Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

შველი (Capreolus)

 

bc96f1aadda5.jpg

 

წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მამლის მასა 55 კგ აღწევს, დედალი მომცროა. შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, რქები 3 (ზოგჯერ 4) მორჩით (მამალს), დედალი ურქოა.

გავრცელებულია ევროპაში, წინა აზიის დასავლეთით, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე სამხრეთ ციმბირის მთებში, მონღოლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში.

იკვებება მცენარეული საკვებით. მაკეობა 9 თვემდე გრძელდება, შობს 1-2 ნუკრს, რომლის სხეული სწორხაზოვნად განლაგებული თეთრი ხალებითაა დაფარული. შველი ნადირობის ობიექტია. იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს.

შველის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ევროპული შველი (Capreólus capreólus) და ციმბირული შველი (Capreólus pygárgus).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...