Beginner Fisher 0 Posted July 6, 2014 Report Share Posted July 6, 2014 გამარჯობათ, ქაშაპზე (fly fishing)- ით თევზაობა მინდა. ხომ ვერ დამეხმარებით სასარგებლო რჩევებით? წინასწარ გმადლობთ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2014 Report Share Posted July 7, 2014 კეთილი იყოს შენი ფეხი მეგობარო. ნიკ ადამსი გვყავს ფორუმელი(წინა გვერდებზე ნახავ მის პოსტებს) და მას მისწერე პირადში. გამარჯობათ, ქაშაპზე (fly fishing)- ით თევზაობა მინდა. ხომ ვერ დამეხმარებით სასარგებლო რჩევებით? წინასწარ გმადლობთ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2014 Report Share Posted July 7, 2014 დღეს დილით წვიმაში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2014 Report Share Posted July 7, 2014 გაგანია სეზონია შოლტით სათევზაოდ. ბიჭები ორაგულზე მიდიან იმ კვირაში(აქ მხოლოდ შოლტითაა ორაგულზე ნებადართული). ციტირება Link to post Share on other sites
შოთა ჯოხაძე 0 Posted March 20, 2015 Report Share Posted March 20, 2015 სალამი მეგობრებო, შემთხვევით ვნახე ეს განყოფილება, ვიცოდი რატომღაც რომ ამ ფორუმზე არ იყო ამ სტილზე ლაპარაკი, კარგია რომ არის ! თუმცა წინა წლის ზაფხულიდან არ განახლებულა :( მე შევეცდები უპასუხოდ არ დავტოვო თქვენი კითხვები და ყველას მივესალმები ვისაც ამ სტილის ინტერესი აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 7, 2015 Author Report Share Posted April 7, 2015 FlyFishing GeorgiaCaucasu ბატონო შოთა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი!!! გაგვანათლე! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 7, 2015 Report Share Posted April 7, 2015 (edited) FlyFishing GeorgiaCaucasu პირველ რიგში მოგესალმები!ამ ბოლოს დაგიმეგობრე და მინდოდა ამ კითხვის დასმა ფბ-ზე და ბარემ აქ შეგეკითხები..დიდიხანია ვაკვირდები და მინდა მოვსინჯო ამ სტილით თევზაობა,სათევზაო ობიექტები ქაშაპი და კალმახია და დასაწყისად მინდა რამე საშუალობიუჯეტიანი აღჭურვილობა შევიძინო და როგორც გამოცდილ მეთევზეს მინდა შენი რჩევა. http://www.ebay.it/itm/Starter-Beginners-Fly-Fishing-Kit-Reel-Flies-Fly-Box-Line-Backing-Landing-Net-/390868748206?pt=LH_DefaultDomain_3&var=&hash=item5b0197c7ae http://www.ebay.it/itm/KIT-PESCA-A-MOSCA-CANNA-8-PIEDI-IN-CARBONIO-MULINELLO-/250748948536?pt=Pesca&hash=item3a61cd5038 ან შენ რას მირჩევ რა პარამეტრებს უნდა ექვემდებარებოდეს დილეტანტისთვის...წინასწარ მადლობა! Edited April 7, 2015 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
შოთა ჯოხაძე 0 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 (edited) FlyFishing GeorgiaCaucasu პირველ რიგში მოგესალმები!ამ ბოლოს დაგიმეგობრე და მინდოდა ამ კითხვის დასმა ფბ-ზე და ბარემ აქ შეგეკითხები..დიდიხანია ვაკვირდები და მინდა მოვსინჯო ამ სტილით თევზაობა,სათევზაო ობიექტები ქაშაპი და კალმახია და დასაწყისად მინდა რამე საშუალობიუჯეტიანი აღჭურვილობა შევიძინო და როგორც გამოცდილ მეთევზეს მინდა შენი რჩევა. http://www.ebay.it/itm/Starter-Beginners-Fly-Fishing-Kit-Reel-Flies-Fly-Box-Line-Backing-Landing-Net-/390868748206?pt=LH_DefaultDomain_3&var=&hash=item5b0197c7ae http://www.ebay.it/itm/KIT-PESCA-A-MOSCA-CANNA-8-PIEDI-IN-CARBONIO-MULINELLO-/250748948536?pt=Pesca&hash=item3a61cd5038 ან შენ რას მირჩევ რა პარამეტრებს უნდა ექვემდებარებოდეს დილეტანტისთვის...წინასწარ მადლობა! სალამი მეგობარო, შენ რაც მომწერე ეგენი არცერთი არ ვარგა, ეგ არ იყიდო. ჯოხი ყველაზე მთავარი კომპონენტია გაშოლტვით თევზაობისას, ამიტომაც არავის ვურჩევ იყიდოს მოწყობილობა გაურკვეველი წარმოების, ნუ დაიზარებთ შეისწავლოთ საინფორმაციო მატერიალები და გამოიწეროთ თქვენთვის მისაღები მწარმოებელის ნაწარმი. ჯოხის ყიდვის დროს თუ მწარმოებელი არ არის სპეციალიზირებული გაშოლტვის ჯოხების წარმოებაში, შესაძლებელია იმედგაცრუება დაგეუფლოდ, ჯოხის რეალური კლასი არ დაემთხვევა მითითებულს და დიდი პრობლემა გახდება შნურის შერჩევისას. არ არის გამორიცხული მოგიწიოთ არაერთი შნურის ყიდვა სანამ საჭიროს მიაგნებთ. რატომ ვლაპარაკობთ ამაზე ? იმიტომ რომ უამრავი მაგალითია იყო და იქნება. შესაძლოა გამოვიდეს რომ ჯოხზე გაწეული ეკონომია ზედმეტი ფულის ყრის მიზეზი გახსეს შნურის შერჩევისას, ამიტომაც თუ ხელში გაშოლტვის ჯოხი აიღეთ ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს შნურებზე. აჯობებს მწარმოებლებს დავუჯეროთ ან გამოცდილების რჩევა გავითვალისწინოდ. წინაარმდეგ შემთხევაში დასაწყისი წარუმატებელი იქნება, ამიტომაც მთავარი კომპონენტი გახადეთ ძვირიან კომპონენტად. ძვირიან კომპონენტზე როდესაც ვლაპარაკობთ მხოდველობაში კოლოსალური თანხები ნამდვილად არ მაქვს, მოგეხსენებათ არიან ასეთი მწარმოებლებიც რომლებიც უნიკალურ და საკმაოდ ძვირად ღირებულ ჯოხებს ამზადებენ. არიან ისეთი მწარმოებლებიც რომელიც პროდუქციას ქმნის მასიურ მომხმარებლებზე, ასეთ მწარმოებლებს აქვთ სისტემა კოჭის და შნურის შერჩევისა, ასეთი სისტემის შეფასება ახალბედასაც კი შეუძლია. რომელი ანკესით დავიწყოთ, რომელი კლასით, როგორი სიგრძის, ყველა ამ კითხვაზე ერთი ხელის მოსმით პასუხის გაცემა არც თუ ისე ადვილია. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით ჯოხის ძალა გაშოლტვის ჯოხების ძალა ისაზღვრება კლასებით (როგორც სპინინგებში ტეტსტები) მათი დაყოფა შემდეგნაირადაა შესაძლებელი: 0-2 ძალიან რბილი კლასი 3-4 რბილი კლასი 5-7 საშუალო კლასი 8-12 ძლიერი კლასი 13-14 ძალიან ძლიერი კლასი თითო კლასში არის სხვა და სხვა ხარისხის სიმყარე, ასევე სხვა და სხვა სიგრძისა, ასეთი აზრი იყო რომ დაწყება უფრო მარტივია 5/6 კლასის 2,7 მეტრის სიგრძის რბილი ჯოხით, შესაძლოა ეს ცნება ერთ დროს პუპულარული წიგნით იყოს გამოწვეული, (ავტორი შტაინფორდი, გამოცემულია 30 წლის წინ) სადაც მითითებული ეს პარამეტრები იყო. ჩემი აზრით არ გვაწყენდა ყურადღების მიქცევა თუ სად, რითი და რა სახეობაზე აპირებთ თევზაობას. საკუთარი გამოცდილებიდან, 4/5 ან 5/6 კლასის ჯოხი საკმაოდ ნორმალურია დასაწყისისათვის. რბილი წობის ჯოხი დაგეხმარებათ უფრო ადვილად დაეუფლოთ სროლის ტექნიკას. თუ პიროვნება აპირებს მცირე მდინარეეში თევზაობას არც თუ ისე დიდი ზომის თევზებზე, მცირე თევზი სათანადოთ ვერ მოღუნავს თქვენს აკნესს, ამ შემთხვევაში თევზის გამოყვანის დროს მეთევზის ემოციაზე ზედმეტია ლაპარაკი. სხვა მომენტია როდესაც აპირებთ ქარიყლაპიას დაჭერას, ამისათვის საჭიროა მოზრდილი ზომის სატყუარა და 5 კლასის ჯოხი არ გამოგადგებათ, ამისათვის არ არის რეკომენდირებული 7/8- კლასზე ნაკლების გამოყენება. თუ თქვენ ცხოვრობთ ზღვის სანაპიროზე სადაც დიდი მტაცებელი თევზებია, 5 კლასზე ფიქრის კი გამორიცხულია. ჯოხის არჩევის დროს უნდა გვახსოვდეს ასეთი ნიუანსი: რაც მეტია ჯოხის კლასი მით მოზრდილი სატყუარას გამოყენება შეიძლება, ამიტომაც დამწყებებს ურჩევენ ხოლმე 5/6 კლასის ჯოხს, ამ კლასით შესაძლებელია მშრალი სატყუარითაც თევზაობა ქაშაპზე და ნაფოტაზე და ვარჯიში სატყუარის წაღება-გამოკვრის პროცესისა, ნიმფაზეც შესაძლებელია თევზაობა, ასევე არც თუ ისე დიდი ზომის სტრიმერის გამოყენება ქარიაყლაპიაზე ან ქორჭილაზე თევზაობისთვის. ჯოხის წყობა ბევრი ადამიანი ვიცი ვინც რბილი წყობის ჯოხით დაიწყო თევზაობა და შემდეგ გადავიდნენ სწრაფი წყობის ჯოხებზე და აღწევდნენ მათთვის მეტად მისაღებ რეზულტატს. არიან ისეთებიც რომლებიც პირიქით იქცეოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აღწევდნენ მისაღებ რეზულტატს, მრჩეველთა ერთი ნაწილი დამწყებს ურჩევს რბილი წყობის ჯოხს, მეორე ნაწილი სწრაფი წყობის ჯოხს, მე მივემხრობი მათ ვინც თვლის რომ დასაწყისისთვის არ არის რეკომენდირებული სწრაფი ჯოხის გამოყენება, ეს რჩევა მათთვისაა ვინც იწყებს 5/6 კლასით. ასეთი ჯოხი გამოგიმუშავებთ სროლის დროს რითმის გრძნობას, დამწყებების უმეტესობა სროლის დროს არ აკეთებენ პაუზას შნურის მოტრიალების დროს და თავიდანვე ვერ ხვდებიან შნურის მიერ ჯოხის მოღუნვის პროცესს. თუ სათანადო დროს დავუთმობთ რა თქმა უნდა 1 კვირაშიც შესაძლებელია დაუფლება მაგრამ დამწყებების უმეტესობა უკვე თევზაობის დროს უელება სროლის ტექნიკას. სწრაფი წყობის ჯოხი ნაკლებად დაეხმარება დამწყებს პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გამოიხატება იმაში რომ დამწყები მშრალი სატყუარათი იწყებს წყლის ზედაპირზე თევზაობას და რბილი ჯოხები უფრო აკურატულად და ხმაურის გარეშე მოატრიალებს შნურს, ასევე რაღაც რაღაც შეცდომებსაც პატიობს, სხვა საკითხია თუ თევზი დიდია და სატყუარაც მოზრდილი ზომისაა, ქარიაყლაპიასთვის უფრო მისაღებია ნახევრად სწრაფი და სწრაფი წყობის ჯოხები, დიდი სატუარას გადაგდება შორ მანძილზე, ქარის დროს სწრაფი ჯოხით ბევრად ადვილია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც რომ, ჩვენი კლუბი მართავს სისტემატიურ სემინარებს, სადაც მიმდინარეობს სწავლება- დაკვირვება. ასეთ სემინარებზე ყველას თავისი აღჭურვილობა თან აქვს და საუკეთესო რჩევა ის იქნება რომ, ჯერ ვცადოთ ერთმანეთის ჯოხის სროლა, მერე უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება რომელი კლასის და წყობის ჯოხი უფრო მისაღები იქნება ჩვენთვის. სროლის ტექნიკის დაუფლება მთავარია და ამ დროს გამოცდილის რჩევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი გართულდება, მომავალში ჯერ უნდა გადავეჩვიოთ რაც ვისწავლეთ ჩვენით და შემდეგ ვისწავლოთ წესით როგორც უნდა იყოს. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ რაიმეს შეძენას სანამ არ გვეცოდინება გამოგვადგება თუ არა. ეს იგივეა ვიყიდოთ, კარპის, ტივტივას, ფიდერის და სპინინგის აღჭურვილობა და მერე დავიწყოთ ფიქრი რომელი უფრო მისაღებია. ამიტომ უმჯობესია ჯერ დავადგინოთ წინასწარ. მე ვეცდები სტატიები არ გამოვიდეს ძალიან დიდი და ამიტომაც მცირე ზომებით შემოგთავაზებთ ეტაპობრივად. კითხვების შემთხვევაში დიდი სოამოვნებით ვეცდები ამომწურავი პასუხი გაგცეთ. შოთა ჯოხაძე, GEORGIAN FLY FISHING CLUB Edited April 8, 2015 by FlyFishing GeorgiaCaucasu ციტირება Link to post Share on other sites
შოთა ჯოხაძე 0 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 (edited) კომბო უნდა ეძებო, კომბო არის მთლიანი კომპლექტი, რომელსაც მოყვება კოჭა, შნური, ბექინგი, ლიდერი და რა თქმა უნდა ჯოხიც. კარგი კომბოს საშუალო ფასია 60-100$ ეცადე ჯოხის სიგრზე იყო 9 ფუტიანი (2.95 მეტრი) ეცადე მოკლე ჯოხს ნუ იყიდი. მინიმუმ 2.7 და ჩემი აზრით ოპტიმალური 2.95 ანუ 9 ფუტი. თავიდან ჩემი აზრით რბილი წყობის უფრო გამოგადგება, ეცადე "ფასთი" ანუ ხისტი ჯოხი არ იყიდო. ეს არ ჩანს ცუდი, თუმცა მარტკო კოჭა მოყვება. არც ეც ჩანს ცუდი. ესეც ნორმალურია რაც შეეხება სატყუარებს, აი ეგ თუ მოყვება არ ვარგა, ქარხნულები არცერთი არ ვარგა, ეგ ცალკე თემაა. Edited April 8, 2015 by FlyFishing GeorgiaCaucasu ციტირება Link to post Share on other sites
შოთა ჯოხაძე 0 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 ამას თუ იყიდი ამ ფასში ამაზე მაგარი ჯოხი მე არ მინახია ! ორვისი მაგ საქმეში "პელეა" ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 pescatore ტყუილა მაქ მაგის რეზინა თუ ძუა თუ რაც არი სახლში ციტირება Link to post Share on other sites
შოთა ჯოხაძე 0 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 შნური ქვია მაგას, მარტო შნური გაქ ? მაგ შნურს უნდა ეწეროს კლასი, ანუ რომელი კლასის და მოდელის შნურია. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 FlyFishing GeorgiaCaucasu დიდი მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისთვიოს! 3 წელიწადი მედო ერთი აწყობილი ჯოხი და სხვას ვაჩუქე,ახლა მე როცა დამაინტერესა უკან ვერ ვთხოვ ,მეც მაჩუქეს თავის დროზე,არც ვიცი რა ფირის იყო,მეგონა არასდროს გამომადგებოდა.....ცოტა კი გავივარჯიშე იმით მინდორში და მგონი არც თუ ისე ძნელი უნდა იყოს. ერთი მეგობარი მყავს ვინც შოლტით თევზაობს,უფრო სწორად ყოფილი თანამშრომელი არის,ინგლისიდან იწერდა ყველაფერს.კობრსაც კი იჭერდა ბუზანკალით.ბრმად ყიდვას ნამდვილად არც კი ვაპირებდი,სპინინგთან შედარებით ბევრი ნიუანსები აქვს.ძირითადად პატარა მდინარეებზე მიწევს თევზაობა ქაშაპზე და კალმახზე.შენს ყველა რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.დიდი მადლობა! ! ციტირება Link to post Share on other sites
შოთა ჯოხაძე 0 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 FlyFishing GeorgiaCaucasu დიდი მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისთვიოს! 3 წელიწადი მედო ერთი აწყობილი ჯოხი და სხვას ვაჩუქე,ახლა მე როცა დამაინტერესა უკან ვერ ვთხოვ ,მეც მაჩუქეს თავის დროზე,არც ვიცი რა ფირის იყო,მეგონა არასდროს გამომადგებოდა.....ცოტა კი გავივარჯიშე იმით მინდორში და მგონი არც თუ ისე ძნელი უნდა იყოს. ერთი მეგობარი მყავს ვინც შოლტით თევზაობს,უფრო სწორად ყოფილი თანამშრომელი არის,ინგლისიდან იწერდა ყველაფერს.კობრსაც კი იჭერდა ბუზანკალით.ბრმად ყიდვას ნამდვილად არც კი ვაპირებდი,სპინინგთან შედარებით ბევრი ნიუანსები აქვს.ძირითადად პატარა მდინარეებზე მიწევს თევზაობა ქაშაპზე და კალმახზე.შენს ყველა რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.დიდი მადლობა! ! მადლობა ინტერესისთვის, თანამშრომელი ? თან კარგათ იჭერდა ? არამგონია არ ვიცნობდე, იქნებ სახელიც მითხრა. თუ პატარა მდინარეებზე თევზაობ მაშინ 4 კლასს გირჩევდი. 9 ფუტიანს, მთავარია კარგი ჯოხი იყოს რომ შენი თევზაობის დროს მიღებული სიამოვნება 20-30% გაიზარდოს. კარგი ჯოხი კარგი მიზანია, სადაც უმიზრებ იქ მოგყვება რაც თევზაობაში დამეთანხმები მნიშვნელოვანია. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 FlyFishing GeorgiaCaucasu არ გეცოდინება,იტალიელია,მეც იტალიაში ვარ უკვე 7 წელია...ეს შარშან მისი დაჭერილი ქარიყლაპია,კობრის სურათებიც მქონდა მაგრამ ვერ მოვძებნე... ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 9, 2015 Report Share Posted April 9, 2015 უფრო და უფრო ვინტერესდები ამ სტილით, რადგან ძირიტადად მდინარეებზე მიწევს თევზაობა ციტირება Link to post Share on other sites
შოთა ჯოხაძე 0 Posted April 9, 2015 Report Share Posted April 9, 2015 კარგი ნადავლია, რაც შეეხება შოლტით თევზაობას, როდესაც პირველად დავიკავე შოლტის ჯოხი მას მერე სხვა არაფერზე მითევზაოვია. ისე ვთევზაობ 6-7 წლიდან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 20, 2015 Report Share Posted June 20, 2015 გუშინ მეგობარს გავყევი ანკესის შესაძენად. ორაგულზე მიდის ივლისში(შოლტით აუცილებლად). გამაგიჟეს ფასებმა. სენტ კრუა-ზე იყო ჩამოფასება და ტკიცა 250$. ცალკე შნური და კოჭი. 1000$-იანი ჯოხებიც ვნახეთ. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted June 21, 2015 Report Share Posted June 21, 2015 სერიოზული "სეილ" ყოფილა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 21, 2015 Report Share Posted June 21, 2015 ვააა ვახო, თურმე თქვენთან კანადაში იყიდება "ჰოლანდის სპინინგი" და "პერდეს"კატუშკა! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 21, 2015 Report Share Posted June 21, 2015 Gurulo ეგენი ძამა კაპიტალისტები არიენ, ბავშვებს ჭამენ და კიდო ათას ოხრობას შობიან, არ გოუჭირდებათ მაგფერი რამეების ყიდვა. თქვენ იდარდეთ, თქვე გაჭირვებულებო, თხილის და ბამბუკის ჯოხით, ზოგჯერ თოხით რომ თევზაობთ ისევ, თვარა მაგენი ისე არიან მიჩვეული წუწუნს, როგორც გურული გლეხი წყალწყალა ადესას.. :d030: გურული იძახის არ მათრობს ადესაო და ამ დროს პატრონს ვერ სცნობს სუფრის ბოლოში. :d030: მასეა მაგათი საქმეც, არ მეეშვებიან, მაინც იყიდიან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 21, 2015 Report Share Posted June 21, 2015 კაია ცხოვრება, თუმცა კარგად ცხოვრება უკეთესია!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 24, 2015 Report Share Posted June 24, 2015 მეგობრის ახლადშენაძენი ბათინკები ორაგულზე გასვლის წინ. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 BROWNING სულ მინდოდა მეკითხა :D თემას არ შეესაბამება მარა მაინც აი ჩინური ნაგავი მანდაც იყიდება _??? ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 BROWNING სულ მინდოდა მეკითხა :D თემას არ შეესაბამება მარა მაინც აი ჩინური ნაგავი მანდაც იყიდება _??? გგონია იქამდე ვერ ჩაახწევენ)? :d030: მაგარი ბოტია,სიმსია ხო მგონი? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.