Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 ორლულიანი ИЖ-43 ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტიანი სანადირო თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით 12 და 16 ყალიბისა. შექმნილია ИЖ-58 მა და ИЖ-58МАЕ-ს ბაზაზე(20 ყალიბის ИЖ-43 ,,მაგნუმი” გამოდის მხოლოდ საექსპორტოდ). შემუშავებულია კონსტრუქტორ კალინინის მიერ. ИЖ 43M სახსნელი ლულებით, რომლებიც შეერთებულია ზედა(სამიზნე) და ქვედა თამასით და სარტყელით სახაზინო(საწყის) ნაწილში. ლულის სიგრძე_725მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. მარჯვენა ლულა ნახევარჩოკი(სიბურჯღლე არაუმცირეს 50%), ხოლო მარცხენა ჩოკი(სიბურჯღლე არაუმცირეს 60%).საცალო და საექსპორტო ეგზემპლარებისათვის სიბურჯღლე გაზრდილია(თითოეულისათვის) 5%-ით. 12 ყალიბიანი თოფის წონაა არაუმეტეს 3,3 კგ, 16-ის არაუმეტეს 3,2 კგ. მოდელი ИЖ-43ემ განსხვავდება ИЖ-43მ -საგან ე.წ. ეჟექტორით. ИЖ-43К ეს მოდელი ცალკე საუბრის თემაა, რადგან მას გააჩნია ჩახმახები, თუმცა მიეკუთვნება შიდადამცემმექანიზმიანს. საქმე შემდეგში გახლავთ_ ჩახმახები გამოიყენება მხოლოდ იარაღის ფეხზე შესაყენებლად და ნემსებს არ ურტყამს. იგი შექმნილია თავდაცვის მიზნით, რამეთუ სხვა შემთხვევაში ვაზნების ჩატოვება დიდი ხნით თოფში(ამ დროს საბრძოლო მდგომარეობაშია ზამბარა) გამოიწვევს მის უცილობელ დაზიანებას, ხოლო იჟ-43კ-ს შემთხვევაში კი ვაზნა შეიძლება დატოვებულ იქნას დიდი ხნით. სასროლად კი საკმარისია მხოლოდ ჩახმახების შეყენება და სასხლეტის გამოკვრა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 26, 2012 Author Report Share Posted January 26, 2012 (edited) ეს იჟ-43 გამოუშვეს იჟევსკის 250 წლისთავზე(20 ყალიბი). გრავირებაზე გრაფი შუვალოვის პორტრეტი და საწარმოო პროცესი... პ.ი. შუვალოვი აქ ლითონწარმოების ქარხნის დამფუძნებელია, რის ბაზაზეც შემდგომ ქალაქი იჟევსკი წარმოიშვა ამ თოფზე მუშაობდნენ ოსტატები: მატიუშინი, ნიკონოვი, კასატკინი, ეფიმოვი და გორდენკო. გრავირება ეკუთვნის კორობეინიკოვს Edited January 21, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
SOSOIA47 0 Posted May 26, 2014 Report Share Posted May 26, 2014 Gurulo დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციებისთვის ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.