Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 ნახევარავტომატი мц21 (ТОЗ-МЦ 21-12) ერთლულიანი ნახევარავტომატი мц21-12(ТОЗ-МЦ 21-12) განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის(ტყვიისა და საფანტის სასროლად). მართალია კონსტრუქტორად ნიკოლაევი ითვლება, მაგრამ თოფი აღებულია ბრაუნინგის auto 5-ის მოდელისაგან(auto 5 მე-20 საუკუნის დასაწყისშია შექმნილი). мц21-12 იწარმოება საცალოდ და სერიულად ტულის ქარხანაში 1965 წლიდან, მას შემდეგ რაც თოფმა ამავე წელს ლეიპციგის გამოფენაზე მოიპოვა ოქროს მედალი. 1956-1964 წლებში კი 12, 16 და 20 ყალიბის мц21-ს აწარმოებდა цкиб соо. თოფის მექანიზმის მუშაობა დაფუძნებულია ლულის მოძრაობაზე უკან და წინ. პირველ შემთხვევაში ეს მოძრაობა ხდება დენთის წვისას წარმოქმნილ უკუცემის ძალით, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მძლავრი ზამბარის მოქმედებით. ისევე როგორც ლულა, ჩამკეტიც(,,ზატვორი”) მოძრაობს უკან-წინ. უკან მოძრაობისას ლულასთან ერთად, ხოლო წინ მოძრაობისას დამოუკიდებლად თოფის კონდახში მოთავსებული ზამბარისა და დგუშის მეშვეობით. უკან მოძრაობისას ხდება ნასროლი ვაზნის ამოგდება, ხოლო მას შემდეგ რაც ლულა და ჩამკეტი განცალკევდა, მჭიდიდან ე. წ. თათით ხდება ახალი ვაზნის მიწოდება, რომელიც ჩამკეტს შეაქვს ლულის პირში. მჭიდი ცილინდრის ფორმისაა, რომელიც მოთავსებულია ტიბჟირში(ვაზნების ტევადობა 4 ცალი). შესაძლებელია სხვადასხვა მუხტის ვაზნების გამოყენება, რაც რეგულირდება ზამბარის თავზე არსებული რგოლის გადაბრუნებით(მცირე მუხტის შემთხვევაში რგოლი დგება კონუსით ქვემოთ ანუ ზამბარისკენ, ხოლო დიდი მუხტის მქონე ვაზნის შემთხვევაში კონუსით ზემოთ ანუ ტიბჟირის სამაგრისაკენ). ლულა, სავაზნე და ჩამკეტი ქრომირებულია. მექანიზმის გამართული მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა მისი სისუფთავე და ოპტიმალური შეზეთვა. თოფს გააჩნია ალმისებური მცველი, რომელიც გამორიცხავს შემთხვევით გასროლას. ლულის სიგრძე: 12 ყალიბისათვის 750მმ, 16 ყალიბისათვის 720მმ, 20 ყალიბისათვის 675მმ; ლულის შევიწროება ჩოკი(1,0), სიბურჯღლე 65%; სავაზნის სიგრძე 70მმ, ტევადობა 4+1 ვაზნა, კონდახი კაკლის ან წიფლის_პისტოლეტური ფორმის(სალოყით ან მის გარეშე), წონა: 12 ყალიბისათვის 3,2-3,4კგ, 16 ყალიბისათვის 3,0-3,2კგ, 20 ყალიბისათვის 2,8-3,0კგ. შემკვეთის სურვილისამებრ უშვებენ ლულებს 685მმ სიგრძითა და სახსნელი ჩოკებით. იმის გამო რომ თოფს გააჩნია მაღალი სიბურჯღლე ოპტიმალური სასროლი მანძილია არანაკლებ 30 მეტრი. ტყვიის სროლისათვის ოპტიმალური მანძილია 50-70 მეტრი. ციტირება Link to post Share on other sites
giorgimekerishvili 0 Posted September 19, 2018 Report Share Posted September 19, 2018 მოგესალმებით, მაქვს ეს იარაღი, ლაქი ცოტა შელახულია და რას მირჩევთ? ჯობია გასუფთავდეს და ახლიდან გაილაქოს თუ ზეთი წაესვას? ვინ აკეთებს კონდახის რესტავრაციას ხომ არ იცით? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.