duta 0 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 76-ლარი მაინც დამიჯდება გაფორმება ხო მგონი მეც ეგრე დამიჯდა მეორე თოფის გაფორმება . ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 ქუთათური აჰა და დაიანგარიშე შენი ვარიანტი იარაღის რეგისტრაცია ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 გაფორმება ჯდება 65 ლარი და პლიუს ყველა ქვითარზე 1 ლარი ბანკის მომსახურების,ანუ ჯამში 69 ლარი ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 მადლობა ბიჭებო გაიხარეთ !! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 ბევრი არ დაიჯერებს რასაც დავწერ. მოქალაქე, რომ ვიყვე, მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო და იყიდე რამდენიც გინდა. არავითარი საბუთი არ არის შენახვა-გადატანაზე, იგივე კანონია მწვანე ბარათის მფლობელზე, ოღონდაც შტატს გააჩნია. პირადად მე იარაღის ყიდვისას დამჭირდა რომ მიმეტანა საბანკო ოპერაციების ბოლო სამი თვის ანგარიშები. უფრო სწორედ კომპით გავუგზავნე ინფო და ჩემს თვალწინ წაშალეს, როცა დარწმუნდნენ რომ ყველაფერი რიგზეა. თავისუფლად შემიძლია სხვისი იარაღი ვიხმარო, არავითარი საბუთი არ არის საჭირო შენახვა-ტარებისას. GARRAGE SALE-ს ეძახიან, როცა საკუთარი ეზოებიდან ჰყიდიან ათას ხარახურას, გამოაქვთ თოფებიც, გადაიხადე ნაღდი ფული და სადაც გინდა წაიღე, გინდაც გააჩუქე. MARLIN-ი 22 კალიბრით მაჩვენა ახლობელმა, თავის ოპტიკით, ასე უყიდია ეზოზე მოხუცი ქალისგან. ფასი, რომ მითხრა შევწუხდი. 50$ გადაუხდია. თოფი უმაგრეს მდგომარეობაშია. სურათები მაქვს და დავდებ შესაბამის თემაში, ეგ არის რომ დეტალები მქონდა ამოწერილი და ვეღარ ვპოულობ იმ ფურცელს. მარტო სავაზნე ღირს ეგ ფასი და ამას აჩუქეს ისე გამოვიდა. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 შტატები ცნობილი თავის ლიბერალიზმით იარაღთან დაკავშირებით, ასე რომ მაინდამაინც არ გაგვიკვირდება გიორგი. იარაღი რომ მანდ იყიდო და საქართველოში გამოაგზავნო/წამოიღო მაგის უფლება მხოლოდ მოქალაქეს აქვს ხო? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 13, 2012 Report Share Posted March 13, 2012 ჩემთვის აქედან წამოღების ან გამოგზავნის პრობლემა არ არის ვეფხვია. ჩვენი ბიუროკრატიული მანქანა ჰქმნის ბევრ პრობლემას მანდ. მამაჩემისთვის მინდოდა პომპის გამოგზავნა. ვიკითხე 2 წლის წინ ამის შესახებ და დათომ დასდო იმ პროცედურების სია, რომელიც უნდა გამევლო. თან ჯანმრთელობა აღარ უწყობს ხელს და გადავიფიქრე. ერთია, რომ შენს ნაყიდ იარაღზე თუ რამე კანონგარეშე მოხდა, გიწევს სასამართლოში სიარული და განმარტების მიცემა, თუ როგორ აღმოჩნდა იარაღი სხვის ხელში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შტატს გააჩნია. მაგალითისთვის, მყავს ახლობლები NY-ში, რომლებიც ლეგალურად იმყოფებიან აქ და აქვთ მწვანე ბარათი, მაგრამ იარაღს ოფიციალურად ვერ ყიდულობენ იმ შტატის კანონებით. ხელზე ყიდულობენ, მაგრამ სარისკოა. ბევრი დიდი არაფერი განსხვავებაა ჩემს სტატუსსა და მოქალაქეს შორის, არჩევნებში ვერ მივიღებ მონაწილეობას და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყვეს, თუ მომთხოვეს მივიღო მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად სასამართლოში, არც უარის თქმა შემიძლია და აუცილებლად უნდა დავთანხმდე ერთი თვის განმავლობაში პროცესებს დავესრო და ზოგს დახვრეტა ჩამოხრჩობით შევუცვალო, ისიც მინიმალური დადგენილი ანაზღაურებით. არ მაქვს მაგ ინფოს გავრცელების უფლება თუ ვიღებდი ან ვარ ჟიურის წევრი და ა.შ. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 13, 2012 Report Share Posted March 13, 2012 ჩემთვის აქედან წამოღების ან გამოგზავნის პრობლემა არ არის ვეფხვია. ჩვენი ბიუროკრატიული მანქანა ჰქმნის ბევრ პრობლემას მანდ. მამაჩემისთვის მინდოდა პომპის გამოგზავნა. ვიკითხე 2 წლის წინ ამის შესახებ და დათომ დასდო იმ პროცედურების სია, რომელიც უნდა გამევლო. არა რთული გიორგი აი გადახედე ჩემი ბმული მაქედან გამოგზავნაზე თუ პრობლემა არაა ანუ თუ შენ უპრობლემოდ შეგიძლია იყიდო მანდ იარაღი იმ მიზნით რომ საქართველოში აჩუქო/გადასცე ვინმეს აქ არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. ჩამოვა, განაბაჟებს და გაიფორმებს ის ვისაც გამოუგზავნი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 13, 2012 Author Report Share Posted March 13, 2012 როცა ყიდულობ უნდა გაიფორმო კიდეც. თუ საქართველოში აგზავნი, მაშინ უნდა მოხსნა აღრიცხვიდან. გამოგზავნაც არ ჯდება იაფი. დაზღვევაც ხომ გინდა.. როცა მოდიხარ, თვითმფრინავით ჩამოტანა უფრო პრაქტიკულია. ახლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ორი წლის წინ მაგრად გამაწვალეს თბილისში. განსაკუთრებით ვაზნებზე. ბოლოს სახელმწიფოსთვის მაჩუქებინეს 20 კალიბრის 150მდე ვაზნა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 13, 2012 Author Report Share Posted March 13, 2012 კერძო პირისგან თუ გაქვს ნახმარი იარაღი ნაყიდი, აუცილებელია ქვიტარი, თორემ საბაჟოს ',ექსპერტზე'' თუ მიდგა თოფის შეფასების საქმე, გარწმუნებთ, იმ იარაღის ტარების სურვილი გაგიქრებათ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 13, 2012 Report Share Posted March 13, 2012 როცა მოდიხარ, თვითმფრინავით ჩამოტანა უფრო პრაქტიკულია. ახლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ორი წლის წინ მაგრად გამაწვალეს თბილისში. განსაკუთრებით ვაზნებზე. ბოლოს სახელმწიფოსთვის მაჩუქებინეს 20 კალიბრის 150მდე ვაზნა. მიზეზი? რა მიზეზით ჩამოგართვეს? მე როგორც ვიცი იარაღთან ერთად შეგიძლია ამ იარაღის 300 ერთეული ვაზნის შემოტანაც ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 14, 2012 Author Report Share Posted March 14, 2012 აკრძალული იყო ორი წლის წინ და ახლა არ ვიცი. ის კი არა ხალხი ვნახე, პიჯები ჰქონდათ საბაჯოზე და იმათაც პრობლემებს უქმნიდნენ. მიზეზი? რა მიზეზით ჩამოგართვეს? მე როგორც ვიცი იარაღთან ერთად შეგიძლია ამ იარაღის 300 ერთეული ვაზნის შემოტანაც ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 14, 2012 Report Share Posted March 14, 2012 ხალხი ვნახე, პიჯები ჰქონდათ საბაჯოზე და იმათაც პრობლემებს უქმნიდნენ. რა სიყრუეა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 14, 2012 Author Report Share Posted March 14, 2012 ესე იგი, საბაჟოზე სამდღიანი სირბილი და სახელმწიფოს დიაგნოზს დაუსვამ რა ერთს კონტეინერში შამპანური ჩაუგდია სახლისთვის, და სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, დავიდარაბად არ უღირდა რომ გამოეტანა რა სიყრუეა ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 14, 2012 Report Share Posted March 14, 2012 ესე იგი, საბაჟოზე სამდღიანი სირბილი და სახელმწიფოს დიაგნოზს დაუსვამ რა ერთს კონტეინერში შამპანური ჩაუგდია სახლისთვის, და სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, დავიდარაბად არ უღირდა რომ გამოეტანა პ.ს შენ გაიხარე რამაზ ამ სმაილისთვის, მაგრამ ნეტავ არ გვჭირდებოდეს ამ თემაში ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 28, 2012 Author Report Share Posted March 28, 2012 დღეს გავიგე, პნევმატურზე მკაცრდება კანონმდებლობაო. რეგისტრაცია შემოდის და ჯარიმები უნებართვოდ ტარებაზე ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 28, 2012 Report Share Posted March 28, 2012 დღეს გავიგე, პნევმატურზე მკაცრდება კანონმდებლობაო. რეგისტრაცია შემოდის და ჯარიმები უნებართვოდ ტარებაზე არ არის ცუდი აზრი, არ უნდა იყიდებოდეს უნებართვოდ ან გამიჯნული უნდა იყოს სიმძლავრის მიხედვით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 12, 2012 Report Share Posted June 12, 2012 ფინეთი ფინელები ერთ-ერთი იმ ერთაგანია, ვინაც უსაზღვროდ შეყვარებულია ნადირობასა და იარაღზე. ქვეყანაში 5 მილიონზე ცოტათი მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათზე რიცხულია 2 მილიონ 400-ზე მეტი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი(!!!)_ ე.ი. ერთი ერთეული 2 ადამიანზე(მოსახლეობის რაოდენობა ხომ ჩვილი ბავშვებისა და ღრმა მოხუცების ჩათვლით ითვლება). ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით იარაღის რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ოფიციალური სტატისტიკით ფინეთში ირიცხება 660 ათასი ხრახნილლულიანი თოფი, 600 ათასი გლუვლულიანი და 250 ათასი პისტოლეტი და რევოლვერი. არმიაში 530 ათასი ცეცხლასაროლი იარაღია, ხოლო პოლიციაში კი 19 ათასი(დანარჩენი სხვადასხვა სტრუქტურების ანგარიშზეა). იარაღის ამ რაოდენობის მიუხედავად, იარაღიდან სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში: წელიწადში დაახლოებით 140 ადამიანი(ბოლო 15 წლის საშუალო მაჩვენებელი). იარაღის გაუფრთხილებელი მოპყრობით სიკვდილიანობა შეადგენს 4 ადამიანს(2006 წლის მაჩვენებელი). მსოფლიო მასშტაბით ეს ქვეყანა იარაღის წარმოებაში უმნიშვნელო წვლილით ხასიათდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ფინეთიდან იარაღი ექსპორტზე გადის ჯამში 66,5 მილიონი დოლარისა(2009 წლის მონაცემები). იმპორტი შეადგენს 26 მილიონ დოლარს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თოფის ან პისტოლეტის ყიდვისათვის ფინეთში საკმარისია იყო 15 წლის(ამ შემთხვევაში მშობლების თანხმობაა საჭირო), ხოლო 18 წლიდან შესყიდვა დამოუკიდებლადაა შესაძლებელი. იარაღის უკანონო ფლობისათვის ამ ქვეყნის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი 2 წელს შეადგენს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 12, 2012 Report Share Posted June 12, 2012 ნორვეგია ახლახანს ნორვეგიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა ტერორისტმა უდანაშაულო ბავშვები ჩახოცა(მათ შორის ერთი ჩვენი თანამემამულე), დაისმის კითხვა: როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო წყნარ და მშვიდ სკანდინავიურ ქვეყანაში? სპეციალისტებისათვის ეს მოვლენა არც თუ ისე მოულოდნელია. პატარა ქვეყანა(დაახლოებით 5 მილიონიანი მოსახლეობით) მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზეა ლეგალური იარაღის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ ამასთან მსოფლიო ლიდერია არარეგისტრირებული იარაღის მოცულობით. ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობა შეადგენს 1 320 000 ერთეულს(აქედან 720 ათასი პისტოლეტი-რევოლვერი და 600 ათასი თოფი და გლუვლულიანი) ანუ 31 ერთეულს ყოველ 100 ადამიანზე. ამასთან ჯარს აქვს 300 ათას ერთეულზე ნაკლები იარაღი, ხოლო პოლიციას სულ 10 500 ერთეული. არაოფიციალური სტატისტიკით, მოსახლეობას ხელზე აქვს კიდევ არალეგალური ნახევარ მილიონ ერთეულზე მეტი იარაღი. კონტროლი იარაღის ფლობაზე ამ ქვეყანაში უფრო დაბალია ვიდრე აფრიკისა და ზოგიერთი ლათინური ამერიკის ქვეყანაში. იარაღი ნორვეგიაში ფაქტიურად არ იწარმოება, თუმცა აკრძალული არაა ამის კეთება კერძო კომპანიებისათვის. ექსპორტი არ არსებობს, ხოლო იმპორტი შეადგენს 53 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში და ამას ემატება 115 მილიონი დოლარის პისტოლეტ-რევოლვერისა და მათი ვაზნების შემოტანა. ნორვეგიაში შესაძლებელია მოქალაქე ფლობდეს ავტომატურ იარაღს. ყიდვა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან, ხოლო რაოდენობა შეუზღუდავია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 13, 2012 Report Share Posted June 13, 2012 იტალია ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქვეყანა იტალია, რომელსაც იარაღის წარმოებისა და ნადირობის უძველესი ტრადიციები აქვს, თურმე არც თუ ისე მოწინავეა ერთ სულ მოსახლეზე იარაღის ფლობით. ის მსოფლიო რეიტინგში ათეულშიც ვერ შედის შიდა ბაზარზე იარაღის გაყიდვით(მე-15 ადგილზეა). ერთ სულ მოსახლეზე იარაღის ფლობით მხოლოდ 55-ე ადგილზეა. ქვეყნის მოსახლეობას სულ 7 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი გააჩნია. პოლიციას შეიარაღებაში აქვს 210168 ერთეული იარაღი(არმიის შეიარაღების რაოდენობა უცნობია). ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი მკვლელობა ხდება ცეცხლსასროლი იარაღით_ დაახლოებით 1000 წელიწადში, ხოლო გაუფრთხილებლობით იარაღიდან ლეტალური შედეგი დგება 38 წელიწადში. იტალიას იარაღის ექსპორტიდან წელიწადში შედის 350 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი შეადგენს 27,4 მილიონ დოლარს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 14, 2012 Report Share Posted June 14, 2012 ბრაზილია ეს ქვეყანა ერთ-ერთი ცუდი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ამართლებს მკაცრი კანონები ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ... საკმარისია აღინიშნოს, რომ ბრაზილია მსოფლიო ლიდერია ცეცხლსასროლი იარაღიდან მკვლელობების მხრივ(!!!)_ყოველწლიურად საშუალოდ 30 000 შემთხვევა(2002 წელს იყო რეკორდი_34 085 შემთხვევა). მოსახლეობას ხელზე აქვს 14,84 მილიონი ერთეული იარაღი. არალეგალურად მოსახლეობას გააჩნია 4 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც 2-ჯერ აჭარბებს არმიის შეიარაღებას(2 083 660 ერთეული) და 6-ჯერ პოლიციის ანალოგიურ მაჩვენებელს(659 553 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი). ქვეყანა უდიდესი მწარმოებელია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ექსპორტის მოცულობა 114 მილიონ დოლარზე მეტია წელიწადში, ხოლო იმპორტი შედარებით უმნიშვნელოა_688 375 დოლარი წელიწადში. ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით იარაღის კონტრაბანდაში. ბრაზილიაში მოქალაქის მინიმალური ასაკი, რომლის შესრულებისას კანონით ნებადართულია იარაღის ფლობა(მ.შ. სანადირო) შეადგენს 25 წელს :( ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 14, 2012 Report Share Posted June 14, 2012 ავსტრალია ავსტრალია მოსახლეობის სიმჭიდროვით მსოფლიოში უკანასკნელ ადგილზეა ანუ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მიწა აქვს. აქ მოქალაქეებს ხელზე აქვთ 3,5 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ანუ ყოველ 100 მოსახლეზე 15 ერთეული(ამ მაჩვენებლით 42-ე ადგილზეა). იარაღის საერთო მასიდან უმრავლესობა სანადირო თოფებია, სულ 172422 ერთეული. არალეგალური იარაღი შეადგენს 400 ათასიდან 700 ათასამდე ერთეულს. ჯარს შეიარაღებაზე გააჩნია 241420 ერთეული, ხოლო პოლიციას კი 61211 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. 2008 წელს იარაღით დაიღუპა 19 ადამიანი, აქედან 5 გაუფრთხილებლობით_ ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. იარაღის წარმოების მხრივ ავსტრალია ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე დგას. იარაღის ექსპორტი 2008 წელს შეადგენდა 8 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი კი 123,3 მილიონ მწავნეს. ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორში ავტომატური იარაღისა და გლუვლულიანი პომპის( ) ქონა აკრძალულია. იარაღის უკანონო ფლობა ისჯება ჯარიმით 60 000 დოლარით ან 14 წლამდე ციხით! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 კანადა მოსახლეობის სიმჭიდროვით ეს ქვეყანა ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში, ამასთან მოწინავეა იმ მოსახლეობის რიცხვით, ვინაც იარაღს ფლობს. ოფიციალური მონაცემებით მოქალაქეეებს გააჩნიათ 9 950 000 ერთეული იარაღი, რაც აბსოლიტური მაჩვენებლით მე-12 პოზიციაა მსოფლიოში. კანადა მეცამეტეა რეიტინგში ერთ სულ მოსახლეზე იარაღის რიცხვით. ამ ქვეყნის ყოველი მე-15 მოქალაქე ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ლიცენზიას. სულ მოსახლეობის არსენალში არის 3,5 მილიონზე მეტი ხრახნილლულიანი თოფი, 2,6 მილიონი გლუვლულიანი და 1,1 მილიონი პისტოლეტი და რევოლვერი. ამასთან ერთად არმიის შეიარაღებაშია 233 949 ერთეული იარაღი და პოლიციაში 124 270 ერთეული. ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ ცეცხლსასროლი იარაღით 200 მკვლელობა ხდება(ამაზე სამჯერ მეტია თვითმკვლელობები). 2009 წელს იარაღისა და ვაზნების ექსპორტმა 90 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო იმპორტმა კი 154 მილიონ დოლარზე მეტი. კანადაში ცალკეულ შემთხვევებში ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება იქონიოს 12 წლის(!!!) ბავშვმა. ლიცენზია უნდა განახლდეს ყოველ 5 წელიწადში. იარაღის ფლობის რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 ინდოეთი ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ღარიბია. მოსახლეობის ძალიან დიდი წილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მეორე ადგილი დაეკავებინა რეიტინგში, რომელიც იარაღის საერთო მოცულობით განისაზღვრა. ოფიციალური მონაცემებით მოქალაქეებს ხელზე აქვთ 46 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ამ მაჩვენებლით მასზე წინ მხოლოდ აშშ-ა. ინდოეთმა უკან ჩამოიტოვა ჩინეთი(40 მილიონი ერთეული), ბრაზილია, რუსეთი(12,5 მილიონი ერთეული), კანადა და ა.შ. იმდენად, რამდენადაც ეს ქვეყანა მილიარდ მოსახლეობას ითვლის, ერთ სულ მოსახლეზე იარაღის ფლობით მხოლოდ 110-ე ადგილზეა. ჯარის შეიარაღებაში ითვლიან სულ 5,7 მილიონ ერთეულ იარაღს, ხოლო პოლიციაში 3 მილიონზე მეტს. იარაღის გაუფრთხილებელი მოპყრობით სიკვდილიანობის რიცხვით ეს ქვეყანა ლიდერია_წელიწადში 2300 შემთხვევა. ყოველწლიურად ქვეყანას იარაღი ექსპორტზე გააქვს 12,85 მილიონი დოლარის ღირებულებისა, ხოლო იმპორტი შეადგენს 25 მილიონ დოლარზე მეტს. 21 წლის ასაკიდან ყოველ ინდოელს შეუძლია შეიძინოს იარაღი, მხოლოდ არა ავტომატური. ერთ პირს შეუძლია იქონიოს მხოლოდ 3 ერთეული იარაღი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 ყაზახეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელშიც მოსახლეობის ხელზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღი უფრო ნაკლებია, ვიდრე ძალოვან სტრუქტურებში. ყოველ 100 მოქალაქეზე მოდის მხოლოდ 1,3 ერთეული. მოქალაქეებს აქვთ მხოლოდ 200 ათასი ერთეული. ამ მაჩვენებლით ყაზახეთი 142-ე ადგილზეა. სამაგიეროდ, შეიარაღებულ ძალებში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის საერთო რაოდენობა შეადგენს 757 ათას ერთეულს, ხოლო პოლიციაში 42056 ერთეული. იარაღით ამ ქვეყანაში ყოველწლიურად კვდება 83 ადამიანი. იარაღის წლიური ექსპორტი შეადგენს 5,4 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 227 ათას დოლარს(ფაქტიურად მთელი იმპორტი არმიის შეიარაღებაზე მოდის). პ.ს. კაია აქანე ნადირობა, თუ ყავთ რამე სანადირო :haha: პპ.სს. სამაგიეროდ დამჭერი ფრინველებით ნადირობენ მოშნად... ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.