Jump to content
Club-Monadire.Ge

თბილისის ზღვა


Recommended Posts

თბილისის ზღვა

 

194aae74cc96.jpg

 

თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ვიწრო. სიგრძე – 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, საწვავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.

წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმია დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით - კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.

ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარების გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 164
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

პატარა ზღვა სოსო სადაც თევზაობს ხოლმე სულ გაყინულია, ეს დღეებია სულ იქით მიწევს სიარული, ლამაზი სანახაობაა, რო მოვხვდები დავასურათებ :karochera:

Link to post
Share on other sites

ჯობია ამოთხარო ორმო, ჩაყო ანკესი, 100 გრ ჩაარტყა და ისე დასურათდე :hi:

ხო აბა !!! როდის იქნება საქართველოში, თბილისის ზღვაზე კიდევ ასეთი შანსი !!!!

Link to post
Share on other sites

არა ზურა ეგეთი გაყინული არაა რომ კაცმა გაიაროს, დღეს ვიყავი გადასული მაქეთ და ცოტა გამდნარიც კია უკვე

თუ ეს ერთი კვირა ასეთივე ყინვები იქნა მანდეთ,ნაღდად შესაძლო გახდება ყინულზე გასვლა.არა და ერთი კვირის განმავლობაში ისევ ყინვებს გპირდებიან.ციმბირიდან ცივი ჰაერის ახალი მასსა მოდის...

Link to post
Share on other sites

შესაძლო გახდება ყინულზე გასვლა.

 

 

არადა საინტერესო იქნება ყინულქვეშ თევზაობა, თუ ეგრე გაიყინა ვცდი აუცილებლად, რა საწუხაროა რომ რამაზის ვერ წავიყვან, ყინული ეგრე ვერ გაიყინება მაგის წონას რომ გაუძლოს :hi: :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

სურათები გადაიღე რა თუ მოხვდე მანდეთ ამ დღეებში,ისტორიაა ბოლოს და ბოლოს !

ინფორმაციისათვის:თუ ყინულის სისქე 5 სმ-ია,მასზე 80 კილოიანი ადამიანი თავისუფლად იმოძრავებს მაგრამ არ გინდა არ გარისკო ,ისე შეიძლება ნაპირთან გასეირნება :hi:

Link to post
Share on other sites

რა საწუხაროა რომ რამაზის ვერ წავიყვან, ყინული ეგრე ვერ გაიყინება მაგის წონას რომ გაუძლოს :hi: :hi: :hi:

ვაიიიი, ჩუბინიიიი... ეგრე ხოო, ხარაშოოო... :hi:

ბიჭებო ამასწინათ ჩუბინმა სურათები დამათვალიერებინა და ისეთი გამხდარი იყო, ისეთი რო ქარიან ამინდში გარეთ არ გადიოდა ხოლმე B) :hi:

 

ზური ყინული დარჩენილია ნაპირიდან ერთი 7-8 მეტრი სიღრმისკენ, გული უკვე გამღვალი იყო დღეს მე და ვახომ ვნახეთ, ჭაჭანება არაა კაცის, მანდ გადასვლა 99% სიკვდილია, არ ღირს რისკად ბიჭებო... :hi:

Link to post
Share on other sites

ვაიიიი, ჩუბინიიიი... ეგრე ხოო, ხარაშოოო... :hi:

ბიჭებო ამასწინათ ჩუბინმა სურათები დამათვალიერებინა და ისეთი გამხდარი იყო, ისეთი რო ქარიან ამინდში გარეთ არ გადიოდა ხოლმე :hi: :hi:

 

ზური ყინული დარჩენილია ნაპირიდან ერთი 7-8 მეტრი სიღრმისკენ, გული უკვე გამღვალი იყო დღეს მე და ვახომ ვნახეთ, ჭაჭანება არაა კაცის, მანდ გადასვლა 99% სიკვდილია, არ ღირს რისკად ბიჭებო... :hi:

გარისკეთ თქო მაგას როგორ გეტყვი ძმა,არავითარ შემთხვევაში,ისეა საინტერესო და უჩვეულო.რა მახსოვს იცით,ბავშვობაში ჩვენთან ჭიათურაში ღია ბასეინი იყო კარგა დიდი,თითქმის 50 მეტრზე მეტი იქნებოდა,ერთხელ ისე გაიყინა შიგ წყალი რომ ბავშვები თითქმის ორი კვირა ხოკეის ვთამაშობდით,ყინულის სისქე კი 15 სმ-დე იყო.. :hi:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მეც დამაინტერესა, გაყინულიაო იძახდნენ. სათევზაოდ არ გამოდგება. ნაპირთან კი არის ცოტა ძლიერი მაგრამ საშიშია. მაგას ჯობია გლდანისტბაზე ასვლა. ყოველ ზამთარს იყინება. ეგ კი არა ციგურებით სრიალებდნენ ამ ზამთარს :haha: :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

f67dfe7758a1.jpg

 

თბილისის ზღვის კალმახი.

 

ფოტო მეზობელი ფორუმიდან, ბატონი სოსოს(soso-ამ თემის ავტორი) მიერ დადებული.

Link to post
Share on other sites

კარგი იქნება თუ ყველა ასეთი თემის დასაწყისში მობინადრე თევზის სახეობების ჩამონათვალსაც გააკეთებთ(ჩასწორებით) მეთევზეებო. :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

დღეს თბილისის ზღვაზე დათო ნადირაშვილმა დაიჭირა მართლა სერიოზული ეგზემპლიარი! საღოოლ!

 

post-8-0-05079300-1339968948_thumb.jpg

 

post-8-0-36448100-1339968964_thumb.jpg

 

არც სოსო 049 იყო უსაქმოდ :)

 

post-8-0-61696200-1339968938_thumb.jpg

 

ამ ბურვაკთან სიამოვნებით გადავიღეთ სურათი

 

post-8-0-10858700-1339968974_thumb.jpg

 

ესეიგი რა გამოდის: - თბილისის ზღვა ერთ-ერთი სერიოზული ადგილია სადაც თევზი იჭირება!

Link to post
Share on other sites

მაგარი კობრია,მიხარია რო ჯერ კიდევ შემორჩა ასეთი ეგზემპლარები,იმედია უფრო მოიმატებს სხვა წყალსატევებშიც,საღოლ!!!!

Link to post
Share on other sites

დათო ნადირაშვილი ერთი ვიცოდი აქამდე, ჩემი სიძეა, ორ მეტრიანი კაცია.

მეორეს კიდევ ეხლა გავეცანი ფოტოს საშუალებით.

 

რამხელა კობრი დაუჭერია ეეეე :scratchchin:

 

თბილისის ზღვას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, კალმახით უნდა გადაიძეძგოს იქაურობა. :old:

Link to post
Share on other sites

ამ კობრებს რითი იჯერენ და დაახლოებით რომელი ადილია ძმებო?ჰა? :to_keep:

 

პაატა,

 

დიდი და პატარა ზღვების შეერთების ადგილთან ახლოს, დიდ ზღვაში.

Link to post
Share on other sites

ესეც თბილისის ზღვის კალმახები(შარშანდელი). ერთი ბრწყინვალე ადამიანის დახმარებით მოვიპოვე ეს ფოტოები, რომელსაც აქ ყველა ვიცნობთ. :)

 

85d5b9602dc7.jpg

 

31f5fbda7a41.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...