Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

სუფსა

 

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში, სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთან, ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ წყალწმინდასთან. სიგრძე 108 კილომეტრი, აუზის ფართობი 1130 კვ.კმ. მთავარი შენაკადებია გუბაზეული, ბახვისწყალი, ბარამიძისწყალი, შუთი. სუფსა ერთადერთი მდინარეა, რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება. გურიის ქედით გამოყოფილია მდინარე რიონის ხეობისაგან, ხოლო ნასაკირალის სერით მდინარე ნატანების ხეობისაგან. სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური. შავ ზღვას ერთვის სოფელ წყალწმინდასთან.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

სალამი მონადირელებო.

კითხვა მაქვს თქვენთან, ვიცი რომ ბევრია თქვენში ლიხს იქიდან :) გურულებიც არ უნდა იყვნენ აქ ცოტანი:)

ხოდა ოზურგეთში მივდივარ ამ შაბათ-კვირას, ამინდები უწევს ძალიან თბილი. ვიფიქრე სუფსაზე ჩავალ და მოვცდი ფიდერსთქო...

მაგრამ არ მაქვს არაქნაირი ინფორმაცია. წლის ამ დროს თუ აქტიურობს მანდ თევზი. ან რა თევზი შეიძლება ეხლა აქტიურობდეს...

დაახლოებით სუფსა - ბახვის წყალის შენკადთან მომიწევს ყოფნა, ძიმითში.

Link to post
Share on other sites

ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ მაგ მიდამოებში გაზრდილი ვარ და ვიცი რომ ზამთარში კოლხურ ტობზე თევზაობენ. როგორც მოსაქნევი ბადით, ასევე წითელ ჭიაზე ანკესით.

Link to post
Share on other sites

იმედის მომცემი ინფორმაციაა ილუშა. წვერაზე ხომ ვერაფერს ვიტყვით? ზაფხულში დამიჭერია მანდ წვერა, წვრილი ღორჯოც ბევრია, მაგრამ იმედი მაქვს ეხლა არ შემიშლის ღორჯო ხელს.. რადგან ზამთარში ტობი მოდის წითელ ჭიაზე, ე.ი. წვერაც უნდა მოდიოდეს...

Edited by GigaG
Link to post
Share on other sites

იმედის მომცემი ინფორმაციაა ილუშა. წვერაზე ხომ ვერაფერს ვიტყვით? ზაფხულში დამიჭერია მანდ წვერა, წვრილი ღორჯოც ბევრია, მაგრამ იმედი მაქვს ეხლა არ შემიშლის ღორჯო ხელს.. რადგან ზამთარში ტობი მოდის წითელ ჭიაზე, ე.ი. წვერაც უნდა მოდიოდეს...

 

გიგა, გთხოვ ფოტოებიც წამოგვიღო. გვიამბე შემდეგ სუფსაზე ფიდერით თევზაობის პროცესზე და შედეგებზეც.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

გიგა, გთხოვ ფოტოებიც წამოგვიღო. გვიამბე შემდეგ სუფსაზე ფიდერით თევზაობის პროცესზე და შედეგებზეც.

 

:hi:

 

რათმქაუნდა დათო, თუ რაიმე სასიკეთო მოხდა აუცილებლად გაგაგებინებთ. ფოტოებს ხომ გადავიღებ და გადავიღებ :)

Link to post
Share on other sites

გიგა,ტობი მაგრად გვყავს ნაჭერი ყვირილაზე ადრე გაზაფხულზე მე და პესკატორეს .გურიაში ამ დროს ყოველთვის უფრო თბილა ვიდრე ზემო იმერეთში და შესაბამისად თევზი უკეთესად უნდა მოვიდეს.ჩვენ ძირითადად ნაკელის წვრილ ჭიაზე ვიჭერდით ხოლმე,მაგრამ თუ არ დაიზარებ და წყალში ქვის ქვეშ მობინადრე ღორტავებს და სხვა და სხვა ჭიაღუებს მოაგროვებ შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.ბუზის მატლი წაიღე აუცილებლად თუ იშოვი ,არ ვიცი თუ ყიდიან მას ამ დროს.ერთი სიტყვით ველით შედეგებს და ფოტორეპორტაჟს ! :hi:

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...