Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობა და მითოლოგია


Recommended Posts

  • 1 year later...

ვუყურე მეც მაგ ფილს და ძალიან მომეწონა, მაგარი ხალხი არიან და პატრონი არ ყავთ, მთელი ცხოვრება "თვითგადარჩენა" მაგათთვის.

Link to post
Share on other sites

გარემო სხვაგანაც არის მასეთიც და უარესიც, ყველაზე კარგად მაგ ხალხთან დამოკიდებულებას ჩინოვნიკების, ასახავს ერთი მომენტი ფილმიდან, კერძოდ, გემი რომ მოადგება საარჩევნო კამპანიის დროს და ნაპირზე არც გადმოდიან ისე აბოლებენ გემიდან მიკროფონით და სიმგერა და ცეკვა მიდის გემბანზე :haha::meeting: :meeting: :meeting: ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ მთავრობამ კი არ უნდა ისარგებლოს ამით და ბედის ანაბარა დატოვოს. მე ამ ხალხმა აღმაფრთოვანა, მაგრამ მათმა მდგომარეობამ დამთრგუნა :sa:

Edited by courage
Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

ადგილის დედა – ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.

 

ვაჟას გარეშე შეუძლებელია ეს ფენომენი გაიგო და დაინახო.

 

 

დაჭრილი ვეფხვი

 

 

(ამბავი)

 

თოვლი ლხვებოდა პირ-მზითში,

ბარდანი ჩამოდიოდა.

ნამარილევი ჯიხვის ხრო

პირ-აღმე შემოდიოდა,

თან მოსდევს თავის პატრონი,

ნებ-ნება შემოჰკიოდა.

მალევ მოვიდენ სიმაგრეს,

ფარი იფარეს კლდისაო,

იქ მონადირე ვერ მიდის,

ვერც კლანჭი სწვდება მგლისაო,

გულდასვენებით არიან,

შიში არა აქვთ მტრისაო.

დაბლა ირმების ხრო გაჩნდა,

სწრაფად გადავლეს გორია,

დაუჩნდა მონადირესა

მარტო ხარ-ფური ორია.

ვაჰ, თუ სიათამ უმტყუვნოს,

მანძილი კარგა შორია.

არ დაიშალა, ესროლა,

ბოლი გაერთხა თოვლზედა,

ირმები დაფთხნენ, წავიდენ

თოფის ხმაზე და კომლზედა.

მოცადი ბიჭი არ იშლის,

ისევ გაჰყვება კვალზედა.

უყელა ორგან, სამგანა,

ოფლი სდიოდა ძალზედა,

მაგრამ სათოფრად ვერ დასწვდა,

ვერ მოიყარა ხევშია,

ერთი მაინც და მაინცა

ხო დაჰრჩებოდა ხელშია.

თუ ვიწროს ადგილს მოესწრო,

ან გადასავალს ყელშია,

ვნახავდი მონადირესა

გაცინებულსა წვერშია,

მწვადს, ხის შამფურზე აგებულს,

დამცვრიანებულს ცეცხლშია.

დიდხანსა სდია იმ დღესა

აღმა და დაღმა, ფიცხადა.

ამაოდ… გული უწყრება,

ელამვის გასაკიცხადა.

დაოსდა, პურიც მოჰშივდა,

ბანდულიც სძვრება ფეხითა,

წრიაპიც1 გვერდზე მოექცა,

სტანჯავდა წვივზე ხეხითა.

წასულსა საქმეს რა უშველს

ოხვრითა, თავის ტეხითა!

უკვირდა მონადირესა

მარცხი დღევანდლის დღისაო,

ეს დღე წავიდა, დასამხრდა,

მთას პირი სწვდება მზისაო.

საცაა ჩამობნელდება,

ჯოგი ასტყდება მგლისაო,

წყვდიადს დაერთვის წყვდიადი

ამ უდაბურის მხრისაო.

“ლამის ვერ მოვკლა ნადირი,

ჯავრი შავსჭამო მტრისაო.

ადგილის დედავ, მიშველე,

შენ მომიმართე ხელია,

ნუმც გაცრუვდება, შენს მადლსა,

სიზმარი წუხანდელია.

წინად თუ გამცხადებია,

ეხლა ცხადდება რაობით,

მე ხომ ამ სიზმრით ვნადირობ,

ნადირს ვხოც იმავ თაობით?”

გულში ლოცულობს თვარელი

და პურსა ჰლოღნის ხმელსაო,

თან თვალს აყოლებს პირდაპირ

ხევის ნაპირსა გრძელსაო.

ადგილსა ჭიუხიანსა,

დეკიან-ღვივრიანასა,

ურძნით და ჩადუნით მორთულს,

დუციან-დიყიანასა,

თვალდაშტერებით უცქერის

კლდის თავსა ფიჭვიანასა.

კლდის პირზე წყარო ჩამოდის,

ხმას იწმენდს ხრინწიანასა,

და ქაფს უსომდა კლდის პირებს

წითელსა, სისხლიანასა.

იქიდამ კვნესა მოესმა

გულიდამ ამობერილი,

ჰხედავს: ვეფხვი წევს ტოტ-გაწვდით

კლდის თავს, გულგამობერილი,

და მონადირეს უცქერის,

მისკენ თვალგამოჭერილი,

წელსა და ტოტებს უმშვენებს

ზოლები ჩამოწერილი.

კლანჭი სტკიოდა ბეჩავსა,

გულს ბოღმა მაერეოდა,

სისხლი ნადენი ტოტითა

მდინარეს შაერეოდა

და წყალთან ერთად ისიცა

უფსკრულში ჩაერეოდა.

კვნესოდა, როგორც ვაჟკაცი

მტერზე ჯავრ-ამოუყრელი,

მუდამ მდებარე მტრის ფეხ-ქვეშ,

ვით მთა ჯანღ-გადაუყრელი.

– რას უცდი, მონადირეო,

დაჰკარ, ხომ ვეფხვიც მხეცია!

– არ დავკრავ, ძმაო, რო მამკლა,

როდი გახლავარ ბეცია!

ეგემც ჩემსავით ნადირობს,

კალთები აუკეცია,

ნადირობაში მაგასაც

მთა-ბარი დაუკეცია.

ნადირმა იცნო თვარელი

მონადირისა წესზედა,

მივიდა მასთან კოჭლობით,

ტოტი დაადვა ფეხზედა.

მონადირემაც გასინჯა

თავის ძმობილის წყლულია

და ამოუღო კლანჭიდამ

სიპი მომსხო და სრულია,

ნაშალი კლდისა სალისა,

ნაგალი ღვართა, ზვავისა,

და გალესილი ნისკარტით

ღამის მთეველის სვავისა.

ნადირობაში შაეჭრა

ვეფხვსა მამაცი ტოტია,

ჯიხვისად დატევებულსა,

იქ, სადაც ქვა და ლოდია.

თვარელმა წყლული შეუკრა

ვეფხვსა ნაკუწით ჭრელითა

და ჩირქიც ამოუფხიკა

წყლულიდამ დანით მჭრელითა.

ვეფხვი გაბრუნდა მაშინვე

კუდის მოქნევით, ჭრელითა,

და გადირბინა, მთა-ბარი,

როგორც მიმინომ ფრენითა.

თვარელი ბანდულს ისწორებს,

უკვირდა მოხილებული,

ვეფხვი მოსული ზავითა,

მშვიდი და მოჭირვებული.

ამ დროს მოესმა ფეხის ხმა,

შაესმა რაღაც დგრიალი,

იმისკე მიმართულია

ფეხის ხმა, ფოთლის შრიალი.

უცბათ იმის წინ ირემმა

დაიწყო რქების ტრიალი…

და მონადირის თოფისაც

სტუმრად დაუხვდა გრიალი.

თოფი გავარდა, კლდეებსა

სალამი მისცა ჭექითა,

და ჩამოგორდა ხევისკე

ხარი-ირემი ბექითა.

ეს რაა? ირმის ნადგომში

ვეფხვი გაბრუნდა ზნექითა.

ერთი-კი დაიღავღუვა

და გაემართა ზევითა.

ცოტა ხანს შემდეგ დაძრული

ქვიშა მოზოვდა ზევითა.

კლდის თავს გადმოდგა ხარ-ჯიხვი,

გამოქცეული ქვეითა.

თვარელმა მოკლა ისიცა,

ჩამოაგორა ხევშია.

ჯიხვის ნადგომზე ვეფხვს ჰხედავს,

ვეფხვი ტოტს იცემს მკერდშია…

თვარელი მიჰხვდა ეხლა კი,

სთქვა: “გენაცვალე ღმერთშია!”

 

–––

 

დაღამდა, ვეფხვი აღარ სჩანს,

უკუნი აწევს არესა,

სიბნელეს როგორ გაჰფანტავს,

რა შაუძლიან მთვარესა?

გულჭირიანი ობლობით

დაბლა ჩხაოდა მელია,

ალბათ თუ გასჭირებია,

საქმე თუ ადგა ძნელია.

ნობათად მომირთმევია

თქვენთვის ამბავი ძველია.

 

1890 წ.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ზ.კიკნაძე - მონადირის ორმაგი ცხოვრება

 

http://saunje.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1441%3A2013-12-15-18-15-34&catid=1%3A2010-01-24-19-54-07&Itemid=1&lang=ka

Link to post
Share on other sites

ხანში ეს დღესასწაულები ძალიანაა პატივდებული

 

 

ზ.კიკნაძე - “ხანში ირემი მოვიდა”

 

 

 

http://saunje.ge/index.php?id=1440&option=com_content&Itemid=7&lang=ka

Link to post
Share on other sites

მართლა მაგარი ფილმია,1 წელი ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...