ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx) ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი (Lynx lynx orientalis) და ჩვეულებრივი ფოცხვერი (Lynx lynx lynx). ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted September 22, 2016 Report Share Posted September 22, 2016 ნამდვილი კავკასიელი - ფოცხვერი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან - 2014 წელს გადვიღე პირველად და წელსაც იმ ადგილტან ახლოს გადავიღეთ, ჩემი სეწავლით ერთი და იგივე ინდივიდა 2016 2014 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 22, 2016 Report Share Posted September 22, 2016 ნეტა სულ რამდენი ფოცხვერი იქნება ლაგოდეხში? ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted September 22, 2016 Report Share Posted September 22, 2016 BROWNING მართალია სრულფასოვანი კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით შენმიძლია გითხრა რომ მინიმუმ 4-5 ინდივიდი (ზრდასრულებს ვგულისხმობა). ჩვენი ტერიტორია დაახლოებით 25 000 ჰექტარია. შესაძლებელია პერიფერიებზე სხვა ფოცხვრების ტერიტორიების გადაკვეთები იყოს. წელს წყლისგან გატაცებული 2 თვის მდედრი კნუტი ვიპოვეთ, მზიმე მდგომარეობაში იყო და ზოპარკს გადავეცით, ეხლა კარგად გრძნობსთავს - 1 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 23, 2016 Report Share Posted September 23, 2016 აგვისტოში შემხვდა ალაზანზე დაახლოებით 50 მეტრში გადმოვიდა გზაზე და ნელა გაუყვა 30 მეტრამდე მივუახლოვდით მანქანით და შეხტა ისევ ბუჩქნარში ტანად კაი მოზდილი იყო, ტურა რომ ყოფილიყო მივასიკვდილებდი მარა ამაზე აზრადაც არ მოგვსვლია არცერთს სროლა ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 23, 2016 Report Share Posted September 23, 2016 1983 ზაფხულზე,სურამში პირდაპირ ტრასის პირას ფოცხვერმა პატარა ხბო დაგლიჯა დღისით მზისით.ბანაკში ვიყავი მაგ დროს და ვნახე კიდეც ის ადგილი.საინტერესოა ახლა მანდეთ თუა კიდევ ეს ცხოველი.... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 6, 2018 Report Share Posted April 6, 2018 საქმის გარჩევა. http://www.aventure-chasse-peche.com/video/lynx-se-chamailles-arbres/ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 12, 2018 Report Share Posted April 12, 2018 On 06.04.2018 at 2:28 PM, BROWNING said: საქმის გარჩევა. http://www.aventure-chasse-peche.com/video/lynx-se-chamailles-arbres/ კანადურებია ვახო ? (Lynx canadensis Kerr, 1792) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 12, 2018 Report Share Posted April 12, 2018 4 hours ago, salamandra said: კანადურებია ვახო ? (Lynx canadensis Kerr, 1792) კი, ალბერტაა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.