Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 რუსული ნახევარავტომატები უკუქცეულ გაზებზე თვითდამტენი ТОЗ-87 ესაა 12 ყალიბის ნახევარავტომატი უკუქცეული გაზის მექანიზმზე. გამოიყენებს სტანრარტულ ვაზნებს(არა მეტალის) სიგრძით 70მმ. ლულა 1,0მმ შევიწროებითაა. განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის ნებისმიერ ზომიერ კლიმატურ პირობებში(ტროპიკული ჰავის გარდა). თოფი გამოშვებულია МЦ24-12-ის ბაზაზე(კონსტრუქტორი ნ. ბაბანინი) 1987 წელს. გარეგნულად გავს ნახევარავტომატ МЦ 21-12-ს. ТОЗ-87-01-ს აქვს დანაყოფებიანი, ე.წ. ვენტილირებადი სამიზნე თამასა; ТОЗ-87-02-ს გააჩნია ჩასახრახნი ჩოკები; ТОЗ-87-03-ს_ მთლიანი სამიზნე თამასა და ჩასახრახნი ჩოკები; ТОЗ-87-04-ს აქვს დამოკლებული ლულა(400მმ); ТОЗ-87-05-ს აქვს დამოკლებული ლულა და ჩასახრახნი ჩოკები; ТОЗ-187 უკონდახოა ანუ ე.წ. ავტომატი; ТОЗ-187-01 დასაკეცი კონდახით. МЦ22-03 და МЦ22-07 - სანადირო თვითდამტენი თოფი უკუქცეული გაზის მექანიზმზე МЦ22-03 და МЦ22-07 – ესაა ერთლულიანი სანადირო იარაღი 12(МЦ22-03) და 20(МЦ22-07) ყალიბისა. МЦ22-03 გათვლილია სტანდარტული 70მმ-იანი ვაზნებისათვის, ხოლო МЦ22-07 – მაგნუმისათვის. ავტომატიკა დაფუძნებულია უკუქცეული გაზის ენერგიაზე, რომლებიც აღწევენ რა ლულის ქვემოდან არსებულ კამერებში, მოქმედებენ დგუშებზე(ორი), რომლებსაც თავის მხრივ მოძრაობაში მოჰყავთ საკეტი(,,ზატვორი”). აღსანიშნავია, რომ მაღალი(მაგნუმის შემთხვევაში) წნევის დროს, ე. წ. მარეგულირებლის მიერ ხდება ზედმეტი გაზის განდევნა, რაც ხელს უწყობს მექანიზმის სტაბილურ მუშაობას. МР-153 ესაა 12 ყალიბის თვითდამტენი იარაღი, რომელსაც უშვებს იჟევსკის ქარხანა(ИЖ-81-ის ბაზაზე). თოფი განკუთვნილია სამოყვარულო და სარეწაო ნადირობისათვის. მექანიზმი მუშაობს უკუქცეულ გაზებზე. გამოდის 89 და 76მმ სავაზნით(რა თქმა უნდა შესაძლებელია სტანდარტული ვაზნის სროლაც). მჭიდი იტევს 3 ან 4 ვაზნას მისი სიგრძის მიხედვით, თუმცა შასაძლებელია ცილინდრული მჭიდის დაგრძელებაც(ეხრახნება დამატებით, რაც ზრდის ტევადობას). კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ე. წ. მარეგულირებელი სახვადასხვა მუხტის ვაზნებისათვის. აღნიშნული მარეგულირებელი გადმოღებულია Beretta AL390-დან. ჩამკეტი სისტემა ИЖ-81-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. გათვალისწინებულია კონდახის რამდენიმე ვარიანტი: სტანდარტული, დასაკეცი, პოლიეთილენის, პისტოლეტური სახელურით. ასევე სხვადასხვა სიგრძის ლულით, სხვადასხვა შევიწროებებით(სახსნელი და მუდმივი ჩოკებით) მცირე ტექნიკური მახასიათებლები: 1) ყალიბი_12; სავაზნე_89; ვაზნა_12x89, 12x76, 12x70; მჭიდის ტევადობა 3 ან 5(12x89); ლულის სიგრძე 600მმ ან 700მმ; წონა_ 3,6კგ. 2) ყალიბი_12; სავაზნე_76; ვაზნა_ 12x76, 12x70; მჭიდის ტევადობა 4 ან 6(12x76); ლულის სიგრძე 600მმ ან 700მმ; წონა_ 3,6კგ. Бекас-авто ეს თოფი 12/70 და 16/70 ყალიბისაა და განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის და დამზადებულია პომპა Бекас-ის ბაზაზე. მექანიზმი მუშაობს უკუქცეულ გაზზე. გააჩნია გაზის წნევის მარეგულირებელი. ლულა ორ ვარიანტშია წარმოდგენილი: ა)ძირითადი680მმ სიგრძისა, სახსნელი ჩოკებით (1,0 , 0,5 და 0). ბ) მოკლე ცილინდრი. სამიზნე თამასა ვენტილირებადია. კალაპოტზე შესაძლებელია ოპტიკის კრონშტეინის დაყენება. აქვს ცილინდრული მჭიდი 4 ვაზნაზე და ვაზნების დამჭერი(საჭიროების შემთხვევაში მისი ჩართვით წყდება ლულაში ვაზნის მიწოდება). მისი დამცემ-სასხლეტი მექანიზმი დამზადებულია ისე რომ შესაძლებელია საველე პირობებში მისი მოხსნა. მცველი ღილაკურია და განლაგებულია სასხლეტთან. კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია კაკლის ან წიფლისაგან. გააჩნია ამორტიზატორი. 12 ყალიბიანი თოფის მასაა 3,5კგ, ხოლო 16 ყალიბისა კი 3,3კგ. გაბარიტები 1200х60х200მმ. იარაღის დეტალების უმეტესობა თავსებადია(იგულისხმება, რომ 16 და 12 ყალიბის დეტალები მიდის ერთმანეთზე). саига-12k კალიბრი-12 საერთო სიგრძე-910მმ .დაკეცილი კონდახით 670მმ. სავაზნე-70-76მმ ტიპი-ნახევრად ავტომატი. წონა-4 კგ მდე. ტევადობა-5 ან 8 ვაზნა. გლუვლულიანი სანადირო თოფი საიგა-12 განკუთვნილია მცირე და საშუალო ნადირზე ან ფრინველზე სანადიროთ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.თოფში შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საფანტის ასევე ტყვიის ვაზნები სიგრძით70-76 მმ.ასევე გათვლილია მაგნუმის ვაზნებზე. იარაღიდან ხდება საცალო გასროლა თვითდამტენი მექანიზმის მუშაობის ხარხარჯზე რომლის უკან დახევას უზრუნველყო ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted February 19, 2012 Report Share Posted February 19, 2012 MR-153 S რუსული წარმოების ნახევრად ავტომატური თოფი მრ-153 12 ყალიბი. იწარმოება იჟევსკის ქარხანაში ორი სახის მოდიფიკაციით: მრ-153 12/76 მაგნუმი და მრ-153 12/89 მაგნუმი. ამათ შორის სხვაობაა მხოლოდ სავაზნის სიგრძეშია. პირველი განკუთვნილია ტყვიის საფანტის სროლისთვის, მეორე კი ფოლადის საფანტის სროლისთვის. თოფის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია გასროლის დროს გამოყოფილი გაზის უკუცემის პრინციბზე. სპეციალური სალტისებური ცილინდრი წამოცმულია გარედან ლულის ქვეშა მილისებურ მჭიდზე, მასზე გაზის ზემოქმედების შედეგათ ხდება ლულის გახსნა და საკეტის გადაადგილდება უკან, რომელიც სპეციალური ბერკეტით ჩაკეტილია ლულასთან. ყველა დეტალი, რომელიც განიცდის გაზის ზემოქმედებას ქრომირებულია, რაც განაპირობებს დეტალების ხანგრძლივ მუშაობას. შესაძლებელია მჭიდის დაგრძელება, ასევე სხვადასხვა სიგრძის საცვლელი ჩოკის გამოყენება. არ ჩამოუვარდება ცნობილი ფირმების მსგავს მოდელებს საბრძოლო თვისებებით, გამოიყენება ყველა სახეობის ნადირობისთვის და მონადირეებში სარგებლობს პოპულარობით. ტექნიკური მაჩვენებლები: ყალიბი-12. სავაზნის სიგრძე (მმ)-76. ლულის სიგრძე (სმ)-71. მჭიდის ტევადობა (ცალი)-4+1. ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.5, 0.25. წონა (კგ)-3,5. თქვენი აზრი გაგვიზიარეთ ამ იარაღის შესახებ :yes: http://www.youtube.com/watch?v=kvVIqUogTK4 Wyaro: http://www.forum.ali.ge/index.php?/topic/334-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted March 1, 2012 Report Share Posted March 1, 2012 ბიჭებო თქვენი რჩევა მჭირდება. ბაიკალ MP-153 ში ფაბრიჩნი გილზი სახლის პირობებში დატენილი რომ ჩავყარო ჩვეულებრივად წაიღებს? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 1, 2012 Report Share Posted March 1, 2012 დატენე წესების დაცვით და წაიღებს კიარა იმას აჯობებს. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 გაიხარე. კარგი თოფია მრ ? რას მირჩევთ?? მე ვნადირობ მწყერზე,ქათამზე,იხვზე და ესეთ ფრინველებზე კურდღელზეც. დიდ ცხოველებზე არა. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 გაიხარე. კარგი თოფია მრ ? რას მირჩევთ?? მე ვნადირობ მწყერზე,ქათამზე,იხვზე და ესეთ ფრინველებზე კურდღელზეც. დიდ ცხოველებზე არა. არაუშავს თავის ფასში. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 მე უფრო თურქულებს ვამჯობინებდი. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 არა რა თურქულს ტოო, მექანიზმი ნაგავი აქვს მაგას. თურქული სტენდი იყიდა ჩემმა მეზობელმა და 1 კვირაში უკანას რო გამოკრავდა ორივე ვარდებოდა, და თან ეს მექანიზმი თურქულს მოშნი არამგონია ქონდეს. ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 არა რა თურქულს ტოო, მექანიზმი ნაგავი აქვს მაგას. თურქული სტენდი იყიდა ჩემმა მეზობელმა და 1 კვირაში უკანას რო გამოკრავდა ორივე ვარდებოდა, და თან ეს მექანიზმი თურქულს მოშნი არამგონია ქონდეს. ორმაგ გასროლებს ერთსასხლეტიანი იჟებიც აკეთებს თან ძალიან ხშირად... თურქული არც ისეთი ნაგავია როგორიც სახელი აქვს... მე მაგალითად იმის მიუხედავად რო Iჟი მაქვს ავტომატს თურქულს ვამჯობინებდი.. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები და მგონია რომ MP153 ჯობია თავის ფასებში ყველა თურქულ ნახევარავტომატს! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 არა რა თურქულს ტოო, მექანიზმი ნაგავი აქვს მაგას. თურქული სტენდი იყიდა ჩემმა მეზობელმა თურქული სტენდი რა არის? ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები და მგონია რომ MP153 ჯობია თავის ფასებში ყველა თურქულ ნახევარავტომატს! დიდხანს ვერ დარჩები მაგ აზრზე ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 დიდხანს ვერ დარჩები მაგ აზრზე არაა გამორიცხული რომ შემეცვალოს აზრი, მარა ჯერჯერობით რასაც ვუყურებ ესეა. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 მე მაგ თოფსე მონდურავი კაცი არ მინახავს სხვისი არ ვიცი ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 არა რა თურქულს ტოო, მექანიზმი ნაგავი აქვს მაგას. თურქული სტენდი იყიდა ჩემმა მეზობელმა და 1 კვირაში უკანას რო გამოკრავდა ორივე ვარდებოდა, და თან ეს მექანიზმი თურქულს მოშნი არამგონია ქონდეს. მოდი მეგობარო ერთი ვაღიაროთ შენ თოფების აზრზე არ ხარ და არც მე ვარ პროფესოსორი, მე მხოლოდ ჩემს მცირე პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ვამჟღავნებ, რაც ვიცი იმას ვამბობ (ცუდად ნუ მიიღებ). ერთი დააკონკრეტე რას აქვს მექანიზმი ნაგავი?მომდურავი ბევრია, როგორც რუსულის (შენ რა მოდელსაც გულისხმობ) ისე თურქულის, პრობლემა კი მხოლოდ ერთია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოვითხოვოთ ამ ფასიანი სანადირო თოფებისგან. შენ რომ ფორუმებზე რამეს ტვალს ავლებდე მაშინ გეცოდინებოდა, რომ თურქულების მომდურავი არც ისე (თითქმის არავინ) ბევრია, რუსულებთან შედარებით ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 იცი რა არისს შეიძლება აზრზე არ ვარ მაგრამ მე რაც გამიგია პროფესიონალი მონადირეებისგან იმას ვამბობ. ესეთი მექანიზმით (ავტომატური) იყიდა ნაცნობმა და არ არის კმაყოფილი აი ესეთი ძაან ბევრჯერ ჭედავს და რაღაცა. და მე ჯერ 15 წლის ვარ. და ასაკთან შედარებით შედარებით უკეთ ვერკვევი ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 მოდი მეგობარო ერთი ვაღიაროთ შენ თოფების აზრზე არ ხარ და არც მე ვარ პროფესოსორი, მე მხოლოდ ჩემს მცირე პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ვამჟღავნებ, რაც ვიცი იმას ვამბობ (ცუდად ნუ მიიღებ). ერთი დააკონკრეტე რას აქვს მექანიზმი ნაგავი?მომდურავი ბევრია, როგორც რუსულის (შენ რა მოდელსაც გულისხმობ) ისე თურქულის, პრობლემა კი მხოლოდ ერთია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოვითხოვოთ ამ ფასიანი სანადირო თოფებისგან. შენ რომ ფორუმებზე რამეს ტვალს ავლებდე მაშინ გეცოდინებოდა, რომ თურქულების მომდურავი არც ისე (თითქმის არავინ) ბევრია, რუსულებთან შედარებით მთლად ეგრეც ნუ იტყვი წუნი როგორც რუსულში ისე თურქულშიც ბევრია... მაგრამ თურქები უბრალოდ უფრო დახვეწილ იარაღებს ამზადებენ(გარეგნულად). ავტომატებში კი თურქები უფრო მაღლა დგანან ამაზე არც ვიდავებ არასდროს... ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 გსხ ბაიკალ mr153 რომელი თურქული ავტომატზე ჯობია მაინტერესებს ყიდვა მინდა ნახევრად ავტომატის. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 ვაფასებ შენს მონდომებას, შენი ტოლი რომ ვიყავი მეათედიც არ ვიცოდი, მართლა! გატყობ გადაწყვეტილი გაქვს მრ-ის ყიდვა, მე რათქმაუნდა ვერ შეგეწინააღმდეგების, მაგრამ კარგად უნდა აარჩიო. დღესდღეობით ნამდვილად ვერ დაუდგება მრ-ი შტოგერ 2000 და ატა ნეო-ს, გამძლეობის გარდა არსებობს კიდევ სხვა ასპექტები რითაც მონადირემ უნდა შეარჩიოს თავისი, მომავალი იარაღი. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 რითი არ ჯობია MP153ი შტოგერ 2000 სს პროსტა ამიხსენით რა? ვერაფრით უბრალოდ ცოტა ლამაზია ხო? რესურსიდან დავიწყოთ რომელი ჯობია? გაჭედვით მრ ი ჭედავს და შტოგერი არ ჭედავს ? ვინც ამბობს რომ შტოგერი ჯობია, თხოვნით მივმართავ თან ახსენით რითი ჯობია? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 გსხ ბაიკალ mr153 რომელი თურქული ავტომატზე ჯობია მაინტერესებს ყიდვა მინდა ნახევრად ავტომატის. თU გაზაატვოდის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი მაშინ ვერნეი კარონ ვ12 იყიდე ძალიან ლამაზი იარაღია ისე კი იგივე არმსანია ფრანგული სახელით... ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 რითი არ ჯობია MP153ი შტოგერ 2000 სს პროსტა ამიხსენით რა? ვერაფრით უბრალოდ ცოტა ლამაზია ხო? რესურსიდან დავიწყოთ რომელი ჯობია? გაჭედვით მრ ი ჭედავს და შტოგერი არ ჭედავს ? ვინც ამბობს რომ შტოგერი ჯობია, თხოვნით მივმართავ თან ახსენით რითი ჯობია? ერთადერთი თურქული იარაღია სტოგერი რომელსაც მრ მირჩევნია შეხედულად.. მაგრამ დანარჩენი ის რომ მეტად მორგებულია ის რომ სერიულ მოდელებში ნაკლები წუნია ის რო ბერეტას ხელი ურევია მის კეთებაში და მთავარი ღირსება თოფის ბალისტიკაა და ჭრა!!! ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 თU გაზაატვოდის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი მაშინ ვერნეი კარონ ვ12 იყიდე ძალიან ლამაზი იარაღია ისე კი იგივე არმსანია ფრანგული სახელით... მერედა რა ფასი აქვს ვერნეი კარონ ვ12 ს? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 1130 ლარი ღირს 71იანი ლულით. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 რითი არ ჯობია MP153ი შტოგერ 2000 სს პროსტა ამიხსენით რა? ვერაფრით უბრალოდ ცოტა ლამაზია ხო? რესურსიდან დავიწყოთ რომელი ჯობია? გაჭედვით მრ ი ჭედავს და შტოგერი არ ჭედავს ? ვინც ამბობს რომ შტოგერი ჯობია, თხოვნით მივმართავ თან ახსენით რითი ჯობია? ორივე მჭერია და ორივედან მისვრია. არ ვიცი სადიან დავიწყო ყველაფრით სტოგერი ჯობია. ბოლო-ბოლო ბერეტას ჰოლდინგში შედის. ამ თემას გადახედე აბა. რუსები ადარებდნენ http://talks.guns.ru/forummessage/60/313250.html საუკუნის თემაა მოკლედ "თურქული თუ რუსული" ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.