Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კარავი

 

 

 

ეს საფარი წყალ და ქარგაუმტარი ნეილონისგანაა დამზადებული, 600გ-მდეა და დაკეცილი 23X11X11 სმ-ია. ზურგცანტაში უმცირეს ადგილს იკავებს, მაგრამ სადაც არ უნდა დაგჭირდეს თავის შეფარება, ძალიან პრაქტიკულია. თხილამურის ჯოხზე ან ხის ტოტზეც მაგრდება. შეიძლება ტანზე შემოხვევაც გაჭირვებისას

 

http://www.mec.ca/Products/product_detail....;bmLocale=fr_CA'>http://www.mec.ca/Products/product_detail....;bmLocale=fr_CA

 

 

ესეც იგივე დანიშნულებითაა, 450 გ-ს იწონის 2,74 x 1,52 m, სტაბილურია ნებისმიერი ქარის დროს. ორ კაცს შეიფარავს. მარტოხელა მონადირისთვის, ან მთაში ნადიორბისას როცა კარვებს ვერ ათრევ, კაი საშუალებაა.

 

 

http://www.mec.ca/Products/product_detail....;bmLocale=fr_CA

 

 

 

ნუ ფასები კია ძვირი ძვირი პოლიეთილენის ნაწერთან სედარებით, მაგრამ მაგარი გამძლე იქნება სამაგიეროდ

Link to post
Share on other sites

როგორ შევარჩიოთ კარავი

 

სწორი არჩევანი

 

დღეს ბაზარზე უამრავი კომპანიის უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათში გარკვევა ადვილი საქმე არაა, მით უმტეს, გამოუცდელისათვის. თანაც, ერთი შეხედვით ერთნაირ საქონელზე ფასები იმდენად განსხვავებულია, რომ კაცი ადვილად შეიძლება დაიბნეს.

დავიწყოთ იმით, თუ რა იქნება ოპტიმალური არჩევნი?

ჩემი აზრით, კარავი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად არჩეულად, თუ კი ის სრულად აკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას.

კარავი მარტივი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე პარამეტრით ხასიათდება და ყველა ამ პარამეტრის მიხედვით უნდა იყოს წაყენებული გარკვეული მოთხოვნა. ამ დროს, ზოგი მოთხოვნა ერთმანეთის საწინააღმდეგო ან გამომრიცხავი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც საკმაოდ ართულებს მრავალუცნობიანი ამოცანის ამოხსნას.

კარვის სახეები

 

კარვები, რომლებიც მასიური მოხმარებისათვის იწარმოება, შეიძლება დაიყოს 4 მსხვილ, პირობით კატეგორიად:

• ტურისტული კარვები, რომლებიც გამოიყენება რეკრეაციისათვის (პიკნიკი, მსუბუქი ტრეკინგი, თევზაობა, დაბლობში ნადირობა და სხვა) გაზაფხულიდან ზამთრამდე;

• კემპინგის კარვები;

• სამთო ტურიზმის კარვები;

• კარვები, რომლებიც გათვლილია ექსტრემალური პირობებისათვის (ძირითადად ალპინისტური)

მონადირე/მეთევზეებში უფრო ხშირად გამოიყენება პირველი კატეგორიის კარვები, ამიტომ არჩევანის წრე საკმაოდ დავიწროვდა. ამ კატეგორიის კარვები, ზედა კატეგორიებთან შედარებით ან ნაკლებს იწონის, ან კომპაქტურია, ან უფრო მარტივი კონსტრუქციისა ან უფრო იაფია.

თან გასათვალისწინებელია, რომ მონადირეები/მეთევზეები, ძირითადად, ხვდებიან დაბლობ ან დაბალმთიან ზონაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) სადაც ტემპერატურა ძალიან ქვემოთ არ ჩამოდის და ნალექებიც ზომიერია, თან ეს ხდება ან გაზაფხულზე, ან ზაფხულში, ან ადრეულ შემოდგომაზე.

 

ძირითადი პარამეტრები

 

შევეცდები ჩამოვთვალო ის პარამეტრები, რომლებიც მეთევზემ უნდა გაითვალისწინოს კარვის შერჩევისას.

პირველ რიგში, ეს არის დაცვა წყლისგან, ქარისაგან, სიცივისა და მწერებისაგან. ასევე, კარვის წონა, კომფორტის დონე, გაშლისა და დაკეცვის სიმარტივე, გამძლეობა და, რა თქმა უნდა, ფასი. ეს პარამეტრები ერთმანეთთან ძლიერ კორელაციაშია, და ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა პარამეტრში მიიღწეს მაქსიამლური ეფექტი. როგორც წესი, ერთის გაუმჯობესება იწვევს სხვა პარამეტრის გაუარესებას. მაგალითად, კარავი, რომელიც ადვილად იშლება – ძნელად იკეცება ან წონის შემცირება იწვევს ფასის მომატებას და ა. შ.

ამიტომ კარვის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირობების ცოდნა, რომლებშიც მოგიწევთ მისი ექსპლუატაცია. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით ადვილია იმ პარამეტრების განსაზღვრა, რომლებზე უარის თქმა ქვეყანას არ დააქცევს და რომელთა დათმობაც არ შეიძლება.

უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. მაგალითად, თუ თქვენ ფეხით უნდა იაროთ, მაშინ პირველ პლანზე გამოდის წონა, ხოლო თუ მანქანით მგზავრობთ, მაშინ კარვის კომფრტის დონე უფრო მნიშვნელოვანია.

ყველა ზამოჩამოთვლილი პარამეტრი დამოკიდებულია კარვის კონსტრუქციულ ელემენტებზე და გამოყენებულ მასალებზე. ქვემოთ განვიხილავთ ამ საკითხებს.

 

კონსტრუქცია

 

კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახე შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა ტენტების მიხედვით – ერთტენტიანი და ორტენტიანი, ან სხვანაირად ერთ– ან ორშრიანსაც უწოდებენ.

ერთტენტიანი არის წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული კარავი, რომელსაც ზემოდან სხვა ტენტი გადაფარებული არ აქვს. ასეთი ტენტები, როგორც წესი, მსუბუქია, ადვილია მათი გაშლა და შედარებით იაფი ღირს. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს სუსტი ვენტილაცია და აქედან გამომდიანრე, კარვის შიდა ზედაპირზე კონდენსატის წარმოქმნა.

ამ ტიპის კარვებიდან ჩვენს მაღზაიებში გვქონდა იტალიური კომპანია „ANDE“–ს კარავი, რომელიც იყო ძალიან კომპაქტური, მსუბუქი და ღირდა 54 ლარი. წყლისგან დაცვა ჰქონდა საკმაოდ დაბალი (500 მმ) და შესაბამისად, მისი გამოყენების არეალი იყო ძალიან შეზღუდული. ასეთ კარავს, პირადად მე, ალბათ არ ვიყიდი, ხოლო თუ ვინმე მაჩუქებდა, მაქსიმუმ გამომეყენებინა რამდენიმესაათიანი გასვლებისათვის (თუ ამ დროს წამოწვიმდა) და არა ღამისთევისათვის.

თანამედროვე ტექნლოგიების განვითარების პირობებში არსებობს მაღალი დაცვისა და „მსუნთქავი“ ერთტენტიანი კარვები, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია.

მეორე ტიპია ორტენტიანი კარვები. ეს არის ჩვეულებრივი კარავი, რომლებასც ზემოდან კიდევ ეფარება მეორე ტენტი (კონსტრუქციული გადაწყვეტა სხვადასხვანაირი შიძლება არსებობდეს), რომელიც იმეორებს ქვედას ფორმას და ამ ორ ტენტს შორის იქმნება ჰაერის საიზოლაციო შრე.

ამ კონსტრუქციაში, თითქოს, ერთი კარავი დგას მეორეს შიგნით. შიდა სათავსოს აქვს ძირი და კარგი ვენტილაცია, ხოლო გარეთა ტენტი წარმოადგენს „ფუტლიარს“, რომელიც შიდა კარავს იცავს წვიმისა და ქარისაგან.

ორტენტიანი კარვები სხვადასხვანაირად იშლება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, იდგმება შიდა კარავი, რომელსაც ზემოდან ეფარება გარე ტენტი.

გარე და შიდა ტენტს შორის არსებული ჰაერი ქმნის თბოსაიზოლაციო შრეს. ამას გარდა, გარე ტენტი იძლევა საშუალებას გაკეთდეს ტამბურები, სადაც შეიძლება შეინახოთ ისეთი ნივთები, რომლებიც საძინებელ ზონაში არაფერში გჭირდებათ, მაგ.ზურგჩანთა ან რეზინის ბოტები.

 

ფორმა

 

ფორმის მიხედვით არჩევენ სამ ტიპს: ნახევრადსფეროს („გუმბათი“), ნახევრადკასრს („ცილინდრი“, „ანგარი“) და ორმხრივად დახრილ ფორმას.

მესამე, ნაუ ორმხრივადდახრილი კარვები საკმაოდ იშვიათია, საქართველოში გაყიდვაში არც მინახავს.

თუ კი შევადარებთ მრგვალ და კასრის („ანგარის“) ფორმის კარვებს, ვნახავთ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მძიმეა, დაკეცილ მდგომარეობაში იკავებს მეტ ადგილს, უფრო ძნელად გასაშლელია და ქარისადმი მდგრადობაში აგებს მრგვალ კარავთან. თუმცა უფრო დიდი შიდა სივრცე და დიდი ტამბური აქვს, რაც განაპირობებს მის მეტ კომფორტულობას. ამიტომ ამ ფორმის კარვები, ძირითადად, გამოიყენება კემპინგებისათვის, ასევე მანქანაზე მისადგმელი კონსტრუქციების შემთხვევაში.

ყველაზე ხშირი კი ნახევრადსფერული, მრგვალი ფორმაა. ისინი მსუბუქია, კომპაქტური და ადვილად გასაშლელი. კომპაქტურობაში იგულისხმება არა მარტო დაკეცილ მდგომარეობაში პატარა ზომები, არამედ ისიც, რომ გასაშლელი ფართი მას ნაკლები სჭირდება. ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება მცენარეებით დაფარულ ან ქვიან ნაპირებს, რომლებსაც ხშიარდ შეხვდებით მდინარის ან ტბის პირა.

ამ ტიპის კარვებში ტენტი მაგრდება ორ ან სამ დრეკად, რეზინაგაყრილ რკალზე, რომლებიც ერთმანეთზეა გადაჯვარედინებული.

ასეთი კონსტრუქციის გამო მათი დადგმა შესაძლებელია ნებისმიერი სიმყარის გრუნტზე და ამასთან, შესაძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ისე, რომ არ დაშალოს. მათი ხმარება ადვილი და მოსახერხებელია და, სხვა უპირატესობებთან ერთად, ამის გამო ყველაზე გაყიდვადი კარვებია დღეისათვის.

ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მრგვალ კარვებსაც ორი – წინა და უკანა შესასვლელი აქვს, რაც სიცხეში ორპირი ქარით განიავების შესაძლებლობას იძლევა და თან ორი ტამბურის არსებობაც საკამაოდ მოსახერხებელია.

მასალა

 

კარვის პასპორტში მწარმოებლები ყოველთვის უთითებენ გამოყენებული ქსოვილებისა და მასალების დასახელებებს. ამ სახელწოდებებში გარკვეული თანმიმდევრობით ჩამოწერილია რაღაც უცხოური სიტყვები, შემოკლებები და ციფრები, რომლებიც ხშირად ძნელად გასაგებია მყიდველისათვის.

შევეცადოთ გავშიფროთ ეს „აბრა–კადაბრა“.

თანამედროვე კარვების წარმოებაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ქსოვილები, რომლებიც დამზადებულია პოლიამიდისა და პოლიეთერის ბოჭკოებისაგან.

პირველს განეკუთვნება კაპრონი, ნეილონი (nylon), ხოლო მეორეს – ლავსანი, პოლიესტერი (polyester). ორივეს დადებით მხარედ მიიჩნევა დაბალი წონა, მაღალი სიმტკიცე და დაბალი ჰიგროსკოპიულობა (წყლით გაჟღენთვა). მაგრამ პოლიამიდური ქსოვილები დასველებისას იწელება, რაც, მაგალითად, წვიმის დროს იწვევს ტენტის ჩაზნექვას. სამაგიეროდ, პოლიეთერული ქსოვილები გაცილებით ძვირია.

არსებობს ამ ქსოვილების ქსოვის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც სავაჭრო მარკირებაში აღინიშნება შემდეგნაირად: Taffeta, Oxford, Rip Stop. Taffeta – ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ დროს ქსოვილი პატარა რომებების ფორმისაა და გამოდის თხელი, მაგრამ მტკიცე. მას ძირითადად იყენებენ კარვების გარე ტენტებში. Oxford უფრო სქელი და მტკიცე ქსოვილის წარმოებისათვის გამოიყენება, რომელსაც ხმარობენ ძირისათვის ან კარვის რკალების ქსოვილზე დასამაგრებელი ჯიბეებისათის. Rip Stop გულისხმობს ქსოვისას ჩვეულებრივ ბოჭკოებში უფრო სქელი და მტკიცე ძაფის ჩამატებას და გამოიყენება იმ დროს, როცა უნდათ გაზარდონ ქსოვილის მედეგობა გახეხვისადმი ან გახევისა და გამოძენძვისადმი. ასეთ გამაძლერებელი ქსოვა ადვილად შესამჩნევია, რადგან ამ დროს ქსოვილის ზედაპირი იძენს პატარა კუბოკრულ ამობურცულბებს, რომელიც ე.წ. „ვაფლის პირსახოცის“ ზედაპირს ჰგავს. ასეთი ზედაპირის შემჩნევისას შამოწმეთ, რომ იგი ძალიან ხორკლიანი არ იყოს. თუ ძაფები ძალიან ამობურცულია, არის საშიშროება, რომ წყალამრეკლი დაფარვა, რომელიც ამ ტიპის ქსოვილზე დააქვთ, კარგად არ არის შესრულებული და შეიძლება წყალი გააპაროს.

მასალის წყალგაუმტარობა ან წყალმედეგობა ფასდება წყლის სვეტის სიმაღლით, რომელსაც უძლებს ქსოვილი ისე, რომ არ სველდება. ეს პარამეტრი ითვლება მილიმეტრებში და აღწევს 10 000 მმ–ს. (ტანსაცმელზე მინახავს 25000 მმ–იც, მაგრამ კარავზე 10000–ზე მეტი არ შემხვედრია).

კარვის ძირს, შიდა და გარე ტენტებს სხვადასხვა მოთხოვნები წაეყენება, ამიტომ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

 

გარე ტენტი

 

კარვის ეს ნაწილი იღებს თავის თავზე მთელ დატვირთვას: წვიმას, სეტყვას, ქარს, ტემპარატურის ცვალებადობას, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ გამოსხივებას. შესაბამისად ტენტი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად მტკიცე, გამძლე და არ უნდა სველდებოდეს. მაგრამ ამ თვისებების გაზრდა იწვევევს წონის მატებას, დაკეცვისა და გაშლის გაძნელებას, ან ფასის კატასტროფულ ზრდას და ა. შ. ამიტომ ყველა ეს მონაცემი უნდა შეირჩეს გონივრული საკმარისობის პრინციპით.

ლიტერატურაში თავს იზღვევენ და წერენ, რომ 3000 მმ წყლისმედეგობის ქსოვილი უძლებს პრაქტიკულად ყველანაირ წვიმას. ისე კი წყალს ატარებს < 600 მმ წყლისმედოგობის კარვები, კოკისპირული და გადაუღებელი თქეშის შემთხვევაში ოდნავ ატარებს წყალს 800 მმ–იანი ორტენტიანი კარავები. 1200 მმ და უფრო მაღალი წყალგაუმტარობის არც ერთ კარავი წყალს არ უშვებს პირველ ჯერზე თუმცა ექსპლუატაციაში წყალს ისიც გაატარებს. იდეაში რაც უფრო მაღალი მედეგობა აქვს კარვს მით უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს იგი წყლის შეკავების ფუნქციას.

კარვის დადგმის დროს აუცილებელია, რომ კარვის გარე ტენტი იყოს ძალიან კარგად დაჭიმული, რათა არ იყოს ჩაზნექილობები, საიდანაც შეიძლება წყალი გააპაროს.

 

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ხარისხს. პირველ რიგში, ეს ეხება ქსოვის ტიპს და ძაფის სისქეს. კარგი მაჩვენებელია 185-190 ძაფი, მაღალია 210 ძაფი ერთ კვადრატულ დიუმზე, რაც აღინიშნება ასე: 185T ან 210T. ასო T წარმოდგება ინგლისური Texture Element, შემოკლებით T. სლენგეზე ე.წ. „ტექსებსაც“ უწოდებენ. როგორც აღვნიშნეთ, ეს არის გრძივი და განივი ძაფების საერთო რაოდენობა ერთ კვადრატულ დიუმზე. რაც უფრო მაღალია „T“–ს რიცხვი, მით უფრო მჭიდრო და მტკიცეა ქსოვილი.

ასევე მაღალ მაჩვენებლად ითვლება ძაფის სისქე 70-75D. Den წარმოდგება ფრანგული Denier–სგან. დენიე აღნიშნავს ძაფის სისქეს ქსოვილში და უდრის მასას გრამებში, რომელსაც იწონის 9 კმ. სიგრძის ძაფი. აბრეშუმის ჭიის ძაფის წონაა – 1 დენიე, ხოლო ადამიანის თმისა – 50 დენიე.

ქსოვის ტიპზე ზემოთ უკვე დავწერე, მაგრამ გავიმეორებ, რომ Rip Stop ითვლება ყეველაზე მაღალი ხარისხის ქსოვად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი ქსოვა ძალიან ზრდის ქსოვილის სიმტკიცეს, თან ისე, რომ არ იწვევს წონის შესამჩნევ მატებას.

ზოგიერთი კომპანია ტენტის დამცავი თვისებების გაუმჯობესების მიზნით მიმართავს ქსოვილის გაჯირჯვას წყალამრეკლი ნივთიერებით, ან ქსოვილის დაფარვას სპეციალური მასალით (პოლიურეთანული დაფარვა აღინიშნება ასოებით PU, ხოლო სილიკონური - Si ). შესაძლებელია იყოს გაჯირჯვაც და დაფარვაც. ორივე ეს ხერხი აუმჯობესებს ტენტის მდგრადობას გარე ფაქტორებისადმი და ზრდის მისი მუშაობის ხანგრძლივობას.

სერიოზული მწარმოებელი ნაწარმის პასპორტში ყოველთვის უთითებს მასალას, რომლისგანაცაა გაკეთებული კარავი. რა თქმა უნდა სხვადასხვა კომპანიის აღნიშვნები და ნაწარმის აღწერები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ ძირითადი დასკვნების გაკეთების საშუალებას ყოველთვის იძლევა.

ჰოლანდიური კომპანია ჰოლანდიური EUROTRAIL, კარავი CAMP 3.

FLY: 185T polyester PU coated 1500 mm.

INNERTENT: Breathable polyester, fire retardent

გავშიფროთ ეს ჩანაწერი:

გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელის ქსოვის სიმჭიდროვე შეადგენს 185 ძაფს კვადრატულ დიუმზე, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 1500 მმ–ის ტოლია.

შიდა ტენტი: მსუნთქავი პოლიესტერი, რომელსაც ცეცხლი არ ეკიდება

ცოტა განსხვავებული წარწერა აქვს კანადურს COLEMAN–ს. მაგ. კარავი MONTANA 4:

Flysheet fabric: Polyester taffeta 75D, 450 mm PU coated

Inner tent fabric: Polyester 68D mesh and Polyester taffeta 75 D 450 mm PU coated.

გავშიფროთ ეს ჩანაწერი:

გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელიც taffeta–ს მეთოდითაა ნაქსოვი და ამისთვის გამოყენებულია 75 დენიეს სისქის ძაფი, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.

შიდა ტენტი: ანტიმოსკიტური ბადეები ნაქსოვია 68 დენიეს, ხოლო ტენტი 75 დენიეს სისქის ძაფებით, დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.

ასევე განსხვავებულია THE NORTH FACE-ს წარწერა. მაგ. კარავი VE 25

Fabric: fly: 75D 185T nylon ripstop, 1500 mm PU coated, water-resistance finish.

ქსოვილი: გარე ტენტი ნაქსოვია ნეილონის 75 დენიეს სისიქის ძაფით, რიპსტოპის ტიპით, 185 ძაფის სიმჭიდროვით და წყალგაუმტარობა 1500 მმ–ია.

 

უნდა აღვნიშნო, რომ გარდა ამ მონაცემების გაცნობისა, გირჩევთ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ კომპანიების საიტებზე. ამის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ შემდეგი ფაქტი – მიუხედავად მონაცემების მსგავსებისა, EUROTRAIL-ის კარავი CAMP 3 ღირს 80 დოლარი, ხოლო THE NORTH FACE-ს კარავის VE 25 ფასი 600 დოლარია. საქმე ისაა, რომ VE 25 ალბათ, ყველაზე ცნობილი კარავია ალპინისტებში და იწარმოება უკვე 20 წელია. მისი ქსოვილის რეალური წყალმედეგობა 10000 მმ. უბრალოდ, ამერიკელი მწარმოებელი თავის კარავზე იძლევა გარანტიას მთელი სისცოცხლის განმავლობაში და ის, რაც წერია პასპორტში (1500 მმ), არის ყველზე პრობლემური ნაკერის წყალგაუმტარობა, რომელიც შენარჩუნებული ექნება კარავს 30–40 წლის შემდეგაც კი. რა თქმა უნდა, ამის გარდა ფასს განსაზღვრავს წონა, კარკასის ხარისხი, ძირის მახასიათებლები და სხვა.

 

შიდა კარავი (შიდა ტენტი)

 

მისი ძირითადი დანიძნუელბაა იყოს კომფორტული და მშრალი საცხოვრებელი. ამისათვის იგი უნდა „სუნთქავდეს“, ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, დაცული იყოს კონდენსატის გაჩენისაგან და ამასთან იყოს მტკიცე და მსუბუქი.

როგორც წესი, შიდა ტენტის წყალგაუმტარობა უფრო დაბალია, ვიდრე გარე ტენტის. მისთვის უფრო ხშირად ხმარობენ ნეილონის ქსოვლს, რომლების კარგად იცავენ შიდა სივრცეს ქარისგან და გარეტ ადვილად გამოაქვთ ჰაერი და ორთქლი.

 

ძირი

 

წყალგაუმტარობის და სიმტკიცის მხრივ, კარვის ძირს ყველზე მეტი მოთხოვნა წაეყენება. ის შიგნიდან უნდა უძლებდეს ადამიანის მუხლებისა და იდაყვების ზეწოლას, ხოლო გარედან იცავდეს წყლის ნაკადისაგან, რომლის გზაზეც შეიძლება კარავი აღმოჩნდეს უამინდობის დროს. თუმცა, მეორეს მხრივ, ამის გამო არ შეიძლება უსაშველოდ გაიზარდოს კარვის წონა და მოცულობა.

სასურველია, რომ ძირის წყალგაუმტარობა იყოს მინიმუმ 3000 –50000 მმ, რადგან ძლიერი ზეწოლისას მან წყალი არ გააპაროს. ზოგადად ითვლება, რომ 3000 მმ კარგად უძლებს ტანის ზეწოლას, 5000 მმ მუხლებისას, ხოლო 10000 მმ იდაყვებისას. ეს, რა თქმა უნდა, მთლად ზუსტი არაა და იგი ბევრადაა დამოკიდებული ქსოვის ტიპზე, ძაფის სისქეზე და ნაწარმის ხარისხზე, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით რატომ უნდა იყოს ძირი მომატებული წყალმედეგობის.

უფრო ხშირად ძირის მასალად გამოიყენება ან ნეილონი ან არმირებული პოლიეთილენი.

სასურველი მონაცემები ასე გამოიყურება: Nylon Oxford 210Т PU 5000 Rip Stop WR. აღნიშვნა WR ნიშნავს water resistant–ს. მაგალითად, THE NORTH FACE-ის VE 25 –ის ძირის მონაცემები ასეთია: 70 D 210T nylon taffeta, 10 000 mm PU coating, water resistant finish.

 

კარვის კარკასი

 

საკამოდ მნიშვნელოვანია, თუ რისგანაა გაკეთებული კარკასი. იგი უნდა იყოს მტკიცე, მსუბუქი და ადვილად იშლებოდეს და იწყობოდეს.

დღეს კარკასი კეთდება ან მინაქსოვილისაგან (ფიბერგლასი) ან ალუმინისაგან.

ფიბერგლასის კარკასს ალუმინთან შედარებით აქვს მხოლოდ ერთი უპირატესობა – დაბალი ფასი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტურისტულ კარვებში, რომლებასაც ძირითადად მეთევზეები იყენებენ, მინაქსოვილის ჯოხები სავსებით საკმარისია.

სხვა საქმეა სამთო ტურიზმისა და ალპინისტური კარვები. მათში აუცილებელია ალუმინის კარკასის გამოყენება არამარტო იმიტომ, რომ ისინი უფრო მტკიცეა, მსუბუქი და არ აქვთ ნარჩენი დეფორმაცია. ძირითადი აქ არის მკვეთრი ტემპერატურული გადახრებისადმი მდგრადობა. მაღალ მთაში ღამით ძალიან ცივა და ხშირად მინუსი ფიქსირდება, ხოლო დღისით, მზის გულზე ტემპერატურა 25–30 გრადუსსაც აღწევს. სწორედ ამ დროს ფიბერგლასის ჯოხები იბზარება, სკდება და იმტცრევა, ხოლო ალუმინისაზე ეს ფაქტორი არ მოქმედებს. თანაც მინაქსოვილის ჯოხები ვერ უძლებს დარტყმას და დაცემას, ალუმინისა კი ამის მიმართაც გამძლეა.

ყველაზე გავრცელებული მარკები, რომლებიც გამოიყენება კარვის კარკასებისათვის არის 7001, 7071, 7075, რომელთაც თითქმის თანაბარი სიმტკიცე აქთ. ზოგჯერ მარკირებისას შეიძლება მითითებული იყოს ჩამოსხმის სიმტკიცე, მაგ. 7075-Т6, რაც მეტია Т–ს მნიშვნელობა, მით მტკიცეა ნაერთი.

ფიბერგლასის იქნება თუ ალუმინის კარკასის ჯოხი, მნიშვნელოვანია მისი სისქე, რომელიც ან დიამეტრით ან ნომრით აღინიშნება. კერძოდ, 12 ნომერი ჯოხის დიამეტრი 11 მმ–ია, ხოლო 5 ნომრისა – 9 მმ. მაგალითად, THE NORTH FACE-ის საბაზო კარავს 2 –METER DOME-ს აქვს 12 ნომერი ალუმინის კარკასი, რომელიც 7075–Т9 მასალისაგანაა დამზადებული.

 

მნიშვნელოვანი წვრილმანები

 

ნაკერები – უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც წვრილმანსაც ვერ ვუწოდებ. ტენტების ქსოვილის მაღალი წყალგაუმტარობა შეიძლება ნიველირებულ იქნას უხარისხო ნაკერით, რომელიც აუცილებლად დაწებებული ან დადუღებული უნდა იყოს. რაც უფრო ხარისხიანია ნაკერები, მით ძვირია კარავი.

გარე ტენტს უნდა ჰქონდეს საშტორმე ყულფები (2-6 ცალი). რაც უფრო მეტია ასეთი დასაჭიმები, მით უფრო კარგად უძლებს კარავი ქარს.

 

შესასვლელები მჭიდროდ უნდა იკეტებოდეს ელვაშესაკრავით. თან „კარი“ უნდა იხსნებოდეს ისე, რომ მისი ახვევა მოხდეს ზემოთ ან გვერდზე. თუ „კარი“ იხსნება ზემოდან – არ ვარგა, რადგან ამ დროს ადამიანის კარავში შესვლა გაძნელებულია, ხოლო კოღოების გაიოლებული.

ანტიმოსკიტური ბადე და სავენტილაციო ღიობები უნდა იყოს წვრილფორიანი ბადისაგან გაკეთებული, რათა თავი დაიცვათ არა მარტო კოღოებისაგან, არამედ ქინქლებისგანაც.

სოლები, რომლებითაც გარე ტენტი იჭიმება, უნდა იყოს მსუბუწი და მტკიცე, რათა ქვიან და მყარ ნიადაგში ჩასობისას არ დაიღუნოს.

კომფორტს ზრდის დამატებითი ჯიბეები და ყულფები, რომლებიც შიდა კარვის შიდა ზედაპირზეა განლაგებული. მაგალითად ფანრის ჩამოსაკიდი ყულფი.

გარდა ამისა, არის სხვა წვრილმანებიც, რომლებიც უმნიშვნელო სულაც არაა. მაგალითისათვის მოგიყვანთ THE NORTH FACE-ის კარვების დამატებით დეტალებს:

• ორმაგი კარი, წინა ტამბურით

• კარგად გაჭიმული ნეილონის ძირი

• არაწელვადი, კევლარის (Kevlar) თოკები (კევლარი მასალაა, რომელიც საოცრად მედეგია ცვეთისა და გახევისადმი)

• გვერდითი ფანჯარა, ყინვაგამძლე ელვის შესაკრავით, რომელიც ტესტირებულია – 60°ფარენგეიტის შკალით.

• მაღალი და დაბალი ვენტილაცია

• ფლუოროსცენციული (სიბნელეში მანათობელი) ელვა შესაკრავები

როგორც ხედავთ, კარავზე უამრავი „ნავაროტკა“ შეიძლება არსებობდეს.

ზომები

 

ნორმალური მწარმოებლის ნაკეთობებზე მითითებულია როგორც ზომები, ასევე საწოლი ადგილების რაოდენობა. მაგ. ორადგილიანი ან სამადგილიანი.

ზოგადი წარმოდგენისთვის ადგილებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც აბსოლუტური ზომებია, რადგან სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა სტანდარტს იყენებს.

ითვლება, რომ საშუალოდ ერთი ადამიანისათვის საჭიროა 50 სმ, ხოლო კომფორტული ძილისათვის სჯობს 60 სმ.

მაგ. თუ კი THE NORTH FACE-ის VE 25–იც და EUROTRAIL, კარავი CAMP 3–ც სამკაციანი კარვებია. ამ დროს საძილე ფართი სიგანეში VE 25–ს აქვს 150 სმ, ხოლო CAMP 3–ს 200 სმ. ეს არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ VE 25 ალპინისტური კარავია, სადაც წონის გარდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს შიდა სივრცის მოცულობას. ამ კარავში სამ ადამიანს ძინავს ერთმანეთზე მიხუტებულს, რაც მაღალ მთაში სითბოს შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხია.

ტურისტული კარვის სიმაღლე უმჯობესია არ იყოს 110 სმ–ზე დაბალი, რასაც ვერ ვიტყვით ალპინისტურებზე, რადგან რაც დაბალია კარავი, მით უფრო მეტად უძლებს ქარს.

 

 

ამ სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე

http://www.kaliningrad-fishing.ru/zhur-sr/2007-09/statja-008.html

 

მე ვაპირებდი მის თარგმნას, მაგრამ უკვე ნათარგმნია ამ გვერდზე

http://fisher.ge/index.php?showtopic=713

 

ასე რომ თავი აღარ შევიწუხე :hi:

Link to post
Share on other sites

რაც შეეხება ჩემს კარავს.

ამჟამად მაქვს ეს

slumberjack-trail-tent-2.jpg

 

Slumberjack 2 Person Trail Tent

საკმაოდ მარტივი კონსტრუქციის 2 კაციანი, 1200 მმ მედეგობის, 2.8 კგ წონის კარავი, რომელმაც 3-ჯერ პირნათლად ჩააბარა გამოცდა თხლეშა წვიმაში

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ბიჭებო ეს დიდი კარვები ნახეთ აბა. კლუბის ჯგუფური გასვლებისთვის არ ივარგებს?

 

http://www.cabelas.com/catalog/browse/camping-tents-outfitter-tents-stoves-accessories/_/N-1100672/Ns-CATEGORY_SEQ_104481180?WTz_l=SBC%3BMMcat104794380%3Bcat104779080

 

 

http://www.cabelas.com/product/Camping/Tents/Outfitter-Tents-Stoves-Accessories%7C/pc/104795280/c/104779080/sc/104481180/Cabelas-Outfitter-Custom-Wall-Tent-Floors-by-Montana-Canvas/745194.uts?destination=%2Fcatalog%2Fbrowse%2Fcamping-tents-outfitter-tents-stoves-accessories%2F_%2FN-1100672%2FNs-CATEGORY_SEQ_104481180%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104794380%253Bcat104779080&WTz_l=SBC%3BMMcat104794380%3Bcat104779080%3Bcat104481180

 

 

http://www.cabelas.com/product/Camping/Tents/Outfitter-Tents-Stoves-Accessories%7C/pc/104795280/c/104779080/sc/104481180/Cabelas-Alaknak8482-II-Vestibule/732436.uts?destination=%2Fcatalog%2Fbrowse%2Fcamping-tents-outfitter-tents-stoves-accessories%2F_%2FN-1100672%2FNs-CATEGORY_SEQ_104481180%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104794380%253Bcat104779080&WTz_l=SBC%3BMMcat104794380%3Bcat104779080%3Bcat104481180

 

 

http://www.cabelas.com/product/Camping/Tents/Outfitter-Tents-Stoves-Accessories%7C/pc/104795280/c/104779080/sc/104481180/Cabelas-Outfitter-Series8482-ISQ-Tent-Vestibule/714603.uts?destination=%2Fcatalog%2Fbrowse%2Fcamping-tents-outfitter-tents-stoves-accessories%2F_%2FN-1100672%2FNs-CATEGORY_SEQ_104481180%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104794380%253Bcat104779080&WTz_l=SBC%3BMMcat104794380%3Bcat104779080%3Bcat104481180

Link to post
Share on other sites

არის 4, 6, 8 კაციანი. გამოგზავნა დაჯდება სადღაც ფასის 40% თუ კაბელასი გამოგზავნის. თუ არა ქართულ კომპანიებს უნდა გამოვაგზავნინოთ. კაბელასის გამოგზავნილი 4-5 დრეში აქაა. გასათვალისწინებელია რომ თუ 300$-ს გადავცდით ბაჟს გადაგვახდევინებენ საქართველოში.

 

 

მაგ კარავს დაჭირდება, კარგი ცამოსაკიდი ფანრები, გაზი და პატარა სამზარეულო ნაკრები. როცა გავალთ ყველაფერი მზად იქნება. ყველა მის საძილეს წამოიღებს და დასაფენს. მორჩა კინო....

 

 

კაი ნავიც გვინდა. მე უკრაინულები მომწონს. დმორალმა მირჩია დ ამართლა კარგებია. მყარფსკერიანები, 3-4 კაციანი

 

 

კარგი რამეებია და აუცილებლად შესაძენი. :haha::yes::yes:

Link to post
Share on other sites

ბრაუნინგ მაგხელა კარავში ერთობლივი ძილი არის მაზოხიზმი დამიჯერე.

მითუმეტეს ალკოჰოლით გაჟღენთილი ამონასუნთქის სუნთქვა. ღამე იმის შიში რომ ვინმეს ფეხი არ დაადგა თავზე როცა რადიატორი წყალს აადუღებს :haha:

მასე არ იქნებაო ეხლა არ დამიწყოთ მტკიცება :yes:

 

კლუბს ჭირდება დიდი კარავი დაახლოებით ისეთი ქევხოს რომ აქვს, იმისთვის რომ ცუდ ამინდში თავი შეაფაროს ხალხმა + სუფრა გაშალო. აქაური სინამდვილე ესეთია :yes:

 

ძილს რაც შეეხება, ყველამ თავ თავის კარავში რომ იძინოს ის ჯობია დამიჯერე. 1-2 ჯერ მოვხვდი მსგავს სიტაუციაში და სულ თავბედი ვიწყევლე ჩემი კარავი რომ არ წავიღე. ვერც შენ ისვენებ წესიერად, სხვასაც არ ასვენებ, მოკლედ ტანჯვაა რა. თან კარავი ხომ იცი ქოხი არაა რომ კონდესანტი არ გაიკეთოს, მითუმეტეს ამდენი ადამიანის ნასუნთქზე.

 

აი კლუბს დაახლოებით

ესეთი ტიპის კარავი გამოადგება.

220898b75705.jpg

 

8 კაცზე გათვლილი, 190 სმ სიმაღლე, წონა 10 კგ. წვიმასაც გაუძლებს. ფასიც ხოშიანი. თავის ჩამოტანიანა დაჯდება 170 $

 

მეტი მართლა არაა საჭირო დამიჯერეთ.

 

p.s განბაჟება +18 % - 300 ლარს ანუ სადღაც 170 $ ზემოთ ღირებულს საქონელს უწევს არსებული კანონმდებლობით :haha:

Link to post
Share on other sites

BROWNING, ერთი სიტყვა სთქვი ჩემს კარავზე, იეტის "შიშით" სიტყვა ვერ დამიწერია. :yes:

 

ვეფხვია, თუ გაზაფხულის ბოლოს და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ხალხის სურვილი იქნა და გავიდნენ ბუნებაში, დამერწმუნე ეს ჩემი 8-კაციანი თავისუფლად დასტევს ყველა მსურველს.

მინიმუმ სამი ცუგრია მოთავსდება გადახურულში.

ვახტანგის სტუმრობის შემდეგ ოჯახთან ერთად გავედი 3 ღამით, წვიმამაც გვიწია და ქარმაც, მაგრამ შიგნით არაფერი შემოსულა.

 

კი ბატონო, მესმის რომ ასეთი კარავი არ გამოდგება ჩვენთვის მთელი წელი, ამიტომ მინდა რომ შევარჩიოთ ისეთი, სადაც ზამთარშიც და დელგმაშიც ერთად იქნებიან ყველა თბილად.

 

თუ მასე წავიდა, მამაჩემი ისეთს ხვრინავდა და ხვრინავს, ფანჯარასთან არ ვაწვენდით, ჰარიქა ფარდა არ შეითრიოს ნესტოშიო. :haha:

 

აიტანეთ ერთმანეთი როგორმე, თორემ როგორი გაშხლართული ძილი მიყვარს, კი ნახა BROWNING-მა თავის თვალით.

 

კარავის კარების "ჩამოზმეიკება" დამავიწყდა ბოლომდე და დილით ორ მატრასს შორის გამეღვიძა, მთლად სველს, ვიწექი მიწაზე, ესენი კიდევ მატრასებზე.

 

საუკეთესო ვარიანტი უნდა ავირჩიოთ, პრაქტიკული რომ იყვეს და მოსახერხებელი, ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად მაგარი გამძლე უნდა იყვეს, თქვენ რომ გაგიძლოთ. :haha:

 

გაიხარეთ გენაცვათ. :yes:

Link to post
Share on other sites

BROWNING, ერთი სიტყვა სთქვი ჩემს კარავზე, იეტის "შიშით" სიტყვა ვერ დამიწერია. :haha:

 

ესეთი "მოშპილკავე"-ს შთაბეჭდილებას ვტოვებ კაცო?? :yes:

 

შენი კარავი მისწრებაა გიორგი ამ საქმისთვის, თუ გახსოვს ადრეც გითხარი ამის შესახებ იქ. http://www.monadire.ge/forum/index.php?showtopic=2897&st=20 N 39 პოსტი :yes:

 

ანუ კარავი სადაც თავს შეაფარებ და სუფრას გაშლი უამინდობის დროს, თორემ თუ ბუნება ყვავის და სითბოა კარავში რა გინდა სუფთა ჰაერზე ქეიფი და ძილი ჯობია :haha:

 

ის კარავი, რომლის სურათიც მე დავდე დაახლოებით იმ ტიპისაა როგორის შენ გაქვს.

 

უფრო "ნავაროჩენი" და ძვირად ღირებული კარვის ყიდვა მაგ საქმისთვის არ ღირს.

 

ხვრინვის ატანას რაც შეეხება, ატანით ბევრ რამეს აიტანს კაცი მაგრამ რა ძალაა რო?

 

მე ჩემ შეხედულებებს გიზიარებთ გიორგი იმ გამოცდილების საფუძველზე რაც მაქვს. 4 სეზონის კარავი კლუბს არაფერში დაჭირდება აი ფულის გადახდა კი კარგა გვარიანად მოუწევს თუ მსგავის ყიდვას გადაწყვეტს.

 

რავი მე ჩემი აზრი გითხარით ჩემივე გამოცდილების საფუძველზე და გაწყვეტით თქვენ გადაწყვიტეთ :haha:

Link to post
Share on other sites

მათხოვარი და წუნია არ გამიგია მე :haha: ვისაც რისი საშუალება ექნება იმით დავეხმარებით კლუბს.

 

ამ ეტაპზე კლუბს სარჩევი კიარა ელემენტალური კარავიც არ აქვს.ყველამ ვეცადოთ კლუბს მივცეთ ის რაც შეგვიძლია, რომ კაცი მოვა და დახვდეთ ნორმალურად.

 

როცა დადგება საკითხი კლუბისთვის საჭირო ინვენტარის შეგროვებაზე მე რაც მაქვს დიდი საიამოვნებით დაუთმობ ამ საქმეს.

Link to post
Share on other sites

იეტი არ მიტქვამს მარტო მაგ კარავი გვინდათქო. პატარა კარვებიც გვინდა. მაგ ზომის კარავი, უფრო წვიმიან ამინდში რომ თავშესაფარი გქონდეს იმისთვისაა. ისე ვედროდან რომ ასხამს არც მანდ იტყვი უარს ღამის გათევაზე :dato:

 

გიორგის მსგავსი კარავი ვნახე და გამოვცადეთ კიდეც. მაგარია.

Link to post
Share on other sites

გადავხედე მონაცემებს და რამდენ მმ-ს უძლებს ვერ ვნახე. წვიმა თუ ჩამოვიდა ტეხავს

 

 

 

ბრაუნინგ მაგხელა კარავში ერთობლივი ძილი არის მაზოხიზმი დამიჯერე.

მითუმეტეს ალკოჰოლით გაჟღენთილი ამონასუნთქის სუნთქვა. ღამე იმის შიში რომ ვინმეს ფეხი არ დაადგა თავზე როცა რადიატორი წყალს აადუღებს :dato:

მასე არ იქნებაო ეხლა არ დამიწყოთ მტკიცება :haha:

 

კლუბს ჭირდება დიდი კარავი დაახლოებით ისეთი ქევხოს რომ აქვს, იმისთვის რომ ცუდ ამინდში თავი შეაფაროს ხალხმა + სუფრა გაშალო. აქაური სინამდვილე ესეთია :haha:

 

ძილს რაც შეეხება, ყველამ თავ თავის კარავში რომ იძინოს ის ჯობია დამიჯერე. 1-2 ჯერ მოვხვდი მსგავს სიტაუციაში და სულ თავბედი ვიწყევლე ჩემი კარავი რომ არ წავიღე. ვერც შენ ისვენებ წესიერად, სხვასაც არ ასვენებ, მოკლედ ტანჯვაა რა. თან კარავი ხომ იცი ქოხი არაა რომ კონდესანტი არ გაიკეთოს, მითუმეტეს ამდენი ადამიანის ნასუნთქზე.

 

აი კლუბს დაახლოებით

ესეთი ტიპის კარავი გამოადგება.

220898b75705.jpg

 

8 კაცზე გათვლილი, 190 სმ სიმაღლე, წონა 10 კგ. წვიმასაც გაუძლებს. ფასიც ხოშიანი. თავის ჩამოტანიანა დაჯდება 170 $

 

მეტი მართლა არაა საჭირო დამიჯერეთ.

 

p.s განბაჟება +18 % - 300 ლარს ანუ სადღაც 170 $ ზემოთ ღირებულს საქონელს უწევს არსებული კანონმდებლობით :dato:

Link to post
Share on other sites

ბრაუნინგ ეგ იქნება სადღაც 600 მაქსიმუმ 800 მმ-იანი. წვიმას გაუძლებს, კოკისპირულს ვერა. თუმცა ბრენდი შვეიცარულია.

ის რომელიც 100 %-ით გაუძლებს ეღირება სადღაც 10-ჯერ მეტი და ღირებულების თითქმის მეხუთედი, დამატებით შენ საყვარელ მთავრობას უნდა ჩაუდო ჯიბეში :dato:

4X4-ზე ცელოფანი და 20 მეტრი კაპრონის თოკი წყლის ჩამოსვლის პრობლემას გადაწყვეტს თავისუფლად. დაგიჯდება + ოცი/ოცდახუთი ლარი.

Link to post
Share on other sites

ჩემს დადებულ ბმულებს გადახედე? მე მგონი ფასით დიდი განსხვავება არ უნდა იყოს(100$ მაქსიმუმი), მაგრამ ხარისხით ბევრად აჯობებს ჩემი აზრით. წინა სატავსო მნიშვნელოვანია მაგ დროს, ნივთების შესანახად

 

 

 

ბრაუნინგ ეგ იქნება სადღაც 600 მაქსიმუმ 800 მმ-იანი. წვიმას გაუძლებს, კოკისპირულს ვერა. თუმცა ბრენდი შვეიცარულია.

ის რომელიც 100 %-ით გაუძლებს ეღირება სადღაც 10-ჯერ მეტი და ღირებულების თითქმის მეხუთედი, დამატებით შენ საყვარელ მთავრობას უნდა ჩაუდო ჯიბეში :dato:

4X4-ზე ცელოფანი და 20 მეტრი კაპრონის თოკი წყლის ჩამოსვლის პრობლემას გადაწყვეტს თავისუფლად. დაგიჯდება + ოცი/ოცდახუთი ლარი.

Link to post
Share on other sites

ჩემს დადებულ ბმულებს გადახედე? მე მგონი ფასით დიდი განსხვავება არ უნდა იყოს(100$ მაქსიმუმი), მაგრამ ხარისხით ბევრად აჯობებს ჩემი აზრით. წინა სატავსო მნიშვნელოვანია მაგ დროს, ნივთების შესანახად

 

ეგ კარვის ვესტიბულებია ბრაუნინგ, იმიტომ ღირს ეგრე იაფი :dato:

ანუ მისადგმელი სათავსო/შესასვლელი.

 

თავად კარავი არის ეს http://www.cabelas.com/product/Cabelas-Ultimate-Alaknak8482-Tent/732548.uts?WTz_l=SBC%3BMMcat104794380%3Bcat104779080%3BMCcat104481180

ყველაზე პატარა 3.6X3.6-ზე ღირს 729 $+18 %=860 $ 30 კგ იწონის, ჩამოტანა მინიმუმ 30.6.5 $=195 $

ანუ ჯამში 860+195 = 1055 $

Link to post
Share on other sites

მამენტ ეს წავა რა.

http://www.cabelas.com/product/Cabelas-Outback-Lodge-Tent/735044.uts?Ntk=AllProducts&searchPath=%2Fcatalog%2Fsearch%2F%3FN%3D%26Ntk%3DAllProducts%26Ntt%3Dtent%26Ntx%3Dmode%252Bmatchallpartial%26WTz_l%3DHeader%253BSearch-All%2BProducts%26form_state%3DsearchForm%26recordsPerPage%3D80%26search%3Dtent%26searchTypeByFilter%3DAllProducts%26x%3D22%26y%3D5&Ntt=tent&WTz_l=Header%3BSearch-All+Products

წყალს არ გაატარებს 1500 მმ-იანია, თუმცა მაგაში მაგიდას ვერ მიუსხდები, უფრო წამოწოლილ ვარიანტში მოგიწევს ჭამა.

ოპტიმალური 6 კაციანის შეძენაა 300 %+18 %+გზა 60 $ = სადღაც 420 დოლარს.

 

ეს არის ძალიან კარგი, მაგრმა ფასი ...

http://www.cabelas.com/product/Cabelas-Big-Horn8482-III-Tent/727636.uts?Ntk=AllProducts&searchPath=%2Fcatalog%2Fsearch%2F%3FN%3D%26Ntk%3DAllProducts%26Ntt%3Dtent%26Ntx%3Dmode%252Bmatchallpartial%26WTz_l%3DHeader%253BSearch-All%2BProducts%26form_state%3DsearchForm%26recordsPerPage%3D80%26search%3Dtent%26searchTypeByFilter%3DAllProducts%26x%3D22%26y%3D5&Ntt=tent&WTz_l=Header%3BSearch-All+Products

Link to post
Share on other sites

იაფი და ამაზე უკეთესი მე პირადათ ინტერნეტში ვერ ვნახე

 

columbia_cougar_flats_ii_f.jpg

61MK8yS5d8L.jpg

http://www.amazon.com/Columbia-Cougar-Flats-Family-Cabin/dp/B002Q3LICS/ref=sr_1_3?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1329783062&sr=1-3

 

ორ ოთახიანია :dato:

800 მმ წყლის სვეტი. ისეთი წყობა აქვს წვიმას გაუძლებს !!!

გათვლიალია 6-10 კაცი

2 ფანჯარა აქვს, ორი კარები

რაც მთავარია 2 მეტრზე მეტია სიმაღლეში ანუ ჰაერის ცირკულირებისთვის საკმაოდ კარგი

წონა 25 კგ არც ისე მჩატე.

კონსტრუქცია საკმაოდ მარტივი ორი კაციც ააწყობს თავისუფლად.

აქვს ძAლიან კარგი გამოხმაურებები.

 

მოკლედ კარგია რა :haha:

თუმცა 400 დოლარზე მეტი ესეც დაჯდება, რადგან განბაჟება მოუწევს :dato:

 

p.s შტატებში, მეორადების ბაზარზე ალბათ ორჯერ იაფი ეღირება

დაძებნა უნდა...

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კაბელასის საგაზაფხულო კატალოგი მივიღე და კარვებს გადავხედე ჯგუფური გასვლებისთვის. 300$ის ფარგლებშია პლიუს ტრანსპორტირება

 

 

Cabela's Alaskan Guide® Geodesic Tent

 

http://www.cabelas.com/view-tents-cabelas-alaskan-guide-model-tent-1.shtml

 

 

Cabela's WestWind™ Deluxe Tent

 

http://www.cabelas.com/view-tents-cabelas-westwind-8482-deluxe-tent-1.shtml

 

Cabela's Bunkhouse Tents

 

http://www.cabelas.com/dome-backpacking-tents-cabelas-bunkhouse-tents.shtml

 

 

ზოგადად აქაა არცევანი

 

http://www.cabelas.com/catalog/browse.cmd?N=1100670&WTz_l=SBC%3BBRprd1316452

Link to post
Share on other sites

კაბელასის საგაზაფხულო კატალოგი მივიღე და კარვებს გადავხედე ჯგუფური გასვლებისთვის. 300$ის ფარგლებშია პლიუს ტრანსპორტირება

 

ეხლა კარვების სეზონი მოდის, კაბელასმაც იცის და აძვირებს გოთვერანი :)

 

ბრაუნინგ. გადატყავებული მაქვს მთელი ინტერნეტი. ზოგადათ ამაზონზე იაფად კარავი არსად არაა.

ცალკეულ შემთხვევებსს არ ვგულისხმობ.

Link to post
Share on other sites

კარვის პრობლემა არა გვაქ,ჩუქნით არ მჩუქნის ჩემი წუწუნახა მეგობარი მაგრამ როცა დაგვჭირდება ვიხმართ.სუფრას გაშლი შიგ იმხელაა.21კგ–ა წონაში.აი ეგ კარავია.

08c335cc7f12.jpg

Link to post
Share on other sites

ზაზა

 

კარგი კარავია, ორი საძინებელი და ერთი ჰოლი აქვს როგორც სუარათიდან ჩანს

 

:yes:

კი იეტი,ეგრეა.შეკრებებიზა გამოგვადგება მგონი.

 

0d0e2dcb3189.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...