Jump to content
Club-Monadire.Ge

კომბინირებული თოფები


Recommended Posts

კომბინირებული თოფები

 

 

წარმოგიდგენთ მერკელის კომბინირებული თოფის ერთ-ერთ ბრწყინვალე ექსპონატს მოდელს BBF B3 შესრულების Jaqd ვარიანტში.

 

ზედა ლულა 12/76; ქვედა ლულა .30-06 Springfield; ლულის სიგრძე 76სმ; მთლიანი სიგრძე 119სმ; წონა 3,4კგ; კაკლის კონდახით გერმანული სალოყით; სტანდარტული ტიბჟირით; ლულების სელექტორული გადართვით; ორსასხლეტიანი; ეჟექტორზე;

post-28-0-69997900-1327562784_thumb.jpg

post-28-0-94002300-1327562797_thumb.jpg

post-28-0-78225300-1327562814_thumb.jpg

post-28-0-34649700-1327562829_thumb.jpg

post-28-0-53976800-1327562844_thumb.jpg

post-28-0-86019500-1327562863_thumb.jpg

post-28-0-99849100-1327562889_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

კომბინირებული თოფები

 

МЦ30, МЦ30-01, МЦ30-02, МЦ30-03, МЦ30-09, МЦ30-12, МЦ30-13

 

95e1f9517b93.jpg

 

 

კომბინირებული სამლულიანი ორი გლუვითა და ერთი ხრახნილით

 

 

МЦ30 ესაა მაღალი კლასის შიდადამცემმექანიზმიანი თოფი, რომელიც მზადდებოდა მხოლოდ შეკვეთებით საცალოდ. აქვს ორი ძირითადი მოდიფიკაცია: МЦ30-12 ზემოთა 12 ყალიბის გლუვი ლულებით და ქვედა ხრახნილით 9 მმ (ვაზნა 9х53); МЦ30-09 ზემოთა ხრახნილი ლულებითა(9მმ ყალიბის) და ქვედა გლუვი 12 ყალიბის ლულით.

 

МЦ30-01_ ზედა ლულები გლუვი 20 ყალიბისა, ხოლო ქვედა ხრახნილი 5,6მმ(ხრახნის რაოდენობა4). ლულის სიგრძე–600მმ, მთლიანი წონა 3,25-3,5კგ.

 

МЦ30-02_ ზედა ლულები გლუვი 20 ყალიბისა, ხოლო ქვედა ხრახნილი 6,5მმ(ხრახნის რაოდენობა4). ლულის სიგრძე–675მმ, მთლიანი წონა 3,25-3,5კგ.

 

МЦ30-03_ ზედა ლულები გლუვი 20 ყალიბისა, ხოლო ქვედა ხრახნილი 7,62მმ(ხრახნის რაოდენობა4). ლულის სიგრძე–600მმ, მთლიანი წონა 3,5-3,75კგ.

 

МЦ30-09_ ზედა ლულები ხრახნილი 9მმ ყალიბისა(ხრახნის რაოდენობა6), სანადირო ვაზნაზე 9х53, ხოლო ქვედა გლუვი 12ყალიბისა(0,5მმ შევიწროებით). ლულის სიგრძე–675მმ, მთლიანი წონა 4,2კგ.

 

МЦ 30-12_ ზედა ლულები გლუვი 12 ყალიბისა(სტანდარტული შევიწროებით), ხოლო ქვედა ხრახნილი 9მმ ვზნაზე9х53(ხრახნის რაოდენობა6). ლულის სიგრძე–675მმ, მთლიანი წონა 4კგ.

 

МЦ30-13 –ზედა ლულები გლუვი 20 ყალიბისა, ხოლო ქვედა ხრახნილი 7,62მმ (ხრახნის რაოდენობა4). ლულის სიგრძე 600–675მმ, მთლიანი წონა 3,5-3,7კგ.

 

ამ თოფების ძირითადი ნაკლია მათი დიდი მასა. დღეისათვის აღნიშნული იარაღი აღარ მზადდება, თუმცა მათ ნაცვლადაც ЦКИБ-ი აწარმოებს სამლულიან МЦ140-ს. აღსანიშნავია, რომ МЦ140 წარმოებულია მხოლოდ რამდენიმე ცალი.

 

 

МЦ140

 

fecc0d146a1f.jpg

 

 

ზედა ლულები 12 ყალიბისა, ხოლო ქვედა ხრახნილი 9х53 ვაზნისათვის

წონა 3,3-3,6კგ. თოფს აქვს ღია სამიზნე და ოპტიკა.

 

 

 

 

 

МЦ30-20 სამლულიანი სანადირო თოფი

 

 

ef1776ad4dc1.jpg

 

 

 

МЦ30-20 აქვს ორი გლუვი(ჰორიზონტალური) 20 ყალიბის ლულა და მესამე ხრახნილი 5,6 ყალიბისა. განკუთვნილია სამოყვარულო ნადირობისათვის. მისი ხრახნილი ლულა თვითდამტენია. ვაზნების მიმწოდებელი განლაგებულია ტიბჟირში(5 ვაზნაზე).

კონდახი კაკლისაა, პისტოლეტური ტიპის, სალოყით. აქვს მხატვრული გრავიურა. წონა 3,5-3,7კგ. ზედა ლულების სიგრძეა 675მმ, ხოლო ქვედასი_400მმ. თოფები გამოდიოდა შეკვეთებით.

 

 

 

 

ТОЗ-28 ჩახმახიანი კომბინირებული(სამლულიანი)

 

02afba25f1f4.jpg

 

 

ТОЗ-28 ესაა სამლულიანი კომბინირებული თოფი გარე ჩახმახებზე. ზემოთა(ჰორიზონტალურად განლაგებული) ლულები 20 ყალიბისაა, ქვედა კი ხრახნილი 6,5 ყალიბისა 6,5х38(რევორველი ნაგანის) ვაზნისათვის. 1960 წლის მოდელია, აწარმოებდნენ შეკვეთებით. განკუთვნილია სარეწაოდ და სამოყვარულო ნადირობისათვის. დიდი ხანია მოხსნილია წარმოებიდან.

წონა 3,1-3,2კგ.

 

 

 

МЦ7-17 - ორლულიანი კომბინირებული სანადირო თოფი.

 

5a8c1f79bcf8.jpg

 

 

ესაა ორლულიანი კომბინირებული თოფი ლულების ვერტიკალური განლაგებით. ქვედა ლულა გლუვია(12ყალიბი) 70მმ სავაზნითა და 0,5 ან 0,8 შევიწროებით, ხოლო ზედა ხრახნილი ვაზნისათვის 7,62х54R ან 7,62х51. აქვს ორი სასხლეტი და ეჟექტორი, არაავტომატური მცველი და ჩაქუჩების(დამცემები) ბლოკირება; სამიზნე ღია, ოპტიკური სამიზნე.

ლულის სიგრძეა 650მმ. გაბარიტები_ 1100х45х176მმ. წონა 3,4კგ.

 

 

 

 

ИЖ-15

 

6f07323cada1.jpg

 

 

 

ИЖ-15 კომბინირებული ორლულიანი თოფია, რომელიც გაკეთდა ИЖ-12-ის ბაზაზე. ზედა ლულა გლუვია(ჩოკი ან ნახევარჩოკი), ხოლო ქვედა ხრახნილი 5,6მმ, ვაზნისათვის 5,6х39. იარაღი განკუთვნილია ძირითადად სარეწაო ნადირობისათვის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. წონა 3,1-3,2კგ.

ძველი მოდელია. გამოდიოდა 1969 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში. სერიულად დიდი პარტიები არ გამოუშვიათ.

 

 

 

Север (ИЖ-27М)

 

6c68a6ea286c.jpg

 

 

Север კომბინირებული ვერტიკალური ორლულიანია. ზედა ლულა 5,6მმ ხრახნილია, ქვედა კი გლუვი 20 ყალიბისა 0,5მმ შევიწროებით. შესაძლებელია ოპტიკითაც. მოდელი შემუშავებულია 1992 წელს ИЖ-27-ის ბაზაზე ა. მატვეევის მიერ(გამოდის 1993 წლიდან).

ლულის სიგრძე 600მმ, სავაზნის სიგრძე 19,5(ხრახნილის), 70 ან 76მმ; ლულის წონა 1,15კგ. გაბარიტები 1050х55х200, მთლიანი წონა 3კგ. რესურსი 12,5 ათასი გასროლა. სიბურჯღლე 50%(გლუვიდან)

 

 

 

 

Олень

 

358561a4d1c6.jpg

 

Олень კომბინირებული ვერტიკალური ორლულიანია(ზედა გლუვი 0,5მმ შევიწროებით, ქვედა ხრახნილი ან ,,პარადოქსი"); განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის; ყალიბი 32; სავაზნე 70მმ; ექსტრაქტორზე; ლულის სიგრძე 675მმ; წონა 2,5-2,75 კგ; გლუვი ლულის სიბურჯღლე 60%; ხრახნილი ლულის ტყვიის ჩამოსასხმელად მოყვებოდა ყალიბი; ლულის ფოლადის მარკა 50А; ერთ სასხლეტზე; სროლის რიგითობის გადამრთველი განლაგებულია კონდახის ყელზე(მდებარეობა_ წინ, ისვრის ქვედა ლულა. მდებარეობა_უკან, ისვრის ზედა ლულა); კონდახი წიფლის ან არყის ხის; საცალო ეგზემპლიარებს აქვთ კაკლის კონდახი; გამოდიოდა 1956-1958 წლებში(ზლატოუსტოვსკის მანქანათმშენებელი ქარხანა);

 

 

 

 

ამ თემაში შეიძლება განხილულიყო иж-18мн, თუმცა აღნიშნული მოდელი დამატებულია иж-18-ში. აქ კი წარმოგიდგენთ კომბინირებულ ერთლულიან ИЖК-4-ს.

 

 

 

ИЖК-4 ერთლულიანი ჩახმახიანი თოფი ჩასადგმელი ლულით.

 

11cb5947145d.jpg

 

 

ИЖК-4 გაკეთებულია 16 ყალიბის ИЖК-1-ის ბაზაზე და განსხვავდება მისგან გლუვ ლულაში ჩასადგმელი 5,6 ყალიბის ხრახნილი ლულით. ჩასადგმელ ხრახნილ ლულაზე მისროლის შემდეგ იტვიფრება იგივე ნომერი, რაც თოფზე.

აღნიშნული მოდელის გლუვი ლულა წარმოადგენს 16 ყალიბს 70მმ სავაზნით. გამოდიოდა 1955-1964 წლებში. წონა 3-2,25კგ; ლულის სიგრძე 680-780მმ.

კონდახი არყის ხის ან წიფლის, პისტოლეტური ან ნახევრადპისტოლეტური ტიპის. სიბურჯღლე არანაკლებ 40%-სა. რესურსი 6000 გასროლა.

Link to post
Share on other sites
  • 6 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...