Jump to content
Club-Monadire.Ge

მოდელების მოკლე დახასიათება


Recommended Posts

მოდელების მოკლე დახასიათება

 

 

 

კაცობრიობა პნევმატურ იარაღს მეთერთმეტე ასწლეულიდან იცნობს. იმ დროშიც კი აღნიშნული იარღი ეფექტურად გამოიყენებოდა ბრძოლებში. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ თანამედროვე ადამიანიც ინტერესს იჩენს მისადმი. პნევმატური თოფები სრულად იძლევიან საშუალებას დავტკბეთ სროლის მთელი ხიბლით სპორტულ შეჯიბრებებში, გასართობად თუ ნადირობისას.

ძნელია დადასტურებით ითქვას, რომელია საუკეთესო პნევმატიური იარაღი, რამეთუ ყოველი ადამიანი ირჩევს თოფს თავისთვის და ფუნქციურ ორიენტირებს თავისი შეხედულებების მიხედვით ალაგებს. მთლიანობაში კი ყველა თანამედროვე პნევმატიური თოფი შეიძლება დაიყოს 2 სახედ:

1)ბალონური ტიპის პნევმატური თოფები, რომლებიც მუშაობენ ბალონებში შეჭირხნილი აირის(ნახშირჟანგი ) ზემოქმედებით.

2)კომპრესიაზე გათვლილი პნევმატური თოფები, რომლების მუშაობენ ზამბარით დგუშის მიერ შეჭირხნული აირის(ჰაერის) ზემოქმედებით.

იმდენად, რამდენადაც კომპრესიაზე გათვლილ პნევმატიურ თოფებში იარაღის შეყენება(ზამბარის დაძაბვა) ხელით ხდება, ამიტომ მათი სწარფმსროლელობა პნევმატიურების პირველ ტიპტან შედარებით შემცირებულია. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კომპრესიაზე გათვლილი პნევმატიკები ბალონური ტიპის პნევმატიკასთან შედარებით ნაკლები სიბურჯღლითა და სიმძლავრით გამოირჩევა.

 

 

Diana 34 Classic Professional

 

551eabafcd89.jpg

 

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პნევმატიკაა. სანადირო ვარიანტია. გააჩნია ბრწყინვალე დიზაინი და პარამეტრები. კონდახი ხის. გათვლილია სპეციალურად ოპტიკისათვის. ლულის გაფართოება ზრის სროლის სტაბილურობას. ოპტიკა და მისი სამაგრი კომპლექტში არ შედის.

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 116 სმ; ლულის სიგრძე 49,5 სმ;

წონა 3,7 კგ;

მწარმოებელი Diana RWS გერმანია

 

----------------------------------------------------------

 

Diana 350 Magnum

 

159fa17450b9.jpg

 

თოფი არის პნევმატიურებში ერთ-ერთი უმაღლესი კლასის. სასხლეტზე დაწოლის ძალა რეგულირდება. სამიზნური რეგულირდება ზევით-ქვევით, ხოლო კორა რეგულირდება ორ სიბრტყეში. ლულაზე შესაძლებელია დადგეს ოპტიკა ან კოლიმატორი(11 მმ-იანი მიმმართველი გააცნია ამ მიზნისათვის). კონდახი კაკლის ან წიფლის. გაჩნია რეზინის კეფა.

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 122,5 სმ; ლულის სიგრძე 49,5 სმ;

წონა 3,85 კგ;

 

მწარმოებელი Diana RWS გერმანია

 

----------------------------------------------------------------

 

Gamo Whisper X

 

ba8775307cdd.jpg

 

თოფი აღჭურვილია ხმის დამხშობი სისტემით. მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ ხმის დახშობა 50%-ზე მეტს შეადგენს. პლასიკატის კონდახი(პისტოლეტური ტიპის). მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა ამ თოფზე დაყენდეს შემდეგი ოპტიკური სამიზნეები:

 

 

Gamo 3-12x40 WR

Gamo 3-9x40 WR

Gamo 4х32 WR

Gamo 3-9x40 IR WR

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 111 სმ;

წონა 2,4 კგ;

 

------------------------------------------------------------------------------------

 

Gamo Hunter 440

 

 

a773160edf48.jpg

 

ერგონომიული კონდახი მონტეკარლოს ტიპის, ამორტიზატორით და სალოყით. კონდახის მასალა კაკალი ან წიფელი. სამიზნე სისტემა რეგულირდება ზევით-ქვევით და მარჯვნივ-მარცხნივ. შესაძლებელია ოპტიკის დაყენებაც.

 

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 110 სმ; ლულის სიგრძე 45 სმ;

წონა 3,0 კგ;

 

--------------------------------------------------------------

 

 

 

 

Gamo Hunter 1250

 

 

41661226fa65.jpg

 

 

ამ თოფის თავისებურება გაძლიერებულ ზამბარასა და ცილინდრის გაზრდილ მუშა მოცულობაშია . აგრეთვე გააჩნია მცველი. სასხლეტის დაშვება რეგულირდება. გააჩნია დგუშის ბლოკირების სისტემა, რაც ბლოკავს კამერას გადატენვის დროს. სამიზნე სისტემა რეგულირდება ყველა სიბრტყეში. გათვლილია ოპტიკის დაყენებაც. კონდახი კაკალი ან წიფელია(ამორტიზატორით). გამოირჩევა მაღალი სიზუსტით. მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა ამ თოფზე დაყენდეს შემდეგი ოპტიკური სამიზნეები:

 

 

Gamo 3-12x40 WR

Gamo 4х32 WR

Gamo 3-9x40 IR WR

 

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 122 სმ;

წონა 4,2 კგ;

 

-------------------------------------------------------

 

 

 

Gamo CFX

 

 

00769f586e0c.jpg

 

 

ლულა მყარადაა განლაგებული კონდახში. შეყენება სპეციალური ბერკეტით ხდება, რომელიც ლულის ქვევითაა განთავსებული. გაძლიერებული აქვს ზამბარა. სასხლეტის მცველით; გათვლილია ოპტიკაზე; რეგულირებადი სასხლეტის დაწოლა. კონდახი პლასტიკატის;

 

მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ოპტიკა:

 

Gamo 3-12x40 WR

Gamo 4х32 WR

Gamo 3-9x40 IR WR

 

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 116 სმ;

წონა 3,0 კგ;

 

 

------------------------------------------------

 

 

 

 

 

Norica Sport

 

ac3487af18e4.jpg

 

 

პნევმატიკაში გათვითცნობიერებული ადამიანები თანხმდებიან, რომ პნევმატიკით დაინტერესებულმა ახალბედამ ამ თოფით უნდა დაიწყოს. ამ მოდელში საუკეთესოდაა დაცული ბალანსი ხარისხი- სიზუსტე-ფასი.

კონდახი წიფლისაა. საკმაოდ მორგებულად ჯდება ხელში. მისი მცირე მასის გამო რეკომენდირებულია ქალბატონებისათვის.

დამიზნებით სასროლი მანძილი შეადგენს 35-40 მეტრს.

 

 

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 103,5 სმ; ლულის სიგრძე 45,4 სმ

წონა 2,6 კგ;

 

----------------------------------------------------------

 

 

Crosman Nightstalker TK

 

 

542b1b482268.jpg

 

 

 

 

აღნიშნული პნევმატიური თოფი წარმოადგენს ნახევარავტომატურ იარაღს blowback სისტემით. ამ სისტემით საკეტი დამშვებ მექანიზმში შედის დოლურას ბრუნვის ხარჯზე და შეაყენებს სასხლეტს. ამ სისტემის დამსახურებით სწრაფმსროლელობა შეუდარებლად მაღალია კოპრესიულ სისტემასთან შედარებით. ამ თოფით ერთი 80 გრამიანი ბალონით(СО2) შესაძლებელია 350 გასროლის განხორციელება.

სამიზნე სისტემა რეგულირდება ყველა სიბრტყეში. გათვლილია ოპტიკაზე, ფარზე, კოლიმატორზე და ა.შ.

კომპლექტში შედის ბალონი СО2 88 გ. დოლურა 4 ც, ტაქტიკური ფარანი, კოლიმატორი, სადგარი.

კონდახი პლასტიკატის.

 

 

ყალიბი 4,5მმ;

ბალონური ტიპის; СО2, 88 გ

12 ტყვიაზე ერთ დოლურაში;

მთლიანი სიგრძე 76 სმ; ლულის სიგრძე 43 სმ

წონა 1,48 კგ;

 

------------------------------------------------

 

 

 

Crosman 1077

 

 

4ed104ccb850.jpg

 

 

სპორტული პნევმატიკაა მცველით(სასხლეტის ბლოკირება). გამოირჩევა მცირე წონით. კონდახი პლასტიკატი.

 

ყალიბი 4,5მმ;

ბალონური ტიპის; СО2,

12 ტყვიაზე დოლურაში;

მთლიანი სიგრძე 93,7 სმ;

წონა 1,68 კგ;

 

-----------------------------------------------------------------

 

 

 

 

Crosman 2100 B

 

 

8fa6be7bca37.jpg

 

 

 

ეს პნევმატიკა ამერიკაშია წარმოებული. საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებელთა შორის. პლასტიკატის კონდახზე.

 

ყალიბი 4,5მმ;

ტუმბოს სისტემაზე;

17 ტყვიაზე მჭიდში;

მთლიანი სიგრძე 101 სმ; ლულის სიგრძე 52,9 სმ

წონა 2,18 კგ;

 

 

----------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

Hatsan 125 Camo

 

0097b143afee.jpg

 

 

ამ მოდელს აქვს მცველის 2 ტიპი_ ავტომატური და ხელის; კონდახი ტლასტიკატის(კამუფლირებული მონტეკარლოს ტიპის). კონდახის სიგრძე რეგულირდება სპეციალური დამაგრძელებლებით. ამასთან ეს დამაგრძელებლები ამორტიზატორის ფუნქციასაც ასრულებენ. გაადვილებულია თოფის შეყენება. სასხლეტ კავზე დაწოლის ძალა რეგულირდება.

 

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 125,5 სმ; ლულის სიგრძე 51 სმ

წონა 3,65 კგ;

 

--------------------------------------------------------------

 

 

Hatsan 70 MagicWood

 

949d8f3e036d.jpg

 

 

ამ მოდელს აქვს მცველის 2 ტიპი_ ავტომატური და ხელის; სასხლეტ კავზე დაწოლის ძალა რეგულირდება. აქვს პლასტიკატის კონდახი(მონტეკარლო) ხის ინკუსტაციით. აღჭურვილია ამორტიზატორით.

 

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 114 სმ; ლულის სიგრძე 45 სმ

წონა 3,1 კგ;

 

 

----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

ВПО-512 ППШ-М "Папаша"

 

 

40234a52a519.jpg

 

 

 

ამ პნევმატიკას რუსები ,,პაპაშას" ეძახიან. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ППШ-41-ის პროტოტიპია. უშვებს ვიატსკის ქარხანა ,,მოლოტი".

 

 

ყალიბი 4,5მმ;

ბალონური ტიპის; СО2, 12 გ

17 ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 84 სმ;

წონა 4,25 კგ;

ტყვიის საწყისი სიჩქარე 70-130 მ/წმ

 

 

--------------------------------------------------------

 

 

 

 

МР-512

 

 

0be8d7ba7e4b.jpg

 

ეს პნევმატიკა იჟევსკის ქარხნის წარმოებისაა. შესაძლებელია დაყენდეს ოპტიკური სამიზნე ან კოლიმატორი. კონდახი არყის ხის ან პლასტიკატის. ავტომატური მცველით. რეგულირებადი სამიზნე სისტემით.

 

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ერთ ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 105 სმ; ლულის სიგრძე 45 სმ

წონა 2,8 კგ;

ტყვიის საწყისი სიჩქარე 150 მ/წმ

 

----------------------------------------------------------

 

ИЖ-61

 

 

b80048abd439.jpg

 

 

ეს თოფი განკუთვნილია ბიატლონისტებისათვის სავარჯიშოდ. წარმოებულია იჟევსკში. კონდახი პლასტიკატის.

 

ყალიბი 4,5მმ;

კომპრესიული(ზამბარიანი) ტიპის;

ხუთ ტყვიაზე მჭიდში;

გაბარიტები 750-815 სმ

წონა 2,7 კგ;

ტყვიის საწყისი სიჩქარე 110-120 მ/წმ

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ :yes: მე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას და მეტნაკლებათ დეტალურ აღწერას პნევმატურ იარაღზე.

 

რაც შეეხება პნევმატურ იარაღს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია რისთვის სად და როგორ გამოიყენებ.

მე მაგალითად ხშირად ვიყენებ მიზანში სროლისას ანუ ვარჯიშის მიზნით, (დადებითი თვისებები) აგრეთვე გამოიყენება სანადიროდ მტრედისებრ ფრინველებზე გულიოზე ქედანზე შაშვზე აგრეთვე შესაძლებელია მავნე მღრღნელებზე და წვრილფეხა ცხოველებზე.

 

 

(ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლები)

 

პნევმატური იარაღი არის ხრახნლულიანი და გლუვლულიანიც,გლუვლულიანი ძირითადათ მიეკუთვნება ტაბელურის კლასს.

ხრახნლულიანი კი ძირითადათ შაშხანის დიზაინის სახით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება გლუვლულიანი პისტოლეტის მახასიათებლებს,

დატენვის მეხანიზმი 12g CO2 ბალონი.და 4.5 მმ კალიბრის ბურთულები რაც შეეხება სავაზნეს არის კლასიკური მჭიდით აღჭურვილი

და აგრეთვე არის კორპუსში დამონტაჟებული რეზერვუარით. რაც შეეხება ხრახნლულიან პნევმატიკას, იგი აღჭურვილია ძირითადათ ზამბარით დგუშით და მიმმართველით არსებობს კიდევ ზამბარის შემცვლელი ჰაერით დატუმბული ამორტიზატორის მაგვარი მეხანიზმი რომელიც ზამბარის მაგივრობას სწევს. (ზდპს) დატენვის მახასიათებლები კლასიკური ლულის გადატეხვით აგრეთვე არის გვერდით დამონტაჟებული ბერკეტით. რაც შეეხება კომპრესიულ პნევმატიკას ეგრეთ წოდებული PCP იგი აღჭურვილია პნევმატური ბალონის დიდი რეზერვუარით რომელიც მაღალი წნევის ნასოსით იტუმბება, დამტენი მეხანიზმი რამოდენიმე ვაზინანი მჭიდი და მცირე მეხანიზმი რომელსაც მჭიდიდან ლულაში გადააქვს ტყვია ზატორის მაგვარი მეხანიზმია..

 

 

(ბალისტიკური მონაცემები)

 

(გლუვი) ტყვიის სიჩქარე მერყეობს 100 მ/წ. დან 151მ/ წამამდე.

 

 

(ხრახნლულიანი) გრძელი და ხრახნიანი ლულის მეშვეობით ტყვიის სიჩქარე მერყეობს 210 მ/წ დან 305მ/წ და მეტიც 380მ/წ ადის გააჩნია ტყვიას და იარაღის მახასიათებლებს.რა თქმა უნდა ხრახნლულიანი ბევრად ძლიერი და ზუსტია,სიზუსტე განპირობებულია ძირითადათ ლულის კვეთის ფასკით რა დონეზეა და როგორი ხარისხით არის დამუშავებული კვეთის ფასკა,ზამბარის სწორად შერჩევა იარაღისთვის და დგუშის სიმძიმის რეგულირება ახდენს იარაღის სტაბილურ და ზუსტ მუშაობას.

 

რაც შეეხება ხრახნლულიანი პნევმატიკის ვაზნებს არსებობს სპორტული ვაზნები, და არსებობს სანადირო ვაზნები

სპორტულ ვაზნა განკუთვნილია მოკლე დისტანციაზე სასროლად ფაქტიურად სანადიროთ გამოუყენებელია.

 

რაც შეეხება სანადირო ვაზნებს ბევრად მძიმეა და სხვადასხვა ფორმისაა. აქვს საკმაოდ დიდი ექსპანსური მახასიათებელი.

 

სანადირო ვაზნის ერტერთი მოდელი.

d7cfa4d9b401.jpg

 

ეს ერთერთი სპორტული მოდელი

a27f800afae0.jpg

 

 

 

 

 

(ზამბარ დგუშიანი)

9e688efa3102.jpg

 

(კომპრესიული)

d4ccef72955a.jpg

 

 

(ზამბარის შემცვლელ მეხანიზმზე)

2ea262c6a648.jpg

 

 

 

 

უფრო დეტალურადაც შეიძლებოდა მაგრამ მემგონი გასაგებია იმათთვის ვისაც აინტერესებს პნევმატიკა

წერტილ მძიმეებისთვის ბოდიშს მოვიხდი არ გამიმავილებია ყურადღება ;)

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

მე მქონდა stoeger x10, 40 მეტრსჰი იხვი მოვკალი გლდანის ტბაზე, ტავში გავარტყი ეგრევე ამოტრიალდა, მერე რამოდენიმე საკონტროლოც მივაწიე :vinsent: ასწორებს ტირიტ ნდირობა, ოღონდ კარგი ოპტიკაა საჭირო. osprey 2.5-10x40 მეყენა 100 მეტრზე ბოტლს ვარტყავდი და ტეხავდა უპრობლემოდ.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

stoeger x10, ხის კონდახით, მცველით, წონა 2.7კგ, 305 მ/წ, სიგრზე 100 სმ, ოპტიკა osprey 2.5-10x40, 100 მეტრზე ვარტყავდი ბოთლს და ტეხავდა კიდეც, ძალიან ზუსტი რამ იყო, სამწუხაროდ გავყიდე.

რას ფიქრობთ ტირით ნადირობაზე? ძალიან აზარტულია ჩემი გამოცდილებით, და ძალინ სპორტული. რამდენად სერიოზულად უყურებთ ტირით ნადირობას საერთოდ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ თემაზე.

post-189-0-19669200-1343505409_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ეს ერთერთი სპორტული მოდელი

a27f800afae0.jpg

 

2 წელი ვისროდი ასეთ ტყვიებს,ნინო სალუქვაძის კლუბში ვვარჯიშობდი :hi: კარგი დრო იყო :nyam: :nyam:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

მართლა მაგარი სათამაშოა :) გიორგი რა ფასი აქ ამ სათამაშოს მანდ ?

ალბად ცეცხლსასროლი იარაღის ფასს უტოლდება. :yes:

Edited by duta
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

ВПО-512 ППШ-М "Папаша"

 

 

40234a52a519.jpg

 

 

 

ამ პნევმატიკას რუსები ,,პაპაშას" ეძახიან. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ППШ-41-ის პროტოტიპია. უშვებს ვიატსკის ქარხანა ,,მოლოტი". ამის საქარტველოსჰი ყიდვა შეიძლება

 

 

ყალიბი 4,5მმ;

ბალონური ტიპის; СО2, 12 გ

17 ტყვიაზე;

მთლიანი სიგრძე 84 სმ;

წონა 4,25 კგ;

ტყვიის საწყისი სიჩქარე 70-130 მ/წმ

 

 

--------------------------------------------------------

Link to post
Share on other sites

GTR

ნედლი ახალგაზრდობა მომაგონა მაგ იარაღმა :)

 

საკოლექციო კია მარა ეგ იარაღი რას ემსახურება დღემდე ვერ ვხვდები, pereliotse gamodgeba :)

Link to post
Share on other sites

მართლა მაგარი სათამაშოა :) გიორგი რა ფასი აქ ამ სათამაშოს მანდ ?

ალბად ცეცხლსასროლი იარაღის ფასს უტოლდება. :yes:

 

ეს შეკითხვა ეხლა ვნახე დუტა. :hi:

 

 

მაგ ვიდეოში რაც არის ნაჩვენები, მაგის ფასში ორ ნორმალურ "ბოლტს" ვიყიდიდი.

 

კი, მასეთები ძვირებია ძალიან.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ამ ლინკზე შეგიძლიათ მოდელებიც დაათვალიეროთ და ფასებიც ნახოთ./5 გვერდია/

 

http://www.dickssportinggoods.com/family/index.jsp?categoryId=4414558&pg=1

 

მართალია 5-იანები არა აქვთ, მხოლოდ .177 და .22-იანებია გამოფენილი, მაგრამ ფასები ნორმალურია.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მე მქონდა მოგეხსენებათ ჰატსან 99, უბრალო იაფფასიანი თურქული ზდპ. მარა ძალიან კი შემაყვარა თავი, ძალიან ძლიერი და ზუსტი იყო და მაგრად ვერთობოდი ხოლმე, ნადიორბის ნოსტალგია რო მომაწვობოდა გადმოვდგებოდი ბალკონიდან და გაზის ტრუბის თავებს ვესროდი ხოლმე მეორე კორპუსზე, მოკლედ ერთი პნევმატიკა საჭიროა ოჯახში. 4.5 მილიმეტრს ვანიჭებ მე უპირატესობას, 5.5 გეკოს უტოლდება და ბარემ გეკოს იყიდი, იგივე კალიბირია თითქმის და ბევრად ძლიერი. უფრო მსხვილი კალიბრები კი პნევმო მონადირეთა საქმეა, არ არის ჩემი სტიქია პნევმატიკით მსხვილ ნადირზე ნადირობა, თუმცაღა მილიონს რო მოვაგროვებ ვცდი ერთხელ, :spiteful: :spiteful: შეილება მომეწონოს კიდეც და გადავერთო მთლიანად პნევმატიკაზე.

 

ვაპირებ მომავალში ისევ ზდპ პნევმატიკის შეძენას, პცპ კი ბევრად მირჩევნია მარა ძვირი ღირს.

 

საქართველოში ბელორუსიიდან ჩამოვიდა პნევმატიკის ხელოსანი რომელიც ზდპ-ს თავის ზამბარას უღებს და უდგამს სპეციალურ ჰაერის ზამბარას და გამოდის ეგრედწოდებული ნიტრო. აღნიშნულ ზამბარას ის უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივისაგან, რომ აქვს ძალიან დაბალი უკუცემა (ჩემსას თითქმის 20 კალიბრის თოფის უკუცემა ჰქონდა) ამიტომ არის ბევრად ზუსტი, აქვს ნაკლები ხმა და ოპტიკის მორყევის შესაძლებლობა თითქმის ნოლია. ასევე ჩვეულებრივი ზამბარისაგან განსხვავებით რამდენი ხანიც გინდათ გქონდეთ დატენილ მდგომარეობაში.

 

ადრე ამეების კეთება მხოლოდ უკრაინაში და ბელარუსში იყო შესაძლებელი (ჩვენთვის ხელმისაწვდომად) და ძალიან კარგია რომ ახლა საქართველოშიც კეთდება. ამ ზამბარას რესურსი აქვს 8 ათასი გასროლა. ჩემს მომავალ პნევმატიკას აუცილებლად დავუყენებ ჰაერის ზამბარას.

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...
  • 3 months later...

crosman fury nitro piston(ამ პნევმატურზე რას იტყვით????ახალი 400ლარი ღირს????)

uqrjd.jpg

•დატენვის მექანიზმი: მექანიკური

•კორპუსი: მეტალი

•ტყვიის ტიპი: მეტალი

•მექანიზმის ტიპი: ზამბარა

•ტიპი: თოფი/ავტომატი

•კალიბრი: 4.5 მმ.

•ტყვიის სიჩქარე: 330 მ/წმ

•მჭიდის ტევადობა: 1

•კონდახი: კი

•სიგრძე: 115 სმ.

•წონა: 3.2 კგ.

•ოპტიკა: კი

 

 

სასწრაფოდ იყიდება 24 ჯოულიანი სანადირო პნევმატური იარაღი crosman fury nitro piston რომელსაც აქვს უძლიერესი სანადირო პოტენციალი თავისი ენერგიისა და სიზუსტის გამო რაც ნიტრო სისტემამ გამოიწვია. ანუ მას ზამბარის ნაცვლად უდგას ნიტრო ამორტიზატორი, რომელსაც 70% ით მეთი ძალა და ენერგია აქვს მაგრამ ნაკლები უკუცემა და ამიტომაც უკეთესი სიზუსტე ზამბარიანებთან შედარებით. 100 მეტრამდე ინადირებთ იხვებზე და მტრედის ზომა ფრინველებზე 60-70 მეტრამდე, დამუღმებაზეა თორე მეტზეცაა შესაძლებელი. თოფი სულ ახალია, ყუთში დევს. არ სჭირდება გაფორმება. რაც მთავარია ხარისხიანი თოფია და ზ.დ.პ პნევმატიკაში ფასისა და მონაცემების მიხედვით საუკეთესო ვარიანტია!

Link to post
Share on other sites

ჩემს ვინჩესტერს იმისთანა მონაცემები ეწერა ყუთზე, პირველად რომ დავინახე, თვალები შუბლზე ამივიდა. :d030:

 

400 ლარი სადღაც 240$ გამოდის, ჩემი აზრით ძვირია მაგ პნევმატიკისთვის.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...
  • 2 months later...

aqni1.jpg

 

ეს კისტი ყველას მირჩევნია , მსუბუქი ,4.5 კალიბრი , მიზანში მიაქ იმენოდ მაგრა ;) ;) და რაც მთავარია დარტყმა აქ ძლიერი :)

რუსებმა იარაღის კეთება იციან რა ;) ;) ;)

Link to post
Share on other sites

datoxaran1

 

იქნებ მონახოთ ვინმე, ვისაც WINCHESTER-ის პნევმატური აქვს, ოღონდ შტატებში გამოშვებული, თურქული და ჩინური ვერა, ე მერე ვნახოთ რა აზრის იქნებით.

 

პ.ს, მქონდა ეგ, ეხლა მაქვს ზემოთ დასახელებული.

მათ შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც ზღვასა და ოკეანეს შორის.

 

თუ რაიმე შეკითხვა გექნება, ყურადღებით წავიკითხავ და საჭირო პასუხს გაგცემთ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...