Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 ტოზ-34;тоз-34 ;TOZ-34 Е ТОЗ-34 შიდაჩახმახიანი ორლულიანი სანადირო თოფი ვერტიკალურად განლაგებული ლულებით 12, 20 და 28 ყალიბისა იწარმოება 1964 წლიდან დიდი პარტიებით, ადრე კი цкиб-ის მიერ მხოლოდ ცალობით. თოფი გამოირჩევა მკაცრი ფორმებით, აქვს კარგი ბალანსი, მორგებულობა და მაღალი სიბურჯღლე. 12 და 28 ყალიბის თოფები იწარმოება სერიული, საცალო და სუვენირული პარტიებით. შეზღუდული რაოდენობით კეთდება 20 ყალიბის იარაღიც, აგრეთვე მცირე რაოდენობით იყო გამოშვებული 32 ყალიბის თოფებიც; მცირე ყალიბის თოფებს აქვთ კალაპოტის იგივე ზომა რაც 12-ს. ეს ერთის მხრივ უმატებს წონას თოფს, მაგრამ სამაგიეროდ მატებს მათ სიმყარეს. ლულები სახსნელია, რომელთაც აქვთ სტანდარტული შევიწროებანი, თუმცა გვხვდება ცალკეული ეგზემპლარები 0,9(ქვედა) და 1,1-დან 1,3-მდე(ზედა) ზომებიც. ТОЗ-34Е ეჟექტორიანი ვარიანტია ორი მოდიფიკაციით: 1. ეჟექტორი მუშაობს სტანდარტულად სულ და 2. შესაძლებელია მისი გამორთვა თითოეულში ცალ-ცალკე ან ორთავეში. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 1, 2012 Report Share Posted April 1, 2012 TOZ 34 ტოზ-34 (ტულის საიარაღო ქარხანა) გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელიც იწარმოება 1964 წლიდან, გამოიყენება ყველა სახის ნადირობისთვის. 12 ყალიბის გარდა ქარხანა აწარმოებს 28 ყალიბს და მცირე რაოდენობით 20 ყალიბსაც. თოფი გამოირჩევა თავისი სიმჩატით, ორიგინალური შესახედაობით. ტექნიკურ მონაცემებში მითითებულია ლულების შევიწროება: ქვედა ლულის 0,5 მმ (ნახევარ ჩოკი) და ზედა ლულის 1,0 მმ (მთლიანი ჩოკი), უმეტეს შემთხვევაში კი ქვედა ლულას გააჩნია 1,0 მმ (მთლიანი ჩოკი) და ზედა ლულას 1,25 მმ (გაძლიერებული ჩოკი). აქედან გამომდინარე საფანტის დაჯგუფება აქვს უფრო უკეთესი ვიდრე მოცემულია ტექნიკურ მონაცემებში. 1965 წელს საერთაშორისო გამოფენაზე ლაიფციგში ტოზ-34 მიანიჭეს ოქროს მედალი ორიგინალური კონსტრუქციისთვის. თავის საბრძოლო თვისებების გამო TOZ-34 დიდი მოწონებით სარგებლობს მონადირეებში. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 1, 2012 Report Share Posted April 1, 2012 ტოზ-34 ის წონა მაინტერესებს ზუსტად ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted April 1, 2012 Report Share Posted April 1, 2012 წონა დაახლოებით 3.2კგ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted April 1, 2012 Report Share Posted April 1, 2012 monadire1995 ზუსტი წონა არავინ იცის. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. პ.ს გორდა.გე-ს ინფოს კოპირება არ ჭირდება ამ ფორუმს. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 2, 2012 Report Share Posted April 2, 2012 იეტი სწორი შენიშვნა მომეცით :bossqu6: :bossqu6: მაგრამ მანამდე რომ გავხსენი თემა შენიშვნა მომცა ადმინმა წყარო აუცილებლად მიუთითეო ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 2, 2012 Report Share Posted April 2, 2012 ირაკლი მისმინე იქ მაშინ ისეთი დაუჯერებელი ამბები დაწერე ყველას დაგვაინტერესა სად ამოიკითხე,ამ კონკრეტულ ინფოს საიტების მისამართების წერა არ ჭირდება!შენის ნებართვით საიტის სახელი მოვაშორე ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 :yes: :yes: :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 10, 2012 Author Report Share Posted May 10, 2012 რამდენიმე სიტყვით ტოზ-34-ის ზოგიერთი ,,შეუსაბამობის" თაობაზე: ამ სურათზე წარმოდგენილია შიდა ბაზრისათვის წარმოებული ტოზების საბჟენები: როგორც მოგეხსენებათ რუსები გარდა შიდა მოხმარებისა, ექსპორტზეც უშვებდნენ თოფებს(ახლაც უშვენებ, მაგრამ მოთხოვნილება საგრძნობლად ნაკლებია). საექსპორტო და საცალო ტოზ-34-ის კონდახების საბჟენები უმეტესწილად არა ტულის, არამედ იჟევსკის წარმოებისა იყო რაზეც მათზე დატანებული წარწერა "baikal" მეტყველებდა. ზოგიერთი იარაღის მოყვარულის აზრით, საექსპორტო და საცალო ტოზ-34-ის საბჟენის შემთვვევაში არის ერთი განმასხვავებელი ნიშანი, კერძოდ საბჟენის ქვედა ნაწილზე არის ტოზის სამარკო ნიშანი Т თუმცა ექსპერტებისა და სპეციალისტების(ამ საქმეში კარგად ჩახედული ხალხის) დასკვნის თანახმად, საექსპორტოებსა და საცალოებს სამარკო ნიშანი Т ყოველთვის არ ქონდა დატანილი. მაგალითად, მარჯვნივ წარმოდგენილია სამარკო ნიშანი Т-ის გარეშე, ხოლო მარცხნივ კი ამ ნიშნით. ციტირება Link to post Share on other sites
merkela 0 Posted January 20, 2014 Report Share Posted January 20, 2014 TOZ 34 ტოზ-34 (ტულის საიარაღო ქარხანა) გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელიც იწარმოება 1964 წლიდან, გამოიყენება ყველა სახის ნადირობისთვის. 12 ყალიბის გარდა ქარხანა აწარმოებს 28 ყალიბს და მცირე რაოდენობით 20 ყალიბსაც. თოფი გამოირჩევა თავისი სიმჩატით, ორიგინალური შესახედაობით. ტექნიკურ მონაცემებში მითითებულია ლულების შევიწროება: ქვედა ლულის 0,5 მმ (ნახევარ ჩოკი) და ზედა ლულის 1,0 მმ (მთლიანი ჩოკი), უმეტეს შემთხვევაში კი ქვედა ლულას გააჩნია 1,0 მმ (მთლიანი ჩოკი) და ზედა ლულას 1,25 მმ (გაძლიერებული ჩოკი). აქედან გამომდინარე საფანტის დაჯგუფება აქვს უფრო უკეთესი ვიდრე მოცემულია ტექნიკურ მონაცემებში. 1965 წელს საერთაშორისო გამოფენაზე ლაიფციგში ტოზ-34 მიანიჭეს ოქროს მედალი ორიგინალური კონსტრუქციისთვის. თავის საბრძოლო თვისებების გამო TOZ-34 დიდი მოწონებით სარგებლობს მონადირეებში. მინდა შევეხო ტოზ-34 და წარმოგიდგინოთ მისი უსუსური მხარეები. უსუსური მხარეები კი შემდგომში მდგომარეობს: პირველ რიგში ლულის მექანიზმზე გადაბმა რომელიც არის რაღაც არაამქვეყნიური რადგან, ჩვეულებრივ თოფებს აქვთ კაუჭი რომლითაც ეცმევა ის მექანიზმის შიგნით საყრდენზე,სხვათაშორის რომლის გამოცვლაც შესაძლებელი მარტივად ან მისი გადატრიალება საპირისპირო მხარეს მისი გაცვეთის შემთხვევაში...ეხლა თუ რატომ არის ცუდი ლულის ისეთნაირი გადაბმა როგორიც აქვს ტოზ-34-ს. მოკლედ თოფს რომელსაც გააჩნია რყევა ანუ შატკა როგორც წესი ხდება მისი მოკეკვა, რა დროსაც მექანიზმზე ადებენ პადოშის სქელ ნაჭერს იმისათვის რომ ნაჩაქუჩარი მას არ დააჩნდეს უშნოდ... ან აკეთებენ შემდეგს:თხელ ჟეშტის ფირფიტას გამოჭრიან და გადააცმევენ საყრდენ ღერძზე(იგივე შპონკა)რის შემდეგაც ლულა ბრუნდება იგივე პოზიციაში რა პოზიციაშიც იყო მორყევამდე, ხოლო ტოზ34-ის შემთხვევაში ამ მეთოდს ვერ გამოვიყენებთ რადგან ტოზ-34-ს არ გააჩნია ღერძი რომელიც ლულას დაიკავებს,ტოზის მექანიზმს გააჩნია გვერდითა ჭრილები რომელშიც ლულა მოძრაობს რაც ძალიან არასასიამოვნოა ნამდვილათ რადგან თუ კი გვინდა რომ ტოზ-34-ი შევარემონტოთ რომელსაც აღენიშნება საკმაოდ დიდი შატკა ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს ჟეშტის ფირფიტის პრაგლატკის გამოჭრა სანემსეს ზომაზე და შიგ ჩაყოლება,რის შემთხვევაშიც შატკა ნამდვილად აღმოიფხვრება მაგრამ სამაგიეროდ თოფის ლულა დაკარგავს იმ პოზიციას რა პოზიციაც ჰქონდა მას შატკამდე, რადგან სანემსეში ჩაფენილი ჟეშტი ლულას აწვება რაც შეიძლება წინ ეს კი იწვევს მიზანში მორტყმის შანსის დაქვეითებას, ალბათ ხვდებით რაზეც ვსაუბრობ, ამიტომაც არის ცუდი ლულის ასეთი გადაბმა...სხვა მინუსებს რაც შეეხება, მაგალითად კნოპკის ანუ მცველის უსუსურობას ეს გამოწვეულია იმ იამკის დაბალი სიღრმის გამო რომელზეც ხტუნავს ეს კნოპკა-ანუ იამკა უნდა იყოს უფრო ღრმა და ასეთ შემთხვევაში მისი მოშლა თითქმის გამორიცხული იქნება, და აქვე აღვნიშნავ რომ ტოზ-34-ის უმრავლესობას კნოპკა მოშლილი აქვს სწორედ ამ იამკის სიღრმის არ ქონის გამო...გადავიდეთ შემდეგზე მაგალითად კონდახზე, კონდახის ისეთი გადაჭერა როგორიც აქვს ტოზ-34-ს არის ძალიან სუსტი რადგან ქვემოდან ეჭირება ბოლტი რომელიც კაი გადაჭერის შემთხვევაშიც კი იწვევს კონდახის გაფრთხნას და თუ გადაჭერა ზომაზე მეტია მითუმეტეს უარესად ზრდის ეს კონდახის გაფრთხნის შანსს...რამოდენიმე ათეული გასროლის შემდეგ კონდახი იშვებს მალევე-ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია მთავარ დამჭერ ბოლტთან გვერდიდან მოვჭრათ რეზმა რომელიც უზრუნველყოფს მთავარი ბოლტის არ მოშვებას(ანუ სტრახოვკა რა) ნუ გარკვეული დროის მანძილზე მაინც, თორემ კონდახის პერიოდული მოშვება ყველა თოფზე ხდება მაგრამ ეს დრო სხვა თოფებში მაგალითად იჟებში არის ძალიან ხანგრძლივი დროის მერე...უსუსურ მშვილდებზე აღარ შევჩერდები ყველამ ვიცით მშვილდების ნაკლოვანება...ეხლა გადავიდეთ ცივილოზე(ტიბჟირი)ცივილო როგორც იცით ტოზს ფიქსირებული აქვს ანუ არ ეხსნება(ატვიორტკის გარეშე)ცივილოს ასეთი მიბნევა ლულაზე ცუდია იმიტომ რომ ცივილო ჩვეულებრივ სხვა თოფებში ასრულებს არამარტო თოფის შეწკეპვას არამედ ხელს უწყობს თოფის მყარ მდგომარეობაში ყოფნას გარკვეულწილად რათქმაუნდა...უნდა ითქვას რომ პრაქტიკულობისათვის ლულაზე მიხრახნილი ცივილო ძალიან ცუდია...რაც შეეხება იჟექტორიან მოდელებს სჯობდა რომ ტოზ34E-ს იჟექტორი საერთოდ არ ჰქონოდა, თუ აურია მოგკლავს მაგის ჩალიჩი და სანამ მუშაობს მანამდის ქია კაი...ეხლა რაც შეეხება თოფის დაშლას, ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ტანჯვა, თუ არ იცი მითუმეტეს, ისე გვხვდება ისეთი მოდელებიც რომლებსაც გვერდითა მხარეს აქვთ ღილაკი რომელზეც ხელით დაწოლის შემთხვევაში ამავდროულად ვაწვებით ლულას და ადვილად განცალკევდება იგი კალაპოტისაგან, ესეთი მოდელები უფრო დადებითად ხასიათდებიან...გადავიდეთ შემდეგზე მაგალითად სამიზნე პლანკა-სამიზნე პლანკა ტოზ-34-ს აქვს საგრძნობლად დაბალი მაგალითად იჟ-27-თან შედარებით რაც ნამდვილად ხელს უშლის მსროლელს სწრაფ დამიზნებაში...რაც შეეხება ბალისტიკურ მონაცემებს ეს დამოკიდებულია ლულის სიგრძეზე და მის შევიწროებაზე,,,უმრავლესობის აზრით ტოზის ლულას უფრო კაი მიტანა და დაჯგუფება აქვს საფანტის ვიდრე იჟ-27-ს რაც არის აფსურდი, რადგან თუ ტოზის ლულის შიგა დიამეტრი არის 18,5 ხოლო იჟ-27-ის 18,2 ასეთ შემთხვევაში ქარხნული პატრონების სროლისას გამორიცხულია ტოზის უპირატესობა,პირიქით ასეთ შემთხვევაში უპირატესობა აქვს იჟ-27-ს ხოლო რაც შეეხება რკინის გილძების სროლისას აქ უკვე შესაძლებელია მცირეოდენი უპირატესობა ტოზ-34-ის.რადგან რკინის გილძის დიამეტრი გაცილებით მეტია პლასმასისაზე...ხოლო თუ რომელიმე მოდელს აქვს ღაღაც განსაკუთრებული შევიწროვების ლულა მაშინ უპირატესობა რათქმაუნდა მის მხარეზე იქნება.. მიუხედავად იმისა რომ ტოზ-34-ს გააჩნია ამდენი ნაკლოვანება აღსანიშნავია რომ ეს თოფი გამოირჩევა რაღაც შესაშური მორგებულობით ხელში არის ბუმბულივით მჩატე რაც სწრაფი მანევრირების საშუალებას აძლევს მსროლელს---მე პირადად ფაბარმ გამა-2 იტალიური თოფი რომელიც საკმაოდ მაღალი ფასიც ღირს,არანაირად არ შემიძლია შევადარო მოხერხებულობაში ტოზ-34-ს ვერც იჟ-27-ს ვერ შევადარებ ვერც სხვა ბევრ უცხოურ თოფს, რადგან მოხერხებულობით ტოზ-34-ი არის რაღაც სასწაულად მოქნილი და მანევრირებადი....(ისე რუსების თოფი და თან ასეთი უსუსური მე მეტი არ მინახავს,ძაან მალე ფუჭდება, თუმცა მოვლაზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული, მაგრამ თოფის გადახსნის დროს რომ მშვილდი გატყდება ამას მოვლასთან არაფერი კავშირი არა აქვს)(ისე მე ისეთებიც მინახავს 40 წელი რომ ნადირობს ამ თოფით და რამე სერიოზული დეფექტი მათ თოფებს არ აღენიშნებათ) მოგახსენეთ ჩემი აზრი რაც მე პირადად მქონდა გამონაცადი და არ ატეხოთ ახლა ერთი ამბავი ამ სტატიასთან დაკავშირებით....(ხო ისე,,, მთელი ჩემი ცხოვრება ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი წარსული აწმყო და ალბათ მომავალიც გარკვეულ კრიმინალურ ელემენტებს შეიცავს მეტნაკლებად რასაკვირველია და ამიტომ არ მსურს ჩემი ვინაობის გამხელა ისე კი რომ იცოდეთ მართლა 25-ი წლის ვარ და ასეთი ცოდნაც დავაგროვე ასე ცოტა ხნის მანძილზე, ავტორი:გადარეული გურული....) ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted January 20, 2014 Report Share Posted January 20, 2014 kasteta გეტყობა რომ რაღაცა პრაქტიკული ცოდნა გაქ დაგროვილი საბჭოურ იარაღებში, ყოველშემთხვევაში ჩემზე მეტი. ერთი ამბავის ატეხა თუარ გინდოდა შემოსულიყავი თავიდანვე ნორმალურად და კაციშვილი ხმას არ გაგცემდა. ეხლა შენს პოსტს რაც შეეხება სწორედ წერ ტოზის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ მისი უსუსურობა არაფერ შუაშია (მშვილდებს თუარ ჩავთვლით). რამდენ გასროლას გაუძლებს ტოზი დაახლოებით 34 გრაიანი ვაზნებით სანამ ზემოთ აღნიშნული დეფექტები გამოვლინდება?? ალბად დაახლოებით 10-15 ათასს ეს კი სრულიად სამკმარისად მიმაჩნია ამ ფასისი თოფისათვის, ხოლო როცა შენს მიერ აღწერილი დეფექტები (მშვილდებს ისევ არ ვგულისხმობ) გამოუვლინდება უნდა გაკრასკო და გადააგდო, გაყიდო ან უბრალოდ კედელზე ლურსმანი მიაჭედო და იმაზე ჩამოკიდო. სხვათაშორის წელს გადავეყარე ტოზ-34 ის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო მოდიფიკაციას, რომელიც არც მანამდე და არც მის შემდეგ არ მინახავს და არც გამიგია. ლულა ქონდა მოკლე "რასტრუბი" იყო ერთი სასხლეტით და არ ქონდა მცველი, ამიტომ ჩახმახების დაშვება სასხლეტებზე გამოკვრით ხდებოდა. ფაქტია რომ მრგავალი სტენდის თოფია მაგრამ არ მეგონა თუ ასეთები იყო გამოსული. ციტირება Link to post Share on other sites
norlandi 0 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 kasteta გეტყობა რომ რაღაცა პრაქტიკული ცოდნა გაქ დაგროვილი საბჭოურ იარაღებში, ყოველშემთხვევაში ჩემზე მეტი. ერთი ამბავის ატეხა თუარ გინდოდა შემოსულიყავი თავიდანვე ნორმალურად და კაციშვილი ხმას არ გაგცემდა. ეხლა შენს პოსტს რაც შეეხება სწორედ წერ ტოზის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ მისი უსუსურობა არაფერ შუაშია (მშვილდებს თუარ ჩავთვლით). რამდენ გასროლას გაუძლებს ტოზი დაახლოებით 34 გრაიანი ვაზნებით სანამ ზემოთ აღნიშნული დეფექტები გამოვლინდება?? ალბად დაახლოებით 10-15 ათასს ეს კი სრულიად სამკმარისად მიმაჩნია ამ ფასისი თოფისათვის, ხოლო როცა შენს მიერ აღწერილი დეფექტები (მშვილდებს ისევ არ ვგულისხმობ) გამოუვლინდება უნდა გაკრასკო და გადააგდო, გაყიდო ან უბრალოდ კედელზე ლურსმანი მიაჭედო და იმაზე ჩამოკიდო. სხვათაშორის წელს გადავეყარე ტოზ-34 ის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო მოდიფიკაციას, რომელიც არც მანამდე და არც მის შემდეგ არ მინახავს და არც გამიგია. ლულა ქონდა მოკლე "რასტრუბი" იყო ერთი სასხლეტით და არ ქონდა მცველი, ამიტომ ჩახმახების დაშვება სასხლეტებზე გამოკვრით ხდებოდა. ფაქტია რომ მრგავალი სტენდის თოფია მაგრამ არ მეგონა თუ ასეთები იყო გამოსული. რას გეტყვი იცი შენ ძამა ახლა ვილაპარიკებ ისე რაფერც ვლაპარიკობ სახში თვარა ჩემი გურულობის არ ჯერავს აქანე ზოგს რომ ვუყურებ.დევიწყეფ აბა:10 15–ატასი გასროლის მერე კი არა შეიძლება 1000 პატრონის გასროლის მერეც დეემართოს მაი ტოზ–34ს მე პირადათ ვარ იმის მნახველი რომე ჩემს ახლობელს სერვანდშია აქ დადობილი მაი ტოზი ასე ქვია აბა კაცი წელიწადში რომ არ ისრის ერთ 30 გილძს მაინც აბა რა ვთქვა მეტი მე იმ თოფზე და კნოპკა რომ მაინც მეეშლება შატკა ანუ რყევა რომ ექნება კონდახი რომ გაფრტხნილი ექნება და თან ამ თოფს რომ ზუსტად 1200 პატრონა აქ სულ ნასროლი და მეტი არა მაგას ახლა თოფი ქვია? არა არა ნამდვილად გასაკვირი ამბავია რუსული თოფის კვალობაზე მაი თოფი არის რაცხა გონებრივი სიმახინჯე უფრო შორე რომ არ წევიდე მე...ხო ისე შენ რომ წერ მაი პრობლემები რომ აღმუაჩდება ტოზს მერე უნდა გაყიდოო, რას გეტყვი მაგაზე იცი? მე გითხარი ტოზ–34 ზოგადად ეს პრობლემები ახასითებს და უმეტესობას მალევე მეთქი რაშიც იგულისხმებოდა ის რომ თუ ეს პრობლემები უმრავლესობას აღენიშნება ესეიგი ეს ტოზების ტანდაყოლილი ნაკლია რაც მათ უსუსურობაზე მეტყველებს თვარა რაცხა ერთი ორი ტოზი იქნება არც იყოს ამ პრობლემის მქონე მარა მაი კი არ ნიშნავს რომე მაგიზაა კაი ტოზი მთავარია უმრავლესობას რა პრობლემები აქ და უმრავლესობას ნამდვილატ აქ აი პრობლემები რაც მე მოვთვალე აგერ..მე პირადად ხშირად მქონია სპორი ტოზების მფლობელებთან ამბობდენ რომე ტოზებს შორე მიაქო და რაცხა ამნაირ დებილობებს რომელიც ვინცხამ შთააგონა ეტყობა და ქი ჯეროდატ მაგის მარა რა მიყვარს იცი? სიმართლის დადგენა და ბევჯერ ყოფილა იმფერი შემთხვევა რომე მე ჩემი ხარჯებით ამომიტანია იგენიზაც პატრონები და ჩემდაც მიზანში სასროლად მარა შედეგს არ იკითხავ კაცი? 3 ჯერ ვარ სხვადასხვა ტოზ 34 ს შენაჯიბრები შორს სროლაში და სამივეჯერ ვაჯობე (იჟ–27–ით) ოღონდ ახლა არ თქვათ ეტყობა იგენმა ვერ ისროლესო, რეიზა თუ იცით? თუ ამბობ რომე ჩემი თოფი იმხელაზე და ამხელაზე კლავსო მაშინ ან გამონაცადი უნდა გქონდეს ანდა ენა გააჩერო უნდა მაშინ თუ არ გაქ თავის იმედი...დაახლოებით 90 ცალამდე გილძი ვისროლეთ ზავაცკოი სხვადასხვა ნომრები ხოდა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა იგენი ყველა.. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 ჩემ საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ მპ153-ს გავცვლი ტოზ34-ში დიდი სიამოვნებით ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 maybaxa ე ბიჯო არაა საჭირო ყველდღე ახალი ნიკიებით დარეგისტრირება საჭირო ციტირება Link to post Share on other sites
norlandi 0 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 გამოგეხმაურე და წაშალეს ჩემი პოსტი და საქმეა ახლა ეს? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 არვიცი წაშალეს თუ საიტს აქ რამე პრობლემა იძახიენ არ წაგვიშლიაო და რავიცი ეგება საიტის პრობლემა იყოს შენ მართლა ხო არ აკაჩავებ,არავის არაფერი არ წაუშლია და არც საიტს არ აქვს არანაირი პრობლემა შენი საიტისგან განსხვავებით,ვიცით ვინც ხარ გნახავენ ბიჭები და მიგჯირყვნიან. დააყენე ერთი ადგილი და წყნარად იყავი,თორე ნუ გავიწყდება დიდი საძმო ვართ.ისე ბათუმდან ქუთაისამდე რა დრო ჭირდება შენ ცეერვეს???თუ გაყიდე ეგ და სხვა იყიდე რამე?.დასკვნა შენ გააკეთე ეხლა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 შენ მართლა ხო არ აკაჩავებ,არავის არაფერი არ წაუშლია და არც საიტს არ აქვს არანაირი პრობლემა შენი საიტისგან განსხვავებით,ვიცით ვინც ხარ გნახავენ ბიჭები და მიგჯირყვნიან. დააყენე ერთი ადგილი და წყნარად იყავი,თორე ნუ გავიწყდება დიდი საძმო ვართ.ისე ბათუმდან ქუთაისამდე რა დრო ჭირდება შენ ცეერვეს???თუ გაყიდე ეგ და სხვა იყიდე რამე?.დასკვნა შენ გააკეთე ეხლა ჯაბა, გაანებეთ მაგ კაცს თავი. წაშლითაც ნუ წაშლით მაგის პოსტებს, თორემ "ზაჩისტკის" მერე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს წესიერ ადამიანს ვავიწროვებთ. წერს კაცი თავისას და წეროს. ზოგ რაღაცეებს სიმართლესაც წერს (მაგ. ТОЗ-34 -სთან დაკავშირებული). ცუდია სახელის გამოქვეყნების რომ ეშინია, მაგრამ ეს მაგის პრობლემაა და არა ჩვენი. ჩვენ ხომ ვიცით ვისთან გვაქს საქმე და სხვებიც ადვილად მიხვდებიან "ху есть ху" ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted April 9, 2014 Report Share Posted April 9, 2014 ტოზ 34 მშვილდებს რუსულად რა ქვია? დიღომში ძაღლების ბაზრობაზე ექნებათ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 10, 2014 Author Report Share Posted April 10, 2014 ტოზ 34 მშვილდებს რუსულად რა ქვია? რუსულად იქნება Боевые пружины რა ფორმაც არ ჰქონდეს საბრძოლო ზამბარას: სპირალისებური, ვესებური, ოვალური და ა.შ. ყველა შემთხვევაში საბრძოლო ზამბარა ჰქვია. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted April 10, 2014 Report Share Posted April 10, 2014 მადლობ გელა, მამაჩემს დაურეკა მეგობარმა აქედან, საკეცეები გამიტყდა და წამომიღეო. იმან კიდე საკეცე რა იყო ვერ მიხვდა და მე დამირეკა რუსულად როგორ უნდა ვიიკითხოო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 10, 2014 Author Report Share Posted April 10, 2014 მადლობ გელა, მამაჩემს დაურეკა მეგობარმა აქედან, საკეცეები გამიტყდა და წამომიღეო. იმან კიდე საკეცე რა იყო ვერ მიხვდა და მე დამირეკა რუსულად როგორ უნდა ვიიკითხოო. საკეცები არ ვიცი სადაური ტერმინია... ტოზებში ზოგჯერ არა მარტო მშვილდები ტყდება, არამედ შემყენებლებიც(ზოგჯერ შემყენებლები იღუნება). შემყენებლებს рычаги взведения ჰქვიათ. თუ დანამდვილებით იცი, რომ საბრძოლო ზამბარა ჭირდება, მაშინ მოითხოვოს Боевые пружины, ხოლო თუ შემყენებლები ჭირდებათ, მაშინ рычаги взведения უთხრას. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted April 10, 2014 Report Share Posted April 10, 2014 საკეცე მითხრაო და მე ჩავთვალე რომ მშვილდები იგულისხმა. შესაძლოა მართლა შემყენებლები იგულისხმა. გეიგე ახლა რა უნდა )))) ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.