ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 ტყის კატა (Felis silvestris) მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 58-75 სმ, მასა 6კგ, ზოგჯერ 10 კგ-მდე. სხეული მურა ნაცრისფერია, კუდის ბოლო — შავი, გვერდებსა და კუდზე განივი მუქი ზოლები გასდევს. ტყის კატა გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — მოლდავეთში, კარპატებში, კავკასიაში. ბინადრობს მთისა და ვაკის ტყეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის ირმისა და შვლის ნუკრს. მაკეობა 63 დღეღამემდე გრძელდება. შობს 3-4 კნუტს. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ტყის კატის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ტყის კატა (Felis silvestris caucasicus). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.