soso 1 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 თბილისის ზღვა თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ვიწრო. სიგრძე – 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, საწვავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით. წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმია დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით - კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარების გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 გაყინულაოოოო, აბა თბილისელებო გათხარეთ ლუნკები და ჩაუხსედით ცოცხალ წყალთან ერთად ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 http://www.news.ge/ge/news/story/3232-tbilisis-zgva-varketilis-mxares-gaiyina ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 პატარა ზღვა სოსო სადაც თევზაობს ხოლმე სულ გაყინულია, ეს დღეებია სულ იქით მიწევს სიარული, ლამაზი სანახაობაა, რო მოვხვდები დავასურათებ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 აბა რას შვრებით,არ თევზაობთ ყინულქვეშ ?!!!!რავარი ამინდი გაქვთ !!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 რო მოვხვდები დავასურათებ ჯობია ამოთხარო ორმო, ჩაყო ანკესი, 100 გრ ჩაარტყა და ისე დასურათდე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 ჯობია ამოთხარო ორმო, ჩაყო ანკესი, 100 გრ ჩაარტყა და ისე დასურათდე ხო აბა !!! როდის იქნება საქართველოში, თბილისის ზღვაზე კიდევ ასეთი შანსი !!!! ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 არა ზურა ეგეთი გაყინული არაა რომ კაცმა გაიაროს, დღეს ვიყავი გადასული მაქეთ და ცოტა გამდნარიც კია უკვე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 არა ზურა ეგეთი გაყინული არაა რომ კაცმა გაიაროს, დღეს ვიყავი გადასული მაქეთ და ცოტა გამდნარიც კია უკვე თუ ეს ერთი კვირა ასეთივე ყინვები იქნა მანდეთ,ნაღდად შესაძლო გახდება ყინულზე გასვლა.არა და ერთი კვირის განმავლობაში ისევ ყინვებს გპირდებიან.ციმბირიდან ცივი ჰაერის ახალი მასსა მოდის... ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 შესაძლო გახდება ყინულზე გასვლა. არადა საინტერესო იქნება ყინულქვეშ თევზაობა, თუ ეგრე გაიყინა ვცდი აუცილებლად, რა საწუხაროა რომ რამაზის ვერ წავიყვან, ყინული ეგრე ვერ გაიყინება მაგის წონას რომ გაუძლოს :hi: ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 სურათები გადაიღე რა თუ მოხვდე მანდეთ ამ დღეებში,ისტორიაა ბოლოს და ბოლოს ! ინფორმაციისათვის:თუ ყინულის სისქე 5 სმ-ია,მასზე 80 კილოიანი ადამიანი თავისუფლად იმოძრავებს მაგრამ არ გინდა არ გარისკო ,ისე შეიძლება ნაპირთან გასეირნება ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 რა საწუხაროა რომ რამაზის ვერ წავიყვან, ყინული ეგრე ვერ გაიყინება მაგის წონას რომ გაუძლოს :hi: ვაიიიი, ჩუბინიიიი... ეგრე ხოო, ხარაშოოო... ბიჭებო ამასწინათ ჩუბინმა სურათები დამათვალიერებინა და ისეთი გამხდარი იყო, ისეთი რო ქარიან ამინდში გარეთ არ გადიოდა ხოლმე B) ზური ყინული დარჩენილია ნაპირიდან ერთი 7-8 მეტრი სიღრმისკენ, გული უკვე გამღვალი იყო დღეს მე და ვახომ ვნახეთ, ჭაჭანება არაა კაცის, მანდ გადასვლა 99% სიკვდილია, არ ღირს რისკად ბიჭებო... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 9, 2012 Report Share Posted February 9, 2012 ვაიიიი, ჩუბინიიიი... ეგრე ხოო, ხარაშოოო... ბიჭებო ამასწინათ ჩუბინმა სურათები დამათვალიერებინა და ისეთი გამხდარი იყო, ისეთი რო ქარიან ამინდში გარეთ არ გადიოდა ხოლმე :hi: ზური ყინული დარჩენილია ნაპირიდან ერთი 7-8 მეტრი სიღრმისკენ, გული უკვე გამღვალი იყო დღეს მე და ვახომ ვნახეთ, ჭაჭანება არაა კაცის, მანდ გადასვლა 99% სიკვდილია, არ ღირს რისკად ბიჭებო... გარისკეთ თქო მაგას როგორ გეტყვი ძმა,არავითარ შემთხვევაში,ისეა საინტერესო და უჩვეულო.რა მახსოვს იცით,ბავშვობაში ჩვენთან ჭიათურაში ღია ბასეინი იყო კარგა დიდი,თითქმის 50 მეტრზე მეტი იქნებოდა,ერთხელ ისე გაიყინა შიგ წყალი რომ ბავშვები თითქმის ორი კვირა ხოკეის ვთამაშობდით,ყინულის სისქე კი 15 სმ-დე იყო.. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 28, 2012 Report Share Posted April 28, 2012 მეც დამაინტერესა, გაყინულიაო იძახდნენ. სათევზაოდ არ გამოდგება. ნაპირთან კი არის ცოტა ძლიერი მაგრამ საშიშია. მაგას ჯობია გლდანისტბაზე ასვლა. ყოველ ზამთარს იყინება. ეგ კი არა ციგურებით სრიალებდნენ ამ ზამთარს :haha: :haha: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 8, 2012 Report Share Posted May 8, 2012 თბილისის ზღვის კალმახი. ფოტო მეზობელი ფორუმიდან, ბატონი სოსოს(soso-ამ თემის ავტორი) მიერ დადებული. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 9, 2012 Report Share Posted May 9, 2012 კარგი იქნება თუ ყველა ასეთი თემის დასაწყისში მობინადრე თევზის სახეობების ჩამონათვალსაც გააკეთებთ(ჩასწორებით) მეთევზეებო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 17, 2012 Report Share Posted June 17, 2012 დღეს თბილისის ზღვაზე დათო ნადირაშვილმა დაიჭირა მართლა სერიოზული ეგზემპლიარი! საღოოლ! არც სოსო 049 იყო უსაქმოდ ამ ბურვაკთან სიამოვნებით გადავიღეთ სურათი ესეიგი რა გამოდის: - თბილისის ზღვა ერთ-ერთი სერიოზული ადგილია სადაც თევზი იჭირება! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 მაგარი კობრია,მიხარია რო ჯერ კიდევ შემორჩა ასეთი ეგზემპლარები,იმედია უფრო მოიმატებს სხვა წყალსატევებშიც,საღოლ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ქევხო ნამდვილად ასე გამოდის ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 დათო ნადირაშვილი ერთი ვიცოდი აქამდე, ჩემი სიძეა, ორ მეტრიანი კაცია. მეორეს კიდევ ეხლა გავეცანი ფოტოს საშუალებით. რამხელა კობრი დაუჭერია ეეეე თბილისის ზღვას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, კალმახით უნდა გადაიძეძგოს იქაურობა. ციტირება Link to post Share on other sites
sos049 0 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 მოკლედ,დათო ნადირაშვილის თევზი,რეალობაში 12,400კგ აღმოჩნდა(აურია ჩემმა სასწორმა :( ) ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ამ კობრებს რითი იჯერენ და დაახლოებით რომელი ადილია ძმებო?ჰა? ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ამ კობრებს რითი იჯერენ და დაახლოებით რომელი ადილია ძმებო?ჰა? პაატა, დიდი და პატარა ზღვების შეერთების ადგილთან ახლოს, დიდ ზღვაში. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ესეც თბილისის ზღვის კალმახები(შარშანდელი). ერთი ბრწყინვალე ადამიანის დახმარებით მოვიპოვე ეს ფოტოები, რომელსაც აქ ყველა ვიცნობთ. ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 გაიხარე დავით,მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.