Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

იჟ-58;иж-58;IJ-58

 

 

 

 

30b254f13449.jpg

 

 

b9a0459a9b60.jpg

 

 

ИЖ-58 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით 12, 16, 20 და 28 ყალიბისა. მოდელი შემუშავებულია პუგაჩოვის ხელმძღვანელობით. გამოდიოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი პარტიებით 58 წლიდან დღემდე(რამდენიმე მოდიფიკაციით). უდიდესი უმრავლესობა გამოშვებულია 12 და 16 ყალიბისა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნავარაუდევი იყო მისი სარეწაო მნიშვნელობით 20 და 28 ყალიბის გამოშვება. სერიულად 28 ყალიბის გამოშვება არ მომხდარა. 1987 წლიდან მოდელი შეცვლილია ИЖ-43-ით.

 

ИЖ-58-20_ 20 ყალიბის იარაღი(თოფი). სერიულად იწარმოებოდა 1958 წლის ბოლოდან 1960 წლამდე. სახსნელი ლულებით(50À მარკის ფოლადი), სიგრძით 675მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულები შეერთებულია დასაწყისში(სახაზინო შეერთება) სარტყელით, ხოლო შემდეგ ორთავე მხრიდან შედუღებულია(ავტორი აღნიშნავს_,,სპაიანნი” მირჩილული). არხების დიამეტრი 15,5+-0.25მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. ლულების პარაბოლური შევიწროებით, მარჯვენა ლულა ნახევრადჩოკი, მარცხენა ჩოკი. ნორმალური დოზირების ვაზნებით მისროლისას 35 მეტრში აჩვენა სიბურჯღლე 45 და 55% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულამ. თოფის წონა 2,7-2,9 კგ.

 

ИЖ 58-16_16 ყალიბის თოფი. იწარმოებოდა 1960 წლიდან 1970 წლამდე. ლულების სიგრძე 720მმ, წონა 3,2 კგ-მდე. არხების დიამეტრი 17,0+-0.25მმ. კონდახი პისტოლეტური ან ინგლისური. დამცველი არაავტომატური.

 

ИЖ 58М-12_12 ყალიბის თოფი შემუშავებულია 1970 წელში 16 ყალიბის თოფის ბაზაზე და იწარმოებოდა სერიულად 1971-1976 წლებში. ლულის სიგრძე 720-730 მმ, არხების დიამეტრი 18,2+-0.2მმ. მაქსიმალური საექსპლოატაციო წნევა 750კგს/სმ2. ჩოკისა და ნახევარჩოკის შემთხვევაში სიბურჯღლე შეადგენს 50-55 და 60-65%-ს. ორთავე სახის კონდახით; წონა 3,2-3,3 კგ. დაყენებული აქვს ჩვეულებრივი ფორმის თამასა(პლანკა). ამ მოდელის 12 ყალიბის თოფებზე დამცველი არაავტომატურია.

 

ИЖ-58МА და ИЖ-58МАЕ 12 და 16 ყალიბის თოფები შეიქმნა 1977 წელს ИЖ-58M-ის ბაზაზე. ИЖ-58M-ზე დაყენებულია ავტომატური მცველი, რომელიც ირთვება თოფის გადახსნისას; ИЖ-58M-ზე დამატებულია მცველთან ერთად ვაზნების ატომატური ამომგდები ე.წ. ეჟექტორი. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია ИЖ-58M-ის. იწარმოებოდა ძირითადად 1976-1986 წლებში.

 

ИЖ-58M-20М_ 20 ყალიბის თოფი განკუთვნილია ,,მაგნუმის” ვაზნისათვის(ვაზნის სიგრძე 76მმ). იწარმოებოდა 1979 წლიდან ძირითადად საექსპორტოდ, თუმცა ხან და ხან გამოჩნდებოდა გაყიდვაშიც(ადგილზე). ლულის სიგრძე_670-680მმ, წონა 3.3 კგ-მდე, სავაზნის სიგრძე 76,2მმ. ამ თოფში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტანდარტული ვაზნებიც 70მმ სიგრძის(ნაწილობრივ ეკარგება სიბურჯღლე).

 

 

იჟ-58 ყველა მოდიფიკაცია და ყალიბი ერთად აღებული, გამოსულია 1,3 მილიონი ცალი...

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

თქვენი აზრი ამ თოფის შესახებ და დაახლოებით რა ფასად შეიძლება იყიდოთ ნორმალურ მდგომარეობაში (რაკოვინების გარეშე)

Link to post
Share on other sites

ალბად 800 ლარად, მაიმარკეტზე შეილება უფრო ძვირადაც გადააწყდე ახალს ვგულისხმობ. ისე რაიონებში კარგ ნახმარს 500- 600 ლარად ნახავ, ცოტა მოთმინება უნდა

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ამასწინებზე ეს იარაღი შევიძინე,თითქმის უხმარია.თოფიდან ნასროლია დაახლოებით 100 ვაზნა.პრაქტიკულად ახალია.იჟექტორზეა 12 კალიბრი.სიშავე შენარჩუნებულია თოფზე თითქმის 100%.ერთი რაც ვერ დავადგინე რომელ წელშია გამოშვებული.ფასი 1000 ლარი + 75 გაფორმება.აბა შეაფასეთ

 

b9c48a60dc52.jpg

 

600cd87d75ec.jpg

 

52d8a1aaf3db.jpg

 

36d189227d07.jpg

 

75bb594e899b.jpg

 

3c800ec61d16.jpg

 

1b2748f3c34f.jpg

 

89fe363167a2.jpg

 

1a65d458a4be.jpg

 

b1b7ef575d86.jpg

Edited by JABA
Link to post
Share on other sites

ეს თოფები 1976-1986 წლებში გამოდიოდა,მე მქონდა 16 და 12 კალიბრები,ძალიან საიმედო,მარტივი და მუშა თოფებია,ეს თოფი ჯაბუნია ფაქტიურად ახალია,ასე რომ თუ სულ ოდნავ მაინც მოუვლი,10-15 წელი მაგრად გასიამოვნებს და მერე კიდევ თოფი იქნება,მშვიდობაში!!!!!ჩემი 16 კალიბრი ნახმარი ვიყიდე,8 წელი მაგრად ვანადირე,სეზონზე დაახლოებით 500-700 სროლით და ეხლა მეგობრები ხმარობენ!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

კარგი თოფია ჯაბუნია !

 

მინადირია ამ მოდელით და ძალიან კმაყოფილი დავრჩი !

 

აბა ბედნიერად გაცვითე ! :*

Link to post
Share on other sites

გილოცავ ჯაბუნია შენაძენს! :hi:

 

ბზიკივით თოფია, თანაც ცელკა ბზიკივით :alfons: ვიცი სწორედ მასეთ თოფს ეძებდი და აგერ იპოვნე კიდეც. მაგ ფასად ჩვენთან ნამდვილად იაფია...

ზაზორები(ხე-ლითონი) საბჭოთა თოფის პირობაზე იდეალურია. ეჭვი მაქვს ეგ იარაღი დანასველებიც არაა წვიმაში... მაქსიმალური საექსპლოატაციო წნევაც მშვენიერი აქვს.

 

რაც შეეხება გამოშვების წელს, ეგ თარიღია 1980 წელი. :hi3:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

გამარჯობათ ყველას მოგესალმებით

ლულა გამისკდა იჯ 58 მაქვს მხოლოდ კონდახი და ცივიო ლულის შეძენა მინდა და ხო ვერ დამეხმარებოდით სად ვიპოვი ?

გმადლობთ წინასწარ

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ყველას მოგესალმებით

ლულა გამისკდა იჯ 58 მაქვს მხოლოდ კონდახი და ცივიო ლულის შეძენა მინდა და ხო ვერ დამეხმარებოდით სად ვიპოვი ?

გმადლობთ წინასწარ

ძალიან ძნელი საოპოვნელია...

უფრო მეტად თოფის ხელოსნებთან უნდა იკითხო...

რომც იშოვო და კალაპოტზე მოარგო, გაფორმება გაჭირდება...

Link to post
Share on other sites

baxto1

რა კალიბრია?

არის ხელოსანი ვინც გააკეთებს მაგას,ანუ გახსნის ლულებს ამოცვლის ლულას და შეაერთებს ისევ

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

გაფორმება არ გაჭირდება ქვისლო. მთავარია ლულა იყოს სუფთა. თუ იმ წლების გამოშვება ლულას იშოვის არც მორგება დაჭირდება ,მოერგება აუცილებლად.

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ყველას მოგესალმებით

ლულა გამისკდა იჯ 58 მაქვს მხოლოდ კონდახი და ცივიო ლულის შეძენა მინდა და ხო ვერ დამეხმარებოდით სად ვიპოვი ?

გმადლობთ წინასწარ

 

 

 

baxto1 თუ გყავს აფხაზეთიდან დევნილი ნაცნობი ვისაც იქაური მოქალაქეობა აქვს იმას შეუძლია გამოიწეროს აფხაზეთის ტერიტორიიდან. ყველაზე იაფიანი გზაა.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

მოგესალმებით ყველას ! გილოცავთ ახალ წელს,მრავალს დაესწარით !

 

იჟ-58 ის ყიდვა მინდა 12იანის კარგ მდგომარეობაში რომ იყოს,ორიგინალი ნაწილებით ..

იქნებ იცოდეთ თუ ვინმე ყიდის .

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...