BROWNING 348 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 მე მგონი საჭიროა აქაც შევქმნათ უცხოეთში ნადირობის ქვეგანყოფილება(მეთევზეების არ იყოს), მით უმეტეს მასალა საკმარისი გვექნება ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 ნადირობა კანადაში კანადა ატლანტიკის ოკეანედან წყნარ ოკეანემდეა გადაჭიმული და ჩრდილოეთით ჩრდილო ყინულოვანი ოკეანითაა შემოფარგლული. ეს ტერიტორია ათ პროვინციად და სამ ტერიტორიულ ერთეულადაა დაყოფილი. სამხრეთულ ფოთლოვან ტყეებს ჩრდილოეთით შერეული ტყეები ენაცვლება, რომელთაც ტაიგა და ბოლოს ტუნდრა ცვლის. კKანადა ერთერთი ყველაზე ნაკლებ დასახლებული ქვეყანაა(3.5 ადამიანი კვ.კმ-ზე). ამ ქვეყნის უსიერი ტყეები და მისი მრავალფეროვანი, თითქმის ველური ფაუნა სამოთხეა მონადირეებისა და მეთევზეებისთვის. მოქმედი ნაციონალური პარკები ფედერალურ ან პროვინციალურ დაქვემდებარებაშია. ბუნების დაცვის(და შესაბამისად სანადირო-სატევზაო) პოლიტიკას ძირითადად პროვინციები ატარებენ, თუმცა გარკვეული სფეროები ფედერალური სტრუქტურების პრეროგატივაა(თუნდაც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა). ნადირობა და თევზაობა კანადის აბორიგენი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო და ამიტომაც, მათ დღესაც რიგი პრიორიტეტები გააჩნიათ თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით (ნადავლის გაზრდილი კვოტები, ლიბერალური სეზონური ვადები, სანადირო-სატევზაო ტერიტორიები, ბადეებით თევზაობა და ა.შ.). თევზაობა კანადაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ყოველგვარი წინასწარი პროფესიული სერტიფიცირების გარეშე(ნადირობისგან განსხვავებით). უცილებელია მხოლოდ სეზონური სათევზაო ლიცენზიის შეძენა, რომელიც 15¢ დოლარამდე ღირს. გამონაკლისია ორაგულზე თევზაობა, რომლისთვისაც ცალკე ლიცენზიაა გათვალისწინებული. თევზაობის რეგლამენტაციას პროვინციები ძირითადად დამოუკიდებლად ახდენენ. ნადირობისათვის აუცილებელია ნადირობის ნებართვა(რომელიც მუდმივია და მას პროვინციის შესამისი უწყება გასცემს), რომლის მოსაპოვებლადაც სპეციალურ კურსს გადიან, რომელიც გამოცდით ბოლოვდება. ამ კურსით გათვალისწინებულია კანადაში ნადირობის რეგლამენტაციის, ნადირობის მეთოდების, იარაღის ტიპების და მისი მოხმარების უსაფრთხოების, ნადირ-ფრინველთა ბიოლოგიის თუ ეკოლოგიის საბაზისო ცოდნის მიღება. Gგამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, უფლება გაქვთ სანადირო იარაღის შეძენისა და ტარების უფლება მოიპოვოთ, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში განახლებადია და რომელსაც კანადის სამეფო ჟანდარმერიის შესაბამისი სტრუქტურა გასცემს. ამ ნებართვით, იარაღის განუსაზრვრელი რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ და ყოველ ახლად შეძენილ იარაღზე, ზემოთაღნიშნული სტრუქტურული ერთეული, ცალკე სარეგისტრაციო მოწმობას გიგზავნით. Aიარაღის ნებართვის მისარებად უნდა იყოთ 18 წლის, თუმცა ნადირობის ნებართვის კურსის გავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სხვისი იარაღით დროებით სარგებლობის და ნადირობის უფლება შეიძლება 12-17 წლის მოზარდებმაც მოიპოვონ. მათ მხოლოდ სრულწლოვან მონადირესთან ერთად შეუძლიათ ინადირონ. დაშვებულია არბალეტით და მშვილდ-ისრით ნადირობაც. ზრდასრულმა უცხოელმაც შეიძლება მოითხოვოს იარაღის ტარების დროებითი უფლება(60 დღემდე), რისთვისაც სპეციალური დეკლარაცია უნდა შეავსოს. ნადირობის ვადებს, უმრავლეს სანადირო ნადირ-ფრინველზე, პროვინციები აწესებენ. პროვინციები დაყოფილია ზონებად და ნადირობის ვადები, ფორმები, მოპოვების ლიმიტები, აკრძალვები და ა.შ. თითოეული ზონისთვის ინდივიდუალურია. კKანონი იცავს მონადირეს და მკაცრად ისჯება ნადირობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა(საფარის დაზიანება, სანადირო ადგილამდე მისვლის ლეგალური უფლების დაბრკოლება, ნადირ-ფრინველის გამიზნულად დაფრთხობა, მონადირის აღჭურვილობის მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ.). ნადირზე ნადირობისთვის აკრზალულია მდევრების გამოყენება(ნებადართულია მხოლოდ მოკლული ნადირის მოსაძებნად, სისხლიან კვალზე, ან მეძებრით ფრინველზე ნადირობა). Mმონადირე ვალდებულია ნარინჯისფერ ჟილეტს ატარებდეს. ინდივიდუალურია ის შეზღუდვები, რომელიც მსროლელს დასახლებულ პუნქტებთან ან გზებთან მიმართებაში უწესდება(ხშირად გზიდან მინიმუმ ათი მეტრის დაშორებით). აკრძალულია მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის შემდეგ ნადირობა. აკრძალულია ფანრებით და ღამის ხედვის აღჭურვილობით ნადირობა. აკრძალულია მანქანიდან, მოტორიანი ნავიდან ან იახტიდან ნადირ-ფრინველის დევნა და მოპოვება. განსხვავებული ნებართვაა საჭირო მტაცებელი ფრინველებით ნადირობისთვის. უმეტეს შემთხვევაში სპორტული ნადირობით მოპოვებული ნადირ-ფრინველის ხორცის გაყიდვა-გაცვლა აკრძალულია. გადამფრენ ფრინველზე (იხვი, ბატი) ნებადართულია მხოლოდ ფოლადის საფანტის გამოყენება. აქვე შეიძლება ჩამოვთვალოთ კვებეკის ძირითადი სანადირო ნადირ-ფრინველი: ვირჯინიის ირემი, ცხენირემი, კარიბუ (ჩრდილოეთის ირემი), შავი დათვი, კოიოტი, მგელი, კურდღელი, ბატი(ძირიტადად ორი ჯიშის), იხვი, ვალდშნეპი, ჟრუნი, როჭო, ტუნდრის როჭო და ა.შ. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ვრცლად ვისაუბროთ კანადაში გავრცელებულ ნადირობის მეთოდებზე სანადირო ობიექტისდა მიხედვით. წყარო http://www.mrnf.gouv.qc.ca/publications/enligne/faune/reglementation-chasse/armes/legislation-federale.asp http://www.rcmp-grc.gc.ca/cfp-pcaf/index-eng.htm ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 ეუჰ, რამაზ იქნება გვიშველო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted January 30, 2012 Author Report Share Posted January 30, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted January 30, 2012 Author Report Share Posted January 30, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted January 30, 2012 Author Report Share Posted January 30, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 მეგობარმა ჩვენი ბანაკის გაღმა იყიდა საკმაოდ დიდი ტერიტორია(ქოხით), სანადიროდ და სათევზაოდ(ორი ტბაც მოხვდა შიგ). ხვალ ავდივართ სანახავად. ნადირობა არ გამოვა მაგრამ სექტორის(ბუნების) სურატებს გადავიღებ ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted February 5, 2012 Report Share Posted February 5, 2012 ეუჰ, რამაზ იქნება გვიშველო ვახო ეს რესურსი დაგეხმარება ხოლმე http://convert.ge/ge/text.shtml ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted February 6, 2012 Author Report Share Posted February 6, 2012 მადლობა რამაზ, რა კაი რამ მასწავლე ვახო ეს რესურსი დაგეხმარება ხოლმე http://convert.ge/ge/text.shtml ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 მაგარი ქვეყანაა რა მონადირისა და მეთვზისათვის სამოთხე. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted February 11, 2012 Author Report Share Posted February 11, 2012 ტრადიციულად მოკლული ცხენირემის თავს პიკაპზე ამაგრებენ და ასე დადიან ქალაქში რამდენიმე დღე. ცხოველთა დაცვას ერთი ომი აქვს ამასთან დაკავშირებით მაგრამ ტრადიციას ვერაფერს უშვებიან ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted February 11, 2012 Author Report Share Posted February 11, 2012 შარშანდელია, მეგობრებმა დააგდეს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted February 11, 2012 Author Report Share Posted February 11, 2012 ეს წლევანდელია, სანამ ბანაკს სრულად შევაკეთებდით, მიწევდა იატაკზე ძილი, უღუმელოდ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted February 12, 2012 Author Report Share Posted February 12, 2012 ეს რემინგტონ 870, სპესიალ ფილდი, 20 კალიბრია. ჟრუნი, როჭო, კურდღელი, დათვიც კი, მშვენივრად მოინადირება. მაგნუმსაც ისვრის ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted February 12, 2012 Author Report Share Posted February 12, 2012 ბანაკი საქართველო, ცხენირემზე ნადირობისას. სადილობისას ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted April 2, 2012 Author Report Share Posted April 2, 2012 ეს ცხენირემი წელს მეგობრის ბიძამ დააგდო. რქების გაშლილობა 1.5მ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted April 2, 2012 Author Report Share Posted April 2, 2012 ჩემს რეგიონში დათვზე ნადირობა 15 მაისს იხსნება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. თუ საქართველოში არ ვიქენი, აუცილებლად ვცდი წელსაც. ლიცენზია 50$მდეა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 2, 2012 Report Share Posted April 2, 2012 გული მიგრძნობს, წელს დააგდებ შენ ცხენირემს, აი ნახავ თუ არა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted April 2, 2012 Author Report Share Posted April 2, 2012 იმედი მაქვს. ისე წელს მხოლოდ მამალზეა ნადირობა ნებადართული. მამალი ან ხბო. დედალზე ყოველ მეორე წელსაა გული მიგრძნობს, წელს დააგდებ შენ ცხენირემს, აი ნახავ თუ არა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 2, 2012 Report Share Posted April 2, 2012 გული მიგრძნობს, წელს დააგდებ შენ ცხენირემს, აი ნახავ თუ არა. მეც მასე ვფიქრობ. მომწიფდა! "საქართველოდან" კარგი ფოტოებია როგორც ყოველთვის. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 2, 2012 Report Share Posted April 2, 2012 ჩემს რეგიონში დათვზე ნადირობა 15 მაისს იხსნება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. თუ საქართველოში არ ვიქენი, აუცილებლად ვცდი წელსაც. ლიცენზია 50$მდეა. ერთი დათვი ხო 50$? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted April 3, 2012 Author Report Share Posted April 3, 2012 კი, ერთი დათვი ერთი დათვი ხო 50$? ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 3, 2012 Report Share Posted April 3, 2012 იაფია ღირს ნამდვილად სიამოვნებით დავეგდებოდი მასეთ ტყეში მთელი ზამთარი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted April 6, 2012 Author Report Share Posted April 6, 2012 იხვზე ნადირობა კანადაში ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.