Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 тоз-120 ტოზ-120;TOZ-120 12 ყალიბის ორლულიანი თოფი тоз-120 ეს არის იარაღი ვერტიკალურად შეწყვილებული ლულებით, რომელიც განკუთვნილია რეწვისა და სამოყვარულო ნადირობისათვის. 2000 წლის მოდელი შემუშავებულია тоз-91-ის ბაზაზე სტარუხინის ხელმძღვანელობით. საბაზო მოდელისაგან შენარჩუნებულია კვანძები, რომლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი ექსპლოატაციაში. საფუძვლიანად გადამუშავდა სასხლეტ-დამცემი მექანიზმი(ერთ სასხლეტზე): ახლა ის აღჭურვილია სროლის რიგითობის დამოუკიდებელი სელექტორული გადამრთველით, რომელიც გაერთიანებულია მცველის ღილაკთან. ლულები საცვლელი 710 ან 750მმ სიგრძის, რომელიც კალაპოტს უერთდება ლულის კაუჭით, საყრდენი ღერძით, ტიბჟირითა და საკეტი ბერკეტით. ლულის არხები ქრომირებულია, შევიწროებები შეიძლება იყოს 0,0მმ, 0,25მმ, 0,5მმ, 0,75მმ და 1,0მმ. დამცემი მექანიზმს გააჩნია შემყენებლების დამცავი, რომელიც გამორიცხავს შემთხვევით გასროლას; აგრეთვე იწარმოება ორსასხლეტიანი მექანიზმიც. კონდახი და ტიბჟირი კაკლის. საერთო სიგრძე1180მმ, მასა_3,4კგ. მწარმოებელი ქარხნის გეგმებში არის გამოუშვას ლულები, რომელშიც ერთი ლულა ჩოკი იქნება, ხოლო მეორე ე.წ. ,,პარადოქსი”. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 კარგი თოფია??? გამიგია ხშირად ორ გასროლას ერთად აკეთებსო(დუპლეტი) მართალია?? და რამდენად გამართლებულია ერთსასხლეტიანი(ტოზ-120) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 24, 2012 Author Report Share Posted April 24, 2012 კარგი თოფია??? გამიგია ხშირად ორ გასროლას ერთად აკეთებსო(დუპლეტი) მართალია?? და რამდენად გამართლებულია ერთსასხლეტიანი(ტოზ-120) ზოგჯერ ხდება, რომ ორმაგ გასროლას აკეთებს... კონკრეტულად რომელი ეგზემპლიარი იქნება ამ დეფექტით არავინ იცის, თუმცა რამდენიმე მომხმარებლის მიერ ისიც დაიწერა, რომ მარტივად ხდება ნაკლის აღმოფხვრა ,,სამკუთხა ქლიბის დახმარებითო"... საზოგადოდ, ორმაგი დასხლეტა მერყევასა და ჩაქუჩის არასრულყოფილი ჩაჭიდების გამო ხდება. ასეთ შემთხვევში პირველი გასროლის მიერ გამოწვეული დეტონაცია არასრულყოფილად ჩაჭიდებული ჩაქუჩის დასხლეტას იწვევს, რაც იგივეა, რაც არასანქცირებული გასროლა... დეფექტის დროს ოსტატი(და არა მოყვარული მონადირე ) ხსნის მექანიზმს, შლის მას და ახდენს ჩაქუჩი(ზოგან ჩახმახი)-მერყევას კუთხის დაყვანას ანუ უზრუნველყოფს ამ ,,საკონტაქტო ზედაპირების" მაქსიმალურ ჩაჭიდებას. ამ ოპერაციის დროს ნიშანდობლივი და საყურადღებოა ის ფაქტორი, რომ არ უნდა შევცვალოთ ჩაჭიდების კუთხე... პ.ს. არათემატური პოსტები წაიშალა თქვენი მონა-მორჩილის მიერ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.