ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 მელა (Vulpes) მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი მელა (Vulpes vulpes) ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს. იყენებსბუნებრივ თავშესაფრებს - მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქვეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს. აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა - კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით. წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს, რომელთაც 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში - სულრამდენიმე წელი. მელა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს). სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.