Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კურდღლისებრნი (Leporidae)

 

17f3db004dbc.jpg

 

ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.

კურდღლის ნაშიერს ბაჭია ჰქვია.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

ნადირობა აკრძალულია ხო კურდღელზე? არადა ვისაც შეხვდება ყველა კლავს, ლიცენზიები არ გაიცემა ხო?

აკრძალული არაა როგორც ვიცი, კანონმდებლობის თემას გადახედე, ფასებიც წერია. მარა აი ნიუანსები რა სად როგორ უნდა გადაიხადო ეს პროცედურები მეც მაინტერესებს დაწვრილებით.

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

როგორც ვიცი კურდგელზე ნადირობა აკრზალულიაა და მასზე ნადირობა დასჰვებულია სპეციალურ სამონადირეო მეურნეობასჰი ლიცენზიის ქონის სჰემტხვევაჰი

 

გამარჯობა, თხოვნაა ფორუმზე ვწეროთ გამართული ქართულით მაქსიმალურად.

Edited by levani
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...