Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 Remington SPR310 იგივე SPARTAN SPR 310 სპტარტანი იჟის მიერ ამერიკული ბაზრისათვის იწარმოება. ეს იჟევსკის ქარხნისა და რემინგტონის ერთობლივი პროექტია. რუსეთის ბაზარზე აღნიშნული მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოაქვთ. 2004 წლის იანვარში რემინგტონის დელეგაცია იჟევსკს ესტუმრა, სადაც აღნიშნულ პროექტს ხელი მოეწერა. მართალია სპარტანი იჟ-27 გავს(მის ბაზაზე გამოდის), თუმცა დეტალების დაყვანის კუთხით ხარისხი თვალნათელია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მარალ ხარისხს ამერიკული ბაზრის მოთხოვნები განაპირობებს. თოფი გამოირჩევა ბრწყინვალე ბალისტიკითა და ბალანსით. გამოდის 2005 წლიდან. მოდიფიკაციები: არის სანადირო და სპორტული(ლულის სხვადასხვა სიგრძითა და გაზის კომპენსატორებით სანადირო_ PR310 Single-Trigger IC/MD 2 ¾”; SPR310 Nickel Receiver Bird Engr; სპორტული_SPR310 Single-Trigger SC-4 3” ; SPR310S Single-Trigger SC-4 3” Nickel Receiver). ყალიბი 12,16,20,28,36; სავაზნე 70-76მმ; წონა 2,5-დან 3,4-მდე; ერთ სასხლეტზე; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; ავტომატური ეჟექტორები; საცვლელი ჩოკები; კონდახი კაკლის. ამავე პროექტის კიდევ ერთი პროდუქტია SPR 210 Side-By-Side, რომელიც იჟ-43-ის ბაზაზე გამოდის. ყალიბი 12,16,20,28,36; სავაზნე 70-76მმ; კალაპოტი ფოლადის ან მონიკელებული წონა 2,5-დან 3,6-მდე; ერთ სასხლეტზე; ავტომატური ეჟექტორები; საცვლელი ჩოკები; კონდახი კაკლის. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 10, 2012 Author Report Share Posted May 10, 2012 საექსპორტო იჟაკები ფორუმში რამდენჯერმე გვქონდა პოლემიკა საბჭოთა(რუსული) საექსპორტო თოფების თაობაზე. პირადად ჩემს არსენალში ორი თოფი საბჭოთა წარმოებისაა და ნამდვილად არასოდეს მინანია ის რომ ისინი საექპორტოებია. 50-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა იჟაკები არაერთჯერ იყვნენ წარდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე და საკმაოდ ნორმალურ გამოხმაურებებს მოიპოვებდნენ. იჟევსკის ნაწარმმა 1958 წელს ბრიუსელში საპატიო სიგელი დაიმსახურა, 1972 წელს ოქროს მედალი პარიზში, 1977 წელს ოქროს მედალი და დიპლომი ბრნოში. ამ პერიოდის იჟაკები ხასიათდებიან შესრულებისა და მასალების ნორმალური ხარისხით(სერიულებზე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა). 70-იანი წლების დასაწყისში იჟევსკის სანადირო თოფები გადიოდა ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის 40 ქვეყანაში. 1974 წელს იჟევსკში დამზადებული ყოველი მეორე თოფი გადიოდა ექსპორტზე სავაჭრო ნიშნით Baikal. ეს მარკა ეკუთვნოდა სახელმწიფო სავაჭრო ორგანიზაცია ,,რაზნოექსპორტს"(Разноэкспорт). 1980-იანი წლების დასაწყისში ,,რაზნოექსპორტის" მოთხოვნით საექსპორტოდ განკუთვნილ თოფებს გარკვეული განმასხვავებელი მოთხოვნები წაუყენეს(როგორც მოგეხსენებათ საექპორტოებიცა და შიდა ბაზრისათვის განკუთვნილებიც ერთ კონვეიერზე იწარმოებოდა). ეს განმასხვავებელი მოთხოვნები(ნიშნები) იყო: გრავირების ცოტათი განსხვავებული ხარისხი; ,,ხარისხის ნიშნის" დამღის არსებობა; მექანიზმის ცალკეული დეტალების ქრომირება(სხვადასხვა მოდელისათვის სხვადასხვა); კაკლის კონდახი და რამდენადმე განსხვავებული ფორმები(მხოლოდ ზოგიერთი იჟ-18 გადიოდა ექსპორტზე არაკაკლის კონდახით). ყოველივე ამან გარკვეულწილად გაზარდა საექსპორტო თოფების თვითღირებულება. ზოგიერთ შემთხვევაში ,,რაზნოექსპორტი" უფრო მკაცრ მოთხოვნებს აყენებდა. მაგალითად, ინგლისისათვის განკუთვნილი ჰორიზონტალურები აუცილებლად სარტყლის საკიდი კავების(ანტაბკები) გარეშე მზადდებოდა და კონდახიც ინგლისური ტიპისა გახლდათ. მეორე შემთხვევაში ავსტრალიისათვის განკუთვნილ თოფებში ცემენტაცია გაუკეთდათ ჩახმახის შემყენებლებსა და მერყევებს. საექსპორტო თოფები ყოველთვის იმაზე მეტი მზადდებოდა ვიდრე კლიენტს ქონდა შეკვეთილი(რამეთუ სულ მცირე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში ის გამოხშირვას ექვემდებარებოდა), ამიტომ არაწუნდებული და იგივე მაღალი ხარისხის საექსპორტო თოფები საკმაო რაოდენობიოთ რჩებოდა შიდა ბაზარზე. იჟევსკის საექსპორტო თოფებზე მარკირება-წარწერები ინგლისურ ენაზე კეთდებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.