ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 თახვი (Castor fiber) ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შეგუებულია წყალში და ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს. თვალებიც პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი აპკია. თახვი ძვირფასბეწვიანია. უმეტესობა ღია წაბლისფერია, მუქი მურა, ზოგჯერ - შავიც. ანალურ ხვრელთან მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან გამოყოფს ბეწვის გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. მამალს სასქესო ორგანოსთან წყვილი მუშკის ჯირკკვალი აქვს, რომელიც გამოყოფს სეკრეტს - თახვის ყაირს. ბინადრობს ტყის მდორე მდინარეებში. იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროებში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის "ფაცხებს", პატარა მდინარეებში აგებს ჯებირებს. მონოგამიური ცხოველია. მაკეობის ხანგრძლივობა 105-107 დღეა. შობს3-4 ნაშიერს. თახვი გავრცელებული იყო ევროპის, სამხრეთ ციმბირის დიდ ნაწილში, შუა აზიის ნაწილსა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში, ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია თახვის ძვლოვანი ნაშთები. მტაცებლური ნადირობის შედეგად თახვების რიცხვი ძლიერ შემცირდა. ამჟამად ცდილობენ მათ რეაკლიმატიზაციას. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 ელიზბარ ეგენი სანადირო ობიექტებში რომ დადო ჯობია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 8, 2013 Report Share Posted September 8, 2013 კანადური თახვი 2წუთზე და 26 წამზე ურტყამს წყალზე კუდს. ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 (edited) :( Edited June 25, 2014 by ლუკა ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 (edited) :( Edited June 25, 2014 by ლუკა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 ლუკა, "დაგდევ" თემიდან თემაში, უნდა გაჩერდე ძამია. წეღან ბატის თემაში დავაპირე დაწერა, ვიფიქრე პირადზე მივწერთქო და ახლა ეს დამხვდა. 13 წელი გიწერია წლოვანება და ამჟამინდელი კანონით, შენ თოფის სროლის უფლება არა გაქვს. დაიმახსოვრე, შარში არ გაეხვე. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 13 წელი გიწერია წლოვანება და ამჟამინდელი კანონით, შენ თოფის სროლის უფლება არა გაქვს. დაიმახსოვრე, შარში არ გაეხვე მეც ვაპირებდი ამის დაწერას ბატის თემაში მაგრამ აღარ დაწერე, არამგონია გიორგი 13 წლის ბავშვს თოფი გაატანონ დამოუკიდებლად და ანდონ. უფროსი ეყოლებოდა გვერძე ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 მარტო არასდროს მინადირია მამაჩემთან ერთად ვნადირობდი უბრალოდ თოფით გადავიღე სურათი :blush2: :blush2: ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 მადლობა გაფრთხილებისთვის,გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 8, 2014 Report Share Posted October 8, 2014 თახვის კაშხალი, ნაწილობრიც გავხსენი სამ ადგილზე, მაგრამ ღამე ისევ შეაკეთა. ქვა, ხე, ტოტი, შლამი, ფოთოლი...ყველაფერს იყენებს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 8, 2014 Report Share Posted October 8, 2014 ისე რას ერჩი, მისთვის ცხოვრობს, მაგრამ ადამიანის მოსაწონს ვინმე რამეს გააკეთებს?! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 8, 2014 Report Share Posted October 8, 2014 BROWNING ჩემი შტატის სიმბოლოა თახვი ვახტანგ. დაშვებულია მაგ ცხოველზე ნადირობა, მაგრამ არასოდეს მომდომებია მაგათი მოპოვება. ბლომათ არიან აქეთ, ხერგავენ მდინარეებს ეგ გასიებულები. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.