Jump to content
Club-Monadire.Ge

тоз-120 ტოზ-120;TOZ-120


Recommended Posts

тоз-120 ტოზ-120;TOZ-120

 

 

 

73c45111b822.jpg

 

 

12 ყალიბის ორლულიანი თოფი тоз-120

ეს არის იარაღი ვერტიკალურად შეწყვილებული ლულებით, რომელიც განკუთვნილია რეწვისა და სამოყვარულო ნადირობისათვის. 2000 წლის მოდელი შემუშავებულია тоз-91-ის ბაზაზე სტარუხინის ხელმძღვანელობით. საბაზო მოდელისაგან შენარჩუნებულია კვანძები, რომლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი ექსპლოატაციაში.

საფუძვლიანად გადამუშავდა სასხლეტ-დამცემი მექანიზმი(ერთ სასხლეტზე): ახლა ის აღჭურვილია სროლის რიგითობის დამოუკიდებელი სელექტორული გადამრთველით, რომელიც გაერთიანებულია მცველის ღილაკთან.

ლულები საცვლელი 710 ან 750მმ სიგრძის, რომელიც კალაპოტს უერთდება ლულის კაუჭით, საყრდენი ღერძით, ტიბჟირითა და საკეტი ბერკეტით. ლულის არხები ქრომირებულია, შევიწროებები შეიძლება იყოს 0,0მმ, 0,25მმ, 0,5მმ, 0,75მმ და 1,0მმ.

 

d7288e7b8860.jpg

 

დამცემი მექანიზმს გააჩნია შემყენებლების დამცავი, რომელიც გამორიცხავს შემთხვევით გასროლას; აგრეთვე იწარმოება ორსასხლეტიანი მექანიზმიც.

კონდახი და ტიბჟირი კაკლის. საერთო სიგრძე1180მმ, მასა_3,4კგ.

მწარმოებელი ქარხნის გეგმებში არის გამოუშვას ლულები, რომელშიც ერთი ლულა ჩოკი იქნება, ხოლო მეორე ე.წ. ,,პარადოქსი”.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

კარგი თოფია??? გამიგია ხშირად ორ გასროლას ერთად აკეთებსო(დუპლეტი) მართალია?? და რამდენად გამართლებულია ერთსასხლეტიანი(ტოზ-120)

Link to post
Share on other sites

კარგი თოფია??? გამიგია ხშირად ორ გასროლას ერთად აკეთებსო(დუპლეტი) მართალია?? და რამდენად გამართლებულია ერთსასხლეტიანი(ტოზ-120)

 

 

ზოგჯერ ხდება, რომ ორმაგ გასროლას აკეთებს... კონკრეტულად რომელი ეგზემპლიარი იქნება ამ დეფექტით არავინ იცის, თუმცა რამდენიმე მომხმარებლის მიერ ისიც დაიწერა, რომ მარტივად ხდება ნაკლის აღმოფხვრა ,,სამკუთხა ქლიბის დახმარებითო"...

 

საზოგადოდ, ორმაგი დასხლეტა მერყევასა და ჩაქუჩის არასრულყოფილი ჩაჭიდების გამო ხდება. ასეთ შემთხვევში პირველი გასროლის მიერ გამოწვეული დეტონაცია არასრულყოფილად ჩაჭიდებული ჩაქუჩის დასხლეტას იწვევს, რაც იგივეა, რაც არასანქცირებული გასროლა...

დეფექტის დროს ოსტატი(და არა მოყვარული მონადირე :dato: ) ხსნის მექანიზმს, შლის მას და ახდენს ჩაქუჩი(ზოგან ჩახმახი)-მერყევას კუთხის დაყვანას ანუ უზრუნველყოფს ამ ,,საკონტაქტო ზედაპირების" მაქსიმალურ ჩაჭიდებას. ამ ოპერაციის დროს ნიშანდობლივი და საყურადღებოა ის ფაქტორი, რომ არ უნდა შევცვალოთ ჩაჭიდების კუთხე...

 

 

პ.ს. არათემატური პოსტები წაიშალა თქვენი მონა-მორჩილის მიერ ;)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...