Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გადადით მაგ ლინკით YOUTUBE-ზე, ვიდეო გაადიდეთ და ისე უყურეთ.

 

 

 

caucasica

 

გიო, ვიდეო-კამერით მარტო სურათებს იღებდი?

 

ხომ არ გაქვს იმ აპარატიდან გადაღებული ვიდეო?

 

კაი ხოშიანი აპარატურა გჭირდება შენ, ბევრ საინტერესო მასალას მოგვაწვდიდი.

 

რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს შენს კამერას, რაც ხელში გიკავია მაგ ვიდეოში?

Link to post
Share on other sites

გადადით მაგ ლინკით YOUTUBE-ზე, ვიდეო გაადიდეთ და ისე უყურეთ.

 

 

 

caucasica

 

გიო, ვიდეო-კამერით მარტო სურათებს იღებდი?

 

ხომ არ გაქვს იმ აპარატიდან გადაღებული ვიდეო?

 

კაი ხოშიანი აპარატურა გჭირდება შენ, ბევრ საინტერესო მასალას მოგვაწვდიდი.

 

რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს შენს კამერას, რაც ხელში გიკავია მაგ ვიდეოში?

გიო სალამი

 

ფოტოკამერა კარგი მაქვს Canon EOS 7D - ფოტოებსაც კარგს იღებს და ვიდეოსაც.

ეგაა ობიექტივი არ მივარგა ყველაზე დაბალი კლასის 300 მმ-იანი ლინზა მაქვს.

 

1 თვეში იმედო ოდნავ უკეთესი ობიექტივი მექნება, საოცნებო არა მაგრამ წინას აჯობებს.

კარგი ტექნიკა მთავარია, ზოგჯერ ისეთ კადრებს გადაეყრები, რომ ცხოვრებაში მეორედ ვეღარც ნახავ...

 

იმ დღეს ზუსტად 1 წლის წინ ზალიან გამიმართლა, მაგარი ჯგუფი იყო მამრი ჯჯიხვების სხვადასხვა ასაკის, ზალიან ახლოს მთელი საატები ვუცქირე, ფოტოც ბევრი გადავიღე, უფრო ცოტა ვიდეო. ეგაა მოუხერხებლად ვიყავი და ვიდეოს გადაღებისას ხელი მიკანკალებდა. ფოტოებსაც დავდებ მერე.

 

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დედლებია უმრავლესობა ხომ?

 

სანამ ჩემი სეხნია გიპასუხებს, მე გეტყვი ძმაო.

 

ყველა ფურია ვახტანგ მაგ ბოლო ვიდეოზე.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

http://ick.ge/rubrics/ecology/30057-i.html

 

 

ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტომახემ აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი გადაშენების საშიშროების წინაშე მდგარი სახეობაა. 2015 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალში 560 ასეთი ინდივიდი ბინადრობს.

 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, ნაკრძალში ჯიხვის პოპულაციის რიცხოვნობა სტაბილურად იზრდება.

 

„გასული საუკუნის 90-იან წლებში ჯიხვის რიცხოვნობა კატასტროფულად შემცირდა. 2001 წლის აღრიცხვით, 117 ინდივიდი ფიქსირდებოდა, მაშინ, როდესაც 80-იან წლებში ჯიხვის რიცხოვნობა 2000 ინდივიდს აღემატებოდა. ბოლო წლებში დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესებამ, დაცვის რეჟიმის გამკაცრებამ გამოიწვია ჯიხვის პოპულაციის რიცხოვნობის სტაბილიზაცია და დღეისათვის ფიქსირდება ჯიხვის პოპულაციის ზრდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემები არ იძლევა პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის ანალიზის საშუალებას. აღნიშნულ ეკოსისტემას ბევრად მეტი რაოდენობის ინდივიდის უზრუნველყოფა შეუძლია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯიხვის პოპულაცია ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში შესაძლებელია შეფასდეს როგორც საფრთხეში მყოფი“, - აცხადებს გიორგი სულამანიძე.

 

მისივე თქმით, პოპულაციის შენარჩუნებისთვის ბრაკონიერობის კონტროლია აუცილებელი.

 

„ბრაკონიერობის სრულიად აღმოფხვრის შემთხვევაში ჯიხვი ნაკლებად მგრძნობიარე გახდება ადამიანის მიმართ და ბევრად ადვილი სანახავი იქნება. აქედან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ექნება დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მოზიდვისთვის“, - აღნიშნავს გიორგი სულამანიძე.

 

საქართველოში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დიდ კავკასიონზე, მთა შხარადან აღმოსავლეთით ბინადრობს. ლაგოდეხის დაცულტერიტორიებზე ის ზღვის დონიდან 1000-3400 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. მოზრდილი ხარჯიხვის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია, ვიდრე ხარჯიხვისა.

 

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის გამრავლების სეზონი ნოემბრის მეორე ნახევარში იწყება და თითქმის იანვრამდე გრძელდება. ახალშობილი ციკანი რამდენი მეწუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.

 

გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, 20 აგვისტოდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად, თანამედროვე მეთოდებით ჯიხვის აღრიცხვას დაიწყებს. კვლევები 2017 წლის ივლისში დასრულდება.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 3 weeks later...

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები ლაგოდეხის ნაკრძალში

ჩემი გადაღებული ფოტოები: https://www.facebook.com/LagodekhiProtectedAreas/photos/?tab=album&album_id=1071350886296027

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 3 weeks later...

ფოტომახემ ლაგოდეხის ნაკრძალში ველური ცხოველების ცხოვრებიდან საინტერესო კადრი გადაიღო

 

2016 წლის 7 ივნისს ფოტომახემ ლაგოდეხის ნაკრძალში ზრდასრული ჯიხვი გადაიღო, ვიდეო კადრში ჩანს რომ ჯიხვს წინა მარჯვენა კიდური ტრამვირებული (დაზიანებული აქვს) და "მუცელზე" აქვს შეხორცებული.

 

ძნელი გასარკვევია ეს ტრამვა თანდაყოლილია თუ შემდგომაა მიღებული. ვიდეოში კარგად ჩანს რომ კიდური სულადაა წარმოდგენილი ჩლიქის ჩათვლით.

 

ბუნებაში ტრამვირებული და სუსტი ცხოველები მოწყვლადები არიან და ხშირად მტაცებლების მსხვერპლნი ხდებიან. ასევე ჯიხვებს საკმაოდ რთულ რელიეფზე უწევთ ცხოვრება. გასაოცარია ამ ჯიხვის სიცოცხლისუნარიანობა.

 

ლაგოდეხის ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მრავალი წელია მიმდინარეობს. მონიტორინგის შედეგად დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა მოპოვებული.

 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს მასალების გამოქვეყნებას

 

Link to post
Share on other sites

ზემოტა ვიდეოზე ასახული ჯიხვი "გამოვიგლოვეთ", ყველას გვეგონა რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ფოტომახის შემოწმებისას გაოცბული დავრჩით 2016 წლის ბოლოს ეს ჯიხვი კვლავ გადაიღო ფოტომახემ, ჯიხვი 3 ფეხის მიუხედავად კარგად გამოიყურება და თავს ართმევს ზამთრის პირობებს

 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...