Jump to content
Club-Monadire.Ge

შოლტით თევზაობა (fly fishing)


Recommended Posts

მეგობარმა იყიდა St. Croix-ს სამმეტრიანი ჯოხი, ნომერი ხუთი(შოლტით და კოჭით). უმაგრესი რამე იყო.

 

http://www.stcroixrods.com/category/fly_fishing

post-3-0-96238400-1361499112_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • Replies 203
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მეგობრის ახალი შენაძენები. 123.jfif 124.jfif 125.jfif 126.jfif 127.jfif

Posted Images

გამარჯობა

მოკლედ ძალიან დავინტერესდი თევზაობის ამ მეთოდით. ბევრი ვათვალიერე სხვადასხვა სტატიები, ვიდეოები , აღჯურვილობაც შევიძინე, ზუსდად 2 საათის წინ მივიღე ამანათი და ახლა ვზივარ და ვაწყობ,ვეფერები და უზომოდ კმაყოფილი ვარ და აქვე კითხვა გამიჩდა და იმედი მაქვს თქვენგან პასუხს მივირებ.

რამდენადაც წავიკითხე და ვნახე, ყველა ახალ ადგილას მეთევზეს (მოყვარულზე მაქვს საუბარი) ხშირად უწევს სატყუარას-იმიტაციის შეცვლა სანამ საჭირო სატყუარას არ მიაგნებს რომელიც იმ ადგილს ზუსტად მიესადაგება თევზის ინტერესებიდან გამომდინარე. მე პირადად სურვილი მაქვს,დასაწყისისთვის ყოველ შემთხვევაში,ჩეხური სტილით დავიწყო. და ასეთ მონტაჟს ვაპირებ. კარაბინების გამოყენებით, რომ სატყუარას შეცვლა სწრაფად და ადვილად მოვახდინო და + აქვე არ მომხდეს სატარებლის დამოკლება ყოველ სატყუარას ჩაბმისას. მინდა გავიგო თქვენი აზრი და რჩევა ამ იდეასთან დაკავშირებით.

 

2120abdfb006.jpg

Link to post
Share on other sites

picvaso

 

გამარჯობა. :hi:

 

სიმართლე გითხრათ, მაგ მონტაჟით თევზაობა არ არის ადვილი.

მოითხოვს პროფესიონალიზმს, თავად დაფიქრდით, მაგის გასროლა ისე, რომ სამივე სატყუარა არ გადაიხლართოს ერთმანეთში, დამეთანხმებით რომ ბევრ ვარჯიშს და დროს მოითხოვს, რათა აითვისოს დამწყებმა.

 

შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება.

წარმატებებს გისურვებთ.

 

მოგვაწოდეთ მომავალში თქვენი გამოცდილება, ინტერესით გავეცნობით.

Link to post
Share on other sites

picvaso

გამარჯობა picvaso !

 

ეგეთი მონტაჟი ცოტაოდენ უხეშად მეჩვენება,განსაკუთრებით კარაბინები.რით უფრო ნაკლები ლითონის ელემენტებია მონტაჟში მით უფრო მიმზიდველია იგი თევზისათვის......

Link to post
Share on other sites

მე არსად არ მინახავს ერთზე მეტი სატყუარით რომ თევზაობდეს შოლტით ვინმე...მაგით რეალურთან ახლო იმიტაციას ვერ შექმნი.თუ ვინმე იყენებს მასეთ კომბინაციას,ესეიგი მშიერი თევზით გაჭედილ წყალსაცავებში თევზაობენ...

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ელჩი

კი ნამდვილად, დამწყებისთვის მარტო შნურის გაქნევაც ძნელია და აქ+ კიდევ 3 კაუჭი ლითონის ელემენტებით ნამდვილად რთული საქმეა. იესე ერთმანეთში გადახლართვის შანსი საკმაოდ მცირიე, რადგან კაუჭები მაგრდება მაქსიმუმ 10სმ სიგრძის სატარებელზე და ერტმანეთისგან თიქმის 50სმ-ით არიან დაშორებულნი, ეს უხეში სქემა იყო,უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა. salamandra ვეთანხმები, ძალიან უხეშია და არასწორი ამ მეთოდში და კიდევ ბევრ სხვა მეტოდებშიც. მოკლედ კარაბინები გამოვრიცხე და გადავწყვიტე ავაწყო ჩვეულებრივი 1 კაუჯიანი ლიდერი.

 

pescatore

კი თევზაობენ 1-ზე მეტი სატყუარით. აქ მთავარია წონები გათვალო სწორად. პირველი სატყუარა რომელიც სულ წინ იქნება, უნდა იყოს ყველაზე მძიმე და ბოლო რომელიც სულ ზევით (ჩვენთან ახლოს) ყველაზე მსუბუქი-მოტივტივე.ეს გამომდინარეობს იქიდან რომ, მწერები (რომლებიც წყალში ვარდებიან)არ იძირებიან, ხოლო ნომFები კი წყალში ცხოვრობენ.უფრო ადვილად გასაგები რომ იკოს სკრინს დავდებ ბოლოს.ასევე იყენებემ მონტაჟის სხვა მეთოდსაც ,სადაც ლიდერის ბოლოს დამაგრებულ კაუჭზე, პრდაპირ კაუჭზე აბამენ სატარებელს და კიდევ კაუჭს,აქაც მაქსიმალური რაოდენობა 3-ია.დანიშნულება და მიზანი იგივე, ანუ მოვახდინოტ სხვადასხვა მწერების იმიტაცია განვითარების სხვადასხვა სტადიებში.

 

b92139eb4b2e.jpg

 

 

ესეც ვიდეო

 

Edited by picvaso
Link to post
Share on other sites

ეგ ყველაფერი მხოლოდ გამდინარე წყალზე შეიძლება გაკეთდეს.

 

ტბაზე შანსი არა აქვს.

 

ყურადღებით ვუყურე ვიდეოს, იგივე შემიძლია 9'-იანი სთილჰედის ჯოხითაც გავაკეთო და ვაკეთებ კიდევაც, ოღონდ აქაური კანონი არ მაძლევს უფლებას ერთზე მეტი კაუჭი მქონდეს სადავეზე./არის სახეობა, რომელზეც შემიძლია სამი კაუჭის გამოყენება, სალმონოიდებზე ვერა/

 

საერთოდ, ორნაირი ბუზანკალი კეთდება, მძირავი და ზედაპირზე მოტივტივე, აკეთებენ შუალედურსაც, ანუ ნახევრად მძირავ-მოტივტივეს.

 

 

ადრეც მაქვს ნათქვამი, გაშოლტვით თევზაობას ჰაილეველს ვეძახი, ძვირი სიამოვნებაა.

საკუთარი თვალით მაქვს ნანახი 6 000$-იანი ჯოხი, რომლის დამზადებისთვის 6 თვე დაიხარჯა შოტლანდიაში და მერე გადმოუგზავნა LOOP-მა თავისი ნაწარმის დილერს ფასდაკლებით, მის კოჭაზე აღარაფერს ვამბობ. :karochera:

Link to post
Share on other sites

ხელოვნური ბუზანკალის გასაკეტებელი დაზგა მაჩუქეს გუშინ, პატარა ნაკრებსაც მივამატებ და ჩემს სიძეს უნდა წამოვუღო, კაი ხელი აქვს, მაგარი ბუზანკალები გამოუვა წესით.

Link to post
Share on other sites

ესეც მისი პატარა სახელოსნო და მისი ნამუშევრები. მონადირეა და სხვადასხვა ბუმბული ბლომად აქვს ბუზანკალებისთვის.

post-3-0-99417100-1363985984_thumb.jpg

post-3-0-93793000-1363985987_thumb.jpg

post-3-0-51648000-1363985990_thumb.jpg

post-3-0-06271400-1363985993_thumb.jpg

post-3-0-71371400-1363985995_thumb.jpg

post-3-0-32038000-1363985998_thumb.jpg

post-3-0-90271900-1363986001_thumb.jpg

post-3-0-00373400-1363986005_thumb.jpg

post-3-0-70459700-1363986007_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

უმშვენიერესი სტრიმერები დაუმზადებია! :yes:

 

ესენი ჩვენთანაც კარგად იმუშავებს ქარიყლაპიაზე და არამარტო შოლტით, არამედ სპინინგით ბომბარდაზეც ძალიან ეფექტური იქნება.

Link to post
Share on other sites

ეს არის ყველაზე სერიოზული მაღაზია შოლტით მეთევზეებისთვის ჩემს ქალაქში. მაგარი პროფესიონალია მეპატრონე. შემოვლილი აქვს მსოფლიო შოლტით.

 

კარგი ფოტო და ვიდეო არქივი აქვთ.

 

ერთი ვიდეო მაგალითად. მაგრად ვისიამოვნე

 

http://www.laboiteamouches.ca/videos/174-videos-2.html

Link to post
Share on other sites

შევუკვეთე ერთი ქარიყლაპიასთვის. ვნახოთ რა გამოვა, მწვანე-ყვითელი იქნება.

 

 

BROWNING

 

უმშვენიერესი სტრიმერები დაუმზადებია! :yes:

 

ესენი ჩვენთანაც კარგად იმუშავებს ქარიყლაპიაზე და არამარტო შოლტით, არამედ სპინინგით ბომბარდაზეც ძალიან ეფექტური იქნება.

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ

 

მაინტერესებს თუ ამზადებს ჩვენთან, საქართველოში-თბილისში იმიტაციებს(მუშკებს) და თუ შეიძლება რომ შევუკვეთო.

მინდა მედღეურას და წითელკუდას იმიტაციები. და ასევე მინდა მსუბუქი სტრიმერი (მგონი ასე ქვია) შუკაზე (ქართულად არ ვიცი რა ქვია) სათევზაოდ. ქვევით მოოყვანილი მაგლითის მსგავსი.

 

5074b4cda228.jpg

 

cb9ac184c4ec.jpg

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ

 

მაინტერესებს თუ ამზადებს ჩვენთან, საქართველოში-თბილისში იმიტაციებს(მუშკებს) და თუ შეიძლება რომ შევუკვეთო.

მინდა მედღეურას და წითელკუდას იმიტაციები. და ასევე მინდა მსუბუქი სტრიმერი (მგონი ასე ქვია) შუკაზე (ქართულად არ ვიცი რა ქვია) სათევზაოდ. ქვევით მოოყვანილი მაგლითის მსგავსი.

 

 

 

 

ბუზანკალების შესაკვეთად ფეისბუკით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სანდროს - http://www.facebook.com/lisandro.kakhez

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

დავით რამდენად ამზადებს ერთ სატყუარას ხომ არ იცი?

პაატა,

დაელაპარაკე ფეისბუკით. ალბათ სატყუარას გააჩნია.

Link to post
Share on other sites

რამოდენიმე დღის წინ ერთმა ჩვენმა ფორუმელმა/გვარსა და სახელს არ დავასახელებ :haha: / რჩევა მკითხა, თუ რა ზომის ბუზანკალი იქნებოდა საჭირო, რათა ბლომად "თებზები დეეჭირა" :e025:

 

კი ვიცი ეგ კაცი სადაც თევზაობს და რაზეც ხარჯავს დროს, თან პატივს ვცემ და ნაჩქარევ პასუხს მოვერიდე, რადგან იმდენად არ ვარ გათვითცნობიერებული შოლტით თევზაობაში, როგორც სპინინგებში.

წავედი აქაურ სპეციალიზირებულ მაღაზიაში/BROWNING-ი ნამყოფია მანდ/, სადაც ამომწურავი პასუხი გამცა ყველა კითხვაზე, თვით მაღაზიის პატრონმა.

ვიცნობ მაგ კაცს კაი ხანია, ფრინველების ბუნტყლს და ბუმბულს ვჩუქნი ხოლმე, გადაყრა მენანება, გამოადგება ვინმეს ხელოვნური "ბუზების" დასამზადებლად.

 

გადავიკითხე ეს თემა თავიდან ბოლომდე და არსად არ სწერია, თუ როგორ ინომრება ხელოვნური ბუზანკალი.

 

მაგარი აჯაფსანდალია სპინინგის ხელოვნურ სატყუარებში, ტვინს გატკენენ.

აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ნუმერაციას უკეთებენ სხვადასხვა კომპანიები თავის ნაწარმს, ვერ გაარჩევ და ვერ დაადგენ ვისი რაშია.

ადრე ძუების კლასიფიკაციაზე მინდოდა ჩამომეწერა თითქმის ყველაფერი.

მანდაც იგივე "დონხალიზაციაა", ანუ აურიე-ზაურიეა.

არ ემთხვევა ერთმანეთს ძუის დიამეტრები და მათი მახასიათებლები.

შანსი არ არის, ვერ გაფილტრავ და მოათავსებ ცხრილში.

 

"მათრახიანებს", ბოდიში მეშოლტეებს :e025: , კარგად ჰქონიათ საქმე "თელ სოფლიოში".

საერთაშორისო სტანდარტი აქვთ დადგენილი და კაი ბიჭია ვინმე "გამოაგდოს" რაიმე შეუფერებელი მარკეტზე.

ნუ, ვინც გარტყმაში არ არის იყიდის, ვინც აზრზეა "დააპაშოლებს".

ეგრე იყო, ეგრე არის და ეგრე იქნება.

ადრეც მაქვს ნათქვამი, ჰაილეველია თევზაობაშითქო, ანუ ელიტარული სტილია.

 

ბევრს აღარ გავაგრძელებ, ასეთი რამ ხდება.

იწყება N2-დან, რომელიც ყველაზე დიდია და მთავრდება N28-ით, რომელიც "ლუპით" უნდა დაინახო. :d030:

ინომრება ლუწობით, ანუ:2-4-6-8-10 და ა.შ 28-მდე.

ჩვენს პირობებში, ყველაზე უკეთესი ვარიანტებია: 10-დან 20-მდე.

 

 

ეს ყველაფერი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ დარჩა კიდევ მანდ თევზი მდინარეში. :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...