Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობა კანადაში


Recommended Posts

  • Replies 604
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინწინ საღამოს 5 საათზე დააგდეს ბიჭებმა დიდი დედალი. დიდი ტბის გადაღმა, ნაპირზე. მერე ნახეს რომ იქვე მამალიც და მეორე დედალიც ყოფილა, მაგრამ ეს იკმარეს. მე არ ავსულვარ, მაგრამ ხორცი შემხვდება. ბანაკ

ცხენირემზე ნადირობის შემდეგ, სამხრეტ კვებეკში ირემზე და შველზე იხსნება სეზონი (აქ ცოტაა და აკრძალულია). ბიჭების გასვლა წარმატებული აღმოჩნდა, თან ბენელიმ დააგდო ერთი ირემი.

Posted Images

ვახო ძმაო, მეც ამის კითხვისას ტყეში ვიყავი და მაგ ცხენირემს ვატყავებდი ვამზადებდი, წარმომიდგენია შენ რა განცდებიც გექნებოდა. უმაგრესია რა. ერთი თუ ძმა ხარ რა უნდა გკითხო, მაქ სადმე ყარაული არ უნდათ ტყესთან ახლოს? :e025:

Link to post
Share on other sites

გილოცავთ ვახტანგ, მაგარი ტროფეია. :yes: :yes:

 

ისე, მართლა რამხელაა ეგ დალოცვილი, ბეტეერივით არის.

Link to post
Share on other sites

კიდევ ერთი საახლობლოა ამჯამად სანადიროდ. მაგარი სექტორი აქვტ იმათაც. კამერებმა რამდენიმე დღის წინ ორი მამალი და დედლები უჩვენათ. ალბათ ამ დღეებში დააგდებენ.

post-3-0-70069200-1412368355_thumb.jpg

post-3-0-16677600-1412368362_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მესმის რომ ვითარდებ მსოფლიო მაგრამ მსგავს მაიმუნობებს ვერ ვიტან, წინასწარ დაზვერვას ტექნიკის დახმარებით. თევზაობაში ვერ ვიტან კიდე ექომძებნები რომ აქვთ ჩაყრილი და ეკრანზე უყურებენ თევზებს, აკვარიუმის ამბავია.

 

ბაბუაჩემის ბიძა რომ წავიდოდა ჯიხვ-არჩვებზე სანადიროდ, 3 ტყვია მიჰქონდა და ცარიელი არ დაბრუნდებოდა თუნდაც 3 დღე გასულიყო.

 

ბოდიში, ცოტა გადავუხვიე თემის არსს.

Link to post
Share on other sites

ნადირობაში მაინც ვერ გეხმარება მაგ კამერა. აგერ მეორე კვირაა მაგის პატრონი ტყეშია და ჯერ ფაფუ.

 

 

მესმის რომ ვითარდებ მსოფლიო მაგრამ მსგავს მაიმუნობებს ვერ ვიტან, წინასწარ დაზვერვას ტექნიკის დახმარებით. თევზაობაში ვერ ვიტან კიდე ექომძებნები რომ აქვთ ჩაყრილი და ეკრანზე უყურებენ თევზებს, აკვარიუმის ამბავია.

 

ბაბუაჩემის ბიძა რომ წავიდოდა ჯიხვ-არჩვებზე სანადიროდ, 3 ტყვია მიჰქონდა და ცარიელი არ დაბრუნდებოდა თუნდაც 3 დღე გასულიყო.

 

ბოდიში, ცოტა გადავუხვიე თემის არსს.

Link to post
Share on other sites

რადგან ორ დღეში ნადირობის დამტავრებას არ ვვარაუდობდი, მთელი აღჭურვილობა მქონდა ატანილი გიომის ბანაკში. ჰოდა გუშინ დილით წავედით მე და მეგობარი. მე აღჭურვილობა უნდა ამეღო და მერე ტყით ბანაკ საქართველოში უნდა გადავსულიყავი. მეგობარი პირდაპირ ბანაკ საქართველოში ავიდოდა. მისი რუგერი (22 ლრ) მე წავიღე. გზიდან 400 მეტრი მექნებოდა აწეული ტყეში რომ დედა ცხენრემმა გამოყო თავი ბუჩქებდან. მთლიანად ჟრუნზე ვიყავი უკვე ცნობიერად გადართული და უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ათი წამი ვუყურეთ ერტმანეთს. მერე რომ გამოვფხიზლდი და ხელი კამერისკენ წავიღე, ამოვარდა ბილიკზე და მაღლა აუყვა, უკან კარგა მოზრდილი ხბოც მიჰყვა. მხოლოდ ერთი კადრის გადაღება მოვასწარი, ზემოთ სადღაც 50 მეტრში შევიდნენ ტყეში. არადა ხბოს მონადირების უფლება გვქონდა(მე არა, სხვა ორ წევრს, ჩვენი ჯგუფისას). ავედი მერე იმ ადგილზე, საიდანაც ცხენრემს ვესროლე. ყველაზე ცუდი ადგილი თუ შეიძლებოდა სასროლად იმ კუთხეში, მაგ იყო. გადავედი იმ წაქცეულ სოჭთან რომლის უკანაც იდგა ცხენირემი. კვალი ვნახე ხეზე, მაგრამ ვითომ ტყვიის კვალია? გამონასვლელი კვალი არ იყო(ხე საკმაოდ სქელი იყო). ცხენირემის უახლესი კვალი იყო ყველგან, მათ შორის გიომის ბანაკის გარშემოც. მერე გადავედი ჩვენი ბანაკისკენ და გაღმა მხრიდან მივადექი ჩვენს ტბას. ულამაზესი იყო ჩვენი ბანაკი. ესაა რომ თახვს მაგრად უმუშავია და მთელი ნაპირი დატბორილი იყო. იძულებული გავხდი ტყით მევლო. გავსავათდი. ვისაც მთაში ''მაგარში''(ადგილობრივები შქერის ბუჩქებს უძახიან)უვლია მიმიხვდება. თახვი რომ დამენახა, იქვე დავადუღებდი. ორჯერ ჩავვარდი წყალში. დავუნგრიე ნაწილობრიც კაშხალი. ავედი ბანაკში და წვიმაც დაიწყო. დღემდე არ გადაუღია. ჟრუნზე ვეღარ ვინადირეთ. მეგობარმა მხოლოდ შეშები მიალაგა. ერთი ბოთლი გამოვცალეთ იმ საღამოს და დღეს შუადღით გამოვედით.

post-3-0-47553300-1412552299_thumb.jpg

post-3-0-57431500-1412552311_thumb.jpg

post-3-0-13056000-1412552321_thumb.jpg

post-3-0-71579600-1412552329_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ახლა მეორე ისტორია. მეგობარმა მე რომ დამტოვა (შესასვლელი ჩვენი ბანაკიდან უფრო ქვემოთ, ერტ კილომეტრშია), ავიდა ბანაკ საქართველოს შესასვლელთან, მანქანის დასატოვებლად. დახვდა დიდი პიკაპი. უცებ მოფრინდა ვერტმფრენი, ჩამოაწოდა მთლიანი ცხენირემი, გაფრინდა, პიკაპი ეგრვე დაიძრა და გაქრა(''დედა რა იყო ეს'' დაემართა ჩემს მეგობარს). ვიდეო ჩვენი კლუბის სახელით დადო.

 

 

Link to post
Share on other sites

ახლა მესამე ამბავი. სხვა სამეგობრო ნადირობდა ჩვენგან ჩრდილოეთით, ყოველ წელს კლავენ ცხენირემს. დაუგდიათ იმ დღეს. დილით ადრე ტბის გაღმა გამოსულა. ამათ მდედრის ხმაზე დაუძახიათ. წამოსულა ცურვით კრეისერივით. ნაპირზე ამათ რამდენიმე ტყვია დაუწევიათ, შებრუნებულა უკან ტბაში, გასულა გაღმა და იქეთ ნაპირზე დაუწევიათ საბოლოო ტყვია.

post-3-0-98187100-1412552767_thumb.jpg

post-3-0-37094800-1412552782_thumb.jpg

post-3-0-89807700-1412552794_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მადლობა ვახტანგ, ვნახე სურათები და ვიდეოც, კაია რა.

 

მე ვერ მაქვს საქმე კარგად.

 

უოლოსს ველაპარაკე გუშინ. :karochera:

 

ვერ ვინადირებ მაგის ტერიტორიაზე, ახალი სახლი ააშენა და დენი სხვის ტერიტორიაზე გადმოატარა, იმ მოხუც ქალს უთქვია, იმ პირობით გაძლევ ამის უფლებას, თოფი არ გავარდება აქო.

 

თავის ტერიტორიაზე რომ შემოეყვანა, 17K-ით მეტი უჯდებოდა.

 

მაინც მივდივარ ხუთშაბათს, მაგრამ თოფები არ მიმაქვს. :karochera:

Link to post
Share on other sites

მომიწია პატარა საყინულეს ყიდვა. სად წამეღო აბა ამდენი ხორცი. დილით მოვიდა ხორციც. ათ კილომდე უკვე დავარიგე. ახლა სამსახური მივდივართ შუადღის სადილზე ჩემთან, სტეიკები უნდა დავცხოთ თათარიახნად.

Link to post
Share on other sites

1 500-მდე ცხენირემია უკვე მონადირებული რეგიონში. 17 ოქტომბრამდე ალბათ 2000-2500-მდე ავა.

 

ამ დრეებში მოკლეს ორთავა ცხენირემი. ორი ხერხემალი ჰქონდა, ფილტვი ოთხი. ჩაუთვალეს როგორც ერთი ცხენირემი. სხვასაც მოუნადირებია თურმე ორთავიანი ცხენირემი.

 

http://www.lapresseplusse.com/2014/10/il-tue-un-orignal-deux-tetes.html

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...