-ქართული" მოსახლეობა გაიზრდება.

 

არ ვარ ნაციონალისტი და ვამაყობ ჩემი ქვეყნის მარავალფეროვნებით. მაგრამ "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" :triniti:

Edited by Iberian
Link to post
Share on other sites

მე რაც ვიცი ნამდვილად არავითარ ჩამოსახლებაზე არაა საუბარი.

 

ეს ნახეთ:

 

http://news.ge/ge/news/story/37887-tsina-khelisuflebis-mier-dadebuli-ekonomikuri-proeqtebi-gadaikhedeba

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

მე რაც ვიცი ნამდვილად არავითარ ჩამოსახლებაზე არაა საუბარი.

 

ეს ნახეთ:

 

http://news.ge/ge/news/story/37887-tsina-khelisuflebis-mier-dadebuli-ekonomikuri-proeqtebi-gadaikhedeba

 

 

დავესესხები იცნობ ოპენენტს და გავიმეორებ "სწორედ სულზე მოგვისწრო თორემ 2 წელიწადში ჩინეთში ვიცხოვრებდით" :dato:

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

 

ის აყლაყუდა კუთხეში მოვსვით და ეს საერთოდ დაყლაყუდაა.

 

რაებს ბოდიალობს თუ ძმა ხარ.

 

გვარს და სახელს არ დავასახელებ და სამი მინისტრი დამადგა თავზე, იმ სამინისტროებისო, თანაც ჩამოთვალა მერე.

 

რას გადააკაჩავებენ ვარკეთილისკენ, გჯერავთ თქვენ ასეთი რამ?

 

გარტყმაში არ არის რას ლაპარაკობს.

ფერდობია ეგ ადგილი, დაქანება აქვს ზღვისკენ, ჰოდა წავა ფეკალიები წყალში, მანდ შემოდის იორის არხი, მაგ წყალს სვავს ნახევარი თბილისი, ჰოდა დალიეთ ვინც მაგ პროექტს მხარს უჭერთ. :vinsent:

 

ზღვაში რომ არ ჩავიდეს ეგ სიბინძურე, სეპტიკ ტანკები უნდა იყვეს ყველა კვარტალში, რომლებიც უნდა ამოიქაჩოს და გადამუშავდეს ყოველდღიურად.

ვინ არის მაგის გარანტიორი, დეევს ასეთი რამე კონტრაქტში?

 

ესეც კაი ბალ-ტყემალა ყოფილა.

 

თფუი რა, ეს რა ჭირი გვჭირს ქართველებს, ერთი ნორმალური კაცი ვერ მოვნახეთ ქვეყანას რომ გაუძღვეს ნორმალური ცხოვრებისკენ. :karochera:

Link to post
Share on other sites

ავთია, იცი რამხელა თანხებთან არის საქმე?

 

აქ, ქალაქ გარეთ ვინც ცხოვრობს და მიერთებული არა აქვს კანალიზაცია საერთო ქსელში, ექვს თვეში იხდის 1 800 მწვანეს, ვერ დაღვრის თავისივე ტერიტორიაზე ფეკალიებს, დედას უტირებს კანონი.

უნდა ჰქონდეს საკუთარი დაფლული ცისტერნა.

 

ეხლა წარმოიდგინე, რა მოხდება მაგ ფერდობზე, ამდენი კომუნიკაციით.

 

 

მეორეა კიდევ, მეორე კი არა პირველია, რა ჩინელები ხალხო?

 

თქვენ არ იცით რა გველის, თუ ამდენი ჩამოსახლდა თბილისში, ცხვირს ვერ შეყოფთ ჩაინა-თაუნში.

 

წაგვლეკავენ, ყოველდღე ბავშვებს გააკეთებენ და გააჩენენ ათას ვირთხას.

 

პ.ს. ვაღიარებ, ვარ ნაციონალისტი/მიშისტში არ აგერიოთ/ ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი არის უპირველესი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გიორგი,

 

უცხოელების(არაქართველების) ჩამოსახლების მეც სასტიკად წინააღმდეგი ვარ!

 

ოღონდ, მგლის შიშით ფარის გაწყვეტაც არ ივარგებს.

ინვესტიციების მოვიზიდვის გარეშე ამჟამინდელი ეკონომიკური მგდომარეობის დაძლევა შეუძლებელია, ამის გარეშე ვერ განვითარდებით.

 

ოღონდ, ინვესტორების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება სახელწიფომ უნდა გააკონტროლოს. რისი იმედიც მაქვს.

Link to post
Share on other sites

ვერ გააკონტროლებენ დავით, საშინელ სიტუაციში ჩავარდებით.

 

არ ვარ "პანიკიორი", რეალურად ვაფასებ სიტუაციას.

 

ის 125 000 ერთ წელში გახდება ნახევარი მილიონი.

 

არ მასწავლოთ ჩინელები, გაგვაყვითლებენ.

 

SF-ში, /სანფარანცისკოში/ 63% პროცენტი, უძრავი ქონების პატრონი ჩინელია.

 

კითხულობენ, ჩინელებმა რომ ომი დაიწყონ, რა მოხდებაო???

 

კაი ხანია დაწყებული აქვთ ეგ "ომი", დაიბყრობენ მთელ მსოფლიოს.

 

აჰა, აშშ ეძახე, ყველაფერი ჩინურია რაც იყიდება, ქუჩაში კიდევ, ტარაკანებივით მომრავლდნენ.

 

10 წლის წინ არ იყო ასეთი მდგომარეობა, ჩამოათესლეს ყველა, ვისაც იცნობდნენ, შეკრებები აქვთ, ეხმარებიან ერთმანეთს.

 

გამრავლდნენ ხოჭოებივით, ჭიანჭველები არიან.

 

ვერცერთს ვერ ნახავ მშენებლობაზე, ან ფიზიკურად რომ შრომობდეს, მხოლოდ ვაჭრობა, ყიდვა და გაყიდვა, მეცნიერებაში გაქაჩეს მაგრა.

 

ერთ ოთახში ცხოვრობს 20 სული, ყველას აქვს საკუთარი ბინა, რომლებიც გაქირავებული აქვთ.

 

აუ, არ იცით რა საშინელებასთან გვაქვს საქმე.

 

სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ეგ კონტრაქტი.

Link to post
Share on other sites

მაო ძე დუნს რომ კითხეს თუ რა ეშველებათ ასეთი შობადობისას მოსახლეობას,მან უპასუხა...მდინარე რომ ადიდდება თვიოთონ იპოვნის გასასვლელსო.სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს ეპიდემია არის ეს და ვერაფერს ვერ იზავ...ელჩმა რაც დაწერა იგივე სიტუაცია არის აქაც...

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ეს პროექტი სადმე ფურცელზე წერია? და შეიძლება მისი წაკითხვა? წერია რა მე შიგ იმენნა ჩინელების გადმოსახლებაზე?და ერთი ვერ გავიგე კიდევ ეს პროექტი ახალი თუ ძველი მთავრობის გაკეთებულია?

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...