Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობა კანადაში


Recommended Posts

მე მგონი საჭიროა აქაც შევქმნათ უცხოეთში ნადირობის ქვეგანყოფილება(მეთევზეების არ იყოს), მით უმეტეს მასალა საკმარისი გვექნება

Link to post
Share on other sites
  • Replies 604
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინწინ საღამოს 5 საათზე დააგდეს ბიჭებმა დიდი დედალი. დიდი ტბის გადაღმა, ნაპირზე. მერე ნახეს რომ იქვე მამალიც და მეორე დედალიც ყოფილა, მაგრამ ეს იკმარეს. მე არ ავსულვარ, მაგრამ ხორცი შემხვდება. ბანაკ

ცხენირემზე ნადირობის შემდეგ, სამხრეტ კვებეკში ირემზე და შველზე იხსნება სეზონი (აქ ცოტაა და აკრძალულია). ბიჭების გასვლა წარმატებული აღმოჩნდა, თან ბენელიმ დააგდო ერთი ირემი.

Posted Images

ნადირობა კანადაში

კანადა ატლანტიკის ოკეანედან წყნარ ოკეანემდეა გადაჭიმული და ჩრდილოეთით ჩრდილო ყინულოვანი ოკეანითაა შემოფარგლული. ეს ტერიტორია ათ პროვინციად და სამ ტერიტორიულ ერთეულადაა დაყოფილი. სამხრეთულ ფოთლოვან ტყეებს ჩრდილოეთით შერეული ტყეები ენაცვლება, რომელთაც ტაიგა და ბოლოს ტუნდრა ცვლის. კKანადა ერთერთი ყველაზე ნაკლებ დასახლებული ქვეყანაა(3.5 ადამიანი კვ.კმ-ზე). ამ ქვეყნის უსიერი ტყეები და მისი მრავალფეროვანი, თითქმის ველური ფაუნა სამოთხეა მონადირეებისა და მეთევზეებისთვის. მოქმედი ნაციონალური პარკები ფედერალურ ან პროვინციალურ დაქვემდებარებაშია. ბუნების დაცვის(და შესაბამისად სანადირო-სატევზაო) პოლიტიკას ძირითადად პროვინციები ატარებენ, თუმცა გარკვეული სფეროები ფედერალური სტრუქტურების პრეროგატივაა(თუნდაც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა).

ნადირობა და თევზაობა კანადის აბორიგენი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო და ამიტომაც, მათ დღესაც რიგი პრიორიტეტები გააჩნიათ თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით (ნადავლის გაზრდილი კვოტები, ლიბერალური სეზონური ვადები, სანადირო-სატევზაო ტერიტორიები, ბადეებით თევზაობა და ა.შ.).

თევზაობა კანადაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ყოველგვარი წინასწარი პროფესიული სერტიფიცირების გარეშე(ნადირობისგან განსხვავებით). უცილებელია მხოლოდ სეზონური სათევზაო ლიცენზიის შეძენა, რომელიც 15¢ დოლარამდე ღირს. გამონაკლისია ორაგულზე თევზაობა, რომლისთვისაც ცალკე ლიცენზიაა გათვალისწინებული. თევზაობის რეგლამენტაციას პროვინციები ძირითადად დამოუკიდებლად ახდენენ.

ნადირობისათვის აუცილებელია ნადირობის ნებართვა(რომელიც მუდმივია და მას პროვინციის შესამისი უწყება გასცემს), რომლის მოსაპოვებლადაც სპეციალურ კურსს გადიან, რომელიც გამოცდით ბოლოვდება. ამ კურსით გათვალისწინებულია კანადაში ნადირობის რეგლამენტაციის, ნადირობის მეთოდების, იარაღის ტიპების და მისი მოხმარების უსაფრთხოების, ნადირ-ფრინველთა ბიოლოგიის თუ ეკოლოგიის საბაზისო ცოდნის მიღება. Gგამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, უფლება გაქვთ სანადირო იარაღის შეძენისა და ტარების უფლება მოიპოვოთ, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში განახლებადია და რომელსაც კანადის სამეფო ჟანდარმერიის შესაბამისი სტრუქტურა გასცემს. ამ ნებართვით, იარაღის განუსაზრვრელი რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ და ყოველ ახლად შეძენილ იარაღზე, ზემოთაღნიშნული სტრუქტურული ერთეული, ცალკე სარეგისტრაციო მოწმობას გიგზავნით. Aიარაღის ნებართვის მისარებად უნდა იყოთ 18 წლის, თუმცა ნადირობის ნებართვის კურსის გავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სხვისი იარაღით დროებით სარგებლობის და ნადირობის უფლება შეიძლება 12-17 წლის მოზარდებმაც მოიპოვონ. მათ მხოლოდ სრულწლოვან მონადირესთან ერთად შეუძლიათ ინადირონ. დაშვებულია არბალეტით და მშვილდ-ისრით ნადირობაც. ზრდასრულმა უცხოელმაც შეიძლება მოითხოვოს იარაღის ტარების დროებითი უფლება(60 დღემდე), რისთვისაც სპეციალური დეკლარაცია უნდა შეავსოს.

ნადირობის ვადებს, უმრავლეს სანადირო ნადირ-ფრინველზე, პროვინციები აწესებენ. პროვინციები დაყოფილია ზონებად და ნადირობის ვადები, ფორმები, მოპოვების ლიმიტები, აკრძალვები და ა.შ. თითოეული ზონისთვის ინდივიდუალურია. კKანონი იცავს მონადირეს და მკაცრად ისჯება ნადირობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა(საფარის დაზიანება, სანადირო ადგილამდე მისვლის ლეგალური უფლების დაბრკოლება, ნადირ-ფრინველის გამიზნულად დაფრთხობა, მონადირის აღჭურვილობის მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ.). ნადირზე ნადირობისთვის აკრზალულია მდევრების გამოყენება(ნებადართულია მხოლოდ მოკლული ნადირის მოსაძებნად, სისხლიან კვალზე, ან მეძებრით ფრინველზე ნადირობა). Mმონადირე ვალდებულია ნარინჯისფერ ჟილეტს ატარებდეს. ინდივიდუალურია ის შეზღუდვები, რომელიც მსროლელს დასახლებულ პუნქტებთან ან გზებთან მიმართებაში უწესდება(ხშირად გზიდან მინიმუმ ათი მეტრის დაშორებით). აკრძალულია მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის შემდეგ ნადირობა. აკრძალულია ფანრებით და ღამის ხედვის აღჭურვილობით ნადირობა. აკრძალულია მანქანიდან, მოტორიანი ნავიდან ან იახტიდან ნადირ-ფრინველის დევნა და მოპოვება. განსხვავებული ნებართვაა საჭირო მტაცებელი ფრინველებით ნადირობისთვის. უმეტეს შემთხვევაში სპორტული ნადირობით მოპოვებული ნადირ-ფრინველის ხორცის გაყიდვა-გაცვლა აკრძალულია. გადამფრენ ფრინველზე (იხვი, ბატი) ნებადართულია მხოლოდ ფოლადის საფანტის გამოყენება.

აქვე შეიძლება ჩამოვთვალოთ კვებეკის ძირითადი სანადირო ნადირ-ფრინველი: ვირჯინიის ირემი, ცხენირემი, კარიბუ (ჩრდილოეთის ირემი), შავი დათვი, კოიოტი, მგელი, კურდღელი, ბატი(ძირიტადად ორი ჯიშის), იხვი, ვალდშნეპი, ჟრუნი, როჭო, ტუნდრის როჭო და ა.შ.

დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ვრცლად ვისაუბროთ კანადაში გავრცელებულ ნადირობის მეთოდებზე სანადირო ობიექტისდა მიხედვით.

 

 

წყარო

 

 

 

 

http://www.mrnf.gouv.qc.ca/publications/enligne/faune/reglementation-chasse/armes/legislation-federale.asp

 

 

http://www.rcmp-grc.gc.ca/cfp-pcaf/index-eng.htm

Link to post
Share on other sites

მეგობარმა ჩვენი ბანაკის გაღმა იყიდა საკმაოდ დიდი ტერიტორია(ქოხით), სანადიროდ და სათევზაოდ(ორი ტბაც მოხვდა შიგ). ხვალ ავდივართ სანახავად. ნადირობა არ გამოვა მაგრამ სექტორის(ბუნების) სურატებს გადავიღებ

Link to post
Share on other sites

ტრადიციულად მოკლული ცხენირემის თავს პიკაპზე ამაგრებენ და ასე დადიან ქალაქში რამდენიმე დღე. ცხოველთა დაცვას ერთი ომი აქვს ამასთან დაკავშირებით მაგრამ ტრადიციას ვერაფერს უშვებიან :hi:

 

 

8fdbb83948da.jpg

Link to post
Share on other sites

ეს რემინგტონ 870, სპესიალ ფილდი, 20 კალიბრია. ჟრუნი, როჭო, კურდღელი, დათვიც კი, მშვენივრად მოინადირება. მაგნუმსაც ისვრის

 

f572ac00286c.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ჩემს რეგიონში დათვზე ნადირობა 15 მაისს იხსნება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. თუ საქართველოში არ ვიქენი, აუცილებლად ვცდი წელსაც. ლიცენზია 50$მდეა.

Link to post
Share on other sites

იმედი მაქვს. ისე წელს მხოლოდ მამალზეა ნადირობა ნებადართული. მამალი ან ხბო. დედალზე ყოველ მეორე წელსაა

 

 

გული მიგრძნობს, წელს დააგდებ შენ ცხენირემს, აი ნახავ თუ არა.

Link to post
Share on other sites

გული მიგრძნობს, წელს დააგდებ შენ ცხენირემს, აი ნახავ თუ არა.

 

მეც მასე ვფიქრობ. მომწიფდა!

 

"საქართველოდან" კარგი ფოტოებია როგორც ყოველთვის.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ჩემს რეგიონში დათვზე ნადირობა 15 მაისს იხსნება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. თუ საქართველოში არ ვიქენი, აუცილებლად ვცდი წელსაც. ლიცენზია 50$მდეა.

ერთი დათვი ხო 50$?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...