ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 ნიამორი (Capra aegagrus) წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი. ბევრგან განადგურებულია. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 21, 2015 Report Share Posted March 21, 2015 რა ლამაზია ეს ოხერი ! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.