Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის შეძენა-რეგისტრაცია


Recommended Posts

შვეიცარია

 

ზომით პატარა, მაგრამ მნიშვნელობით ძალიან დიდ ქვეყანაში დაახლოებით 7,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათ ხელზე გააჩნიათ 3,4 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ეს მესამე მაჩვენებელია მსოფლიოში. იარაღის საერთო რაოდენობით ეს ქვეყანა 22 ადგილზე დგას.

აღნიშნული მილიტარიზაცია პირველ რიგში ქვეყნის თავდაცვითუნარიანობითაა განპირობებული_ აქ მოქალაქეები არმიაში შეიძლება საკუთარი იარაღით გაიწვიონ(!!!).

არმიის შეიარაღებაზე მოდის 325 ათასი ერთეული იარაღი, ხოლო პოლიციაზე 27 ათას ერთეულზე ნაკლები.

ცეცხლსასროლი იარაღით ქვეყანაში კვდება წელიწადში დაახლოებით 50 ადამიანი.

იარაღის ექსპორტი წელიწადში შეადგენს 45,5 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 12,3 მილიონ დოლარს.

იარაღის ლეგალური ბრუნვით შვეიცარია პირველია. აქ ფაქტიურად არ არსებობს იარაღის შავი ბაზარი, იატაკქვეშა წარმოება და კონტრაბანდა.

ქვეყნის კანონმდებლობით იარაღის ფლობა შესაძლებელია 18 წლიდან(ავტომატური აკრძალულია).

Edited by Supernatural
Link to post
Share on other sites
  • Replies 225
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საფრანგეთი

 

მუშკეტების სამშობლო ვერ დაიკვეხნის იარაღზე ლიბერალური კანონმდებლობით, თუმცა 60 მილიონიანი ქვეყნისათვის მოსახლეობაზე რიცხული იარაღის რაოდენობა მართლაც რომ შთამბეჭდავია_19 მილიონი ერთეული. იარაღის საერთო რაოდენობით საფრანგეთი მეხუთეა მსოფლიოში.

არმიის შეიარაღებაზე მოდის 2317233 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი; ჟანდარმერია და პოლიციზე 217747 ერთეული. ქვეყანაში იარაღის ფლობა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან. ასეთი ზღვა რაოდენობის მიუხედავად იარაღით მკვლელობებზე წელიწადში მოდის 1000 შემთხვევაზე ნაკლები(სამაგიეროდ თვითმკვლელობების რიცხვია 10-ჯერ მეტი(!!!). იარაღის გაუფრთხილებელი გამოყენებით წელიწადში საშუალოდ 68 ადამიანი კვდება.

ამ ქვეყანაში იარაღის ექსპორტი ლიმიტირებულია კანონით(2007 წელს შეადგინა მხოლოდ 5,2 მილიონი დოლარი), ხოლო იმპორტი შეადგენს წლიურად 60 მილიონ დოლარზე მეტს.

Link to post
Share on other sites

ისლანდია

 

ეს ქვეყანა სულ ითვლის 300 ათას მცხოვრებს. ისლანდია აისბერგებითაა გარშემორტყმული და ქვეყანას მართავს ქალბატონი. მიუხედავად ამისა ქვეყანა მეთხუთმეტე-მეთექსვმეტე ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობით(100 კაზცე 30,3 ერთეული).

მოსახლეობას ხელზე აქვს 90 ათასი ერთეული იარაღი. საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის დასაცავად მოქალაქეები საკუთარი იარაღით გამოვლენ, რადგან არმია დაცვას მისი მწირი შესაძლებლობებით ვერ მოახერხებს_ სულ ამ სტრუქტურას გააჩნია 375(!!!) ერთეული პისტოლეტი და თოფი. პოლიციას არმიაზე სამჯერ მეტი შეიარაღება აქვს- 1039 ერთეული.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ პოლიცია დიდწილად უსაქმოდაა: უკანასკნელ წლებში ისლანდიაში არ დაფიქსირებულა ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის არც ერთი ფაქტი!!!

ამ ქვეყნის ბიუჯეტში არსებობს ცალკე მუხლი სათაურით_ ,,იარაღის ექსპორტი". 2009 წელს მან შეადგინა სულ 2409 დოლარი :alfons: მაგრამ იმპორტის მხრივ არაა მთლად სასაცილო მაჩვენებლები: იმპორტმა შეადგინა 1,5 მილიონ დოლარზე მეტი.

ისლანდიელები ყიდულობენ მხოლოდ ყველაზე თანამედროვე და ძვირ ცეცხლსასროლ იარაღს!!!

Link to post
Share on other sites

საბერძნეთი

 

 

საბერძნეთი ნადირობის უძველესი ტრადიციების ქვეყანაა. ნადირობა ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფოსებისა და პოეტების მიერ არის აღწერილი. მიუხედავად დღევანდელი კრიზისული მდგომარეობისა, საიარაღო ინდუსტრია ამ ქვეყანაში სტაბილურია.

მოსახლეობაში არსებული იარაღის საერთო მასით საბერძნეთი 31-ე ადგილზეა მსოფლიოში_2,5 მილიონი ერთეული 11 მილიონიან მოსახლეობაზე. ერთ სულზე რაოდენობით კი 23-ე ადგილზეა.

ოფიციალური მონაცემები დარეგისტრირებული და ფაქტიური იარაღის ოდენობაზე ერთობ განსხვავებულია_ ოფ.მონაცემებით დარეგისტრირებულია 5000 პისტოლეტი :alfons: ...

არმიას შეიარაღებაში გააჩნია 1 532 500 ერთეული იარაღი, ხოლო პოლიციას 38 938 ერთეული.

იარაღისა და მისი აქსესუარების ექსპორტი 2009 წელს შეადგენდა 3,6 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 20,6 მილიონ დოლარს.

საბერძნეთის მოქალაქეს იარაღის შეძენის უფლება 18 წლის ასაკიდან გააჩნია(ავტომატურის გარდა).

Link to post
Share on other sites

მიკრონეზია

 

 

ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უიარაღო ქვეყანაა. ქვეყნის სრული სახელია მიკრონეზიის ფედერალური შტატები, რომელიც ასობით პატარა კუნძულისაგან შედგება და მდებარეობს წყნარ ოკიანეში.

მოსახლეობას ხელზე აქვს მხოლოდ 612 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ეს იმ პირობებში, როცა ხელისუფლება არათუ უშლის, არამედ სტიმულირებს იარღის ფლობა-შენახვას.

პოლიციას სულ შეიარაღებაში აქვს 650 ერთეული იარაღი. ბოლო წლების განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უფლება აქვს შეიძინოს თოფი 21 წლის ასაკიდან(ავტომატური იარაღი და პისტოლეტები აკრძალულია). კანონის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 დოლარი ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე.

Link to post
Share on other sites

ხორვატია

 

 

ეს ქვეყანა ერთ-ერთი იმათგანია, სადაც იარაღის სტაბილური კონტროლი თავის სიმაღლეზე ვერ დგას. ვერც ერთი ოფიციალური დოკუმენტი ვერ იძლევა მეტნაკლებად ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენი იარაღი აქვს ჯარს, პოლიციას და მოსახლეობას. ექსპერტები თანხმდებიან ერთში: იარაღის საერთო რაოდენობა ხორვატიაში შეადგენს დაახლოებით მილიონ ერთეულს.

მოქალაქეების დარეგისტრირებული იარაღის ოდენობა 370 ათას ერთეულზე მეტია, თუმცა დაახლოებით კიდევ 600 ათასი არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღია.

იარაღის ექსპორტი შეადგენს(2007 წლის მონაცემები) 38 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 2 მილიონ დოლარს.

კანონმდებლობით, მოსახლეობას ტყვიამფრქვევების გარდა შეუძლია ყველა სახის იარაღის შენახვა. იარაღის შენახვისა და ფლობის წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულია 60 დღიანი თავისუფლების აღკვეთა და მცირე ჯარიმა.

2008 წელს მთავრობამ გამოსცა ამნისტია იარაღის უკანონო შენახვაზე და მოსახლეობამ ჩააბარა(გადაცვალა ფულზე) 25 ათასი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

Link to post
Share on other sites

ბრუნეი

 

ეს პატარა ქვეყანა სულთანის მიერ იმართება. ამ კაცს ბლომად ფარა აქვს, თავად იარაღის მშვენიერ და უმდიდრეს კოლექციას ფლობს, მაგრამ ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისათვის ყადაღა აქვს დადებული. :meeting: კანონმდებლობა კრძალავს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასა და შენახვას.

მიუხედავად ამისა მოსახლეობას ხელზე აქვს 5400 ერთეული იარაღი(174 ადგილი მსოფლიოში).

ჯარს გააჩნია 9690 ერთეული იარაღი, პოლიციას 2450 ერთეული.

ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები ნოლია. იმპორტი და ექსპორტი არ არსებობს, მაგრამ მოსახლეობა მანიც ინახავს სახლში უკანონოდ ხელნაკეთ თოფებსა და პისტილეტებს. შავ ბაზარზე კალაშა 1500 დოლარი ღირს.

იარაღის უკანონო შენახვა ისჯება 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და გაშოლტვით(12 დარტყმა)!

Link to post
Share on other sites

მსოფლიოს მასშტაბით

 

 

აღნიშნული ინფორმაცია თარიღდება 2010 წლის დეკემბრით.

 

 

ყოველდღიურად მსოფლიოში ცეცხლსასროლი იარაღით კვდება 1000 კაცი. წელიწადში 3,4 მილიონი ადამიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად იჭრება და კვდება. სულ მსოფლიოში 875 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღია, აქედან 75% სამოქალაქო პირებს აქვთ(შედარებისათვის_ავტომობილების რაოდენობა მსოფლიოში 253 მილიონი ერთეულით ნაკლებია).

ყოველწლიურად საიარაღო კომპანიები აწარმოებენ დაახლოებით 8 მილიონ ერთეულ ახალ ცეცხლსასროლ იარაღს და 10-დან 15 მილიარდამდე ვაზნას_ ეს საკმარისია რათა ორჯერ ესროლონ პლანეტის ყოველ მცხოვრებს.

Link to post
Share on other sites

ჩინეთი

 

მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მოსახლეობაში ფლობს ,,სულ რაღაც" 40 მილიონ ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს-ეს მესამე მაჩვენებელია რაოდენობის მხრივ პლანეტის მასშტაბით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით კი მაჩვენებელი 102-ა მსოფლიოში.

ჯარის შეიარაღებაშია 48,48 მილიონი ერთეული იარაღი, ხოლო პოლიციაში კი 1,155 მილიონი. ამ ქვეყანაში იარაღით ძალიან ბევრი თვითმკვლელობაა_ 178 ათასი.

2007 წელს ჩინეთმა ექსპორტით გაყიდა 5,2 მილიონი დოლარის, ხოლო იმპორტით შემოიტანა მხოლოდ 616 276 დოლარის იარაღი.

იარაღის კანონსაწინააღმდეგო ფლობისა და შენახვისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე.

სოციალიზმის ციტადელი ქვეყანა გვერდს უვლის ყველა ძირითად საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლებიც არეგულირებენ იარაღის წარმოებას, გაყიდვასა და გავრცელებას.

 

 

პ.ს. ამ და სხვა მიზეზთა გამო არ იყიდოთ ჩინური იარაღი :hi:

Link to post
Share on other sites

აშშ

 

აშშ-ში იარაღის ფლობის კულტია!!!

 

_მოსახლეობა ფლობს 270 მილიონ ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს;

_ყოველ 100 მოქალაქეზე მოდის 88,8 ერთეული. აშშ რეიტინგში პირველ ადგილზე დგას!!!

_ არმიის შეიარაღებაზე მოდის 3054553 ერთეული, ხოლო პოლიციაზე 897 400 ერთეული იარაღი;

ცეცხლსასროლი იარაღით საშუალოდ წელიწადში 16-17 ათასი მკვლელობა ხდება.

Link to post
Share on other sites

პორტუგალია

 

 

ქვეყნის მოსახლეობა 10 მილიონზე ცოტათი მეტია, ვისზე რიცხული იარაღის საერთო მასა 2,6 მილიონ ერთეულს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 55-ეა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით კი 72-ე.

მიუხედავად იარაღის ასეთი მასისა, ამ ინსტრუმენტის გაუფრთხილებელი გამოყენებით სიკვდილიანობა მინიმუმია_2-დან 6-მდე შემთხვევა წელიწადში.

პოლიციის შეიარაღებაში არის 37155 ერთეული, ხოლო ჯარში კი 645630 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ქვეყანაში ყოველ 9 მოქალაქეზე მოდის ერთი არალეგალური იარაღი.

ყველაზე მთავარი: ქვეყანა ლიდერია ევროპაში იმპორტ-ექსპორტში. 2009 წელს იარაღის ექსპორტმა შეადგინა 80 მილიონი დოლარი!!! ხოლო იმპორტმა 43 მილიონ დოლარზე მეტი.

პორტუგალიის მოქალაქეებს იარაღის შეძენა შეუძლიათ 18 წლის ასაკიდან. აქვე ნიშანდობლივია ერთი გარემოება: პორტუგალიელებს შეუძლიათ იყიდონ მხოლოდ ის ვაზნები, რომლებიც შეესაბამება მასზე ლიცენზიით რიცხულ იარაღის მოდელს.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ტუნისი, აღმოსავლეთ ტიმორი და სოლომონის კუნძულები

 

თუ იარაღის ყველაზე მეტად მოყვარული ქვეყნები აშშ, სერბია და იემენია(უკანასკნელ ორ ქვეყანაზე ახლო ხანებში მოგახსენებთ :hi: ), საინტერესოა რომელია ის ქვეყნები, რომელთა მოსახლეობასაც არ უყვარს ეს ინსტრუმენტი.

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უკანასკნელ პოზიციას იკავებს ქვეყანა, რომელშიც ბოლო პერიოდია დაძაბული საომარი მოქმედებები ხდება. ესაა ახლოაღმოსავლეთის ქვეყანა ტუნისი.

ამ ქვეყანაში 100 მოსახლეზე მოდის 0,1 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანის მოსახლეობაზე სულ ირიცხება 9 ათასი ერთეული იარაღი.

 

ბოლოსწინა პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ტიმორი, რომელიც მდებარეობს კუნძულზე ინდონეზიის აღმოსავლეთით. მის მოსახლეობაზე რიცხულია მხოლოდ 3000 ერთეული იარაღი. 100 მოქალაქეზე 0,3 ერთეული.

 

ბოლოდან მესამე პოზიციაზეა სოლომონის კუნძულები(წყნარი ოკიანის არქიპელაგი), რომლის მოსახლეობას სულ აქვთ 1800 ერთეული იარაღი. 0,4 ერთეული 100 მოქალაქეზე.

Link to post
Share on other sites

როგორ ველოდები აშშ-ს კანონებს ვერ წარმოიდგენ ძამა.

 

გაითვალისწინე, 50-ვე შტატს სხვადასხვა კანონები აქვთ იარაღის ფლობა-ტარება-გამოყენებაზე. :friends:

 

 

სტარტზე ვარ. :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

როგორ ველოდები აშშ-ს კანონებს ვერ წარმოიდგენ ძამა.

 

გაითვალისწინე, 50-ვე შტატს სხვადასხვა კანონები აქვთ იარაღის ფლობა-ტარება-გამოყენებაზე. :friends:

 

 

სტარტზე ვარ. :d030: :d030: :d030:

 

 

ჩემო გიო, ჩვევა მაქვს ასეთი, რომ ცალკეულ ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროებში ვადარებ და ვამოწმებ. ყველა შტატს რომ თავისი კანონები აქვს ეგ ვიცოდი, მაგრამ ამ ბოლო დრომდე არ მეგონა, თუ ესოდენ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან(სხვადასხვა ნიუანსებში). ამიტომ სრულყოფილი ინფო რომ გამოვიდეს, ამისათვის ძალიან დიდი პროსტინის დაწერა მომიწევს :iscavlet:

ამ მიზესის გამო მხოლოდ მწირი ინფოთი შემოვიფარგლე(გუშინდელ პოსტშია პაწაწუნა ინფო). ამერიკული იარაღის ბაზარი და ბიზნესი მისი უზარმაზარი მასშტაბებიდან გამომდინარე ძალიან დიდ რხევებს განიცდის წლიდან-წლამდე, ამიტომ ფიქსირებული და სტაბილური ციფრები ცოტა დაძველებით უკვე აქტუალურობას კარგავს :flirt: მაგალითისათვის პატარა მონაცემებს მოგაწოდებთ აშშ-ში წარმოება-იმპორტის შესახებ:

 

ჟურნალი Shooting Industry ამერიკული იმპორტის თაობაზე აქვეყნებს შემდეგ მონაცემებს_ აშშ-ს სავაჭრო კომისიის შეფასებით 2011 წელს წინა წელთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების იმპორტის მხრივ 6 ძირითად კატეგორიაში კლება შეიმჩნევა. ეს კლება არც თუ ისე მცირეა_37,9%.

2011 წლის სექტემბერის მდგომარეობით იმპორტმა შეადგინა 157,2 მილიონი დოლარი. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 253,15 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა მინუსში ყველა კატეგორია არ ხვდება: ხრახნილლულიანი თოფების იმპორტი 131,6%-ით გაიზარდა და შეადგინა 81851 ერთეული(ერთი წლით ადრე 35337 ერთეული).

რაც შეეხება ამერიკული წარმოების სახაზინო გადატენვის იარაღს, გლუვლულიანებს, რევოლვერებსა და პისტოლეტებს, ეს მაჩვენებელი 2011 წელს წინა წელთან შედარებით დაეცა 3,3-დან 52 პროცენტამდე(პროცენტები კატეგორიების მიხედვით სხვადასხვაა).

Link to post
Share on other sites

როგორ ველოდები აშშ-ს კანონებს ვერ წარმოიდგენ ძამა.

 

გაითვალისწინე, 50-ვე შტატს სხვადასხვა კანონები აქვთ იარაღის ფლობა-ტარება-გამოყენებაზე. :friends:

 

 

სტარტზე ვარ. :d030: :d030: :d030:

 

 

შტატი ვირჯინია(აშშ)

 

 

2010 წლის საკანონმდებლო შესწორებებმა ამ შტატში მეტნაკლებად ლიბერალური გახადა იარაღის ყიდვა-შენახვა-ტარება. ასე მაგალითად:

 

_შტატის მცხოვრებლებს ნება დაერთოთ იყიდონ ერთზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი თვის განმავლობაში(ამის გაკეთება აკრძალული იყო 1993 წლიდან); ;)

_2010 წლიდან ნებადართულია იარაღის გადატანა ავტომობილით ან ნავით; :scratchchin:

_ნებადართულია რეგისტრირებული იარაღის შეტანა რესტორანში(იმ პირობით თუ მფლობელი ფხიზელია);

_იარაღის ყიდვის ლიცენზია შეიძლება გაფორმდეს ფოსტით, პირადი დასწრების გარეშე;

_ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნება დართო სანადირო ზონა განთავსდეს დასახლებული პუნქტიდან(შენობებიდან) 800 მეტრში;

_შტატის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ იარაღის ფლობის სამუდამო ლიცენზია. წინა კანონმდებლობით ეს ვადა 5-წლიანი გახლდათ.

Link to post
Share on other sites

ბოლო წერილის მეხუთე პუნქტი აქ ორეგონის შტატში ვერ ივარგებს.

 

მხოლოდ 16 MILE-ის რადიუსში, ანუ დასახლების ბოლო სახლიდან 25 კმ-ში შეგიძლია არახუნო.

 

ასევე NY-ის შტატში/არის კიდევ რამოდენიმე შტატი/, სადაც ვინც ლეგალურად იმყოფება, ან თუ აქვს მწვანე ბარათი, იარაღს ვერ იყიდის.

 

აქ ძალიან ლოიალურია იარაღის შეძენა-ფლობა და ტარება.

 

არის სპეც კურსები, რომლის გავლის შემდეგ, მსურველს შეუძლია ხელის პისტოლი თან ატაროს, ოღონდ არ უნდა სჩანდეს.

იმათ ვისაც უნდათ, რომ გამოჩნდეს მათი იარაღი, ცალკე დამატებითი კურსია, რომელშიც დამატებით იხდის 120$-ს, პირველი 60$ ღირს.

 

მე პირადად არ მინახავს აქ იარაღით წელზე არტყმული ამერიკელი, პოლიციელის გარდა.

 

ისე, თითქმის ყველას ააქვს, თანაც რამოდენიმე.

Link to post
Share on other sites

მონღოლეთი

 

 

ამ ქვეყანას უზარმაზარი ტერიტორიები აქვს და ისტორიულ დამპყრობელს წარმოადგენს... დღეს ქვეყანა ჩამორჩენილთა შორისაა და მოსახლეობის უმეტესობა მსოფლიო სტანდარტებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ასევეა ამ ქვეყნის მდგომარეობა იარაღის ინდუსტრიისა და იმპორტ-ექსპორტის საქმეში.

ერთ სულზე იარაღის ფლობის მხრივ მონღოლეთი 153-ე ადგილზეა მსოფლიოში. ჯარში 10-ჯერ მეტი ცეცხლსასროლი იარაღია ვიდრე მოსახლეობაში_ 428450 ერთეული. პოლიციას სულ აქვს 7000-ზე ცოტათი მეტი ერთეული იარაღი.

2006 წლის მონაცემებით ამ ქვეყანაში 8 მკვლელობა მოხდა ცეცხლსასროლი იარაღით. ამავე წელს იარაღის ექსპორტმა შეადგინა სულ 800(რვაასი :alfons: ) ამერიკული დოლარი, ხოლო იმპორტმა კი 342 ათასი დოლარი.

Link to post
Share on other sites

შტატი კონეკტიკუტი(აშშ)

 

ფინანსური კრიზისისაგან დაზარალებული ბიუჯეტის შევსება ამ შტატის გუბერნატორმა მონადირეებისა და იარაღის მფლობელების ხარჯზე მოინდომა. მან ლიცენზიების ფასი დაგეგმილი 25%-ის ნაცვლად 100%-ით გაზარდა. ეს ამბავი 2009-ში მოხდა და მონადირეთა და იარაღის მფლობელთა გულისწყრომა გამოიწვია. შეცვალა თუ არა შემდეგ წლებში თავისი გადაწყვეტილება შტატის პირველმა პირმა არ ვიცი, მაგრამ თავად ფაქტი არასასიამოვნოა...

Link to post
Share on other sites

კვლავ აშშ

 

 

 

 

ამ ცოტა ხნის წინათ ამერიკელებმა ჩაატარეს კვლევა 50-ვე შტატში და წარმოადგინეს შემდეგი სურათი:

 

ამერიკელი ზრდასრული მოსახლეობის 33% ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს. ყველაზე ,,შეიარაღებულ" შტატად ითვლება ვაიომინგი_ აქ მაჩვენებელი 63%-ს აჭარბებს. ყველაზე ნაკლებად იარაღით ინტერესდებიან დედაქალაქლები და კოლუმბიის ოლქის მცხოვრებლები_ მხოლოდ 5%-ს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი. მაგრამ ეს დაკავშირებულია პირველ რიგში აკრძალვებთან(როგორც მოგეხსენებათ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაზე ქვეყნის შტატებს შორის საფუძვლიანი განსხვავებანია).

მაგალითად, ალიასკის მცხოვრებლებს არ ჭირდებათ სპეციალური ნებართვა იარაღის ტარებისას. ამ შტატში ერთადერთი აუცილებლობა იარაღის შეძენის წინ არის სპეციალური კურსების გავლა.

დღეისათვის ალიასკაზე სულ ცხოვრობს 17 ათასი ,,ლიცენზირებული" იარაღის მფლობელი.

მთლიანად ამერიკელთა დაახლოებით 4% არ იცავს უსაფრთხოების წესებს და ინახავენ იარაღს გადატენილ(ვაზნაჩაწყობილ) მდგომარეობაში, ამასთან არ კეტავენ სეიფებში. ამ 4%-ის ნახევარზე მეტს სახლში ჰყავთ ბავშვები, რომლებსაც თეორიულად შეუძლიათ ქონდეთ წვდომა ჩაუკეტავ იარაღთან.

ალაბამაში უსაფრთხოების წესებს უგულვებელყოფს მოსახლეობის 7,3%, ალიასკაზე_6,6%, შემდეგ მოდიან არკანზასი და მონტანა(6,4%). ყველაზე კანონმორჩილებია მასაჩუსეცის შტატის მცხოვრებლები_ მათი მხოლოდ 0,3% არ იცავს უსაფრთხოების წესებს.

 

მკვლევართა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ 1,7 მილიონი ამერიკელი ბავშვი შეიძლება პოტენციურად გახდეს იარაღის მცხვერპლი(მათი მშობლების მიერ იარაღის შენახვის წესების დაუცველობის გამო).

აშშ-ში წელიწადში საშუალოდ 1400 ბავშვი იღუპება ცეცხლსასროლი იარაღით.

Link to post
Share on other sites

რამდენიმე სიტყვით ევროპაზე

 

 

ბრიტანული გამომცემლობა Independent-მა ჩაატარა შედარებითი ანალიზი, რომელიც ცხადყოფს, რომ ევროპელებს ხელზე აქვთ 67 მილიონზე მეტი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ამას ემატება 17 მილიონი ერთეული იარაღი ჯარში(ციფრები ევროკავშირის ქვეყნებს ეხება).

გერმანიაში ერთი სტატისტიკური მოქალაქე ერთეულ პერიოდში იმდენივე იარაღს ყიდულობს, რამდენსაც ამერიკელი.

ყოველ 100 მოქალაქეზე დიდ ბრიტანეთში მოდის 10 ცეცხლსასროლი იარაღი, გერმანიაში 30, ჰოლანდიაში 20.

იარაღის ფლობა-შენახვაზე ყველაზე მკაცრი კანონებია დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში და ჰოლანდიაში.

დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის საშუალო მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში შეადგენს 17,4 ერთეულს 100 მოქალაქეზე.

Link to post
Share on other sites

შვედეთი

 

ამ ქვეყნის მოსახლეობა 8,9 მილიონ ადამიანს შეადგენს. აქედან მხოლოდ 689 150 ადამიანს გააჩნია იარაღის შენახვისა და ტარების ლიცენზია, თუმცა მათზე რიცხულია 2 096 798 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 100 მოქალაქეზე მოდის 23,6 ერთეული იარაღი, თუმცა ნებართვის მქონე ყოველ ადამიანზე საშუალოდ მოდის 3-ზე მეტი ერთეული.

ქვეყანაში დაახლოებით 27 ათასიდან 50 ათას ერთეულამდე არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღია.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

პაკისტანი

 

ამ ქვეყნის მმართველები იარაღის კანონში მოქცევას აფასებენ როგორც კრიტიკულს_ მოსახლეობას ხელზე აქვს 20 მილიონზე მეტი დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი. მათი უმეტესობა კალაშაა(აბა სანადიროდ აქ ვის ცალია), რომლებიც სხვადასხვა პერიოდის წარმოებისაა. ამ დაურეგისტრირებელ არსენალში ასევე დიდი ხვედრითი წილითააა წარმოდგენილი ამერიკული პისტოლეტები და საბრძოლო თოფები.

ქვეყანაში მძლავრადაა განვითარებული იარაღის იატაკქვეშა წარმოებაც. დარას რეგიონში კუსტარული წარმოება დღეში ამზადებს დაახლოებით 100 ერთეულ АК-47-ს. მათი ფასი ბაზარზე 150 ამერიკულ დოლარს უტოლდება.

ექსპერტთა აზრით, იარაღის ამხელა მასის ძირითადი განმსაზღვრელია ავღანეთის მეზობლობა. ავღანელები დიდი სიამოვნებით ყიდიან პაკისტანში საბჭოთა კალაშნიკოვებს, რომლებიც ჯერ კიდევ ავღანეთის ომის დროინდელია. აგრეთვე ამ ქვეყნიდან შეაქვთ პაკისტანში ბრიტანული და ამერიკული სნაიპერული თოფები, რომლებიც ტროფეების სახით დარჩათ...

Link to post
Share on other sites

ოქროს ხანა იარაღის ამერიკულ ინდუსტრიაში

 

ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის Shooting Industry-ის ინვისის ნომერში მოტანილია ანალიტიკოსების მოსაზრებანი, რომლის მიხედვითაც პროგნოზირებენ იარაღის გაყიდვის ყველაზე მაღალ ტემპს ბოლო წლების განმავლობაში. იწყება საიარაღო ინდუსტრიის ახალი ოქროს ხანა.

ამა წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვამდე სავალდებულო შემოწმება გაიარა 840 412 ამერიკელმა, რაც 20%-ით მეტია 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად სარეკორდოა იარაღის მწარმოებელთა ამონაგებიც. მაგალითად, რუგერის(Ruger) ამა წლის პირველი კვარტალის გაყიდვებმა შეადგინა 112,3 მილიონი დოლარი, რაც 49%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე; Smith & Wesson Holding Corp-მა(პისტოლეტების მწარმოებელია) ამავე პერიოდში გაყიდა 129 მილიონი დოლარის საქონელი, რაც 28%-ით აჭარბებს შარშანდელ მაჩვენებელს.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2010 წელსაც და წინა წლებშიც ზრდის ტემპი საგრძნობი გახლდათ. სულ იარაღის ამერიკელმა მწარმოებლებმა 2010 წელს გამოუშვეს 5 391 311 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. პირველი სამი ადგილი წილად ხვდათ Ruger-ს 903 968 ერთეულით,Smith & Wesson-ს 681 834 ერთეულით და Remington Arms-ს 555 794 ერთეულით.

ძირითადი ქვეყნები სადაც ექსპორტზე გადის ამერიკული იარაღი არის ბრაზილია, ავსტრია და გერმანია.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს სარეკორდო მაჩვენებლებია.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ნიგერია

 

ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე დიდია შავ კონტინენტზე. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 152 მილიონს. აქ ოფიციალურად რეგისტრირებულია დაახლოებით მილიონამდე ცეცხლსასროლი იარაღი და კიდევ მილიონზე მეტი არალეგალურად ინახება მოსახლეობაში. ნიგერიაში შავ ბაზარზე კალაშა АК-47 დახლოებით 180 დოლარი ღირს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ ქვეყანაში იარაღის ყიდვა საკმაოდ მარტივია_შესაბამისი კანონებიც ერთ-ერთი ყველაზე ლოიალურია მსოფლიოში. იარაღის შენახვა-ტარებაში მხოლოდ ერთი შეზღუდვაა: მოქალაქეებს აკრძალული აქვთ ავტომატური და ნახევარავტომატური იარაღის ყიდვა. თუმცა ამ შეზღუდვას არავინ აქცევს ყურადღებას :blink:

საინტერესოა ასეთი დეტალი_ იარაღის ყიდვის საფუძველს შეადგენს არა სამართალდამცავი სტრუქტურების დასკვნა ან ასხვა საჭიროება, არამედ მოქალაქის მითითება-განაცხადი. ამ განაცხადში მოქალაქის მიერ ჩაწერილი სიტყვები ,,თავდაცვის მიზნით" კანონის თანახმად უგულვებელყოფილი არ შეიძლება იყოს, ამიტომაც უპრობლემოდაა შესაძლებელი გაფიშტოიანება :alfons:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბანგლადეში

 

 

142 მილიონიან ქვეყანას მოსახლეობის სიმჭიდროვე 1100 კაცი აქვს კვადრატუკლ კილომეტრზე; სანადირო სავარგული ყველა ნაკრძალადაა აღიარებული, ამიტომ ნადირობის პრეროგატივით მხოლოდ ქვეყნილს ელიტა სარგებლობს...

სროლის მოყვარულთათვის რამდენიმე სტენდია გახსნილი, თუმცა ყველა მათგანი არმიის კონტროლის ქვეშაა...

მოვლენათა ასეთი მდინარებით, ლოგიკურია, რომ ბანგლადეშის მოსახლეობას ნაკლები ინტერესი გამოეჩინა ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ, თუმცა სტატისტიკა მეტყველებს, რომ სხვადასხვა სახის იარაღი ქვეყანაში შემოდის საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარის ღირებულებისა; ბანგლადეში ერთ-ერთრი ლირდერია შაშხანების კუსტარულ წარმოებაში. რაც შეეხება შავ ბაზარს, აქ ფასები უაღრესად მაღალია, მაგალითად, კალაშა АК47 ღირს 1200 მწვანე, რაც ამ ქვეყნის საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის წლიურ ხელფასს უდრის...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...