Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 МЦ22-1 და МЦ22-12 МЦ22-1 МЦ22-12 ამ თვითდამტენ ავტომატს საბჭოთა წარმოება(ЦКИБ) უშვებდა 1961-1963 წლებში ცალობით ეგზემპლიარებად და შეკვეთებით, ძალიან შეზღუდული რაოდენობით. გააჩნია 2 ვარიანტი: სპორტული(МЦ22-1) და სანადირო(МЦ22-12). МЦ22-1-ის ლულის არხს აქვს სტანდარტული შევიწროება, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნის დაზიანებას 25-დან 50 მეტრამდე მანძილზე, ხოლო МЦ22-12-ის ლულა აღჭურვილია სიბურჯღლის მარეგულირებლით. ორთავე გათვლილია 12 ყალიბის 65მმ სიგრძის ვაზნაზე. მექანიზმის მუშაობა დამყარებულია ლულის მოძრაობაზე. კონდახი კაკლის, პისტოლეტური ტიპის. ორ ვაზნაზე გათვლილი მჭიდი განლაგებულია კალაპოტის ქვემოთ. აქვს სტანდარტული მცველი. МЦ22-1 ლულის სიგრძე - 750 მმ წონა - 3,5 - 3,75 კგ МЦ22-12 ლულის სიგრძე - 675 წონა - 3,25 - 3,5 კგ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.