ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 ნუტრია (Myocastor coypus) ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კგ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეულით, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 11-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს). ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 ალაზანზე ძალიან ბევრია ჭალებში ვხოცავდი ხომე ადრე გონჩი მყავდა უყვარდა ნუტრიაზე ნადირობა ცოცხლებსაც იჭერდა ხორცი არა უშავს მაჩვისას უფრო წააგავს კურდღლისას არ გავს ან მე ვერ მივამსგავსე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 ამჟამად მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული ნუტრია. ადვილად მრავლდება, მისი გამრავლების არეალი, ძირითადად დაჭაობებული ადგილებია. მის ბეწვს-ქურქს გამოიყენებენ მსუბუქ მრეწველობაში, ხორცი საჭმელად ვარგისია და გემრიელიც. შემწვარი გემოთი წააგავს მსუქანი ბოცვერის და გოჭის ნაზავს. მოხრაკულიც კაი გამოდის მწვანილებით და ბლომად ტომატით, ოღონდაც ღრმა და დიდ ტაფაზე. პ.ს. მაქვს გასინჯული, კაი რამეა. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 არასდროს მომიკლავს და რაგაცატომ ინტერესი გამიჩნდა ნუტრიაზე ნადირობის.სეზონი რო გაიხსნება აუცილებლად მოვაწყობ ერთ ნადირობას ნუტრიაზე.ერთი ტბა ვიცი ირგვლივ ხვრელები აქვს რამდენიმე ადგილას,ჩემი აზრით იაგმაც უნდა იმუშაოს სოროდან ამოტანაზე და პირველ ეტაპზე ძაღლის სოროში საგეშად მშვენიერი იქნება ნუტრიაზე სოროში ჩაშვება.. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 ეგ არ ქნა გივი,თორე შენ ძაღლს ისეთ დღეში ჩააგდებს გული შეიძლება გაგიჩერდეს!კბილი აქვს ძალიან ბასრი.იკბინება სასტიკად და დაგიჩეხავს ძაღლს!საწყის ეტაპზე მელაა ყველაზე კარგი! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 გაიხარე ჯაბა გავითვალისწინებ... მართალი ხარ რაც ვიდეო მაქვს ნანახი ძირითადად ყველგან მელას იყენებენ ხელოვნურ სოროში... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 ნუტრია და თახვი არ აგერიოთ ერთმანეთში. თახვია აგრესიული, თანაც მოზრდილი, ნუტრია გამქცევი და დამმალავი. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 არ ვიცი გიორგი არც ერთი მინახავს რეალურად და არც მეორე არასოდეს...ისე ერთ მეზობელ ფორუმზე ეწერა ერთ-ერთ წევრს 7-ცალი გამოიყვანა 20 წუთის მანძილზე ჩემმა იაგმა და პირველად შეუშვი თან სოროშიო,მაგრამ ვერც იმას ვიტყვი მართალი იყო თუ ტყუილი.მე პირადად ვიცნობ ერთ კაცს რომელმაც ტბის პირას ხვრელი გათხარა და მითხრა ამოვიყვანეო.გონჩები ყავს და ძაღლმა გამოათრია გარკვეულ მანძილზე რო გავჭერითო.სათევზაოდ დავდივართ ხოლმე იმტბაზე და ნაღდად ვნახე რო კაი მოშნი ორმო იყო განაჭრელი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 თუ წყლის ზემოთ ჰქონდა ფიჩხებისაგან გაკეთებული საბუდარი და წყლის ქვემოდან ადიოდნენ შიგ, ეგენი თახვებია. მეორე შემთხვევაში ნუტრიები. ორივე სახეობაა აქ მრავლად და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ შტატს BEAVER STATE ჰქვია, ანუ თახვების შტატი. აქ არიან, თუ არიან მაგნები. /თევზაობისას გადაუღებ ვიდეოს თქვენი ხათრით მაგ უშნოებს ./ ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 არა ფიჩხებით არ იყო სორო გაკეთებული.ხვრელი იყო ტბის პირას ზედაპირიდან ნახევარ მეტრში დაახლოებით...ახლაც არი ისეთი რამდენიმე ხვრელი...ეხლა კიდე გადავიკითხე ის თემა მეზობელ ფორუმზე თავიდან და ბევრი წერს რო თავდაპირველად ძაღლის სოროში საგეშად კარგია,მშიშარაა და ჩხუბი არ იცის იოლი ამოსაყვანია სოროდანო...გაიგე ეხლა ტყუილია თუ მართალი... :haha: ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 მე მყავდა ესტონკა,იცი რა უქნა დედა უტირა!გასაქცევი თუ არ აქვს იკბინება ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 ეგ არ ქნა გივი,თორე შენ ძაღლს ისეთ დღეში ჩააგდებს გული შეიძლება გაგიჩერდეს!კბილი აქვს ძალიან ბასრი.იკბინება სასტიკად და დაგიჩეხავს ძაღლს!საწყის ეტაპზე მელაა ყველაზე კარგი! მართალია ძალიან გოთვერანია ნუტრია, ჩემ ძაღლს ნახევარი ტუჩი მოაგლიჯა მამალმა ნუტრიამ შავი იყო 10 კილო გამოვიდა ბეწვი ბევრი მქონდა მარა ჩრჩილმა გამიფუჭა ციტირება Link to post Share on other sites
fircxo 0 Posted March 18, 2014 Report Share Posted March 18, 2014 ბასარა-ნუტრია ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 18, 2014 Report Share Posted March 18, 2014 ჩემი ლინდაია დამიკბინა შარშან ნუტრიამ და მის შემდეგ მისთვის პირველ სანადირო ობიექტად იქცა,სასინელი ზიზღი აქვს,იხვს მიმიტოვებს ხოლმე და დაუნდობელ ხელჩართულში გადადის!!!!მეც გამისინჯავს ნუტრიის ხორცი და კარგად მომზადებული მშვენიერი რამაა!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 18, 2014 Report Share Posted March 18, 2014 ჩემმა ბოიკამ არხის პირას ააგდო ლესაში და სულ კივილ კივილით სდია გონჩივით,ბოლოს ვესროლე და მოვკალი 5 კილო გამოვიდა სუფთა ხორცი.ნებისმიერ ფრინველზე აპორტის დროს მოვა ჩემ წინ დაჯდება და დადებს,აი ნუტრია კი ვერ გამოვართვი პირიდან,დაგლიჯა გაგიჯდა ძაღლი არ უნდოდა რო მოეცა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 18, 2014 Report Share Posted March 18, 2014 რა ვიცი აბა, კიდევ ერთხელ შეგეკითხებით, მართლა ნუტრია იყო რომელიც თქვენ მოიპოვეთ და 10 და 5 კგ იყო? ეს შეკითხვა ალიკას და გივის ეკუთვნის. რაც შეეხება axotnika-ს დადებულ ფოტოს, მასეთებს ვნახულობ ველურ ბუნებაში, უფრო სწორედ მაგ ზომისებს, მინახავშ შინაური, რომელიც შედარებით მოზრდილია და მითქვამს რომ გამისინჯია მისი გემო, ეხლა ვეღარ ვქაჩავ. ვიცი ადგილები, სადაც მრავლად არიან, მაგრამ ვერა რაა, ესეც თევზაობა ხომ არ არის, დაიჭირე-გაუშვი, ჩემი მახინჯი ხელის ამბავი რომ ვიცი, მაინცა და მაინც თავში უნდა მოხვდეს, სად წავიღო მერე? მაგის გამტყავებელი და მჭამელი ნაღდად აღარ ვარ, ალბათ ასაკის ბრალია. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 19, 2014 Report Share Posted March 19, 2014 რა ვიცი აბა, კიდევ ერთხელ შეგეკითხებით, მართლა ნუტრია იყო რომელიც თქვენ მოიპოვეთ და 10 და 5 კგ იყო? ეს შეკითხვა ალიკას და გივის ეკუთვნის. კი გიორგი ნამდვილად ნუტრია იყო,შაშანაც ვიმსხვერპლე ერთი ცალი და სუფთა ხორჩი 7 კილო დატოვა,მეტი დიდიც იზრდება,უგემრიელესია მრგვალად შემწვარი ! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 19, 2014 Report Share Posted March 19, 2014 შარშან პირველად გავსინჯე შემწვარი და გემრიელი ყოფილა, არ მეჯერა რომ აქებდნენ, თავისუფლად გამოდის 5 კგ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 19, 2014 Report Share Posted March 19, 2014 აქ მხოლოდ ინდიელები ჭამენ თახვს. მათ მითხრეს, ღია ცეცხლზე უნდა შეწვა რომ ცხიმი მთლიანად მოცილდესო. მერე უფრო გემრიელიაო. ციტირება Link to post Share on other sites
axalbeda777 0 Posted March 31, 2015 Report Share Posted March 31, 2015 მე მსურად ნუტრიის ფერმის გახსნაადა ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე მასზეე,უკრაინაჰი ბიზნესად აკვთ ბევრს,მოშინაურებული ნუტრია საქარველოში 200ლარი დამიპასეს,ძაან გემრიელიაა,დიეტური ხორცი აკვს და მისი ქონიც კარგი ყოპილაა თურმეე ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.